მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფუტკრის და სამყაროს ეკოლოგიური პრობლემები / ფუტკარი - ღვთაებრივი მწერი, ბუნების საოცრებაა! / ნანახია (6765) - ჯერ 16 სექტემბერი 2013

    დედამიწაზე თურმე ძუძუმწოვარ ცხოველთა და ფრინველთა სახეობათა რაოდენობაზე   მეტი   ფუტკრის სახეობა არსებობს   - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის სპეციალისტი ჯონ აშერი (John Ascher ) და მისი კოლეგები, რომლებმაც ჩაატარეს დღეისათვის ცნობილ სახეობათა აღწერა. მათი მონაცემებით მსოფლიოში 19.200 - ზე   მეტი სახეობის ფუტკარი ბინადრობს.  

    სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.discoverlife.org/mp/20q?guide=Apoidea_species

    ფუტკრის სახეობათა სია ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეადგინა   მონაცემთა ბაზის ფორმირების პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. პროექტის ძირითად მიზანს   გეოგრაფიული მდებარეობის აღწერა (გეოგრაფიული ლოკალიზაცია) და მცენარეთა მიმართ   საზოგადოდ ცნობილი ფუტკრის სახეობების "უპირატესობის" გამოვლენა წარმოადგენდა.

     აღწერით დადგინდა, რომ ფუტკრის სახეობათა უმეტესი ნაწილი განცალკევებული ან   პრიმიტიული საზოგადოების ცხოვრების წესს მისდევს. მრავალი სახეობა სხვა ორგანიზმებზე პარაზიტირებას ეწევა. ამ სახეობების ფუტკარი არ აწარმოებს თაფლს, მაგრამ ასრულებს მცენარეთა დამტვერიანების ძალზე მნიშვნელოვან პროცესს.

    თაფლს ამზადებს სახეობათა შედარებით მცირე რიცხვი, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი თაფლმგროვი სახეობის ფუტკარი - Apis mellifera.   საინტერესოა, რომ ამ სახეობათა თითქმის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია ტროპიკული ქვეყნების ტერიტორიაზე. არანაკლებ საინტერესო და საოცარია, რომ ტროპიკულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამ სახეობების ფუტკარს არ გააჩნია ნესტარი.

    სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევების შედეგად ფუტკრის სამყაროში ბოლო დროს გამოიკვეთა საკმაოდ საგანგაშო პროცესები. უკანასკნელი   წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში თაფლმგროვ ფუტკრებს შორის გამოვლინდა .. "კოლონიების ნგრევის სინდრომი". ეს სინდრომი ვლინდება იმაში, რომ ფუტკრები მასიურად სტოვებენ მშობლიურ სკებს და საკუთარ შთამომავლობას,  საფუტკრეების მიდამოებში მეფუტკრეები ვერ პოულობენ ვერც გაქცეულ ოჯახებს და ვერც დაღუპულ ფუტკარს.

    მეცნიერებმაკოლონიებს ნგრევის სინდრომიმასიურად უკვე აღნიშნეს ... - ში, გერმანიაში, შვეიცარიაში და საბერძნეთშიც. ზოგიერთი მონაცემებით, მაგალითად, ... - შიკოლონიების ნგრევის სინდრომის“   შედეგად ფუტკრის რიცხოვნობა შემცირდა 25 პროცენტით.

    მთელს მსოფლიოში ამ პროცესს ემატება დაავადებათა გავრცელება, რომელსაც მოჰყვება ფუტკრის დიდი რაოდენობით დაღუპვა.

    ადამიანების ნაწილისთვის ფუტკარი პირველ რიგში მხოლოდ თაფლთან ასოცირდება. რა თქმა უნდა თაფლი - საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში და კოსმეტოლოგიაში, მაგრამ ფუტკარი - მხოლოდ თაფლის და ამ პროდუქტების მომტანი მწერი არ არის. მას   მცენარეთა დამტვერიანებაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში. ფუტკარს უდიდესი დანიშნულება გააჩნია ბუნების ჯანსაღ განვითარებაში.

    არა ერთხელ აღინიშნა (..საერთაშორისო დონეზეც), რომ ქართული რუხი ფუტკარი უნიკალური მახასიათებლების მქონეა. გარდა იმისა რომ ქართული ფუტკარი გამოირჩევა ფერით, მას ახასიათებს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,2მმ), რომლის საშუალებითაც ღრმა სანექტრეებიდანაც შეუძლია მოიპოვოს ნექტარი. რუხ ფუტკარს ახასიათებს ჭარბი ბუსუსიანობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას შეაგროვოს მეტი რაოდენობის ყვავილის მტვერი. ამასთან ქართული ფუტკარი არააგრესიულია, ამ უნიკალურობის გამო მას მოფრთხილება ესაჭიროება და შენარჩუნება-გამრავლებაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ საქმედ უნდა იქცეს.  

    სამწუხაროდ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები (თუ შეგვრჩა ასეთი?) ან მრავალრიცხოვანი (საკმაოდ დაფინანსებული) ბუნების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იჩენდნენ მცირე   დაინტერესებასაც კი ამ პრობლემის მიმართ. რეალურად არც ვიცით რა ვითარება ყალიბდება ამ მხრივ საქართველოში? სამწუხაროდ არავინ   იცლის ამისთვის. იმავდროულად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ფუტკრის პრობლემები - მრავალი მძიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგია, ხოლო მისი გადაშენება შესაძლოა არანაკლები მნიშვნელობის და სიმძიმის   პრობლემების წარმოშობის მიზეზი გახდეს. დავუფიქრდეთ ამას!  

    დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთული პრობლემის სრული გათვითცნობიერების გზა განათლებაზე გადის, ამიტომ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ  საქართველოს მეფუტკრე-ფერმერების გაერთიანებისა და პროფესიული განათლების ფონდის წამოწყებას სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის დაფუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მეფუტკრეობის თაობაზე ცოდნის გავრცელებას, მეფუტკრეობის მიმართ თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებას და პროფესიონალი მეფუტკრეების მომზადებას. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეთა მიერ აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

    ავტორი :ე.გაბაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ბიოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოლეჯში პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020