მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    საერთაშორისო რეჟიმის წარმომქმნელი ფაქტორები-ლომეს რეჟიმი 01 იანვარი 2020

       ჩემი სტატიის მიზანია, საერთაშორისო რეჟიმის წარმოქმნელი და მისი  ხელშემწყობი ფაქტორების განხილვა.  თემას კვლევითი სახე ექნება. ვეცდები განვსაზღვრო რა ფაქტორები ახდენს გავლენას საერთაშორისო რეჟიმის შექმნაზე?  რატომ ქმნიან სახელმწიფოები რეჟიმს, რა იწვევს  ამის აუცილებლობას. სათანადო არგუმენტების მოშველიებით, რომელსაც ერთ კონკტრეტულ შემთხვევაზე (ე.წ. ქეისზე) დაყრდნობით განვიხილავ ვეცდები დავასაბუთო, რომ საერთაშორისო რეჟიმის წარმოქმნას განაპირობებს სახელმწიფოთა ეგოისტური პირადი ინტერესები, ანუ მაქსიმალური მოგებისკენ მათი სწარფვა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას,რომლის  მაგალითზეც შემოწმდება თეორიული ჰიპოთეზა, არის ე.წ. ლომეს რეჟიმი, ანუ შეთანხმება ევროკავშირსა და აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს შორის,(ACP)  რომლის მიზანსაც, ერთი შეხედვით, წარმოადგენს ევროპის მხრიდან მესამე სამყაროს ქვეყნების დახმარება და მათი განვითარების ხელშეწყობა.

    საკითხი, მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც, თანამედროვსაერთაშორისო სისტემაში თანამშრომლობა და ერთობლივი მოქმედება სახელმწიფოთა არსებობის განუყოფელი ნაწილია.  ხშირად,სახელმწიფოები რაციონალური გათვლებით მიდიან იმ აზრამდე, რომ კონკრეტული შედეგების მისაღწევად უფრო ეფექტური, სწრაფი და იაფი გზაა რეჟიმის შექმნა და მის ფარგლებში მოქმედება. აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ტოგოს დედაქალაქ ლომეში დადებული შეთანხმებები პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობისკენ. ჩემი დაინტერესებაც სწორედ ამან განაპირობა და ვთვლი, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულება ყველა დროში აქტუალური და საყურადღებოა.  ლომეს რეჟიმის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ერთი მხრივ, ევროკავშირის სურვილმა საერთაშორისო არენაზე დაემკვიდრებინა მნიშვნელოვანი აქტორის ადგილი, გაეფართოვებინა სავაჭრო სივრცე და ჰქონოდა გარანტირებული წვდომა აფრიკის ნედლეულზე; და მეორე მხრივ, ACP (აფრიკა, კარიბის აუზის, წყნარი ოკეანის) ქვეყნების სურვილმა, ესარგებლათ ევროპული დახმარებით და განვითარებულიყვნენ.

    ზოგადად  რეჟიმების შექმნის ახსნა ბევრ მკვლევარს უცდია და ბევრი თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით. ძირითადად გამოიოფა სამი მიდგომა: 1. ნეოლიბერალიზმი, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფოები საკუთარ ეგოისტურ ინტერესებზე დაყრდნობით რაციონალური გათვლების საფუძველზე ქმნიან რეჟიმებს, 2. რეალიზმი, რომლის მიხედვითაც, რეჟიმის მთავარი წარმომქმნელი ჰეგემონური ძალაა და 3. კოგნიტივიზმი (სუსტი და ძლიერი) - რეჟიმები წარმოიქმნება   რწმენებისა და სოციალური ცოდნის (ერთმანეთის შესახებ არსებული წარმოდგენები და აღქმები) გავლენით.

    თავად, ნეოლიბერალური თეორიით ვიხელმძღვანელებ, რომელიც სახელმწიფოებს განიხილავს რაციონალურ ეგოისტებად, რომელნიც ზრუნავენ თავიანთ აბსოლუტურ მოგებაზე, მაგრამ რომელთაც ამავე დროს შეიძლება ითანამშრომლონ რათა განახორციელონ საერთო ინტერესები. გარდა ამისა, ნეოლიბერალიზმი აღიარებს სახელმწიფოთა განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ამასთანავე მიუთითებს არასამთავრობო აქტორებისა და ინტერნაციონალური ორგანიზაციების როლზეც. ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტი ჯოზეფ ნაი თვის, რომ სახელმწიფოები ერთიანდებიან აბსოლიტური მოგების მიღების მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხალხის სუვერენიტეტის უფლების დაბლოკვის მიუხედავად. ნეოლიბერალიზმი ,ასევე, მოიცავს ეკონომიკურ თეორიასაც, რომელიც საუბრობს სახელმწიოს როლზე თავისუფალ ბაზრებზე მონოპოლიების ჩამოყალიბების წინააღმდეგ. ნეოლიბერალები ხაზს უსვამენ საერთაშორისო რეჟიმის როლს, დაეხმაროს სახელმწიფოებს, რომ გააცნობიერონ საერთო ინტერესები. ისინი ახასიათებენ სახელმწიფოებს, როგორც რაციონალურ ეგოისტებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ. ხშირად თანამშრომლობაა ის, რაც ყველასთვის მისაღებია და მომგებიანი, მაგრამ ძნელია მიაღწიო ასეთ მდგომარეობას, საერთაშორისო ყოფისათვის დამახასიათებელი უნდობლობის პირობებში. ქცევებისა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი საკითხების ორმხრივი გამჭვირვალობის გაზრდის გზით რეჟიმები ამცირებენ ამ უნდობლობას. ისინი ასუსტებენ შიშს იმისა, რომ სახელმწიფოები იქნებიან მოტყუებულნი ან ექსპლუატირებულნი სხვების მიერ და უადვილებს მათ წავიდნენ   თანამშრომლობაზე. ყოველივე ეს უკეთ გამოჩნდება შემდეგში უშუალოდ „ქეისის“ განხილვისას.

    აქვე ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე ტერმინის განმარტება უფრო ცხადი, რომ გახდეს რაზეა საუბარი.

    1)საერთაშორისო რეჟიმი - პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს და ქცევის წესებს კონკრეტულ სფეროში, სადაც ურთიერთქმედებენ აქტორები.

    2)ეგოისტური პირადი ინტერესი - საკუთარი სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის სურვილი, სხვა მხარის სარგებლის გათვალისწინების გარეშე. კვლევაში ეგოისტურ ინტერესებად რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადია მოყვანილი: ევროპის ეკონომიკური ინტერესები - ბაზრების ათვისება და ნედლეულზე გარანტირებული წვდომა; ევროპის პოლიტიკური ინტერესი - საერთაშორისო სისტემაში ძალაუფლებისა და გავლენის მქონე აქტორობა და განვითარებადი ქვეყნების ინტერესი - ეკონომიკური განვითარება და ევროპაში ნედლეულის ბაზრებზე გარანტიების შენარჩუნება. ეგოისტისთვის სხვათა ქცევმნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის პირად სარგებელზე ახდენს ზეგავლენას.

    უშუალოდ გადავალ ლომეს რეჟიმის განხილვაზე. ევროკავშირსა და სამხრეთის განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და იგი იწყება 1957 წელს რომის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის განვითარების ფონდი, მთავარი იდეით, ფინანსური დახმარება გაეწიათ ოკეანისგაღმა მდებარე ქვეყნებისა და ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი ქვეყნების კუთვნილი ტერიტორიებისათვის; ეს ქვეყნები იყო: გერმანია,ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. 1958 წელს, ევროპული განვითარების ფონდმა გამოყო გრანტის სახით 58 მილიონი (ევროპული ფულის ერთეული), რომელიც მთლიანად საფრანგეთის ზღვისგაღმა ტერიტორიების ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე უნდა დახარჯულიყო.რამდენიმე წლის შემდეგ, 1963 წელს დაიდო იაუნდეს შეთანხმება, ევროგაერთიანებასა და 18 ახალდამოუკიდებლობა მოპოვებულ აფრიკულ ქვეყანას შორის. ეს იყო თანამშრომლობის დასაწყისი. შეთანხმებამ ACP ქვეყნებს მოუტანა ის, რომ იქ წარმოებული პროდუქცია დაუბეგრავად შედიოდა ევროპულ გაერთიანებაში;ასევე შეთანხმებაში შედიოდა ფინანსური და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებში.იაუნდეს I შეთანხმების გაუქმების შემდეგ 1969 წელს, დაიდო II შეთანხმება 5 წლის ვადის გაგრძელებით. შემდეგი პერიოდი, 1975-2000 წლები, ლომეს კონევნციების პერიოდია.

    უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ფარგლებში ლომეს 4 კონვენციის გარდა კიდევ არაერთი შეთანხმება იქნა ხელმოწერილი,რომლებიც მათ უშუალო გაგრძელებას, განვითარებას წარმოადგენენ და რეჟიმის განუყოფელ ნაწილად უნდა ჩავთვალოთ.

    ჩემ მიერ არჩეულ ქეისზე დაყრდნობით, ვეცდები განვსაზღვრო რა ეგოისტური პირადი ინეტერესები ამოძრავებდა თითოეულ მხარეს, როცა ქმნიდნენ ლომეს რეჟიმს. ევროკავშირის ინტერესები - 1. ყოფილიყო საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი ძალა 2. კონტროლი დაეწესებინა ACP განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე და გაეფართოვებინა საკუთარი ექსპორტი, 3. ჰქონოდა გარანტირებული წვდომა მათ იაფ ნედლეულზე; და ACP ქვეყნების ინტერესები - 1. ევროპისგან მიღებული დახმარებით განვითარებულიყვნენ, 2. შეენარჩუნებინათ ნედლეულის ტრადიციული ბაზრები ევროპაში იყო ის ეგოისტური პირადი ინტერესები, რომლებმაც განაპირობეს ლომეს რეჟიმის შექმნა.

    ლომეს პირველი კონვენცია 1975 წელს დაიდო, რომლის მიზანი იყო აფრიკის,კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური დაკულტურული განვითარების ხელშეწყობა, სოლიდარობისა და ორმხრივი დაინტერესებულობის პრინციპის დამკვიდრება, პარტნიორებს შორის თანასწორობა და სუვერენიტეტის პატივისცემა.აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს ჰქონდათ არჩევანი გაერთიანებასთან მოლაპარაკებებში ჩაბმულიყვნენ ცალ-ცალკე, ან ერთად. კარიბისზღვისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებმა გადაწყვიტეს აფრიკას შეერთებოდნენ და ერთიანი, ACP ჯგუფის პოზიციით გასულიყვნენ ევროპასთან მოლაპარაკებაზე, რადგან მათაც უნდოდათ მიეღოთ ის უპირატესობები, რასაც შავ აფრიკასთან ვაჭრობა მოუტანდათ.აფრიკის ნედლეულის მნიშვნელობა ევროპისთვის ძალიან დიდი იყო -შესაბამისად, ეს ძლიერი ბერკეტი იყო აფრიკის ხელში და კარიბისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები აცნობიერებდნენ, რომ აფრიკისგან დამოუკიდებლად მოლაპარაკებებში ჩაბმა, მათთვის ნაკლებმომგებიანი იქნებოდა, ვიდრე მასთან ერთად.ლომეს კონვენციის განახლება რეგულარულად ხდებოდა. შეთანხმების დებულებათა გავრცელებით ახალ-ახალ სფეროებზე და ხელისმომწერ მხარეთა შემომატებით იზრდებოდა შეთანხმების მნიშვნელობა. მის ფარგლებში შეიქმნა ასევე ე.წ. STABEX სისტემა, რომელიც გულისხმობდა ACP ქვეყნებისთვის კომპენსაციის გადახდას ექსპორტთან დაკავშირებული დანაკარგების ასანაზღაურებლად. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების სტაბილიზაციას.  ACP-ს წევრი ქვეყნები არიან შესამჩნევად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები. 77 ქვეყნიდან 40 მიეკუთვნებოდა მსოფლიოს ყველაზე ნაკლებგანვითარებულ და შესაბამისად უღარიბეს ქვეყნებს. ACP ქვეყნების უმრავლესობისთვის სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა ეკონომიკის უდიდეს ნაწილს. მაშინ, როცა ევროპაში იყო მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმები და ბაზარზე ორიენტირებული საწარმოები, ACP ქვეყნებში ძირითადად ფერმერები და მცირე მეწარმეები, ძალიან მცირე და უმნიშვნელო მექანიზმებით, ან საერთოდ აღჭურვილობის გარეშე აწარმობდნენ ძირითადად შიდა მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტს. ამიტომ, ასე თუ ისე, მნიშვნელოვან მიღწევად ესახებოდათ განვითარებად ქვეყნებს STABEX -ის სისტემა, რაშიც ექსპორტის შემოსავლების სტაბილიზაციის სახით ეკონომიკური სტაბილურობისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს ხედავდნენ.  მნიშვნელოვანია ასევე კოტონუს შეთანხმება.  კოტონუშეთანხმებას ხელი მოეწერა 2000 წლის ივნისში ბენინის დედაქალაქში. ამ დროს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანებას შეუერთდა წყნარი ოკეანის აუზის ექვსი ახალი ქვეყანა, რის შედეგადაც გაერთიანების წევრთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ახალ შეთანხმებაში მის წინამორბედებთან შედარებით შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან შეთანხმების მიზნები ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობებიდან უფრო ფართო ურთიერთობამდე და მთავრობებს შორის პარტნიორობიდან უფრო მეტი მონაწილის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ელემენტის შემცველ პროცესამდე განვითარდა. შემუშავდა ახალი პროცედურები ადამიანის უფლებათა ნებისმიერი დარღვევის განსახილველად და გამოსასწორებლად.

    ამრიგად, თითოეული სახელმწიფოს ეგოისტური პირადი ინტერესებისა და რაციონალური მოქმედებების შედეგი გამოიხატა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, რომელიც ვითარდება საერთაშორისო რეჟიმის გარემოში იმ წესებისა და ნორმების მიხედვით, რაც შემქმნელებმა ჩადეს წესდებაში და რაც უზრუნველყოფს რეჟიმის ფუნქციონირებას. სხვა საკითხია, ვის რა სიძლიერის გავლენა ჰქონდა ამ პროცესში და ვინ იგებს მეტს, ან ნაკლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული წევრი მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალური სარგებლის მიღების სურვილით. დადასტურდა ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესები აფრიკის ბაზრებთან და ნედლეულთან დაკავშირებით და განვითარებადი ქვეყნების მოლოდინი ექსპორტის სფეროში მიღებული დახმარების ეფექტურობისა და ეკონომიკური განვითარებისა, რაც წარმოადგენდა ლომეს რეჟიმის წარმომშობ ფაქტორებ

     

    გამოყენებული ლიტერატურა

    Babarinde, Olufemi and Faber, Gerrit From Lome to Cotonou: Business as usual? Paper

    prepared for the English Biennial conference of the European Union Studies Assosiation, March

    27-29, 2003, Hilton Suites, Nashville, Tennessee.

     

    Hasenclever, Andreas; Mayer, Peter; Rittberger, Volker – Interests, Power, Knowledge:

    The Study of International Regimes. Mershan international Studies Review, Vol. 40, No. 2,

    1996. pp. 177-228.

     

    Lecomte, Henri-Bernard Solignac – Effectivness of developing country participation in

    ACP-EU negotiations. Overseas Development Institute. October 2001

     

    Le Pere, Garth – Regionalism and a post-Lome Convention Trade Regime. Issue No. 1,

    August 2000.

     

    European commission The Stabex System and Export revenus in ACP cointries.

    Development DE 93. December 1997

     

    European commission – Development & Cooperation – EuropeAid. 02.05.2013.

     

     

    Stabex. Beneficiaries’ handbook. Fourth ACP-EEC convention of lome. December 1990.


    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა | | სხვა |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020