მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფიზიკური განვითარება მოზარდობაში ნანახია (8528) - ჯერ 18 თებერვალი 2014

    მოზარდობის პერიოდში ადამიანის ფიზიოლოგიაში ბევრნაირი ცვლილება ხდება. იგი იზრდება, იცვლის ფორმებს და პროპორციებს, უჩნდება რეპროდუქციის საშუალება და სხვ.

    ფიზიკური ზრდის ყველაზე თვალში საცემი ნიშანია ბავშვის მთლიანი სხეულის ზომის ცვლილება. პუბერტაციას სწრაფი აქსელერაცია ანუ ზრდის დაჩქარება შემოაქვს.   გოგონებს და ბიჭებს ზრდის ნახტომი, ანუ პერიოდი როდესაც ზრდა ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს, სხვადასხვა ასაკში აქვთ. გოგონებს უფრო ადრე, ვიდრე ბიჭებს. შედეგად, გოგონები ტანით უფრო ადრე ვითარდებიან (11-12 წელი) ვიდრე ბიჭები (13-14 წელი). პუბერტაციაის პერიოდში პროპორციულად სხეულის ზრდა ასეთი მიმდევრობით ხდება -ჯერ ხელები, ფეხები და ტერფები იზრდება, შემდეგ ტორსი, რაც განაპირობებს მოზარდის სიმაღლეში მატებას. განვითარების ეს ნიმუში ხსნის იმ ფაქტს, რატომ არიან მოზარდები მოუხერხებლები და არაპროპორციულები – გრძელფეხა, დიდი ტერფებითა და ხელებით. ჩვილობასა და ბავშვობაში ბიჭებისა და გოგონების პროპორციების მსგავსება, სრულიად განსხვავებული ხდება მოზარდობის პერიოდში, რაც ჩონჩხზე სქესის ჰორმონების ზემოქმედებით აიხსნება. ბიჭებს მხრები უფართოვდება თეძოებთან შედარებით, გოგონების თეძოები კი წელთან შედარებით უფრო განიერი ხდება. რასაკვირველია, ბიჭები უფრო დიდები არიან და მათი ფეხებიც სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო გრძელია. მიზეზი ისაა, რომ ბიჭებს წინ მოზარდობის ზრდის დამატებითი 2 წელი აქვთ და ეს ის პერიოდია, როდესაც ფეხები ყველაზე სწრაფად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პუბერტაციას პერიოდში ორივე სქესს ემატება კუნთოვანი ქსოვილი, ეს მატება ბიჭებში 150%-ით უფრო მეტია. მათ უვითარდებათ უფრო დიდი კუნთები, გული და ფილტვები. სისხლში წითელი ბურთულების რიცხვი და ამასთან ერთად ფილტვებისთვის ჟანგბადის მიწოდების უნარიც იმატებს ბიჭებში და არა გოგონებში. ბიჭები გოგონებზე გაცილებით უფრო მეტ კუნთის ძალას იძენენ, რის გამოც მათ თინეიჯერულ ასაკში უფრო სპორტული აღნაგობა აქვთ.

    ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მომხდარ დიდ ფიზიკურ ცვლილებებს აკონტროლებს ენდოკრონული ჯირკვლები. ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონებს _ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციალური უჯრედებით გამოიყოფა სხეულის ერთ ნაწილში, გადაადგილდება და სხეულის სხვა უჯრედებზე ახდენს ზეგავლენას.

    ძირითადი ჰორმონული ზეგავლენა:

    ზრდის ჰორმონი არის ერთადერთი ჰიპოფიზარული სეკრეტი, რომელიც იწარმოება მუდმივად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ის ზეგავლენას ახდენს ყველა ქსოვილის განვითარებაზე, გარდა ცენტრალური ნერვული სისტემისა და გენიტალიებისა. პროდუქცია ორმაგდება პუბერტაციას პერიოდში და მისი მეშვეობით სხეული სწრაფად იზრდება და როდესაც ზრდასრული ასაკის სიმაღლე მიღწეულია, აჩერებს ზრდას.

    ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზის ჯირკვალი ორივე ერთად კარნახობს თიროიდის ჯირკვალს (კისრის არეში), რომ გამოათავისუფლოს თიროქსინი - აუცილებელი ტვინის განვითარებისა და იმისთვის, რომ ზრდის ჰორმონმა სრულად მოახდინოს ზეგავლენა სხეულის ზრდაზე.

    სექსუალურ სიმწიფეს აკონტროლებს ჰიპოფიზის სეკრეცია, რომელიც ახდენს სქესის ჰორმონების გამოთავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენებს ქალურ ჰორმონებს ვუწოდებთ და ანდროგენებს მამაკაცურს, ორივე სქესში ეს ორივე ტიპია წარმოდგენილი, თუმცაღა განსხვავებული რაოდენობით. ბიჭების სათესლე ჯირკვლები დიდი რაოდენობით გამოყოფენ ანდროგენ ტესტოსტერონს, რომელიც განაპირობებს კუნთების, სხეულისა და სახეზე თმის ზრდას და მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელ სხვა თვისებებს. ანდროგენები (განსაკუთრებით ტესტოსტერონი ბიჭებში) სხეულის ზრდას უწყობს ხელს. სათესლე ჯირკვლები გამოყოფენ ესტროგენებსაც, თუმცა მცირე რაოდენობით.  ესტროგენები ორივე სქესში აძლიერებს სეკრეციას, რითაც ხელს უწყობს ნახტომისებურ ზრდას და ანდროგინებთან კომბინაციაში ასტიმულირებს ძვლის სიმკვრივეს.

    გოგონების საკვერცხეებით გამოთავისუფლებული ესტროგენები იწვევენ მკერდის, საშოს და ვაგინის მომწიფებას, სხეული იღებს ქალურ პროპორციებს და ცხიმიც აკუმულირდება. ესტროგენები პასუხისმგებლები არიან მენსტრუალურ ციკლზეც.

    მენარქე - პირველი მენსტრუაციის მეცნიერული სახელწოდებაა. ადამიანების უმეტესობა მას განიხილავს, როგორც პუბერტაციას ძირითად ნიშანს გოგონებში, მაგრამ იგი ჩვეულებრივ პუბერტაციას ბოლო ნიშანია. ქალის პუბერტაცია იწყება ძუძუს კერტის განვითარებასთან ერთად, მას მოსდევს ზრდის ნახტომი და ბოქვენზე თმა.

    პუბერტაციის პირველი ნიშანი ბიჭებში არის სათესლე ჯირკვლების გადიდება (ეს ის ჯირკვლებია, რომლებიც სპერმას წარმოქმნის), რასაც მოჰყვება წყვილპარკის ფერისა და ქსოვილის ცვლილება. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად ამოდის ბოქვენზე თმა და პენისიც იზრდება.

     

    პუბერტაციას დროს ახალგაზრდები აღწევენ ზრდასრული ადამიანის სხეულის ზომას და უნარი უჩნდებათ, წარმოქმნან შთამომავლობა. თანმდევია სხეულის სწრაფი ზრდის, ნაკვთების ფიზიკური ცვლილება, რაც სქესობრივ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი მას ეძახის პირველად სქესობრივ მახასიათებლებს, რაც პირდაპირ მოიცავს რეპროდუქტიულ ორგანოს (საკვერცხეებს, საშოს და ვაგინას მდედრობით სქესში; პენისს, წყვილპარკს და სათესლე ჯირკვლებს მამრობით სქესში). სხვებს მეორად სქესობრივ მახასიათებლებს უწოდებენ, ისინი ჩანს გარეგან სხეულზე და სქესობრივი მოწიფულობის ნიშანია (მაგალითად გულ-მკერდის განვითარება გოგონებში და იღლიის ქვეშა და ბოქვენის თმის გაჩენა ორივე სქესისთვის).

    ავტორი :ანა აღნიაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები ბავშვის მოვლა და აღზრდა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბიოლოგია მათემატიკა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი დასაქმება და კარიერა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სხვა სიახლე განათლების სფეროში ჟურნალისტიკა, PR სკოლა და მოსწავლე გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული მოდა და დიზაინი სპორტი და ექსტრიმი გეოგრაფია კინო და მუსიკა ფიზიკა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ხელოვნება და კულტურა სოციოლოგია, პოლიტოლოგია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა გართობა და თამაშები აბიტურიენტი და გამოცდები ფინანსები ფსიქოლოგია იურისპრუდენცია ოჯახი, მშობლები და ბავშვი ქიმია პრესა განათლების შესახებ რელიგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბუნება, ეკოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკონომიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება საგანმანათლებლო დაწესებულება ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019