მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    კალეიდოსკოპი ნანახია (7607) - ჯერ 28 აპრილი 2014

     

    1. რადგანაც გვაქვს რეგიონები და არა გუბერნიები, უნდა გვყავდნენ რეგიონატორები და არა გუბერნატორები.

    2. ჩვენი ჰიმნის ტექსტში ფრაზა “განათებული მთა-ბარი“ ბანალურია და არავითარ პოეტურ მუხტს არ შეიცავს, ხოლო“წილნაყარია ღმერთთანა“ ბუნდოვანი და არაფრისმთქმელია. ჩემი შემოთავაზებაა:

    „ღვთისმშობლის ხვედრი ედემი

    (ან ღვთით დალოცვილი მთა-ბარი)

    პირნათელია ღმერთთანა, ნუ ჩვენ ვასრულებთ ყველა მოვალეობას ღვთის წინაშე.

    3. ზამთარზე მშვენიერი სიმღერის ტექსტში გაპარულია შეუსაბამობა   -თუ უკვე ზამთარია და სიცივეა, შემოდგომა კი არ მიდის, არამედ უკვე წასულია. უნდა იყოს:

    „გვიახლოვდება ზამთარი,

    შემოდგომა მიდის...

    4. ვლადისლავ არძინბას სახელი სლავებზე ბატონობას ავალებს, ის კი თვითონ ხდება მათი მონა-მორჩილი.

    5. მაჰაჯირობით „ჭკუანასწავლმა“ და დამოუკიდებლობის ეიფორიაში შეტყუებულმა აფხაზმა რუსეთ-საქართველოს ომში ძლიერის მხარე დაიჭირა და მისი იარაღობა იკისრა.

    6. უნდა ვკითხოთ იმ აფხაზებსა და ქართველებს, რომლებიც აფხაზეთში ერთმანეთის აბორიგენობას უარყოფენ, მაშინ საიდან გაჩნდა ამ ტერიტორიაზე ამდენი ნაქართველარი აფხაზი და ამდენი ნააფხაზარი ქართველი?

    7. საჭიროა გაეროს ეგიდითა და სპონსორობით დაარსდეს რუსულენოვანი გაზეთი „Триалог“, რომლითაც ჩვენ, აფხაზები და ოსები ერთმანეთს დაველაპარაკებით საჭირბოროტო საკითხებზე და ჩვენ   მათ შევთავაზებთ ბიზნესში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

    8. რათქმაუნდა, კარგი და მხოლოდ კარგი უნდა ქნა, მაგრამ არ უნდა დადო ქვაზე იქ, სადაც გაივლი და ქვაც აღარ დაგხვდება. ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი ქვა აქვს დაკარგული საქართველოს!

    9. როგორც ერთმანეთის გვერდით ნაზარდი და მაშასადამე, ერთი ნიადაგით ნასაზრდოები სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა ფორმის, ფერის, და გემოს ნაყოფს იძლევა - ზოგი ტკბილს,ზოგი მწარეს და ზოგიც მჟავეს, ისევე ერთნაირი განათლების მქონე ადამიანები სულ სხვადასხვა   მიმართულებით ეწიკებიან („ელებედ რაკ და შუკებიან“) საზოგადოებას.

    10. ვარდი უეკლოდ არ იკრიფება, მაგრამ ცხოვრებაში „უვარდოდაც“ ბევრი იჩხვლიტება.

    11. გულზე მუშტმობრაგუნე „დემოკრატიის მშენებლებს“ დემოსი მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. კი ბატონო, დავდგეთ ერთად, გადავიღოთ „კარტიჩკაც“, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ რომ ჯიპებით რესტორნებსა და სამორინეებში წაგრიალდებით, მე რატო უნდა წავჩანჩალდე ფეხით იაფი პროდუქტების საძენბნელად?

    12. მოკლედ, სანამ ელიტა განცხრომაშია, აგრარული ქვეყნის ბურჯი - სოფელი კი თავსაც ვერ ირჩენს და უკაცრიელდება, გრანტებსა და იმპორტებზე ჩამოკონწიალებულ ამ ქვეყანას საერთოდ არ აქვს მომავალი.

    13. მუქთად არავინ არაფერს იძლევა, გრანტი “დოპინგია“ რათა მაქსიმალურად გამოგიყენონ, ხოლო ექსპორტს გადაჭარბებული იმპორტი საკუთარი წარმოების დადამბლავება და სხვისი ნაწარმოების გასაღების ბაზრად ქვეყნის დაკავებაა.

    14. დღევანდელი ადამიანის ყოველგვარი და მითუმეტეს გონებრივი საქმიანობა მეცნიერულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. თვით “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ შესაბრუნებელია “მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ“.

    15. მეცნიერული ცოდნა “მენდელეევის ტაბულაა“, რომლის ყოველი შემადგენელი ნაწილი, ყოველი დოზა წინას წანაზარდი და მომდევნოს წასაზარდია. მეცნიერებისა და განათლების მიზანი სწორედ ამ წანაზარდების წაზრდა და მათ შორის სიცარიელეების ამოვსებაა.

    16. კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე აუცილებელია მეცნიერული კვლევებისა და მეცნიერებათა სწავლების ინტეგრაცია კლევებისა და მეცნიერებათა სწავლების ცენტრებად, რაც ორივე მხარეს წაადგება. მაგალითად,“ენათმეცნიერების ინსტიტუტის“ და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე მიზანშეწონილია დაარსდეს “ენათა კვლევისა და სწავლების ცენტრი“, სადაც აღიზრდებიან პოლიგლოტი ლინგვისტები, პოლიგლოტი   თარჯიმან-მთარგმნელები და დედაენისა და ერთი რომელიმე უცხო ენის კვალიფიციური მასწავლებლები. “აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის“ ბაზაზე უნდა შეიქმნას „მსოფლიომცოდნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი“, ჯერ თუნდაც დასავლეთმცოდნეობისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებებით.

    17. “ენციკლოპედია“ ზოგადი ცნობარის გარდა ყველა სხვა ცნობარებსა და ლექსიკონებსაც უნდა გამოსცემდეს. ძლიერ ბევრი გვაქვს გადმოსათარგმნიც და გადასათარგმნიც.

    18. ენის სწავლების მეთოდიკისა და მასწავლებლის დანიშნულებაა ჩაახედოს და გააშინაუროს მოსწავლე ენის დეპოსა და მეტყველების სამზარეულოში, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლის ლინგვისტური აზროვნების ჩამოყალიბებას და მასში ენის შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების ფორმირებას.

    19. უნამუსოს ნამუსზე ვერ შეაგდებ, ვინც ერთ ლოყაში გაგილაწუნებს, მეორესაც უშენოდ მიაგნებს. ვინც არ უნდა მართავდეს საქართველოს, და რა   გუნდრუკსაც არ უნდა უკმევდეს იგი რუსეთს, ეს მართლაც უკანასკნელი ჩვენდამი თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არ შეცვლის. იგი მტკიცედ მიყვება ჩვენი გაერაყება-გაავღანისტანების დაპირებულ გეგმას, რომლის მორიგი ნაბიჯებია ოსების გაერთიანება, მათი ჩვენ ტერიტორიაზე გამრავლება-დამკვიდრება და სიტუაციის არევა ჯავახეთსა და პანკისში, მათიც შემდგომი წაგლეჯისათვის.

    20. ასეთ ვითარებაში ჩვენი ამერიკელი და დასავლეთელი მეგობრების პასიური მაყურებლობა და დელიკატური შეგონება-მოწოდებები რუსეთისადმი, სწორედ ამ ბარბაროსის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ   გვჭირდება არა მოსამძიმრება-შეშფოთებები და ტურისტული დამკვირვებლები, არამედ რეალური დაცვა რეალური ოკუპანტისაგან.

    21. სამწუხაროდ,   მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები და დარაჯები, გაეროც და ნატოც ძალის წინაშე საპნის ბუშტებია, სამართალი კი ისევ მუშტებია, რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია.

    აკაკი მუმლაძე,

     

    სოხუმელი პედაგოგი

    ავტორი :აკაკი მუმლაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საზღვარგარეთ სახელმძღვანელოები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საგანმანათლებლო რესურსები კოლეჯი ბიბლიოთეკები უცხო ენები უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ავტოსკოლები სამეცნიერო პორტალები პედაგოგები რეპეტიტორები გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სპორტული სკოლები, სტუდიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სადღესასწაულო ცენტრები საბავშვო მაღაზიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები წიგნების მაღაზიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020