მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    წარმატების საიდუმლოები ნანახია (19013) - ჯერ 27 აგვისტო 2009

    ვის არ სურს მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებაში... მაგრამ   წარმატების მიმართ თვითოეულ ადამიანს აქვს მსოფლმხედველობასა და ღირებულებებთან შეჯერებული საკუთარი ხედვა. გლეხსა თუ მეცნიერს, შემოქმედსა თუ ბიზნესმენს გააჩნია თვისობრივად განსხვავებული წარმოდგენა წარმატების თაობაზე. მასში საერთო ერთია - რომელი გზა აირჩიონ წარმატების მისაღწევად.  

    ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მთელ მსოფლიოში უწევს ადამიანებს - გზის არჩევანში გამოიხატება. არჩევანი კი ასეთია: ჩემი ცოდნა და უნარი შევთავაზო სახელმწიფოს ან კერძო დამსაქმებელს და დავადგე დაქირავებულ შრომას,

    თუ თვითონვე ვეცადო საკუთარი ცოდნისა და უნარის გამოყენებით დამოუკიდებლად მივაღწიო წარმატებულ თვითრეალიზაციას. იმის შემდგომ, რაც დაინგრა დასაქმებისა და კარიერის ძველი სტერეოტიპები და მათ ნაცვლად საბაზრო ეკონომიკამ შემოიტანა განსხვავებული მიდგომები და ხედვა, ჩვენ ქვეყანაში ადამიანთა დიდი ნაწილი, ალბათ, დამოუკიდებელ გზას აირჩევდა, მაგრამ მათ არჩევანზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ გაუბედაობა და შიში. შიში იმისა, რომ ვერ მიაღწევენ სანუკვარ შედეგს.არჩევნის ასეთივე რთული გზა განვლო კალიფორნიელმა ბრაიან ტრეისიმაც.

    მან არ დაასრულა სწავლა, შრომობდა არა კვალიფიცირებულ სამუშაოებზე, რეცხავდა ჭურჭელს, მუშაობდა მბურღავად, მტვირთავად   ფაბრიკებსა და ფერმებში. 25 წლის ასაკში გახდა სავაჭრო აგენტი და ათვლის ამ წერტილიდან დაიწყო ბიზნესში კარიერული საფეხურებით სვლა. პარალელურად განაახლა სწავლა. 30 წლის ასაკში შევიდა უნივერსიტეტში და მიაღწია სამეცნიერო ხარისხს ეკონომიკასა და ბიზნესში.

    ამჟამად ბრაიან ტრეისი მართავს კომპანიას “Brian Tracy International”, გახდა მილიონერი და ეს მილიონები დამოუკიდებელი შრომით მოიპოვა. გარდა ამისა, დღეს ის წარმატებული ლექტორი, პედაგოგი და კონსულტანტია. როგორც კონსულტანტმა და მასწავლებელმა მან დახმარება გაუწია 500 - ზე მეტ კორპორაციას. ახლა ტრეისი წარმატებისა და მისი მიღწევის საკითხებში მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად, ავტორიტეტად.

    მისი წიგნები, ვიდეო და აუდიო სასწავლო პროგრამები თარგმნილია 20 ენაზე, მათ იყენებენ 38 ქვეყანაში. და   ეს არ არის ლამაზი ჰოლივუდური ზღაპარი - ეს რეალური ადამიანს ნამდვილი ისტორიაა. ამერიკაში ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლის შედეგად ტრეისი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მახასიათებელი უნარები და თვისებები.ადამიანების წარუმატებლობას ძირითად მიზეზად ტრეისი მიიჩნევს იმას, რომ ისინი წარმატებულებს მიიჩნევენ განსხვავებულ, გამოჩენილ ადამიანებად და ანიჭებენ მათ განსაკუთრებულ ნიჭს, გონებასა და უნარებს.

    ტრეისი უარყოფს წარმატებულობის ასეთ შეფასებას. ის დარწმუნებულია, რომ რიგით, საშუალო ადამიანსაც გააჩნია უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი და დასახული მიზნების მისაღწევად სწრაფი წინსვლისათვის ადამიანმა უნდა შეისწავლოს და გამოიყენოს ის საკვანძო ხერხები, მეთოდები და სტრატეგია, რომელსაც იყენებდნენ წარმატებული წინამორბედები.


    ამაზე დაყრდნობით მან ჩამოაყალიბა წარმატების მიღწევის პრინციპები. ბრაიან ტრეისის კონცეფცია აგებულია რიგ ფუძემდებლურ დებულებებზე:
    •       წარმატება - ცხოვრებისეული გარკვეული წესების გამოყენების შედეგია. ის შემთხვევით არ მოდის და არ წარმოადგენს განსაკუთრებული ნიჭის შედეგს.
    •       თვითოეულ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებასა და სიმდიდრეს, ყველაფერი დამოკიდებულია მის სურვილზე და საკუთარი პოტენციალის ამოქმედების უნარზე.
    •       ამ წესებს უნდა მიჰყვებოდე ყოველდღიურად და განუხრელად, მხოლოდ ასეთი მიდგომა შექმნის წარმატებისა და სიმდიდრის გარანტიას.
    •       ჭეშმარიტი პრინციპები გახსნიან თქვენ პოტენციალურ შესაძლებლობებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ განვითარებისა და სრულყოფის პრინციპებს.

    ბრაიან ტრეისის წარმატების სტრატეგია ორიენტირებულია ფინანსური დამოუკიდებლობისა   და კარიერული ზრდის მიღწევაზე. ის წარმოადგენს ხერხებისა და პრინციპების სინთეზს, რომლებიც ფიგურირებდნენ სხვა კონცეფციებშიც. მაგრამ ტრეისის სტრატეგიას ახასიათებს ლაკონიურობა, დინამიკურობა, პრაქტიკული ქმედებისთვის ადვილი ადაპტაცია და დამიზნულია რეალურ შედეგებზე. საქმიანობის რომელიმე სფეროში წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევის მსურველებს ის თავაზობს აზროვნების, ქცევისა და მოქმედების შედეგიან მეთოდიკას. ”ფინანსური წარმატება მოვა მხოლოდ იმის შედეგად, თუ თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებთ გარკვეულ, სრულიად კონკრეტულ ქმედებებს და გაიმეორებთ მათ იქამდე, სანამ არ მიაღწევთ სანუკვარ ფინანსურ დამოუკიდებლობას”, - აცხადებს ტრეისი. თავის ახალ სტრატეგიას   მან   ”მილიონრების წარმატების 21 საიდუმლო” დაარქვა. ჩამოვთლით მათ:

    1.       იოცნებეთ დიადზე.
    2.       გამოიმუშავეთ წინსვლის მიმართულების მკაფიო შეგრძნება.
    3.       ჩათვალეთ, რომ მუშაობთ მხოლოდ საკუთარი თავისათვის.
    4.       აკეთეთ ის, რის კეთებაც გიყვართ.
    5.       საკუთარი თავი მიუძღვენით სრულყოფას.
    6.       იშრომეთ უფრო მეტად და შეუპოვრად.
    7.       არ შეწყვიტოთ სწავლა მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში.
    8.       ანაზღაურება დასაწყისში უხადეთ მხოლოდ საკუთარ თავს.
    9.       შეისწავლეთ თქვენი საქმის ყველა დეტალი.
    10.       მიუძღვენით თქვენი თავი სხვათა მსახურებას.
    11.       აბსოლუტურად პატიოსანი იყავით საკუთარ თავთან და სხვებთან.
    12.       დაადგინეთ თქვენი უზენაესი პრიორიტეტები და მიზანდასახულად მოახდინეთ მათზე კონცენტრირება.
    13.       თქვენ თავს შეუქმენით სწრაფი და საიმედო მუშაკის რეპუტაცია.
    14.       მზად იყავით მწვერვალიდან მწვერვალზე ასასვლელად.
    15.       ყველაფერში დაამკვიდრეთ თვითდისციპლინის პრაქტიკა.
    16.       გამოათავისუფლეთ თქვენი თანდაყოლილი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
    17.       ურთიერთობები იქონიეთ სათანადო ადამიანებთან.
    18.       განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინეთ საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ.
    19.       იყავით გაბედული და მოქმედებაზე ორიენტირებული.
    20.       არასდროს არ დაუშვათ, რომ წარუმატებლობა განიხილებოდეს დასაშვებ ვარიანტად.
    21.       გაიარეთ     ”დაჟინებულობის ტესტი”.

    ამ სტრატეგიის ავტორს მიაჩნია, რომ წარმატება, და უპირატესად ფინანსური, წარმოადგენს პიროვნების გარკვეული თვისებების გამოყენების შედეგს. ადამიანს შეუძლია განავითაროს ეს თვისებები და გამოიყენოს ისინი, იმავდროულად თვითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ყველაფერი დატოვოს ისევე, როგორც ეს იყო აქამდე. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, გარდა საკუთარი თავისა არავინ არ აგებს პასუხს იმაზე, თუ როგორი იქნება   მისი არსებობა ამ სამყაროში.
    გსურთ ღრმად ჩასწვდეთ ყველა და თვითოეული საიდუმლოს არსს? გაერკვიოთ თუ როგორ განავითაროთ თქვენში საჭირო თვისებები? ამისათვის რა ვარჯიშებია საჭირო? ამ შესაძლებლობას მოგცემთ პუბლიკაციის გაგრძელება. გაინტერესებთ?

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ანა 20 აპრილი 2011
    ველოდები პუბლიკაციის გაგრძელებას!
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2018