მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

    რამდენ ჯერ დაგვმართვია პანიკური შიში ბავშვის კანზე შეუმჩნეველი გამონაყარის შემთხვევაში, ჩავვარდნილვართ სასოწარკვეთილებაში სიცხის აწევის გამო, გვიფიქრია და გვიკამათია ოჯახში ბავშვის კვებისა თუ ჰიგიენის თაობაზე. ამ სახის მრავალ საკითხზე გაეცანით შესაბამისი დარგის სპეციალისტების პუბლიკაციებსა და რეკომენდაციებს, მიმართეთ და მიიღეთ მათი რჩევა.


                                                           

     

    ბავშვის ადრეული და სკოლამდელი ასაკის დაავადებები ნანახია (9785) - ჯერ 28 აგვისტო 2009

    მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკის ბავშვთა დაავადებებში ყველაზე ხშირია მწვავე რესპირატორულ-ვირუსული და ნაწლავური ინფექციები, სასუნთქი ორგანოების დაავადებები (ბრონქიტები, ბრონქო-პნევმონიები). აგრეთვე, განსაკუთრებით ლიმფატიური დიათეზისა და იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე ბავშვებში, ხშირად გხვდება ადენოიდებისა და ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპერპლაზია თანდართული ანთებითი პროცესებით. აგრეთვე ხშირად შეინიშნება სხვა და სხვა ფორმის ალერგიული და დიათეზური მოვლენები, ნერვიული სისტემის (ნევროზები, ნევროპათიები, ენურეზი) დარღვევები, ასევე ხშირია მედიკამენტოზური, საყოფაცხოვრებო და ა.შ. მოწამვლები, დამწვრობები და ტრავმატული დაზიანებები.
        დაავადებების სიხშირე იზრდება ბაგა-ბაღში და სკოლაში მიყვანის საწყის ეტაპზე. მისი თავიდან აცილებისათვის წინმსწრებ ზომებში საჭიროა გავითვალისწინოთ გამოვლენილი ყველა კერის სანაცია და ჯანმრთელობაში გადახრების მკურნალობა, იმუნოლოგიური სტატუტის ამაღლება, ცხორების ახალი რეჟიმისათვის ბავშვის ფსიქოემოციური მომზადება.
        როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა ბავშვთა ამ ასაკობრივ კატეგორიებში ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები, აგრეთვე ე.წ. საბავშვო ინფექციები (წითელა, ჩუტყვავილა და ა.შ.), რომელთა საწინააღმდეგოდ ბავშვი არ გვყავდა იმუნიზირებული. ხშირია ქრონიკული ტონზილიტები, კუჭ-ნაწლავის მოშლილობები, აგრეთვე ალერგიული ხასიათის დაავადებები, ნევროზები, სხეულის აღნაგობისა და მხედველობის დარღვევები.
        მაგრამ დამახასიათებელ დაავადებებში ყველაზე მაღალია რესპირატორულ-ვირუსული დაავადებების ხვედრითი წილი, რომლებსაც უმეტესად იწვევენ გრიპის, სხვა და სხვა ჯგუფის ვირუსები. ამ ფონზე სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ბრონქიტები და ბრონქიოლიტები, ადრეულ ასაკში კი - მწვავე პნევმონიები. მკურნალი პედიატრი ადვილად დაადგენს რესპირატორული (მათ შორის განმეორებით) ინფექციების გამომწვევ მიზეზებს. უმეტესწილად მათ განაპირობებს მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ვინაიდან იმუნური სისტემის მომწიფება ამ ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დასრულებული.
        ჩამოთვლილი დაავადებების უმეტეს ნაწილს იწვევენ და განაპირობებენ სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დარღვევები, ბავშვის არა რაციონალური კვება, ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ქრონიკული დაავადებები, თვით ბავშვის პროგრესიული დაავადებების მკურნალობის კურსის დაუსრულებლობა და ცუდი რეაბილიტაცია. ბავშვის ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკას.
        დაავადებების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტარული ცოდნა.

    მოდით ერთად გავარკვიოთ ბავშვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზები, შევისწავლოთ დაავადებათა პროფილაქტიკის საფუძვლები, მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ხოლო ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში, დაჟინებით გთხოვთ თავი შეიკავოთ თვითმკურნალობისგან და მიმართოთ ექიმს.  

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბავშვო მაღაზიები უმაღლესი სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ხელოვნების სკოლები, სტუდიები უცხო ენები ავტოსკოლები სამეცნიერო პორტალები კოლეჯი გამოცემები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სადღესასწაულო ცენტრები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პედაგოგები რეპეტიტორები ბიბლიოთეკები სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსები კომპიუტერული ტექნიკა პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020