მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნაბიჯი პირველი: სამსახურის მოძებნა 14 ნოემბერი 2013

    სამუშაო ადგილის მოძებნა საპასუხისმგებლო სამსახურად უნდა აქციოთ, დაუზარებლად და გონივრულად უნდა ემსახუროთ ამ საქმეს.   ამ მიზნით ზოგიერთ ეფექტურ მეთოდს გაგაცნობთ, მათგან მოირგეთ თქვენთვის მოსახერხებელი, მაგრამ შედეგის მიღწევის შანსის გაზრდისათვის გირჩევთ ერთდროულად გამოიყენოთ ყველა ჩამოთვლილი გზა და საშუალება:

    •       სამსახურის ძებნა შესაძლებელია ნაცნობებისა და ნათესავების დახმარებით. ეს მეთოდი ეფექტურია მხოლოდ მათი პროფესიული კონტაქტების სიდიდის შემთხვევაში.   აუცილებლად უნდა გააცნოთ თქვენ ნაცნობებსა თუ ნათესავებს, რომლებზეც ამყარებთ იმედს, თქვენი CV - ის ყველა პარამეტრი, რათა მათ შესძლონ პოტენციალურ დამსაქმებლამდე სრულად მიიტანონ ინფორმაცია თქვენი განათლების, უნარ-ჩვევების, პრაქტიკული გამოცდილების თაობაზე. ნუ დაენდობით ფუჭი დაპირების მოყვარულებს, არც იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაში იკითხება თავიდან თქვენი მოცილების დაუფარავი სურვილი.   მათზე იმედის დამყარება -   საკუთარი თავის მოტყუების ტოლფასია.

    •       სამუშაო ადგილის მოძებნა ვაკანსიების თაობაზე გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებებითაც შეიძლება, ამისათვის შესაბამისი გაზეთები ყოველდღიურად შეიძინეთ (ან ბიბლიოთეკაში გადახედეთ), მოინიშნეთ მოსაწონი ვაკანსიები და სამსახურში მიღების პირობების დასაზუსტებლად   გადაუდებელად დაუკავშირდით დამსაქმებელს. აცნობეთ, რომ ეს სამუშაო ადგილი თქვენთვის საინტერესოა. გაერკვიეთ როდის, სად და რა წესით უნდა მოიპოვოთ ეს სამსახური. ეცადეთ დაასწროთ სხვა მაძიებელს, რათა CV - ის ჩასაბარებლად არ მოგიწიოთ რიგში დგომა.

    •       არის სხვა გზაც - გამოაქვეყნეთ თქვენი CV გაზეთებსა და ინტერნეტში, ეცადეთ განცხადებაში დააფიქსიროთ ზომიერი მოთხოვნილებები, რათა წინასწარ თქვენ მიმართ ცუდათ არ განაწყოთ პოტენციალური დამსაქმებელი. თუ ეს ხერხი თქვენ ქალაქში ან რეგიონში მოქმედებს და გამოავლენთ გონიერ პრეტენზიებს, თქვენ შემოგეხმიანებიან.

    •       შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების (ალბათ უფრო კერძო) სააგენტოებს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში მათი სიმრავლით და შესაძლებლობებით განებივრებულები არა ვართ. მიუხედავად ამისა რას კარგავთ - ამ ხერხმაც შეიძლება ”გაისროლოს”.   ხოლო თუ     თქვენი მიმართვის დროსათვის სააგენტოს გააჩნია ვაკანსიების ჩამონათვალი - გადახედეთ მას და სცადეთ ბედი.

    •       ბოლო დროს, განსაკუთრებით დედაქალაქში, პოპულარული გახდა სამსახურის ძებნა Internet - ის მეშვეობით. ამ საშუალების ეფექტურად გამოყენებისათვის სამი წესი არსებობს. პირველი - ძიებითია: კარგად დაათვალიერეთ წამყვანი საიტების ვაკანსიებისა და განცხადებების გვერდები, ეგებ რომელიმე ვაკანსიამ თქვენში ინტერესი გამოიწვიოს. მეორე - პასიურია: გამოაქვეყნეთ თქვენი განცხადება და CV საიტებზე, დაელოდეთ, ნუ დაკარგავთ იმედს, შეგეხმიანებიან. მესამე - აქტიურია: მიზნობრივად დაუგზავნეთ თქვენი CV ინტერნეტში ვაკანსიების ყველა განმცხადებელს. დაიმახსოვრეთ, რომ ინტერნეტში ძიება ძალზე აქტიური უნდა გახადოთ. გარდა job - საიტებისა ვაკანსიებს ფირმები   საკუთარ, კორპორატიულ ან დარგობრივ საიტებზეც აქვეყნებენ. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე დაადგინეთ ამ სახის საიტების ჩამონათვალი და ჩაიხედოთ თვითოეულ მათგანში, ეძებეთ გულმოდგინედ, შესაძლოა თქვენთვისაც მოიძებნოს საინტერესო წინადადება.

    •       არსებობს უშუალოდ პოტენციალურ დამსაქმებელთან მიმართვის გზაც. მაგალითად, გაზეთებში და ინერნეტში ძებნის პროცესში თქვენ არ შეგხვედრიათ იმ კომპანიების მიერ ვაკანსიების გამოცხადება, რომლებშიც ისურვებდით სამსახურის დაწყებას. ჩამოწერეთ მათი სია, მოიპოვეთ ხელმძღვანელების ან HR - მენეჯერების ტელეფონის ნომრები და ელ.ფოსტის მისამართები, დაუკავშირდით, მოიკითხეთ - უახლოეს მომავალში ხომ არ გამოუჩნდებათ სამუშაო ადგილი, აცნობეთ მათი კომპანიის მიმართ თქვენი განწყობა და მოკლე მონაცემები თქვენ შესახებ, დააფიქსირეთ მათთან თანამშრომლობის დაინტერესება. თუ კი თქვენ გონივრულად წარმართეთ საუბარი და არ გამოიწვიეთ გაღიზიანება კონტაქტი დაასრულეთ თანხმობის მიღწევით იმის თაობაზე, რომ ყოველ შემთხვევისათვის მაინც გაუგზავნით CV - ის. არ გაგიკვირდეთ, რომ რეაქცია მაშინვე თუ არა მომავალში მაინც მოჰყვეს.

    •       თქვენ ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ, რომ მიუხედავად კრიზისისა, შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილები მაინც მოიპოვება: არსებობენ გამოუცხადებელი ვაკანსიებიც, რომელთა შესახებ ფირმებთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტების გარეშე ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ. გამოავლინეთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობაც, მაგრამ ამ მეთოდის გამოსაყენებლად   მრავალი მისამართით CV - ის და წერილების დაგზავნა მოგიწევთ. ეცადეთ ეს მცდელობაც - საქმედ აქციოთ.

    •       აგრეთვე სამუშაო ადგილის მოძებნის მრავალი არა ორდინალური ხერხები არსებობს. თუ დაინტერესდებით და დასვამთ შეკითხვებს, მათ თაობაზეც მიიღებთ განმარტებებს.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | დასაქმება და კარიერა |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგები რეპეტიტორები გამოცემები საბავშვო მაღაზიები განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები ავტოსკოლები სამეცნიერო პორტალები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კომპიუტერული ტექნიკა ბიბლიოთეკები კოლეჯი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სადღესასწაულო ცენტრები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები უცხო ენები სახელმძღვანელოები სპორტული სკოლები, სტუდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019