მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    თვითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია მრავალნაირი პრობლემები და არ დავკვირვებივართ იმას, რომ ისინი აწუხებენ სხვებსაც. ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე ვეძებთ   მათ გადაწყვეტის გზებს. მიიღეთ სპეციალისტების რჩევა პრობლემათა დაძლევის თაობაზე.


                                                           

    ახალგაზრდები და კოსმეტიკა ნანახია (9844) - ჯერ 25 სექტემბერი 2009

    ახალგაზრდის განვითარების პროცესში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც გარდამავალი ასაკი, რომლის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის გარდაქმნა, სქესობრივი მომწიფება. იწყება სწრაფი ზრდა, სხეულის მასის მომატება, სისტემებისა და ორგანოების ფუნქციების გააქტიურება.ზოგ შემთხვევაში ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები ასახვას პოულობენ კანის მდგომარეობაშიც. სწრაფად იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ზედმეტად ცხიმიანი, პრიალა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცხვირის,შუბლის,ნიკაპისა და ყურების ირგვლივ, აგრეთვე მკერდის და ზურგის ზედა ნაწილებში. ამის შედეგად კანს შესაძლოა შეეტყოს ოდნავი გაყვითლების ელფერი, ის ვითომდა უხეშდება, ჭუჭყიანდება და წითლდება. ფორები ამ დროს ფართოვდებიან და კანის ცხიმებმა შეიძლება ამოავსონ ისინი, რაც წარმოშობს ანთებითი პროცესების დაწყების პირობებს. ყველაზე ცხიმოვან ადგილებში ჩნდება შავი წერტილები შეწითლებული და მტკივნეული კვანძები, ჩირქოვანი გამონაყარები. მათ სიყმაწვილის თანმხლებ ნიშნებად მიიჩნევენ. მოზარდები ყველა ხერხით ცდილობენ მოიცილონ ისინი - ჩამოიფხიკონ, გამოიდინონ, დაფარონ კრემითა თუ პუდრით. ამის გაკეთება დაუშვებელია ის მხოლოდ აზიანებს კანს და ართულებს პროცესებს.

    რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გადის ამ ასაკობრივ პერიოდს და არ უწევს ამგვარი მოვლენისა და მის გამო განცდის გადატანა. მაგრამ თუ მოხდა ასეთი ხასიათის მოვლენა და სახის კანი გაღიზიანდა, ნუ შექმნით ამის გამო ტრაგედიას. ეს დროებითი უსიამოვნებაა და შესაბამისი მოთმინებისა და სათანადო ჰიგიენური რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში სწრაფადაც კი შესაძლებელია მათი თავიდან მოცილება. პირველი და ყველაზე ქმედითი რჩევაა - ზედმიწევნით დაიცავით სისუფთავე.
    კანის გაღიზიანების შემთხვევაში დილით და საღამოს კარგი ხარისხის საპონითა და თბილი წყლით მოიბანეთ პირი. ამის შემდეგ მოიწმინდეთ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის გამოშვებული გამწმენდი ლოსიონით. იმ შემთხვევაში თუ კანი ზედმეტად მშრალი გაქვთ პირი დაიბანეთ უსაპნოთ და მხოლოდ გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენეთ შესაბამისი ლოსიონი. თუ გაგიჩნდათ შავი წერტილები ან მოწითალო კვანძები სასარგებლოა ორ კვირაში ერთხელ გაიწმინდოთ სახის კანი. ამისთვის უნდა დაასველო ბამბის ტამპონი თბილი წყლით,დასაპნო და ჩააწო საკვები სოდისა და მარილის ნაზავში, წრიული მოძრაობით კარგად მოიწმინდო შუბლი, ცხვირი ნესტოების მიდამოში, ნიკაპი,ლოყები და შემდეგ მოიბანო სახე თბილი წყლით. იმ შემთხვევაში თუ ”შინაური” საშუალებები არ იძლევიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს - კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს.
    ორიოდე სიტყვით თმისა და მისი მოვლის შესახებ. სუფთა და აკურატულად დავარცხნილი თმა ახალგაზრდის სახეს, მის გარეგნობას მატებენ მიმზიდველობასა და სილამაზეს. ცხიმიანი თმის დაბანა უმჯობესია სპეციალური შამპუნით ცხიმიანი თმისათვის 5 – 7 დღეში ერთხელ. თუ კი დაბანის შემდეგ 2 – 3 დღეში თმა ისევ ხდება ცხიმიანი, კვირაში 2 – 3 ჯერ დავარცხნის მიხედვით გადაუსვით მას ბორის მჟავის ახლად დამზადებული ხსნარი ( 1 ჩაის კოვზი ფხვნილი გააზავეთ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ) დაასველეთ ხსნარით ტამპონი და გადაუსვით თმას ძირიდან დაბოლოებამდე.
    მშრალი თმა უკეთესია, რომ დაიბანოთ 10 – 12 დღეში ერთხელ. უმჯობესია იხმაროთ სპეციალური შამპუნი მშრალი თმებისთვის. საპნით, და მით უმეტეს სარეცხი საპნით, თავის დაბანა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ძალიან აშრობს კანს.
    ხშირია შემთხვევები, როდესაც 13-16 წლის ასაკიდან გოგონები ცდილობენ შეიღებონ თმა, წარბი,ტუჩები, ისარგებლონ არა შესატყვისი კოსმეტიკით. გვერწმუნეთ - არ ღირს ამის დროზე ადრე გაკეთება, მოესწრებით და მოგბეზრდებათ კიდევაც. ახალგაზრდული სინაზე და სიფაქიზე მშვენიერია თავისთავად, მას არ ესაჭიროება ხელოვნური შელამაზება. თქვენ დაგამშვენებს სისუფთავე, სიკოხტავე და აკურატულობა. საღებავები კი არ ამშვენიერებენ, არამედ აბერებენ ახალგაზრდის სახეს.
    ყმაწვილის სიკოხტავის ნიშანია - მოვლილი ხელები. არ დაივიწყოთ ფრჩხილების დროულად და აკურატულად მოჭრა. ხელის დაბანის შემდეგ ხელსახოცით ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ხელის კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს ქერცვლას და კანზე გაგიჩნდებათ ბზარები.
    თუ სერიოზულად ფიქრობთ საკუთარი თავის მოვლაზე დაიმახსოვრეთ კიდე ერთი რჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ კვებასა და რაციონს. ეცადეთ მიირთვათ მეტი ბოსტნეული და ხილი. შეზღუდეთ შოკოლადის, ყავის, ძალიან ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვების მიღება.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (2)

    კომენტარები  
    სური 06 დეკემბერი 2010
    ზუსტი და სწორად შერჩეული მაკიაჟი მისაღებია.
    მედეა ქავთარაძე 03 დეკემბერი 2010

    მე ვფიქრობ,კოსმეტიკა ზომიერად საჭიროა,მაგრამ გადამეტებული საფრთხობელას ამსგავსებს ზოგიერთს!

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საქართველოში და მსოფლიოში სპორტი და ექსტრიმი მათემატიკა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი პრესა განათლების შესახებ გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული გართობა და თამაშები ოჯახი, მშობლები და ბავშვი ეკონომიკა იურისპრუდენცია სოციოლოგია, პოლიტოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია სკოლა და მოსწავლე ფინანსები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი რელიგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები აბიტურიენტი და გამოცდები მოდა და დიზაინი ბიოლოგია ფიზიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბავშვის მოვლა და აღზრდა საგანმანათლებლო დაწესებულება პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი გეოგრაფია ქიმია კინო და მუსიკა ბუნება, ეკოლოგია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა უცხო ენები დასაქმება და კარიერა ჟურნალისტიკა, PR ხელოვნება და კულტურა სიახლე განათლების სფეროში მშობლიური ენა და ლიტერატურა ფსიქოლოგია სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020