მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           
    თქვენი შვილი და კოსმეტიკა ნანახია (7868) - ჯერ 25 სექტემბერი 2009

    მოზარდის განვითარების პროცესში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც გარდამავალი ასაკი, რომლის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის გარდაქმნა, სქესობრივი მომწიფება. იწყება სწრაფი ზრდა, სხეულის მასის მომატება, სისტემებისა და ორგანოების ფუნქციების გააქტიურება.ზოგ შემთხვევაში ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები ასახვას პოულობენ კანის მდგომარეობაშიც. სწრაფად იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ზედმეტად ცხიმიანი, პრიალა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცხვირის,შუბლის,ნიკაპისა და ყურების ირგვლივ, აგრეთვე მკერდის და ზურგის ზედა ნაწილებში. ამის შედეგად კანს შესაძლოა შეეტყოს ოდნავი გაყვითლების ელფერი, ის ვითომდა უხეშდება, ჭუჭყიანდება და წითლდება. ფორები ამ დროს ფართოვდებიან და კანის ცხიმებმა შეიძლება ამოავსონ ისინი, რაც წარმოშობს ანთებითი პროცესების დაწყების პირობებს. ყველაზე ცხიმოვან ადგილებში ჩნდება შავი წერტილები შეწითლებული და მტკივნეული კვანძები, ჩირქოვანი გამონაყარები. მათ სიყმაწვილის თანმხლებ ნიშნებად მიიჩნევენ. მოზარდები ყველა ხერხით ცდილობენ მოიცილონ ისინი - ჩამოიფხიკონ, გამოიდინონ, დაფარონ კრემითა თუ პუდრით. ამის გაკეთება დაუშვებელია ის მხოლოდ აზიანებს კანს და ართულებს პროცესებს.

    რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გადის ამ ასაკობრივ პერიოდს და არ უწევს ამგვარი მოვლენისა და მის გამო განცდის გადატანა. მაგრამ თუ მოხდა ასეთი ხასიათის მოვლენა და სახის კანი გაღიზიანდა, ნუ შექმნით ამის გამო ტრაგედიას.თქვენ ხომ იცით,რომ ეს დროებითი უსიამოვნებაა და შესაბამისი მოთმინებისა და სათანადო ჰიგიენური რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში სწრაფადაც კი შესაძლებელია მათი თავიდან მოცილება. პირველი და ყველაზე ქმედითი რჩევაა - ზედმიწევნით დაიცვას სისუფთავე. კანის გაღიზიანების შემთხვევაში დილით და საღამოს კარგი ხარისხის საპონითა და თბილი წყლით მოიბანოს პირი. ამის შემდეგ მოიწმინდოს სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის გამოშვებული გამწმენდი ლოსიონით.
    იმ შემთხვევაში თუ კანი ზედმეტად მშრალი აქვს პირი დაიბანოს უსაპნოთ და მხოლოდ გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენოს შესაბამისი ლოსიონი. თუ გაუჩნდა შავი წერტილები ან მოწითალო კვანძები სასარგებლოა ორ კვირაში ერთხელ გაიწმინდოს სახის კანი. ამისთვის უნდა დაასველოს ბამბის ტამპონი თბილი წყლით,დასაპნოს და ჩააწოს საკვები სოდისა და მარილის ნაზავში, წრიული მოძრაობით კარგად მოიწმინდოს შუბლი, ცხვირი ნესტოების მიდამოში, ნიკაპი,ლოყები და შემდეგ მოიბანოს სახე თბილი წყლით. იმ შემთხვევაში თუ ”შინაური” საშუალებები არ იძლევიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს - კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს.
    ორიოდე სიტყვით თმისა და მისი მოვლის შესახებ. სუფთა და აკურატულად დავარცხნილი თმა ახალგაზრდის სახეს, მის გარეგნობას მატებენ მიმზიდველობასა და სილამაზეს. ცხიმიანი თმის დაბანა უმჯობესია სპეციალური შამპუნით ცხიმიანი თმისათვის 5 – 7 დღეში ერთხელ. თუ კი დაბანის შემდეგ 2 – 3 დღეში თმა ისევ ხდება ცხიმიანი, კვირაში 2 – 3 ჯერ დავარცხნის მიხედვით გადაუსვას ბორის მჟავის ახლად დამზადებული ხსნარი ( 1 ჩაის კოვზი ფხვნილი გააზავეთ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ) დაასველოს ხსნარით ტამპონი და გადაუსვას თმას ძირიდან დაბოლოებამდე.
    მშრალი თმა უკეთესია, რომ დაიბანოს 10 – 12 დღეში ერთხელ. უმჯობესია იხმაროს სპეციალური შამპუნი მშრალი თმებისთვის. საპნით, და მით უმეტეს სარეცხი საპნით, თავის დაბანა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ძალიან აშრობს კანს.
    ხშირია შემთხვევები, როდესაც 13-16 წლის ასაკიდან გოგონები ცდილობენ შეიღებონ თმა, წარბი,ტუჩები, ისარგებლონ არა შესატყვისი კოსმეტიკით. დაარწმუნეთ, რომ არ ღირს ამის დროზე ადრე გაკეთება, მოესწრება და მობეზრდება კიდევაც. ახალგაზრდული სინაზე და სიფაქიზე მშვენიერია თავისთავად, მას არ ესაჭიროება ხელოვნური შელამაზება. ახალგაზრდას თუ მოზარდს ამშვენებს სისუფთავე, სიკოხტავე და აკურატულობა. საღებავები კი არ ამშვენიერებენ, არამედ აბერებენ მის სახეს.
    ყმაწვილის სიკოხტავის ნიშანია - მოვლილი ხელები. არ დაავიწყოთ ფრჩხილების დროულად და აკურატულად მოჭრა. ხელის დაბანის შემდეგ ხელსახოცით ყოველთვის კარგად გაიმშრალეს ხელის კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეწყება ქერცვლა და კანზე გაუჩნდება ბზარები.

    თუ სერიოზულად ფიქრობს საკუთარი თავის მოვლაზე დაიმახსოვროს კიდე ერთი რჩევა: დიდი მნიშვნელობა აქვს მის კვებასა და რაციონს. ეცადოს მიირთვას მეტი ბოსტნეული და ხილი. შეზღუდოს შოკოლადის, ყავის, ძალიან ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვების მიღება.  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ბავშვის მოვლა და აღზრდა | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სოციოლოგია ლოგიკა მათემატიკა მეწარმეობა საბირჟო საქმე არქიტექტურა პროგრამირება სხვა ელექტრონიკა მუსიკა კულტუროლოგია ქიმია ეკონომიკა ფიზკულტურა და სპორტი მედიცინა, ჯანმთელობა ჟურნალისტიკა და PR მასმედია გეოლოგია ასტრონომია სახელმწიფო მოწყობა და მართვა სტატისტიკა პოლიტოლოგია მეცნიერება და ტექნიკა მიფოლოგია ავიაცია გეოდეზია ინვესტიციები საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მენეჯმენტი საბანკო საქმე გადასახადები კულინარია საერთაშორისო ურთიერთობები ფსიქოლოგია ეკოლოგია ინფორმატიკა მეტალურგია კრიმინალისტიკა სექსოლოგია ტრანსპრტი ლოგისტიკა მრეწველობა, წარმოება დაზღვევა უცხოური ლიტერატურა მარკეტინგი და რეკლამა გეოგრაფია უცხო ენები პედაგოგიკა გეოპოლიტიკა ისტორია ფილოსოფია რელიგია სოფლის მეურნეობა ბიოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ტექნოლოგია სამართალი ჟურნალისტიკა ზოოლოგია საბაჟო სისტემა ფიზიკა ფინანსები და კრედიტი კულტურა და ხელონება მართვა ტურიზმი ბუღალტერია და აუდიტი ვეტერინარია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019