მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    კომპიუტერული ტექნოლოგიები - და მასწავლებელი ნანახია (11561) - ჯერ 26 აგვისტო 2009

    პიტტსბურგის უნივერსიტეტის (ა.შ.შ. პენსილვანიის შტატი) პედაგოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიების პროფესორს ბერნი პულს მიაჩნია, რომ დღეს ყველა პედაგოგი უნდა ფლობდეს ან დაეუფლოს 6 ძირითად უნარ-ჩვევას, ვინაიდან ტექნოლოგიებმა მყარად შემოაბიჯეს სწავლების პროცესში და ეს ტენდენცია შეუქცევადია
    რომელ უნარ-ჩვევებზეა საუბარი მის პუბლიკაციაში?
    1. პროდუქტიული ინსტრუმენტები:
    პედაგოგებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის პროგრამებთან მუშაობა. სწავლების ამოცანების გადაწყვეტაში გამოიყენება პროგრამული ინსტრუმენტების გარკვეული რაოდენობა (ტექნიკური რედაქტორები, Excel-ცხრილები, მონაცემთა ბაზები, პრეზენტაციების მომზადების პროგრამები და რიგი სხვა), რომელიც ტრადიციულად დაყენებულია ყველა კომპიუტერზე. კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებელთა 80 % - მა იცის თუ რა შეუძლია გააკეთოს ტექნიკამ ამ პროგრამების მეშვეობით, მაგრამ აქტიურად არ იყენებენ ამ შესაძლებლობებს საქმიანობაში. პედაგოგთა უმეტესობა თვლის, რომ რადგან შეისწავლა და იყენებს ისეთ ტექსტურ რედაქტორს, როგორიცაა Word, ცოდნა საკმარისი გააჩნია. ამასთან დაკავშირებით გვსურს დაუსვათ შეკითხვები: შეგიძლიათ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, იცით მარკერების გამოყენება, ჩასვამთ სურათს ტექსტში, როგორ ისარგებლებთ Excel - ის ცხრილებით? ეს ხომ არც თუ ძალზე რთული, მაგრამ საჭირო უნარ-ჩვევებია ტექნიკურ რედაქტორებთან მუშაობისათვის. თანამედროვე ტექნიკური რედაქტორები - მულტიმედიური ინსტრუმენტია. მისი შესაძლებლობების მეშვეობით პედაგოგს შეუძლია ვიზუალურად მომხიბვლელი და ინფორმაციულად მდიდარი სასწავლო, სადემონსტრაციო მასალების შექმნა. ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ ჩასვას მონაცემები Excel-ცხრილებში, როგორ იყენებდეს მათ და მიიღოს გრაფიკული გამოსახულებები. ჩვენ ხომ ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს სწავლის პროცესში. ამისათვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს PowerPoint - ის ტიპის საპრეზენტაციო პროგრამას. ხატვის ინსტრუმენტები სხვა პროდუქტიულ ინსტრუმენტებთან ერთობლიობაში, შექმნიან უფრო დიდ შესაძლებლობებს პედაგოგიური შემოქმედებისათვის.

    2. მარტივი პრობლემების გადაწყვეტა:
    ყველას უნდა შეგვეძლოს კლასში შექმნილი მარტივი ტექნოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კომპიუტერმა დაიწყო არა ჩვეული ქცევა - ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე უპრიანი ხერხია,გადავტვირთოთ ან გავთიშოთ კომპიუტერი და ცოტა ხანში ისევ ჩავრთოთ ის. უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ პერიფერიული მოწყობილობა შესაძლებელია არა სათანადოდ იყოს ჩართული ან მიერთებული, დისკეტი შეიძლება არა გამართულად იყოს ჩასმული, ზოგჯერ ითხოვდეს ხელახალ ფორმატირებას. შესაძლოა მოგვიწიოს სხვა წვრილი პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც წარმოიშვა კლასში კომპიუტერის გამოყენების დროს.
    3. ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა:
    უნდა შეგვეძლოს არსებითად განუმარტოთ ტექნიკურ პერსონალს კომპიუტერის მუშაობაში წარმოქმნილი შეფერხებისა ან სხვა პრობლემების შესახებ.
    4. Web - რესურსების მოხმარება:
    მასწავლებელმა უნდა იცოდეს და მუდმივად ადევნებდეს თვალ-ყურს იმას თუ რა მასალები არსებობს ინტერნეტში მის საგანთან და პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებით. ინტერნეტი - არა მხოლოდ მოსწავლეთა სწავლების საოცარი წყაროა, არამედ თვით მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების უმდიდრესი შესაძლებლობაა და ეს წყარო მდიდრდება ყოველდღიურად. შემოქმედებითი პედაგოგი ყოველთვის გამონახავს იმის დროს, რომ მოიძიოს ქსელში მასალები, რომლებითაც შეუძლია გაკვეთილისა თუ ლექციის გამდიდრება.
    5. ქსელში ძიების უნარი:
    ეს უნარი ძალზე მნიშვნელოვანია. მასწავლებელთა ნაწილი ყოველდღიურად გარკვეულ დროს ახმარს მედია რესურსების ძიებას, ინფორმაციებისა თუ გამოსახულებების მოძებნას, რომლებსაც ახმარს მოსწავლეებს. ამ სახის შესაძლებლობები ინტერნეტში განუსაზღვრელად იზრდება.
    6. დაინტერესება და მოქნილობა:
    მუდმივად უნდა ვეძებდეთ ტექნოლოგიების გამოყენების ახალ ხერხებს. დღეს მწარმოებლები განუწყვეტლად გვაწვდიან ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ პედაგოგიური მუშაობის მეთოდოლოგია და მეთოდიკა.

    P.S. ამ პუბლიკაციაში ბევრმა თქვენთაგანმა და ჩვენც არ ამოვიკითხეთ რაიმე საოცარი, მასში ყველაზე ღირებული და უმთავრესია - დასკვნა, რომ ტექნოლოგიების სწავლის პროცესში შემოსვლა - შეუქცევადია. გვსურს თუ არა ჩვენ, ფეხი უნდა შეუწყოთ თანამედროვეობის მოთხოვნას. შემოქმედი მასწავლებელი თუ ლექტორი მუდამ ეძებს იდეებს სამუშაოს წარმატებულად შესრულებისათვის. ასეთი მასწავლებლები ინტერესების პრინციპით ქმნიან გაერთიანებებს. ამ შემთხვევაში ასეთ ინტერესს შეიძლება წარმოადგენდნენ - ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში. education.ge გთავაზობთ საიტის მეშვეობით შექმნად ამ სახის გაერთიანებები, გაუზიაროთ სიახლეები და გამოცდილება ერთმანეთს. თუ ისურვებთ განიხილეთ სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივები საიტის ფორუმზე. გამოაქვეყნეთ საკუთარი ან მოძიებული იდეები, გაეცანით კოლეგების მოწოდებულ მასალებს, შესთავაზეთ თქვენი ხედვა. გაამდიდრეთ ერთმანეთი ახალი ცოდნით ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე.  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ბიბლიოთეკები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსები საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები გამოცემები კოლეჯი ავტოსკოლები პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ხელოვნების სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სპორტული სკოლები, სტუდიები უმაღლესი სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ უცხო ენები წიგნების მაღაზიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019