მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    მეტსახელი - სასკოლო ცხოვრების ტრადიცია, თუ ...? ნანახია (12292) - ჯერ 20 ოქტომბერი 2009

    ვფიქრობთ, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოსწავლეებს უყვართ თანაკლასელებისთვის ზედმეტსახელების დარქმევა და ხშირად ეს სახელები თითქმის სალანძღავი ან შეურაცხმყოფელი ელფერისაა. მაგალითად, შესვენების დროს სკოლის დერეფანში შეიძლება გაიგონო: „ ყურშა, სად მიდიხარ?,“ ან „ცხვირა, მოდი აქ, ბიჭო“ გარედან მოსმენილი, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ან აბსოლუტურად მიუღებლადაც მიაჩნდეს, მაგრამ ხშირად მეტსახელს ისე ეჩვევიან და იმდენად ასოცირდება ის კონკრეტულ ადამიანთან, რომ, დროთა განმავლობაში, ამ ადამიანს უკვე არც მიმართავენ ნამდვილი სახელით. მეტსახელების საფთხე გამოიხატება იმაშიც, რომ მისი მეშვეობით ადამიანს თავს ახვევენ რომელიმე სტერეოტიპით ქცევას ან მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს. ამის გამო, სამწუხაროდ, ადამიანის გარშემო მყოფნი მისი ნებისა თუ სურვლის გაუთვალისწინებლად, მისგან ელიან მეტსახელის შესატყვის ცხოვრების წესსაც კი. მაგალითად, ბიჭს თუ შეარქვეს „ბლატნოი,“ ესე იგი ის მაინც და მაინც უნდა დაადგეს კრიმინალურ მრუდე გზას, მიუხედავად იმისა, რომ ამოძრავებდა მხოლოდ ერთი სურვილი - თავი მოაწონოს საყვარელ გოგონას, გახდეს მისი ერთად აერთი მეგობარი.  
    მეტსახელი ხშირად იარლიყივით ეწებება ადამიანს და უამრავ უსიამოვნებასა თუ ცუდ განცდას უქმნის მას. ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ საყვარელი გოგონას მამის დასწრებით მოგმართონ შეურაცხმყოფელი მეტსახელით. რამდენად მოსაწონი იქნება ეს მისთვის და მით უფრო შენთვის? ჰა? პირადად მე არ ვისურვებდი ამგვარ ვითარებაში მოხვედრას! როგორ ფიქრობ იმ ადამიანს გაუჩნდება შენი გაცნობის და მითუმეტეს დაახლოვების სურვილი?
    მაშ რატომ არქმევენ სკოლაში ერთმანეთს დამცინავ ან შეურაცხმყოფელ მეტსაელებს? ვფიქრობ, რომ მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს. ზოგისთვის ეს თვითდამკვიდრების შესაძლებლობადაც კი იქცა: ნახე ის რა უშნო და უჭკუოა და მე კი რა მოხდენილი და ჭკვიანი ვარ! დაკვირვებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტსახელების დარქმევის ინტრიგებში აქტიური მონაწილეები უმეტეს წილად ხდებიან ისინი, ვისაც პანიკურად ეშინია თვითონ იქცენ დაცინვის ობიექტად. ანუ უმარტივესი ფორმულა ასეთია: უმჯობესია ყურადღება მივაქცევინო სხვის ნაკლზე, ვიდრე დაინახონ ჩემი ნაკლოვანებები. მაგალითად, ხომ სჯობს ყურადღება გადავატანინო იმაზე, რომ გიოს გრძელი (შესაზლოა არც თუ ისე უშნო და თავისებური შარმის შემქმნელიც) ცხვირი აქვს, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ჩემ დაბრეცილ კბილებზე. ან: სანდრო ჩემზე უკეთესად სწავლობს, გონიერია, მაგრამ სათვალეს ატარებს - ამიტომ დავარქვათ - „შუშაბანდა“ ან „აჩკარიკა.“ სხვა მაგალითი: თეა ძალიან სიმპატიური გოგოა, მოხდენილად და იმავდროულად მოდურად იცმევს, ამიტომ მოდი დასამცირებლად შევარქვათ - „ფუფალა.“ ამ შემთხვევაში სახელის გამომგონლებს ესმით, რომ მათზე უკეთესი ხარ და ცდილობენ შენი უპირატესობების გაუფასურებას. ისინი ბრაზდებიან იმაზე, რომ შენ უფრო ლამაზი, მოხდენილი, ჭკვიანი ხარ და მეტსახელის შერქმევით ცდილობენ დაგამცირონ.
    ამ მასლის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია დაგებადება კითხვა: რა ვქნა, ან როგორ მოვიქცე, რომ დამამცირებელი თუ შეურაცხმყოფელი მეტსახელი ავიცილო და ის არ „მომეწებოს“ სამუდამოდ?  
    გაინტერესებს? მოგვწერე და მოდი ერთად გავიაზროთ.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (2)

    კომენტარები  
    ლიკა 07 მარტი 2011
    ავტორო, გეთანხმები 200%-ით. მაგრამ ყველაზე დიიდ საცოდაობა ისაა, რომ მხოლოდ სკოლაში გასდით ამგვარი ქცევა და სკოლის გარეთ გასულები საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენაში ექცევიან.  
    19 თებერვალი 2011
    ავტორ  გეთანხმები 100%
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სკოლა და მოსწავლე | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტურიზმი/დასვენება/გართობა სასწავლო პროგრამები ვარ სპეციალისტი ხელოვნება/კულტურა ვცვლი ვეძებ სპეციალისტს გავაჩუქებ სხვა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება კონფერენციები/ღონისძიებები ვყიდი მომსახურება განათლება/სწავლება ფიზიკური კულტურა/სპორტი ტენდერები/გრანტები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სტიპენდიები ვიყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020