მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნაბიჯი მესამე : გასაუბრების გავლის ტექნოლოგია 23 ოქტომბერი 2009

    გასაუბრება.
    იცოდეთ, რომ თქვენი შეფასება იწყება გასაუბრების დაწყებამდე - იმ წამიდან, როცა შეაღებთ ოფისის კარებს. გასაუბრებაზე, როგორც წესი, დაგვიანების გარეშე რამდენიმე წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ და მის დაწყებამდე დარჩენილი თავისუფალი დრო თვით მობილიზებასა და საუბრისათვის მომზადებას უნდა მოახმაროთ. ინტერვიუს მოლოდინში არ გირჩევთ მომზადებულ ჩანაწერებსა თუ პირად დოკუმენტებში ქექვას, ამან შეიძლება დაგაბნიოთ, არეულობა შეიტანოს თქვენს მიერ წინასწარ გააზრებულ მწყობრ თვით პრეზენტაციაში ან და ზედმეტი ფუსფუსით ნერვიული ადამიანის შთაბეჭდილებას შექმნით. ჯობია წყნარად გადაავლოთ თვალი სარეკლამო პროსპექტებს ან ჟურნალებს, რომლებიც უხვადაა ხოლმე მისაღებ ან მოლაპარაკების ოთახებში. ასეთი ქცევა მეტ ნდობას გამოიწვევს თქვენს მიმართ და გასაუბრების ორგანიზატორებს დაარწმუნებს იმაში, რომ იოლად შეგიძლიათ დაძლიოთ სტრესული სიტუაციები. გასაუბრების ოთახში ან კაბინეტში შესვლის დროს ნუ დააკაკუნებთ კარებზე და ნუ შეიჭყიტებით შეშინებული თვალებით შესვლის ნებართვის მისაღებად. შებრძანდით დინჯად, გასაუბრების ჩამტარებელს მიესალმეთ თავდაჯერებულად და იმავდროულად გულწრფელად. არ დაუსვათ შეკითხვა - სად დავჯდე? თუ არ შემოგთავაზეს დაჯდომა, მისალმებისთანავე არ დაიწყოთ საუბარი, ინტერვიუერის გვერდით თვითონ შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი სკამი და მშვიდად დაბრძანდით. ნუ ამოირჩევთ ძალიან რბილ სავარძელს ან დივანს, ასეთი ავეჯი მოუხერხებელია დასაჯდომად, საუბრის წარმართვისათვის და მისი დასრულების შემდეგ ასადგომად. პორტფელი ან საქაღალდე, ხელთ თუ გიჭირავთ, არ დაიწყოთ მათი ნერვიული წეწვა. იცოდეთ, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, გასაუბრების შედეგად უარს ხშირად გადაჭარბებული ნერვოზულობის გამოც ეუბნებიან, და დაბნეულობასა ან კონცენტრირების უნარის უქონლობათ აღიქვავენ. თუ ინტერვიუერს, საუბრის პროცესში, მოულოდნელად დაურეკეს ტელეფონზე, ნუ გაღიზიანდებით, გააკეთეთ მისთვის ხელსაყრელი პაუზა, მაგრამ არ შესთავაზოთ, რომ სატელეფონო საუბრის დასრულებამდე დატოვებთ ოთახს. არ არის გამორიცხული, რომ განძრახ ამოწმებენ, როგორ რეაგირებთ თქვენ ოფისში მუშაობის მშვიდი რიტმის დარღვევაზე. პაუზის დროს წყნარად, აუღელვებლად კვლავ გადაათვალიერეთ ჟურნალი, სარეკლამო პროსპექტი ან თქვენ მიერ წინასწარ მომზადებული ”შპარგალკა”. თუ ინტერვიუერი ტელეფონის საუბრის დასრულების შემდეგ უცბად არ განაახლებს თქვენთან ურთიერთობას, აცადეთ მოკლე ხანი, რომ დაუბრუნდეს გასაუბრების არეალს. ხოლო, თუ პაუზა გაუგრძელდა, თქვენთვის ხელსაყრელი საკითხიდან საუბრის გაგრძელების ინიციატივა თვითონ აიღეთ ხელთ. ინტერვიუერის მიერ გასაუბრების პირველადი შედეგების შეჯამებისა და დასრულების შემდეგ გამოხატეთ კმაყოფილება და მადლიერება ჩატარებული გასაუბრების გამო, დაემშვიდობეთ. გახსოვდეთ, რომ ამასაც კი აქვს მნიშვნელობა რამდენად შესძლებთ ღირსეულ და თავდაჯერებულ დამშვიდობებას, ადგომასა და ოთახიდან გასვლას, იმიტომ, რომ თქვენ მიმართ დაკვირვება სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიხურავთ კარებს. თუ თქვენ იქვე არ გაცნობეს გასაუბრების შედეგი, გასვლამდე სასურველია გამოთქვათ იმედი, რომ განხილვის შედეგად აუცილებლად დაგიკავშირდებიან.

    გასაუბრების გავლისა და შემდგომი კარიერისათვის ძალზე მნიშვნელოვანია თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ თქვენ გარემოცვაზე, ცალკეულ ადამიანებზე, ანუ როგორია და როგორი უნდა იყოს თქვენი პერსონალური იმიჯი. პირადი იმიჯის შემადგენელი და შემქმნელი ორგანული კომპონენტებისა და სხვა საინტერესო ასპექტების თაობაზე, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითად დეტალურად განგიმარტავთ. მოგვწერეთ, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ეს თემა.
    და კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ.როგორც სამსახურის მოპოვების, ასევე შემდგომი კარიერის დროს თქვენ წინაშე დადგება მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემა - როგორ უნდა წარმოვადგინოთ საკუთარი თავი. იმის შემდეგ, როდესაც დაეუფლებით გასაუბრების არა მხოლოდ გავლის, არამედ თანამონაწილეობის ტექნიკას, ჩვენი დახმარებით თვითონვე შესძლებთ არსებული პირადი იმიჯის გაანალიზებასა და მასში კორექტივების შეტანას. თუ ეს თქვენთის საინტერესოა, მოგვმართეთ - ჩვენ შეგასწავლით თვითპრეზენტაციის ბევრ საიდუმლოებასაც.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის აღზრდა სიახლე განათლების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება მომზადება/ტესტირება/ჩაბარება გართობა/თამაშები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ბავშვის კვება და მოვლა განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასვენება/ტურიზმი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები ადამიანთაშორის ურთიერთობა სასარგებლო რჩევები სარეკლამო მომსახურება სხვა რელიგია მშობელი და ოჯახი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები გაერთიანებები/სოციალური ქცელები ინტერესები/კონკურსები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბუნება/ეკოლოგია კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სასწავლო დაწესებულების მართვა გამოცემები/პუბლიკაციები მედიცინა და პროფილაქტიკა მეცნიერება/ტექნიკა ფიზიკური კულტურა და სპორტი საზოგადოებრივი ურთიერთობები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019