მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    PR-კომუნიკაცია – დიალოგის პოლიტიკა და ფილოსოფია ნანახია (12189) - ჯერ 10 ნოემბერი 2009

    თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ PR-კომუნიკაციისათვის დამახასიათებელი მიზნების, სტრუქტურისა და მიდგომის პირველი მაგალითი, ზუსტად ბიბლიური ისტორიის დასაწყისში დევს. რაც შეეხება უშუალოდ დიალოგს – გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ამ ცნებას განიხილავდნენ უპირველესყოვლისა, როგორც ჭეშმარიტების ძიების მეთოდს. ლოგოსი ხომ დედა-არსს, გონს, ცოდნას გულისხმობს. შესაბამისად, დიალოგი-კომუნიკაცია ორმხრივი და გონიერი კავშირია, რომლის დროსაც ღია, ან თუნდაც ფარული, თანასწორობისა და ურთიერთდამოკიდებულების აღიარება ხდება. რადგან, თუ სიტყვა წარმოთქმული მისაღები და გასაგები არ გახდა მეორე მხარისათვის, დიალოგი მონოლოგის ფუნქციას შეითავსებს. მონოლოგი კი განსხვავებულ პოზიციას არ უწევს ანგარიშს, ხოლო დიალოგი პირიქით, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ავტორიტარიზმთან შეუთავსებელი მოვლენაა. PR-ი დიალოგის სინონიმად შეიძლება განვიხილოთ, სინონიმად, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. საუკუნისა, სადაც პირველი ვიოლინოს როლი მასობრივი კომუნიკაციის წყაროს დაეკისრა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან გასულმა საუკუნემ არნახული სივრცე და უსაზღვროდ შემჭიდროვებული დრო შემოგვთავაზა, ორივე ერთურთს გადააჯაჭვა და გადაკიდა. ამ ხლართში გაბმული კაცობრიობა გამოსავალს ისევ ურთიერთობასა და ურთიერთკავშირებში ეძებს. აქ პრ-პროფესიონალი გამოდის სცენაზე. მის ფუქციაში შედის ორი ჯგუფის – ორგანიზაციისა და საზოგადოების დაკავშირება, ის ერთგვარი მედიატორია, რომელიც ხშირად დაპირისპირებულ პოზიციებს აერთიანებს, ხსნის დაძაბულობისა და გაუგებრობის მუხტს. ” მანამ, სანამ ეს ორი ჯგუფი ურთიერთობს, უგებს ერთმანეთს და იზიარებს ერთმანეთის პოზიციას, პრ-სპეციალისტის მუშაობა წარმატებულია”, - მიაჩნიათ გრუნინგსა და ჰანტს. მეტიც, ორგანიზაციის მენეჯმენტი და თვითონ საზოგადოება გარკვეულწილად იცვლებიან პრ-საქმიანობის ძალისხმევით. ზუსტად დიალოგის თანმხლებ ურთიერთობას აქვს ასეთი ზემოქმედების ძალა. მედალს ყოველთვის ორი მხარე აბადია და აღნიშნული ზემოქმედებაც არ წარმოადგენს გამონაკლისს. მასობრივი კომუნიკაციის წყაროები სულ უფრო მასიურსა და ვირტუალურ ხასიათს იძენენ. რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო ქსელის შესახებ – მას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით! – მასმედიის ყველა წყარო ირრეალურ სამყაროში გვაცხოვრებს. საზოგადოება ითვისებს მისთვის შერჩეულ, დამუშავებულ და ნაცად ფილტრებში გატარებულ ინფორმაციას. ხოლო ეს უკანასკნელი ჩვენი დროის თითქმის ერთადერთ ვალუტად გვევლინება. დღევანდელი ადამიანი შეუქცევადი პროცესის ნაკადში ტივტივებს – მოიხმარს იმას, რასაც საკომუნიკაციო არხი უწევს რეკლამას – პირადი ჰიგიენის ნივთებით დაწყებული, იდეოლოგიური მრწამსით დამთავრებული. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ერთერთი ცნობილი ამერიკული ექსპერიმენტის შედეგი ცხადყოფს, რომ ადამიანი მოიხმარს არა უშუალოდ ნივთს, არამედ წარმოდგენას, წარმოსახვას ამ ნივთის შესახებ: გამოკითხულთა მხოლოდ 2% შეძლო ამოეცნო საყვარელი სიგარეტის მარკა მისი ბრენდის გარეშე. დანარჩენი 88% ეწეოდა მხოლოდ იმიჯს, წარმოდგენას ამა თუ იმ სიგარეტის შესახებ. ეს იმიჯი კი მასობრივი კომუნიკაციის შედევრია, მის მიერვე მულტიპლიცირებული. მართალია, დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს არც პრ-ის და არც იმიჯის დანიშნულება თუ სტრატეგიული მიზანი, მაგრამ არც შედეგი იცვლება და არც ყოველდღიურ ხაფანგში გაბმულთა რაოდენობა. არც ისე შორს უნდა იყოს ის დრო, როდესაც პრ-მეცნიერება საზოგადოების ერთ მონოლიტად გარდაქმნის პროცესს დაასრულებს და ხელს შეუწყობს სრულიად კაცობრიობას და არა მხოლოდ მის ცალკეულ ჯგუფებს, ერთ სუპერ-ორგანიზმად მოგვევლინოს. იქნება ეს ახალი ბაბილონი თუ ამჯერად შევძლებთ სრულიად ახალი და რაც მთავარია, სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნას? ადამიანის სწრაფვა გაერთიანებისა და სრულყოფილებისაკენ სრულიად ბუნებრივია, მაგრამ აბსოლუტური სრულყოფილება, თავკომბალა-კაცობრიობა ასევე ბუნებრივად დამღუპველი იქნება, რადგან ჩვენი არსი ხომ ჩვენს სხვაობასა და სწრაფვაშია მწვერვალისაკენ, თუ მწვერვალი დაპყრობილია, მხოლოდ დაღმასვლა რჩება. დღეს, და განსაკუთრებით საქართველოს, ნაკლებად გვემუქრება ასეთი გლობალური გაერთიანება. PR-ი მხოლოდ ჩანასახობრივ, ემბრიონალურ მდგომარეობაში იმყოფება. ერთის მხრივ ეს ბევრ პარადოქს იწვევს, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში – მაგალითად, პრ-ი ძირითადად ჯურნალისტებისა და მედიის პრეროგატივად იქცა, პოპულარული გახდა ე.წ. შავი PR-ი, რომელიც ისევ მედიის არხებით ოპონენტის ლანძღვას არ სცდება და ა.შ. მეორეს მხრივ, ქართული მენტალობა და მიდრეკილება თითქმის უკრიტიკოდ შეითვისოს ყოველივე უცხო და კარგად შეფუთული, საფრთხის წინაშე გვაყენებს – დავეწიოთ და გადავუსწროთ აშშ-ს. მით უფრო ისეთი რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვცხოვრობთ. აქვე ანგარიშგასაწევად მიმაჩნია კიდევ ერთი, არც თუ ახალი, მაგრამ ამიტომ ნაკლებად როდი დამაფიქრებელი ფენომენი – ადამიანი-მასა და მისი უკიდურესად გააქტიურებული!? საზოგადოებრივი როლი. დღევანდელი მას-კულტურა, მას მედია თუ ნებისმიერი პერფომანსი ძირითადად მასას, მის ღირსეულ შვილებს, რომელთაც ხოსე ორტეგა ი გასეტი ადამიან-მასას უწოდებს, ემსახურება. მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ”ჩვენ იმნაირები ვართ, რანაირებადაც გვაქცევს სამყარო... ეჭვს გარეშეა, რომ არსებობის პროცესი სამყაროსთან ურთიერთობის პროცესია. როგორიცაა საქმის ვითარება ამ ქვეყნად, ისეთივე ვითარება იქნება ჩვენს ცხოვრებაში”, - წერს გასეტი და თითქოს დღევანდელობაზე საუბრობს. ადამიანი-მასა და ზოგადად მასა შიშით იმართება, ხოლო შიში ამახინჯებს ცნობიერებას და ხელს უშლის ჭეშმარიტების შემეცნებას – მიიჩნევს ნ. ბერდიაევი. ძნელია არ დაეთანხმო მის შემდეგ მოსაზრებასაც – არა მხოლოდ მასას მართავენ შიშის მეშვეობით, არამედ თვითონ მასაც მართავს და ზემოქმედებს შიშით. აქ კი წრე იკვვრება – რასაც გასცემ და რა იარაღსაც აღმართავ, უგივეთი დაიღუპები. გაბატონებული მასა ალბათ არასოდეს ყოფილა ესოდენ მასიური და ულმობელი, აროსოდეს გაერთიანებულა სივრცესა და დროში წამიერად და წამის მეშვეობით ცივილიზაცია. ცივილიზაცია, რომელიც იმავე მასობრივი კომუნიკაციების არხებით, PR-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ამკვიდრებს მსგავსებისა და არჩევანის არარსებობის არჩევანს – იყავი ისეთი, როგორც ყველა, მიბაძე მასკულტურის კერპებს, ხმა მიეცი შენთვის და შენს გარეშე შერჩეულ ლიდერებს, იყიდე, ჩაიცვი, იმღერე, იფიქრე, რომ ფიქრობ და იცხოვრე ისე, რომ არასოდეს არაფრით გამოირჩეოდე! ეს უსაფრთხოების გარანტია, ეს კომფორტის გარანტია, ეს საზოგადოების მხარდაჭერის გარანტია და საერთოდაც, გარანტის გარანტია! და ასე ნაბიჯ ნაბიჯ, ცივილიზაციის ფერხულში გაბმულები, აღმოვჩნდებით - თუ უკვე იქ არ ვიმყოფებით! – ვირტუალური სამყაროს ქსელში. სამყაროსი, რომელიც ჩაენაცვლა რეალობას, რომელმაც მოახდინა ამ რეალობის პროფანირება,შექმნა და თავს მოგვახვია თავისი კანონები. დღეს დიალოგი ნელ ნელა მარცხდება მონოლოგის წინაშე, ცერომონია და პერფომანსი რეალური ქმედების ადგილს იკავებს, სოფისტური და პროფესიონალების მიერ წინასწარ დაწერილი ტექსტები სიტუაციიდან გამომდინარე, უშუალოდ ურთიერთობაში დაბადებულ სიტყვას აძევებს, საქმეს დაპირება ცვლის, ხარისხს – იმიჯი და ასე შეიძლება უსასრულო ჩამონათვალის მოშველიება. რა თქმა უნდა, არც ცივილიზაციის და არც პროგრესის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის გამოცხადებას არ ვემხრობი, მაგრამ ერთი რამ უტყუარია და აქ კვლავ ნ. ბერდიაევს მოვიშველიებ – სიახლის თაყვანისცემა, როგორც სიახლისა, ისეთივე უვარგისია, როგორც წარსულის თაყვანისცემა მარტოოდენ იმიტომ, რომ წარსულია! თუ შემოქმედებითად - შემოქმედება კი არ არსებობს თავისუფლების გარეშე – წარვმართავთ ნებისმიერ პროცესს, მაშინ არის შანსი ავირიდოთ მასობრივი ”გამასობრივება”. ყოველივე ჭეშმარიტად ახალი მხოლოდ თავისუფლებასთან წილნაყარია და თავისუფალი არჩევანის გზით მოიპოვება. თავისუფლება და არჩევანის არჩევანი გამორიცხავს ადამინი-მასას დიქტატს, არ ექვემდებარება მასობრივ შაბლონებსა თუ ნორმატივებს. სტერეოტიპების ნგრევა ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, დიდ ძალისხმევასა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. ამას, ბუნებრივია, ადამიანი-მასა, მასაობრივი კომუნიკაციის სანიმუშო მომხმარებელი არ და ვერ გააკეთებს. იქნებ ზუსტად ამ მიმართულებითაა საჭირო ახალი მეცნიერების, PR-ის წარმართვა-განვითარება? ხომ გვახსოვს – PR-ს საფუძვლად დიალოგი უდევს, დიალოგი კი, ლოგოსი, თავისი არსით გონიერებას, სამყაროს დედა-არს წარმოადგენს. და თუ PR-კომუნიკაცია შემაკავშირებელ, გამაერთიანებელ მისიას მიანიჭებს პრეროგატივას, თავისუფალი არშევანის გზას დაადგება და საერთო ენას გამაძებნის საზოგადოების თითოეულ წევრსა და თანამედროვე ცივილიზაციას შორის და ამას რეალურად და არა ახალი იმიჯისათვის გააკეთებს, მაშინ შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ PR-ის ახლებურ პოლიტიკაზე. პოლიტიკაზე, რომელის გონიერების, დედა არსის ძიების უკვდავ ფილოსოფიას გულისხმობს.

    შენი იმიჯი - შენი კაპიტალია! შეუერთდით ახალ გაერთიანებას

    მაია ქავთარაშვილი

    PR-ტექნოლოგი, სრული პროფესორი

     

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლა და მოსწავლე ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სიახლე განათლების სფეროში რელიგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ფიზიკა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი გეოგრაფია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები მოდა და დიზაინი საგანმანათლებლო დაწესებულება ოჯახი, მშობლები და ბავშვი სპორტი და ექსტრიმი მათემატიკა იურისპრუდენცია დასაქმება და კარიერა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი გართობა და თამაშები სხვა ბუნება, ეკოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბიოლოგია ეკონომიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა ჟურნალისტიკა, PR სოციოლოგია, პოლიტოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფსიქოლოგია კინო და მუსიკა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ხელოვნება და კულტურა პრესა განათლების შესახებ ფინანსები უცხო ენები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ქიმია მშობლიური ენა და ლიტერატურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020