მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    შემცირებული გაკვეთილები გაყინულ კლასებში. (სწავლა სიცივეში) ნანახია (6670) - ჯერ 16 ნოემბერი 2009

    დიდი ხანჩალის სკოლაში ჰაერის ტემპერატურა ძლივს აღწევს დადებით ნიშნულამდე , ისიც იმ დღეებში, როდესაც გარეთ სითბოა. ცივ ამინდში კი ბავშვებს მეცადინეობა გაყინულ კლასებში უწევთ.
    სკოლა ელექტროენერგიით თბებოდა, სიცივის მიზეზი კი ოქტომბრის დასაწყისში იმ ტრანსფორმატორზე მომხდარი ავარიაა, რომელზეც სკოლაა მიმაგრებული. ის აბონენტები, რომლებიც დაზიანებულ ტრანსფორმატორზე იყვნენ მიერთებული, სოფლის დანარჩენ, ორ ფორმატორზე გადაანაწილეს. ამან მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. ელექტროენერგიის ძაბვა იმდენად დაბალია, რომ ელექტრომოწყობილობებით სარგებლობა შეუძლებელია.
    ”ფორმატორის პრობლემის მოგვარებას მთელი თვეა, ვცდილობთ. საცხოვრებელ სახლებში კიდევ შეიძლება იოლად გასვლა, მაგრამ სკოლა ვერ თბება. თოვლის მოსვლის შემდეგ ალბათ მოსწავლეების არდადეგებზე გაშვება მოგვიწევს”, - ამბობს გამგებლის რწმუნებული სოფელ დიდ ხანჩალში ვახინაკანანიკიანი.
    ხანჩალის მცხოვრები მელიქსეტ ფლიკიანი ვარაუდობს, რომ ვიდრე ”ენერგო-პრო ჯორჯიას ” ეზოში აქციას არ გამართავენ, ყურადღებას არავინ მიაქცევთ: ”ხაზზე, რომელზეც სკოლაა შეერთებული, ჩემსა და კიდევ ერთი აბონენტის გარდა, ყველა რული მრიცხველით სარგებლობს. მითხრეს, რომ სკოლა ტრანსფორმატორს მანამდე ვერ მიუერთდება, სანამ ჩვენ ორნი ციფრულ მრიცხველებზე არ გადავალთ. ვიცი, რომ ელექტროკომპანია მთელი რაიონის მასშტაბით მრიცხველებს საკუთარი ხარჯით ცვლის. გადავწყვიტე, მათთვის მიმემართა და მითხრეს, რომ რიგში უნდა ჩავეწერო. არავინ იცის, ჩემი რიგი როდის დადგება. მიპასუხეს, რომ თუ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება მინდა, შემიძლია ტრანსფორმატორი ვიყიდო და საკუთარი ხარჯით დავაყენო”.

    „ენერგო-პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელი ჯანიკო ასტატურიანი ამბობს, რომ მდგომარეობა არც ისეთი რთულია. ტრანსფორმატორი უახლოეს მომავალში გარემონტდება და სოფელს ელექტრომომარაგება აღუდგება: „იმედი გვქონდა, რომ უწესრიგობას სამ-ოთხ დღეში აღმოვფხვრიდით და ახალ ტრანსფორმატორს დავდგამდით. მაგრამ ხომ გესმით, ტრანსფორმატორი არ არის უბრალო ნივთი, რომელიც შეიძლება უცებ შეიძინო”.
    სკოლის დირექცია კი გამოსავალს ეძებს. გარდა იმისა, რომ ამჟამად სკოლა არ თბება, არის საფრთხე, რომ მას ელექტრომომარაგება საერთოდ შეუწყდება. ”კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვებიდან გამომდინარე, თბილისში,
    ელექტროკომპანიის მთავარი ოფისში ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარვადგინოთ, შემდეგ კომპანიის ანგარიშზე 11 ათასი ლარი გადავრიცხოთ და სკოლა ელექტროენერგიით სარგებლობის უფლებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ან ასეთი პრობლემის წინაშე რომ დავდგებოდით. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს დახმარებისთვის არაერთხელ მივმართეთ. დახმარებას ყოველთვის ყველა გვპირდება. ახლა კი მოუგვარებელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, ზამთარი და ყინვები კარზეა მომდგარი. როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, არ ვიცი”, - ამბობს დიდი ხანჩალის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჟანნა გოკორიანი.
    მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი შეშის ღუმელების შემცირებული გაკვეთილები გაყინულ კლასებში სწავლა სიცივეში მთელი თვეა, სოფელ დიდი ხანჩალის სკოლაში გათბობა არ მუშაობს. გაკვეთილები ჩვეული 45 წუთის ნაცვლად, 35 წუთი გრძელდება. შესაძლოა, სკოლას გათბობა ზამთარშიც არ ჰქონდეს. წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა დადგმაა, რაც სკოლისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯია. შეშით გათბობას დაახლოებით 5 ათასი ლარი სჭირდება, რაც სკოლას არ აქვს.
    „რამდენიმე წელია, სკოლა უკანონოდ სარგებლობდა ელექტროენერგიით, რაზეც აქამდე თვალს ვხუჭავდით. დროა, დოკუმენტები შეაგროვონ, ყველაფერი მოაწესრიგონ და ელექტროკომპანიის მომსახურებით სარგებლობის კანონიერი ნებართვა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსფორმატორის რემონტის შემდეგ სკოლას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ოფიციალური მიზეზით შეუწყდება. ეს მათი პრობლემაა, კეთილი ინებონ და მოაგვარონ, თან, რაც შეიძლება მალე”, - ამბობს ჯანიკო ასტატურიანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის პრობლემის შესახებ იციან, თუმცა, მისი მოგვარებისკენ კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ .
    „ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფა არ შეგვიძლია, თუმცა, შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა მოკიდებული”, - აღნიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსონ პნჯოიანმა. რამდენად დაემთხვევა დაპირება რეალობას და მონახავს თუ არა სკოლის დირექცია მდგომარეობიდან გამოსავალს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” 16 ნოემბერი 2009

    წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმწიფო მოწყობა და მართვა ჟურნალისტიკა ქიმია კულინარია პოლიტოლოგია ბუღალტერია და აუდიტი უცხო ენები კულტურა და ხელონება გეოგრაფია საბანკო საქმე საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ისტორია მშობლიური ენა და ლიტერატურა პედაგოგიკა გადასახადები ინფორმატიკა ფიზიკა საბირჟო საქმე სამართალი ეკოლოგია მართვა ასტრონომია ფიზკულტურა და სპორტი ფილოსოფია გეოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები პროგრამირება ბიოლოგია კრიმინალისტიკა ფსიქოლოგია მენეჯმენტი ლოგიკა ელექტრონიკა გეოდეზია ვეტერინარია რელიგია ფინანსები და კრედიტი ინვესტიციები ტექნოლოგია კულტუროლოგია დაზღვევა ავიაცია მეწარმეობა მედიცინა, ჯანმთელობა ზოოლოგია მასმედია უცხოური ლიტერატურა მუსიკა მეტალურგია მარკეტინგი და რეკლამა გეოპოლიტიკა ტურიზმი მიფოლოგია სოფლის მეურნეობა ჟურნალისტიკა და PR ლოგისტიკა არქიტექტურა სექსოლოგია მრეწველობა, წარმოება საბაჟო სისტემა სხვა ეკონომიკა ტრანსპრტი სოციოლოგია სტატისტიკა მათემატიკა მეცნიერება და ტექნიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020