მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

    საქართველოს პრეზიდენტის განვითარებისა და რეფორმების ფონდი, რიგი სამთავრობო და დონორი ორგანიზაციები, ფონდები და კერძო სტრუქტურები სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თავაზობენ სწავლას საზღვარგარეთ...


                                                           

    რუბრიკა სწავლა საზღვარგარეთ: უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების თავისებურება. /სასარგებლო ინფორმაცია ჩარიცხვის ტექნოლოგიის შესახებ/ ნანახია (33951) - ჯერ 04 დეკემბერი 2009

    სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების პროცედურა და წესი განსხვავდება საბაკალავრო პროგრამების  მოთხოვნებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებში პრეტენდენტისადმი მიდგომა უფრო ინდივიდუალური ხასიათისაა.

    მაგისტრატურის პროგრამაზე (სწავლის ხანგრძლიობა 1 – 2 წელი) ჩაბარებისთვის საჭირო იქნება სპეციალური, GRE ან GMAT ტიპის, ენობრივი ტესტების ჩაბარება, რომელიც გათვალისწინებულია დიპლომის შემდგომი პროგრამების მონაწილეებისთვის. მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნის მხრივ ბაკალავრიატთან შედარებით საგრძნობლად მაღალია და მოითხოვს სპეციალობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კარგ ცოდნას. სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც წესია მაგისტრატურის პროგრამაზე მოსახვედრად საკმარისია 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამის დამთავრების დიპლომი. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს  მუშაობის გამოცდილების დადასტურებაც, აგრეთვე რეკომენდაციების წარდგენა. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ განხილვის პროცესში სერიოზულ ყურადღებას აქცევენ სამაგისტრო პროგრამაზე მოხვედრის მსურველთა მახასიათებელ პირად თვისებებს. სამაგისტრო პროგრამაზე მონდომებითა და ნიჭით გამორჩეული სტუდენტისთვის სტიპენდიის, მ.შ. სწავლის  ხარჯების დაფარვის მაღალი პროცენტის მქონე სტიპენდიის, მიღების შანსი უფრო რეალურია ვიდრე საბაკალავრო პროგრამებზე.

    სადოქტორო პროგრამებზე (სწავლის ხანგრძლიობა 3 – 4 წელი) ჩაბარება საკმაოდ ინდივიდუალური პროცესია. ჩაბარების პროცედურაში ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო ხელმძღვანელის მოძებნა. მისი მოძებნა შესაძლებელია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ქართველი მეცნიერების დახმარების და სხვა შესაძლო წყაროების მეშვეობით. უპრიანია შეარჩიოთ რამდენიმე პროფესორი, რომელთა სამეცნიერო მოღვაწეობა და ინტერესები ემთხვევა ან უახლოვდება თქვენი მომავალი დისერტაციის თემას თუ პრობლემატიკას. შერჩეულ კანდიდატებს  (უხერხულობის თავიდან აცილებისათვის ალბათ რიგ-რიგობით) თანხმობის თაობაზე თხოვნით უნდა მიმართოთ წერილობითი ფორმით. რამდენიმე სავარაუდო ადრესატი კი საჭიროა იმიტომ, რომ შესაძლოა ყველამ არ გამოიჩინოს ინტერესი თემისა ან თქვენს მიმართ, გარდა ამისა ზოგმა უარი შეძლება განმარტოს თავისი მოუცლელობით. ამის გარდა, სადოქტორო პროგრამაზე მოხვედრის მსურველს აუცილებლად დასაწერი ექნება კვლევის პროექტის დასაბუთება (Research Proposal ან Research Statement). და კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების პრეტენდენტებისთვის: დოქტორანტურის პროგრამები საზღვარგარეთ ძირითადად ემსახურებიან მეცნიერთა და პედაგოგთა მომზადებას. როგორც წესია, ამ სახის პროგრამა სრულდება PhD ან ანალოგიური ხარისხით. სადოქტორო პროგრამები ითვალისწინებენ 3-4 წლის განმავლობაში სერიოზულ კვლევით მუშაობას, შერჩეული უმაღლესი სასწავლებლის პროფესორის ხელმძღვანელობთ, რომელიც უნდა დასრულდეს დისერტაციის დაწერითა და დაცვით. სამეცნიერო კვლევისათვისა და დისერტაციისათვის აქტუალური თემის წარდგენა ბევრად ზრდის სრული სტიპენდიის (ან გრანტის) მიღების ისედაც მაღალ შანსს.
    ამ რუბრიკის შემდგომ პუბლიკაციებში, რა თქმა უნდა თუ დაგაინტერესებთ, დეტალურად მოგითხრობთ საგანმანათლებლო სააგენტოების, სხვა და სხვა ქვეყნებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ღირებულების, სტიპენდიის მიღების, აგრეთვე გაცვლითი და საგრანტო პროგრამების შესახებ.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    16 იანვარი 2014

    vis unda mivmarto am programashi monawileobis misagebad???

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020