მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ”მოსწავლეთა მართებული მართვის პრობლემები”?! ნანახია (6054) - ჯერ 08 დეკემბერი 2009

    ჩემი წერილის დაწყება მადლობის გადახდით გადავწყვიტე. მივესალმები ახლებური ხედვის პრინციპებსა და მთარობისა და განათლების სამინისტროს ერთობ აუცილებელ და საჭირო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას - მასწავლებელთა „დატრენინგების“ პროცესს რომ კურირებს ამ ერთობ გაუსაძლის და ეკონომიკურად დუხჭირ პირობებში. დიახ, მათ ზუსტად იციან სად და რაში უნდა ჩადონ სახელმწიფოს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი. რაღაც უმნიშვნელო პრობლემებმა დროებით შეაჩერა ვაუჩერის გაცემა, რამაც პედაგოგთა ნაწილის გულისწყვეტა გამოიწვია. არადა როგორი ენთუზიაზმი იგრძნობოდა, როგორი შემართება და სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ. მე, როგორც უმაღლესი ბედნიერების მწვერვალზე მყოფს, იმედიანი თვალები მიცქერდა. და ეს ყველაფერი განპრობებული იყო ერთადერთი მიზეზით - „ნატრენინგალი“ ვიყავი. „ცოდნა სინათლეაო“ - ჯერ კიდევ ბჟუტავდა დედაენიდან შემორჩენილი ფრაზა გონებაში. სანთელს ჰგავსო, რაც უნდა ბევრს გაუნაწილო არაფერი დაგაკლდებაო და მეც გადავწყვიტე მიღებული „სწავლანი“ ჭეშმარიტების იმავე პრინციპით მივაწოდო პედაგოგთა იმ ნაწილს, ბედმა რომ უმუხთლათ და ვერ მოიგდეს ხელში საჭირო დროის საჭირო ფურცელი, ანუ ვაუჩერი.

    ჩემდა სამწუხაროდ, დასაწყისიდანვე მიხდება წესების დარღვევა, სწავლა მოგეხსენებათ ფული ღირს, მაგრამ მე იძულებული ვარ მოყვასის სიყვარულით, რომელიც გაუცნობიერებლადაა „კოდირებული“ ადამიანში, აღებ-მიცემობის პრინციპზე უარი ვთქვა და უსასყიდლოდ გადმოგცეთ, ზედმიწევნით ზუსტი თანამიმდევრობით, ყველა ახლებური მიდგომა მართებულად მართვადი სწავლისა ოთხმოცი ლარი რომ დაუჯდა მთავრობას ჩემთვის ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო. ზედმიწევნითი ზუსტი თანმიდევრობის დაცვა არის უპირველესი აუცილებლობა, ასე ხაზგასმით მასწავლეს და მეც საჭიროდ ვთვლი ბევრჯერ გავიმეორო.
    ატიპიური გაკვეთილი, რომელიც ზოგისთვის უკვე ზედმეტად ტიპიურადაა ქცეული, თავის საკუთარ ჩონჩხს ატარებს, რომლის შემოსვა მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, თავდაპირველად ასე ამიხსნეს. თუმცა ჩემდა გასაკვირად ტანსაცმელი მზა გეძლევა და შენც იძულებული ხდები უკვე განსაზღვრული მოდელითა და ფაქტურით შემოსო იგი. მოსწავლის როლში ყოფნა ჩემთვის ერთგვარი „მოთელვა“ იყო, არაფერი აღარ მევალებოდა, არც მეუღლის პერანგის დაუთოვება, არც საჭმელზე ზრუნვა და არც შვილებზე ფიქრი. თავისუფალი ვიყავი და ეს სიამოვნება სხვა დროს უპასუხისმგებლობაში რომ ჩამეთვლებოდა, ახლა საკმაოდ მაღალ ქულებს შემძენდა. მთელი შაბათ-კვირა ამ თავისუფლებით ვტკბებოდი დილის ათი საათიდან საღამოს ექვს საათამდე.

    ჩემდა სავალალოდ როლში ზედმეტად მომიწია შესვლა. გულწრფელი მოუთმენლობით ველოდი პირველი მასწავლებლის მიწაზე დაუდგმელ ნაბიჯებს-ეს შეგრძნება საბჭოური მეთოდებიდან მყარად გამომყოლოდა. და აი, გაიღო კარი, მასწავლებელი შემოვიდა, ბავშვობაში რომ ლექსებს ვუძღვნიდით და თვალებგაბრწყინებულნი მივშტერებოდით, ისეთი და არც ისეთი. ჩვენი ეპოქის მასწავლებელს თამაშით გასწავლითო არასოდეს წამოსცდენია. ეს ქალი სხვა სიტყვებით საუბრობდა და მეც მოვიხიბლე, როგორც გულუბრყვილო ბავშვებს სჩვევიათ. მერე ფერადი ფურცლების აუარებელი წყება წამოვიდა და დიდი, სქელი სხეულის მქონე კალამ-მარკერებმა, ჩვენ დროს ფლომასტერებს რომ ვეძახდით, ერთდროულად გადასერა დაფაზე აკურატულად გაკრული თეთრი ფურცლები. ის იღიმოდა და ჩვენთან ერთად გადაწყვიტა იმ სამუშაო წესების ჩამოყალიბება, რომლის აღსრულებაც ჩვენვე დაგვევალებოდა, იმ მოტივით, რომ ის კანონები ჩვენი შექმნილი იყო და შემქმნელმა შექმნილი კიდეც უნდ დაიცვას. თუ საბჭოთა მასწავლებელი ღიმილს მოკლებული იყო, ახლანდელი ზედმეტ ღიმილს აფრქვევდა, რომელიც დავიმახსოვრე და დაფიქრებისთვის რადგან არ მეცალა, თამაშით ვიყავი დაკავებული, მერმისისთვის შევინახე. ის ზოგ მიწოდებულ წესს წერდა, ზოგს რაღაც გარკვეული ახსნა - განმარტებით იგნორირებას უკეთებდა, ბოლოს კი იმავე ღიმილით განგვიმარტა, რომ დაწერა ის, რაც მას სურდა და არა ჩვენ, როგორც მოსწავლეებს. „მე თქვენ მთელი გაკვეთილის პროცესში გამუდმებით გმართავდით“-ამაყად აღიარა ჩვენთან შედარებით საკუთარი უპირატესობა მასწავლებელმა. აი, მაშინ კი ჩავთვალე მოტყუებულ ბავშვად თავი, უფროსები უფროსობით რომ სარგებლობენ და სწავლისადმი კინაღამ გულისაცრუება დამეწყო. ჩემს ნამდვილ როლს დროულად დავუბრუნდი და მივხვდი ღირებულებების გადათამაშების პროცესში უნდა ჩავრთულიყავი.

    დაიწყო შედარება ტრადიციული ანუ საბჭოური და არატრადიციული ანუ ინტერაქტიული გაკვეთილებისა. მივხვდი, რომ ჩემი დუმილი ოქროს ტოლფასი იქნებოდა და გავჩუმდი. ამჟამად მსმენელის როლში ვარჩიე ყოფნა და ხელის აწევის პრინციპზე უარი ვუთხარი თავს ჩემსას. ის ისევ იღიმოდა. მოსწავლეები აქტიურობდნენ. მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ უპირატესობა არატრადიციული გაკვეთილებისთვის უნდა მიენიჭებინათ. მე ვდუმდი, და შინაგანი ამბოხი, რომელიც წლების წინ ჩემში დუღდა, საბჭოურ სკოლაში სწავლების ეპოქში, ახლაც მიპყრობდა, მისაკუთრებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მაშინდელივით უნდა გავჩუმებულიყავი, დუმილი ოქრო იყო, ოქრო მეტად ფასობს ვერცხლზე, მაგრამ თუ შენს სამშობლოს ვერცხლი სჭირდება, მაშინ ღირს გაჩუმება?
    პატარა გამოცდის ჩაბარება მოგიწევთო გამოგვიცხადეს. მე ყველაფერს შეგუებული ვიყავი და არც გამკვირვებია. მასწავლებლები განიცდიდნენ, შიშობდნენ, ნერვილობდნენ -ისე, რო გორც ბეჯით მოსწავლეებს სჩვევიათ. რა იყო ჩემი ინდიფერენტულობის მიზეზი? იქნებ ერთი ბოთლი ლუდი გამოცდის წინ რომ დავლიე, იქნებ თეთრი ხიდიდან დანახული მითი არგონავტებისა, ან იქნებ გისოსებში მოქცეული ბაგრატის სულის უსაზღვროება...

    მოვლენები არცთუ სასიამოვნოდ განვითარდა. მკაცრი აღმოჩნდა გამომცდელი, რომელიც მოგვამაგრეს. იზოლირებულნი უნდა ვმსხდარიყავით. ერთურთისთვის საკუთარ ნაწერებში ჩახედვის უფლება არ უნდა მიგვეცა და ჩვენი თავის წარმოჩენაზე გვეფიქრა მხოლოდ. „მოსწავლეები“ წერდნენ, ზედამხედველი „შპარგალკებს“ აგროვებდა, მე კი აკაკის „ჩემს თავგადასავალზე“ ვფიქრობდი. იმაზეც, რომ ყველაფერი განმეორებადია ცხოვრებაში, ახალი არაფერი იქმნება, გამეორებაში თავისთავად ცუდი არაფერია, პირიქით, მაგრამ განმმეორებლის ნიჭიერება რომ უდავოდ აუცილებელია, ამაში ალბათ მკითხველიც დამეთანხმება.

    მაია ჯოლბორდი, ”ახალი გაზეთი” #35(358)

    P.S. თქვენ მეკითხებით რა ვისწავლე? მოვახერხე მათი მოსაწონი წერა, მათი მოსაწონი კითხვების დასმა. მათი მოსაწონი აზროვნება. აი, ის მეთოდები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების საწინდარია ძვირფასო პედაგოგებო.
    რა დარჩა?- ეჭვი. მართულად მართვადი მოსწავლეები შეძლებენ ვერცხლის სადარ „ბრძნად მეტყველებას“?!

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    პრესა განათლების შესახებ |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმწიფო მოწყობა და მართვა ტრანსპრტი სოფლის მეურნეობა საბირჟო საქმე ბიოლოგია მარკეტინგი და რეკლამა სტატისტიკა ფსიქოლოგია სამართალი ტურიზმი დაზღვევა უცხოური ლიტერატურა ზოოლოგია კულინარია ასტრონომია მართვა კულტურა და ხელონება კრიმინალისტიკა ფილოსოფია მათემატიკა ფიზკულტურა და სპორტი გადასახადები მეტალურგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ისტორია გეოპოლიტიკა პედაგოგიკა ვეტერინარია მედიცინა, ჯანმთელობა მუსიკა ჟურნალისტიკა კულტუროლოგია ინფორმატიკა ინვესტიციები მრეწველობა, წარმოება ქიმია სხვა ლოგისტიკა სოციოლოგია ტექნოლოგია გეოლოგია პროგრამირება ავიაცია საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტოლოგია არქიტექტურა ფინანსები და კრედიტი ელექტრონიკა გეოდეზია მეწარმეობა მენეჯმენტი საბაჟო სისტემა გეოგრაფია ეკონომიკა რელიგია საბანკო საქმე უცხო ენები სექსოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკოლოგია მიფოლოგია მეცნიერება და ტექნიკა ბუღალტერია და აუდიტი ლოგიკა ჟურნალისტიკა და PR მასმედია ფიზიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020