მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პანიკური შიში? უნდობლობა? თუ გაურკვევლობა ? /ღორის გრიპის და რესპირატორული ვირუსული ინფექციების შესახებ/ ნანახია (8439) - ჯერ 10 დეკემბერი 2009

    დადგა ზამთარი. სიცივემ თან მოაყოლა გახშირებული გაცივება. ზამთრის სუსხმა,   როგორც ყოველთვის, დაგვმართა სურდო, ცხვირის ცემინება, ხველა თან ამას დაემთხვა   H1N1 ვირუსის, ანუ ღორის გრიპის, გავრცელებაც. ინტერნეტის, პრესისა და ტელევიზიის ინფორმაციები, ეროვნული და საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების განცხადებები და სტატისტიკური მონაცემები დაავადებულთა რაოდენობის ზრდის დინამიკისა და გრიპის ამ სახეობის საფრთხეების თაობაზე, ზოგჯერ ფრონტის წინა ხაზიდან გადმოცემულ ცნობების მსგავსი გახდა.

    ჯანდაცვისა და პრესის მონაცემებსა და პუბლიკაციებს ყურადღება რომც არ მივაქციოთ, სამსახურში თუ სასწავლო დაწესებულებებში ამ სახის ვირუსული ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობამ რეალურად იმატა. მოსახლეობის ნაწილი პანიკურმა შიშმა შეიპყრო, ნაცილმა საფრთხეზე ხელი ჩაიქნია და აცხადებს, რომ ეს ფარმაცევტული კორპორაციების მორიგი კომპანიაა, ნაცილი კი სრულ გაურკვევლობაშია - სურდო, ცხვირის ცემინება თუ კი დაეწყო და ტემპერატურაც აეწია - რასთან აქვს საქმე: ზამთრის სუსხით გამოწვეულ გაცივებასთან, უკვე ჩვეულ (უნდა ითქვას, რომ გართულებებით არანაკლებად საფრთხილო) გრიპთან, თუ H1N1 ვირუსთან?

    ფიზკულტურის გაკვეთილის შემდეგ გაოფლიანებული და გზაში შემცივნებული ბავშვის, დანახვისთანავე პანიკაში ჩავარდნა რა თქმა უნდა არ ღირს, მაგრამ სრულ უდარდელობას და უყურადღებობასაც არ გირჩევთ.   გთავაზობთ ყველაფერში ნაწილობრივ მაინც გავარკვიოთ ერთად.
    დავიწყოთ იმით, თუ რა არის გაცივება, ხოლო შემდეგ განვიხილოთ გრიპის საკითხიც. საშუალოდ წლის განმავლობაში ადამიანი, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 2-3 ჯერ შეიძლება გაცივდეს. უმეტეს შემთხვევაში გაცივება წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციურ დაავადებას, რომელიც იწვევს ამ გზების ლორწოვანი გარსის ანთებას. მისთვის ჩვეული სიმპტომებია - სურდო, ცხვირის ცემინება, ყელის ანთება. გაცივების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ძირითადად ორი უკიდებურესობით ხასიათდება: ერთი ნაწილი ექიმის კონსულტაციის გარეშე და განურჩევლად ეცემა ანტიბიოტიკებს, ხოლო მეორე სთვლის, რომ მაინც არაფერი უშველის თუ ერთ კვირაში ავადმყოფობა თავად არ ჩაივლის. მოდით ერთად ჩავატაროთ ამ სახის დაავადებათა პირველადი დიფერენცირებული ექსპრეს- დიაგნოსტიკა:
    -       თუ შეგაწუხათ ძლიერმა თავის ტკივილმა, გამტვრევთ კუნთებსა და სახსრებში,   გრძნობთ სისუსტეს, ნერვიულ დაძაბულობას, ყელში გიღიტინებთ, ცხვირი გაჭედილია, მაგრამ სურდო არა გაქვთ, ხოლო სიცხე 39°C აღწევს - უნდა ჩათვალოთ, რომ გრიპი გადაგეყარათ;
    -       თუ შეატყვეთ ამონადენი ცხვირიდან, მაგრამ თავს მოსათმენად გრძნობთ და სიცხე 37°C არ აღემატება - თქვენ რინოვირუსული ინფექცია, ანუ ჩვეულებრივი სურდო გაქვთ;
    -       თუ ხმა დაგიჯდათ, ჩაგეხრინწათ და გამუდმივით გაწუხებთ ”მყეფარე ხველა”- ლარინგიტი ანუ ყელის ანთება დაგემართათ და ამ ”სიამოვნებას” შესაძლოა პარაგრიპის ვირუსს უნდა უმადლოდეთ;
    -       თუ შეუძლოთ შეგრძნების პირველი ნიშნებიდან გაგიჭირდათ სუნთქვა, გაგიჩნდათ დამქანცავი მშრალი ხველა, შემდეგ ის გაგიხდათ ნახველიანი, ხოლო ტემპერატურას არ სურს დაწევა - თქვენ ბრონქიტი გაქვთ, რომელიც ალბათ გადატანილმა გრიპმა დაგიტოვათ;
    -       თუ მეორე- მესამე დღეს შემცივნებას, ხველებასა და სურდოს დაემატა ერთ ან მეორე თვალშიც უსიამოვნო ”ჭრის” შეგრძნება, ნუშისებრი ჯირკვალი და ყელი თეთრი ან ღია რუხი ფერის ფირივით დაიფარა, ხოლო ლიმფური კვანძები გაგიდიდდათ, იცოდეთ, რომ ადენოვირუსული ინფექცია შეგხვდათ ანუ ანგინა გაქვთ.

    პირველ რიგში რა ვიღონოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ სახის დაავადება და ვირუსის გავრცელება? ნუ შეეხებით, მით უფრო გარეთ, ქუჩაში ყოფნის დროს, თვალებს, ცხვირს, პირს. ხშირად საპნით დაიბანეთ ხელი, მით უმეტეს თუ ავად ხართ ან ავადმყოფთან კონტაქტში იმყოფებით. პირველი სიმპტომების თანავე შეზღუდეთ ან უმჯობესია შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა, ის ხელს უწყობს ამგვარი დაავადებათა განვითარებას.
    უმეტეს ჩვენთაგანს პირადად ან ოჯახის წევრს შეგხვედრია ამ სახის დაავადებები და   გარკვეული დაკვირვება და გამოცდილება უკვე გაგვაჩნია: მოწვეულ ექიმს, თუ ის არ იყო მძიმე ანტიბიოტიკებით ან გადამეტებული მედიკამენტოზური მკურნალობის მომხრე, დანიშნულებებით არც გადაუთვირთვია ავადმყოფი და უფრო მეტად   ორგანიზმის მიერ დაავადების დაძლევაზე ორიენტირებული რჩევები მოუცია.     ვირუსული დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც ჩვენ ”გაცივებას” ვეძახით, იმის გათვალისწინებით თუ რომელ ფაზაში მივაქცევთ მას ყურადღებას, შესაძლებელია ძლიერი წამლების გარეშე, მხოლოდ ცალკეული სიმპტომების კუპირებისთვის საჭირო პრეპარატებით, სიმშვიდითა და   დიდი ოდენობით სითხის მიღებით. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და ხალხურ მედიცინაში ცნობილია მკურნალობის მრავალი საშუალება, რომელსაც იყენებდნენ ამ დაავადების თავიდან აცილებისა და მკურნალობისათვის.

    რა ვიღონოთ, როგორ ავიცდინოთ, გაუძალიანდეთ არა მხოლოდ გაცივებას, არამედ   გრიპსაც? რა საშუალებები გამოვიყენოთ მკურნალობისთვის? როგორი უნდა იყოს ამისათვის ხელშემწყობი კვების რაციონი და ხელმისაწვდომი სასურველი პროდუქტები - სასარგებლო ინფორმაციას ამის თაობაზე   მოგაწვდით შემდგომ პუბლიკაციაში.    

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    კიბერნეტიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბაჟო სისტემა მარკეტინგი და რეკლამა ბიოლოგია დაზღვევა ეკოლოგია სექსოლოგია მართვა საბანკო საქმე ფილოსოფია მეტალურგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია პედაგოგიკა ფიზკულტურა და სპორტი გეოდეზია ფინანსები და კრედიტი მენეჯმენტი ფსიქოლოგია მათემატიკა ლოგიკა არქიტექტურა ლოგისტიკა კულტურა და ხელონება პროგრამირება მეცნიერება და ტექნიკა პოლიტოლოგია გეოლოგია უცხო ენები კულტუროლოგია ისტორია ტურიზმი მიფოლოგია სოციოლოგია ჟურნალისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები ვეტერინარია სტატისტიკა სამართალი სოფლის მეურნეობა სხვა ტექნოლოგია კრიმინალისტიკა ინვესტიციები გეოგრაფია გადასახადები ჟურნალისტიკა და PR მუსიკა მეწარმეობა ბუღალტერია და აუდიტი ფიზიკა ინფორმატიკა მასმედია კულინარია მშობლიური ენა და ლიტერატურა ავიაცია მრეწველობა, წარმოება ელექტრონიკა საბირჟო საქმე ეკონომიკა რელიგია ზოოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ტრანსპრტი უცხოური ლიტერატურა სახელმწიფო მოწყობა და მართვა გეოპოლიტიკა ასტრონომია ქიმია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019