მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    კონკურსი “მე - ახალგაზრდა მეცნიერი” 12 თებერვალი 2010

    შესავალი

    1989 წლიდან ევროკავშირის ეგიდით ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება კონკურსი სახელწოდებით "ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში. საქართველო (ასოცირებული წევრის სტატუსით) პირველად მიწვეული იქნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1998 წელს.

    მოცემული კონკურსი გამიზნულია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც შემუშავებული აქვთ ინოვაციური სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის კონკურსში ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2010 წელს ევროკავშირის 22-ე კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის ჩატარდება პორტუგალიაში სექტემბერში.

    კონკურსი "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" განკუთვნილია საქართველოს ყველა რეგიონის საშუალო სკოლების ბოლო კლასის, კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის (15-დან - 20 წლამდე). უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც მეორე კურსზე გადადიან 2010 წლის სექტემბერში. აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და დაიცვან საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.

    ევროკავშირის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ადგილობრივი კონკურსის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" მეშვეობით 2010 წლის აპრილში და გამარჯვებული პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ევროკონკურსზე მათი პროექტების წარსადგენად. დაშვებულია არაუმეტეს 3 პროექტის ნომინირება და ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

    კონკურსის მიზანი

    რამდენადაც სკოლებში დღეს არ არის საკმარისი პირობები იმისათვის, რომ მოზარდმა ჩაატაროს კვლევა და/ან შექმნას ახალი ხელსაწყო/დანადგარი, კონკურსის მიზანია დააფინანსოს ამგვარი საინტერესო და ინოვაციური პროექტები.

    ეს არის წინასწარი კონკურსი მოზადებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ დახმარება მათი იდეის განხორციელების და/ან კვლევის ჩატარებისათვის.

    კონკურსი დააფინანსებს

    აუცილებელი დანადგარების/იარაღების, მასალების, აუცილებელი მგზავრობის (საქართველოს ფარგლებში), ლიტერატურის შეძენას და სხვას შესაბამისი აუცილებლობისა და დასაბუთების შემთხვევაში.

    კონკურსი არ დააფინანსებს

    • ხელფასებს;
    • ასლგადამღებ ტექნიკას;
    • პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისთვის სახიფათო მასალების გამოყენებასთან.

    კონკურსის ბიუჯეტი

    კონკურსის საერთო ბიუჯეტია 750 აშშ დოლარი.

    თითოეული გრანტი არ აღემატება 250 აშშ დოლარს.

    როგორ უნდა დაიწეროს საკონკურსო  პროექტი

    საკონკურსო პროექტი უნდა დაიწეროს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის შესაბამისად.

    პროექტი უნდა დაიწეროს თვითონ მოზარდის მიერ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰყავს თუ არა მას ხელმძღვანელი და თუკი ასეთი არსებობს, პროექტს თან უნდა დაერთოს ხელმძღვანელის რეცენზია. პროექტში ასევე მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირი (ეს როლი შეიძლება ხელმძღვანელმაც შეასრულოს). თუკი პროექტს ხელმძღვანელი არ ჰყავს უნდა დასაბუთებული იქნას, როგორ განხორციელდება პროექტი ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაშიც   მითითებული უნდა იყოს  მოზარდის ნდობით აღჭურვილი პირი.

    შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელი (თავის რეცენზიაში) ან ნდობით აღჭურვილი პირი  (ცალკე წერილში) პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს პროექტის უსაფრთხოებაზე.

    პროექტს თან უნდა ერთვოდეს 2 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის ერთი სკოლის დირექტორისგან, ხოლო მეორე - პროექტის სფეროში მომუშავე სპეციალისტისაგან.  

    კონკურსის განხორციელების ეტაპები:

    • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი, 2010, 17:30.
    • პროექტების განხილვა, პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და შერჩევა - 10 აპრილამდე, 2010 წ.

    დამატებითი ინფორმაცია

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდ სსსსპ-ის დირექტორს თამარ ხულორდავას ტელეფონზე 877 40 64 09 ან ელ. ფოსტით: tkhulordava@osgf.ge

    პროექტების ჩაბარებისთვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10, საკონტაქტო პირი: მარინა გვიმრაძე, ტელ: 25 05 92, დამატებითი 225, 899 26 17 18, ელ. ფოსტა: marina@osgf.ge

    სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმა განთავსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებსაითზე http://www.osgf.ge/, მისი მიღება ასევე შესაძლებელია ფონდის ოფისის მისაღებში.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    პროგრამირება უცხო ენები ბუღალტერია და აუდიტი ეკონომიკა ასტრონომია გეოგრაფია რელიგია ტურიზმი მართვა ლოგიკა საბაჟო სისტემა ბიოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა მეტალურგია ეკოლოგია ფიზკულტურა და სპორტი ტრანსპრტი სამართალი არქიტექტურა ქიმია საერთაშორისო ურთიერთობები კრიმინალისტიკა კულტურა და ხელონება სექსოლოგია საბირჟო საქმე ავიაცია მედიცინა, ჯანმთელობა ელექტრონიკა სოციოლოგია მრეწველობა, წარმოება ლოგისტიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საბანკო საქმე გადასახადები მათემატიკა ვეტერინარია კულინარია ჟურნალისტიკა სოფლის მეურნეობა პედაგოგიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა უცხოური ლიტერატურა სხვა მეცნიერება და ტექნიკა გეოლოგია ფილოსოფია ზოოლოგია მენეჯმენტი მარკეტინგი და რეკლამა მუსიკა კულტუროლოგია გეოდეზია ისტორია ინვესტიციები პოლიტოლოგია გეოპოლიტიკა სტატისტიკა მიფოლოგია დაზღვევა ფინანსები და კრედიტი მასმედია ფსიქოლოგია მეწარმეობა ინფორმატიკა ჟურნალისტიკა და PR ტექნოლოგია ფიზიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019