მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი, ანა სააკაძე ნანახია (14941) - ჯერ 17 ივნისი 2010

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ინოვაცია (სიახლე) მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის საფუძვლების, მასალათმცოდნეობის, კომპოზიციისა და ხატვის, ფერწერისა და ფერთმცოდნეობის, გობელენის ქსოვის ტექნოლოგიების სპეცკურსის მიმართ მდგენელი ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისათვის. სახვითი ხელოვნებისადმი დაკავშირებული დისციპლინების არსებობა სახელობო პროგრამაში განპირობებულია პროფესიის სპეციფიკიდან. ფარდაგისა და გობელენის ხელით ქსოვა ხორციელდება სპეციალურ დაზგაზე სტუდენტის მიერ წინასწარ შექმნილი ტექნიკური ნახატის გამოყენებით.  

    მუზეუმში ჩატარებული მეცადინეობის მიზანი: სტუდენტები ეცნობიან, იქმნიან ზოგად წარმოდგენას დეკორატიული ქსოვის ისტორიის, სხვადასახვა ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების შესახებ, უცხოურ და თანამედროვე ქართულ გობელენზე და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე;  

    გაკვეთილი ეხმარება პროფესიულ სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის მიხედვით გარჩევაში; თანამედროვე  ქართული  და  უცხოური  გობელენებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა განსხვავებულობათა დაფიქსირებაში.  

    საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ჩატარებული ერთ-ერთი გასვლითი გაკვეთილი 2009 წლის 12 ნოემბერს წარიმართა შემდეგი სცენარით:  

    საორგანიზაციო მომენტი:  

    სტუდენტთა აღრიცხვა;  

    მზადება გაკვეთილისათვის, მუზეუმში ქცევის ნორმების შეხსენება.  

    გაკვეთილის მსვლელობა:  

    პედაგოგის შესავალი საუბარი;

    სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება ექსკურსიამძღოლის მონაწილეობით, პედაგოგისა და ექსკურსიამძღოლის კომენტარების თანხლებით;  

    ნანახისა და მოსმენილის ანალიზი, მიღებული შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება;  

    გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება.  

    მუზეუმში ჩატარებული ინტეგრირებულ-ინტერაქტიური კომპლექსური გაკვეთილის თემაა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირგვარობა, ნაკეთობათა (ფარდაგების, ხალიჩების, გობელენების, ნაქარგობების, თექის, ნახატების) შექმნა-დამუშავების ხერხები და მეთოდები, გამოყენებული მასალები (მატყლი, აბრეშუმი, ხე, მინა, ლითონი, სპილოს ძვალი, ბუნებრივი ქვა და სხვ.), ფერების შერჩევა-მისადაგების თავისებურებები და პრაქტიკული განხორციელების საშუალებები. გაკვეთილის ქვეთემებია:

    დეკორატიული ქსოვის ჩასახვა-განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაგალითებზე;

    ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მნიშვნელობა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში;

    ფარდაგ-ხალიჩები საქართველოს ბარსა და მთაში;  

    სხვადასხვა ქვეყნების ფარდაგები და ხალიჩები. მათი განსხვავება ქსოვისას გამოყენებული მასალების, კოლორიტისა და გეომეტრიული ორნამენტის მიხედვით;

    გობელენი და მისი ქსოვის ისტორია;

    თანამედროვე ქართული გობელენი;

    ზოგადი ცნობები დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა შესახებ: სახვითი ხელოვნება, ხის დეკორატიული დამუშავება; კერამიკა; ლითონი; დეკორატიული მინა; ქვა, თექა; ხელით ქსოვა და ქარგვა, მაქმანები;

    გასვლითი გაკვეთილი დაიწყო პედაგოგის შესავალი საუბრით, რის შედეგადაც გაიმართა მრავალმხრივ საინტერესო მსჯელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფარდაგ-ხალიჩებისა და თანამედროვე ქართული გობელენის წარმოების საკითხებზე.

    გასვლითი გაკვეთილის შედეგი: გასვლითი ინტეგრირებულ-ინტერაქტიური გაკვეთილით პროფესიულმა სტუდენტებმა, პირველყოვლისა, მიიღეს მრავალფეროვანი და ტევადი ინფორმაცია სპეციალობის მდგენელების შესახებ, განუმტკიცდათ შეძენილი თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები საექსპონატო მასალებში დაცული საინტერესო დეტალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის თავისებურებებზე დაკვირვების შედეგით მიღებული დასკვნებით;  

    პროფესიული სტუდენტები გაეცვნენ დეკორატიული ქსოვის ისტორიის შესაბამის მონაკვეთს, დაათვალიერეს საგამოფენო ექსპონატები და ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებისა საქართველოს რეგიონების მაგალითზე ფარდაგების, ხალიჩების, უცხოური და თანამედროვე ქართული გობელენის შესახებ; მიიღეს ინფორმაცია ჩვენამდე მათი მოღწევის თაობაზე; ასევე, ექსპონატების ავტორებისა და შემსრულებლების მოკლე ბიოგრაფიებსა და შემოქმედებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე ქართველი გობელენისტების, აწ განსვენებულ გივი ყანდარელისა და ცისანა მირინდაშვილის მიერ შექმნილ დეკორატიული ქსოვის ხელოვნების ნიმუშებზე, მათი შესრულების ხერხებსა და მეთოდებზე; დიდი ინტერესით დაათვალიერეს უცნობი ძველი მქსოველებისა და მქარგველების ნამუშევრები და უფრო ღრმად გაერკვნენ ამ ექსპონატებზე ასახულ კოლორიტში, ფერთა შეხამებაში, კომპოზიციაში და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე. აგრეთვე დაათვალიერეს გამოყენებითი ხელოვნების ისეთი მიმართულებების სამუზეუმო ექსპონატები, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, ხის, მინის, ქვისა და ლოთონის მხატვრული დამუშავება; სხვადასხვა სახელოსნოების მაკეტები.

    გასვლითი გაკვეთილის პროცესში წამოიჭრა მრავალი კითხვა, რომელთა შესახებაც კვალიფიციურად იმსჯელეს და გასცეს პასუხები ექსკურსიამზღოლმა და პედაგოგმა ანა სააკაძემ.

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება: მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი ხელს უწყობსP სასწავლებელში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, გამოყენებითი ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავებას; ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ადამიანის შრომის მიმართ, შემოქმედებითი აზროვნების, ფერის შეგრძნების, წარმოსახვის, მხატვრული გემოვნების, ხედვების, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.

    სტუდენტებმა შეიძინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის მიხედვით გარჩევისა და აგრეთვე, თანამედროვე  ქართული  და  უცხოური  გობელენებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობების გარჩევის უნარი.  

    მუზეუმის ხელმძღვანელობის ნებართვით, გადაღებულ იქნა მუზეუმში ჩატრებული გასვლითი გაკვეთილისა და სამუზეუმო ექსპონატების ამსახველი ფოტომასალა თვალსაჩინოებისათვის.  

    მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, გობელების ქსოვის სწავლების სახელოსნოში პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები და ქუდები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის მუდმივმოქმედ საგამოფენო სალონში. ნამუშევრების რეალიზაციის შემთხვევაში ავტორები მიიღებენ შემოსული თანხის ნაწილს, რაც წაადგება მათ მატერიალურ მხარეს და დამატებითი სტიმულია პროფესიის ათვისებისათვის.

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილების ჩატარების რეკომენდაციები:

    როდის არის რეკომენდებული გასვლითი კომპლექსური ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ გაკვეთილის ჩატარება მუზეუმში?

    გასვლითი გაკვეთილი რეკომენდებულია ჩატარდეს სწავლების დაწყებიდან არაუადრეს ერთი თვისა. სწავლების ამ პერიოდისათვის სტუდენტებს მიღებული ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ფარდაგისა და გობელენების ქსოვის ხელოსნის პროფესიის შესახებ. ვინაიდან “გობელენის ქსოვა” ერთგვარად მონოტონური და მეტად შრომატევადი სპეციალობაა, საჭიროა სტუდენტთა დაინტერესება და პროფესიისადმი მათი მოტივაციურობის ზრდა ფარდაგისა და გობელენის მქსოველის ხელობის ათვისებაში.  

    კიდევ სად შეიძლება იქნეს გამოყენებული სამუზეუმო გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება?

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს საშუალო სკოლის სინამდვილეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და შრომით სწავლებაში. გარდა შემეცნებით-ესთეტიური მნიშვნელობისა, ამგვარი გაკვეთილები სასკოლო ასაკის მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც მოემსახურება.    

    რატომ არის საინტერესო და სასარგებლო მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები?

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მიმცემია შემდგომი სწავლებისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სოციალური კატეგორიის პროფესიული სტუდენტებისათვის;

    მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი, ულამაზესი და უზადოდ შესრულებული ექსპონატებით ხდება სპეციალობის ვიზუალიზაცია, პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს სასიკეთო ზემოქმედების უზრუნველყოფა, მოზარდებში ინტერესის გაღვიძება და ზრდასრულთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, სპეციალობის შესწავლის მიმართ მისწრაფების ფორმირება.  

    მოქმედებს თუ არა მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი სწავლების ხარისხზე?  

    მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შტაბეჭდილებები  და მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ფოტომასალების გამოყენება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას,  არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტები იხსენებენ მუზეუმში ნანახ ექსპონატებს და დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების დროს ცდილობენ გამოიყენონ ესა თუ ის ხერხი; ისინი დამოუკიდებლად ქმნიან პატარ-პატარა ფერწერულ კომპოზიციებს მუზეუმში ნანახი ფარდაგის ან გობელენის რომელიმე დეტალის ან მოტივის გამოყენებით, რომელიც შემდგომ გადააქვთ ფარდაგსა და გობელენში.

    ანა სააკაძე,  სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    არქიტექტურა ტრანსპრტი ასტრონომია კულტურა და ხელონება საერთაშორისო ურთიერთობები პროგრამირება ლოგისტიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა მათემატიკა ბუღალტერია და აუდიტი გადასახადები პოლიტოლოგია მრეწველობა, წარმოება სამართალი გეოდეზია მასმედია მეტალურგია საბაჟო სისტემა ინვესტიციები საბანკო საქმე მუსიკა ფიზიკა გეოგრაფია ზოოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საბირჟო საქმე ფინანსები და კრედიტი სოფლის მეურნეობა მეცნიერება და ტექნიკა ფსიქოლოგია ელექტრონიკა გეოპოლიტიკა ფილოსოფია ინფორმატიკა ლოგიკა მეწარმეობა ტექნოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ჟურნალისტიკა და PR რელიგია კრიმინალისტიკა ვეტერინარია ქიმია პედაგოგიკა ტურიზმი ეკონომიკა კულინარია მედიცინა, ჯანმთელობა მენეჯმენტი ჟურნალისტიკა ბიოლოგია სტატისტიკა დაზღვევა მიფოლოგია უცხოური ლიტერატურა ისტორია გეოლოგია სექსოლოგია სოციოლოგია სხვა ეკოლოგია კულტუროლოგია მარკეტინგი და რეკლამა უცხო ენები ფიზკულტურა და სპორტი ავიაცია მართვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019