მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა ნანახია (16494) - ჯერ 11 ივლისი 2010

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა, აქვე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის 50 პირველკლასელსა და მათ მშობლებს ნეტბუქი ”ბუკი” წარუდგენა. 2010 წლის სექტემბერიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვნის სკოლებში, ასევე სამ-სამ საპილოტო სკოლაში ქუთაისსა და თბილისში ახალი პროექტი ამოქმედდება და მის ფარგლებში ზემოაღნიშნული სკოლების პირველკლასელებს ნეტბუქები საჩუქრად გადაეცემათ.

    თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების პროგრამის ფარგლებში შექმნა სამინისტრომ ახალი პორტალი www.buki.ge, სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები, სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები, ინფორმაციები არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, დაინტერესებული პირები საიტის მეშვეობით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს გაეცნობიან, რაც სწავლის პროცესს უფრო ინტერაქტიულსა და საინტერესოს გახდის. რაც შეეხება მინი კომპიუტერს ”ბუკი”, რომელიც პირველკლასელებს გადაეცემათ, გაეროს ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შექმნილი. იმისათვის, რომ ნეტბუქი ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა. ნეტბუქების შეტანა სკოლებში არ გულისხმობს სახელმძღვანელოების ხმარებიდან ამოღებას, კომპიუტერი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო. სექტემბერში კომპიუტერებს ის 3000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები მიიღებენ, რომლებიც საპილოტე სკოლებში სწავლობენ. აგვისტოში ამ სკოლების მასწავლებლები სპეციალური მომზადების დაახლოებით ერთთვიან კურსებს გაივლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში. კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ჩატვირთული იქნება ასევე სხვა სასწავლო სახელმძღვანელოებიც, რაც იმათ, ვისაც ყიდვის საშუალება არა აქვთ, სახელმძღვანელოების უფასოდ გამოყენების საშუალებას მისცემს. გარდა სახელმძღვანელოებისა, კომპიუტერში ჩატვირთული იქნება დამხმარე ლიტერატურა. ნეტბუქი, რომელსაც დამხარე ფუნქცია გააჩნია, სახელმძღვანელოსთან ერთად, ახალი სასწავლო წლიდან აქტიურად იქნება გამოყენებული სასწავლო პროცესში.

    http://mes.gov.ge/content.php?id=1110〈=geo

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია დასაქმება და კარიერა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი პრესა განათლების შესახებ სოციოლოგია, პოლიტოლოგია ჟურნალისტიკა, PR მათემატიკა უცხო ენები ფინანსები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ხელოვნება და კულტურა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მოდა და დიზაინი ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბუნება, ეკოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი გართობა და თამაშები ოჯახი, მშობლები და ბავშვი ბიოლოგია სხვა სკოლა და მოსწავლე ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა კინო და მუსიკა ფიზიკა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება განათლება საქართველოში და მსოფლიოში გეოგრაფია ქიმია ფსიქოლოგია ბავშვის მოვლა და აღზრდა რელიგია სპორტი და ექსტრიმი აბიტურიენტი და გამოცდები სიახლე განათლების სფეროში მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკონომიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება იურისპრუდენცია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020