მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
     
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია ნაკაშიძე  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

    თვითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია მრავალნაირი პრობლემები და არ დავკვირვებივართ იმას, რომ ისინი აწუხებენ სხვებსაც. ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე ვეძებთ   მათ გადაწყვეტის გზებს. მიიღეთ სპეციალისტების რჩევა პრობლემათა დაძლევის თაობაზე.


                                                           

    2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები ნანახია (27830) - ჯერ 30 ივლისი 2010

    საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 8 აპრილიდან და გაგრძელდება 10 მაისის ჩათვლით.
    რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
    მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:
      - პირადობის მოწმობის ასლი;
      - ბაკალავრის დიპლომის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ დოკუმენტი);
      - ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
      - გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
      - ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
      - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
    სს ”ბაზისბანკი”
    ბანკის კოდი: 220101956
    ანგარიში: 133531
    მიმღები: გამოცდების ეროვნული ცენტრი
    ს/კ: 202198727
    ან
    სსიპ ”გამოცდების ეროვნული ცენტრი”
    ს/კ: 202198727
    ”ლიბერთი ბანკის” (ყოფილი ,,სახალხო ბანკი“) ცენტრალური ფილიალი
    ბანკის   კოდი: 220101480
    ანგარიში: 33066836

    მაგისტრანტობის კანდიდატი განცხადებას (სპეციალურ ფორმას) შეავსებს რეგისტრაციის ადგილზე.
    საერთო სამაგისტრო გამოცდა ივლისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ჩატარდება.
    საგამოცდო ცენტრს მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს რეგისტრაციისას.

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
    - ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგასაგრძელებლად;
    - საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის   იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.

    სამაგისტრო გამოცდის მიზანია:
    - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
    - მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

    პრეზენტაციები საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ

    საერთო სამაგისტრო გამოცდა

    წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა

    ლოგიკური მსჯელობა

    რაოდენობრივი მსჯელობა

    სპეციალობის გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.

    ინფორმაცია მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ 2009 წელს ერთიანი სამაგისტო გამოცდა:

    მაგისტრანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მინიმუმ სამ ნაწილში), უფლება ეძლვათ სამი წლის მანძილზე გამოიყენონ მიღებული ქულები. მაგისტრატურის კანდიდატთა რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით.A

    კანდიდატს, თუ ის ინახავს მიღებულ ქულებს, რეგისტრაციის განმეორებით გავლა არ მოეთხოვება. უმაღლეს სასწავლებელში სპეციალობის გამოცდის ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

    მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები იქნება გათვალისწინებული.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულების შენახვის წესი

    საგრანტო ქულის გამოთვლის წესი

    გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული დამხმარე კრებულის – ,,საერთო სამაგისტრო გამოცდა“ – შეძენა შესაძლებელია:

    თბილისში:

    ბუდაპეშტის №3ა (მაღაზია ”პრიმა 2”)
    "პრიმავერა-ჯორჯია" (ც. დადიანის N43)
    "ბიბლკოლექტორი" (შ. დადიანის N13)
    "ლიგამუსი" (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირიN32)

    რეგიონებში:

    ბათუმი, გორგილაძის ქ.N91 მაღაზია ,,ევრო 2000“;
    ქუთაისი, წმინდა ნინოს N1;
    სენაკი, რუსთაველის N164;
    სამტრედია, რუსთაველის N25;
    ხონი, თავისუფლების მოედანი N2;
    გორი, სტალინის გამზირი N10 მაღაზია ,,ფარნავაზი“.

    2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

    წაკითხულის  გააზრება

    ანალიტიკური  წერა

    ლოგიკური  მსჯელობა

    რაოდენობრივი  მსჯელობა

    წაკითხულის  გააზრება  (რუსულად)

    ანალიტიკური  წერა  (რუსულად)      ლოგიკური  მსჯელობა  (რუსულად)

    რაოდენობრივი  მსჯელობა  (რუსულად)

    პასუხები

    ავტორი :საიტის ადმინისტრატორი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტიპენდიები ვეძებ სპეციალისტს ვცვლი ტენდერები/გრანტები კონფერენციები/ღონისძიებები ტურიზმი/დასვენება/გართობა ფიზიკური კულტურა/სპორტი ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები განათლება/სწავლება გავაჩუქებ კურსები/ტრენინგები/სტაჟირება სხვა მომსახურება ვიყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვყიდი ვარ სპეციალისტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     

    ინგლისურის  ენის    შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად                        ასევე მოქმედებს კომპიუტერის, ბუღალტერიის,  საბანკო, ოფის მენეჯერის და სხვა კურსები და ტრენინგები

    alt

     

     



     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2014