მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარება საქართველოში XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში... ნანახია (21494) - ჯერ 09 აგვისტო 2010

    გაკვეთილის თემა: "სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარება საქართველოში XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში და თავადაზნაურთა პრობლემები დ. კლდიაშვილის ~სამანიშვილის დედინაცვალში"

     სწავლების საფეხური და კლასი:  III საფეხური, XII კლასი

    ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის გვარი და სახელი: ქართული – მასწავლებელი ცისანა კურტანიძე, ისტორია – მასწავლებელი მარინა ნოზაძე

         ისტ

    მოსწავლეთა რაოდენობა:22

    განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: 0

    გაკვეთილის სასწავლო მიზნები: (ქართულისათვის)

     1) საკლასო დისკუსიის დროს გამოთქმული მოსაზრებებისა და მოძიებული მასალების მიხედვით ზოგადი დასკვნის ჩამოყალიბება საკითხზე-  რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თავადაზნაურობა XIX დასასრულსა და XXსაუკუნის დასაწყისში საქართველოში სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარებისას.

     2) მასწავლებლის მითითებით მსჯელობენ და აფასებენ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული ტექსტის სრულყოფილად აღსაქმელად მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ხერხები(იუმორი, იმერული დიალექტი, დიალოგები და სხვა)

     3) დასკვნები იწერება  ფორმატზე  და ივსება  ისტორიის გაკვეთილზე დაწყებული თ _ დიაგრამა

    4) კრიტიკულ ტექსტებზე მუშაობის და დამოუკიდებელი კვლევის პროცესში მათი გამოყენების უნარ-ჩვევათა ფორმირება.

       მიზნები: (ისტორიისათვის)

    1-) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მსჯელობენ და აფასებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეპოქის სრულყოფილად აღსაქმელად სახელმძღვანელოში გამოყენებული ფაქტები, წყაროები, დიაგრამები და სახელმძღვანელო მასალა.

    2) საკლასო დისკუსიის დროს გამოთქმული მოსაზრებებისა და მოძიებული მასალის მიხედვით დასკვნების ჩამოყალიბება საკითხებზე – რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თავადაზნაურობა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ. კაპიტალიზმის განვითარება და მისი თავისებურებები საქართველოში მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები.  

    (ეს გაკვეთილები ტარდება ცალ-ცალკე და თვითოეული მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესი მოითხოვს 45-45 წუთს.)

    (მასწავლებლის ინსტრუქცია – დ. კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვლის შესწავლას ეთმობა 7 საათი. აღნიშნული გაკვეთილი არის შემაჯამებელი, რომელსაც წინ უსწრებს ისტორიის გაკვეთილი,,საქართველო XIXსაუკუნის დასასრულსა და XXსაუკუნის მიჯნაზე.სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარებით გამოწვეული თავისებურებები. ამის პარალელურად იკითხება დ.კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვლის”თავები მოსწავლეთა სურვილით – ნაწილი კლასში და ნაწილი-შინ. კლასში მოწმდება შინ დავალებული თავების წაკითხვის ხარისხი.  

    მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ კითხვით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და პიროვნულ განცდებს.ამავე დროს დავალებული აქვთ წაიკითხონ დ.კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალთან,, დაკავშირებული ცნობილი ადამიანების კრიტიკული წერილები, შეხედულებები,გამონათქვამები, შექმნან თეზისები, რაც დაეხმარებათ მათ ტექსტის წაკითხვის შემდეგ თავისი დასკვნები გააკეთონ. მოიძიონ მასალები ინტერნეტით, მოამზადონ მხატვრული ფილმი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”.)

          ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები: (ქართულისათვის)

    ქართ.XII –5 მოსწავლე  კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით

     განიხილივს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იმ პერიოდის კონტექსტში, რომელშიც შექმნილია იგი.

     მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს,რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახებაკონკრეტული ეპოქა.

     

    ქართ.XII-6 მოსწავლე ადარებს ტექსტში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

      გადააქვს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში პერსონაჟთა ურთიერთობა წარმოსახვის საშუალებით თანამედროვე და მისთვის საინტერესო კონკრეტულ ისტორიულ გარემოში.

    ქართXII-7 მოსწავლე აანალიზებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტს

      ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს,კულტურულ, სოციალურ გარემოს.

     აანალიზებს ავტორისა და პერსონაჟების  დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის მიმართ.

     გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას.

    ქართ. -8 მოსწავლე აანალიზებს მხატვრული სახის შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს.

    წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს აფასებს მათს მნიშვნელობას.

    გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას.

     

    ქართ.-3  მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს სასწავლო პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს,

    მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს.  

    მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას.

    ქართ.-4  მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას სასწავლო პრეზენტაციისათვის.

    წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას.

    ზეპირი გამოსვლისათვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, თეზისებს, რაც დაეხმარება პრეზენტაციის თანმიმდევრობით  წარმართვაში.

    შედეგები და ინდიკატორები ისტორიისთვის.

    ისტ. _ 3  მოსწავლე აანალიზებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში.

    - მოსწავლე მსჯელობს რა გავლენას ახდენდა მის ტერიტორიაზე არსებული ნედლეული ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

        ისტ. _ 1  აანალიზებს XIX-XX საუკუნის მიჯნაზე საზოგადოებრივ სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებებს.

    - ირჩევს ერთ-ერთ ფორმაციას და მსჯელობს ამ ფორმაციით გამოწვეულ ცვლილებებზე, მის დადებითსა და უარყოფით შედეგებზე.

    - აკეთებს დასკვნებს უმნიშვნელოვანესი ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე.

    თანმიმდევრობა (ისტორიისთვის)

    აქტივობა – I (მასწავლებლის მინი-ლექცია) 3 წთ ეს აქტივობა საჭიროა მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად.

    რუსეთ საქართველოს ურთიერთობა ყოველთვის აქტუალური თემაა და ხშირად ხდება მსჯელობის საგანი. ამ საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ისტორიკოსებსაც. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შეიძლება რამდენიმე ეტაპი გამოვყოთ ( აქ ვიყენებთ დროის დიაგრამას პროექტორის საშუალებით)

        ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ როგორ წარიმერთა ეკონომიკური, საზოგადოებრივ-სოციალური და კულტურული ვითარება. ცვენ უნდა გამოვიკვლიოთ და შევაფასოთ 1870-1918 წლებში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ეკონომიკური შედეგები. უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი მხოლოდ უარყოფითი ტენდენციების მატარებელი იყო თუ დადებითიც.  

       70-იანი წლებიდან საქართველოში ფეხს იკიდებს კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი შეუქცევადი მოვლენა იყო, რომელმაც ჯერ ევროპა მოიცვა შემდეგ რუსეთი და შემოვიდა საქართველოშიც. კაპიტალიზმის განვითარება საქართველოში განსაკუთრებული თავისებურებებით აღინიშნა, რადგანაც:  

     1.   საქართველო და მისის საზოგადოებრივი ფენები არ იყვნენ მზად ახალი ფორმაციისთვის, კაპიტალიზმში შესასვლელად

     2.  საქართველო რუსეთის კოლონია იყო და ეკონომიკის განვითარება უცხოელთა კონტროლქვეშ მიმდინარეობდა, მტელი კაპტალი თითქმის უცხოელთა ხელში აღმოჩნდა და ეკონომიკა მათ გავლენას განიცდიდა.  

        ბატონყმობის გადავარდნა და კაპიტალიზმის შემოსვლამ დიდი დარტყმა მიაყენა თავადაზნაურთა კლასს, რომელმაც ალღო ვერ აუღო ახალ ცხოვრებას და როგორც კლასი ჩამოშორდა აქტიური ცხოვრების ასპარეზს, რასაც თქვენ უფრო დაწვრილებით და კარგად შეისწავლით ქართულის გაკვეთილზე დ. კლდიაშვილის `სამანიშვილის დედინაცვალში~.

       უნდა აღინიშნოს დადებითი შედეგებიც: დაიწყო დიდი სავაჭრო ურთიერთობები, როგორც საქართველოს შიგნით სოფლებსა და ქალაქებს შორის, ასევე რუსეთის ქალაქებსა და ევროპასთან. დაიწყო რკინიგზის მშენებლობა, წიაღისეულის რეალიზაცია, ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობები, ქალაქების იერსახის შეცვლა, მუშათა კლასისა და ბურჟუაზიის ჩამოყალიბება.  

       მოძიებული მასალებისა და კვლევის შედეგად თქვენ უნდა გააკეთოთ დასკვნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს თავისთავადი განვითარების თუ რუსეთის იმპერიასა და მის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის შედეგი იყო. და თ- დიაგრამაზე გამოვსახოთ ამ ეპოქის დადებითი და უარყოფითი შედეგები.

    აქტივობა – II ინდივიდუალური.  საშინაო დავალების პრეზენტაცია. 15წთ

        (პრეზენტაციას აკეთებს მოსწავლე)

       ბატონყმობის გაუქმება. XIX საუკუნის შუახანებისთვის  ბატონყმობა მძიმე კრიზისის სტადიაში შევიდა და აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. ყირიმის ომმა გამოავლინა ქვეყნის უძლურება და ჩამორჩენილობა და საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა გამოსავალი ზემოდან ეძებნა, რაც ბატონყმობის გაუქმებაში დაინახეს. გადაწყვიტეს ეს პროცესი ისე უმტკივნეულოდ ცაეტარებინათ, რომ თავადაზნაურობა ნაკლებად დაზარალებული გამოსულიყო. ამიტომ დაიწყეს პროექტების მომზადება მიწის საკითხთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მტკივნეული იყო როგორც მემამულისთვის ისე გლეხისთვის.

        ამ პერიოდში საქართველოში ჩამოყალიბებას იწყებს ანტიბატონყმური იდეოლოგია განსაკუთრებით რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. `გუთნის დედა~, `აჩრდილი~, `კაკო ყაჩაღი~, ` გლახის ნაამბობი~ და სხვა.

       ბატონყმობის გაუქმებას პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა საგლეხო რეფორმამ ხელი შეუწყო ბურჟუაზიულ ურთიერთობათა დამკვიდრებას და ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ წინსვლას.

        ბატონყმობის გაუქმებას მოჰყვა 60-70-იანი წლების რეფორმები, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ბურჟუაზიული განვითარების გზაზე.

       სოფელს რეფორმის შემდეგ აღარ მართავდნენ მემამულეები და ეკლესია, სოფელს მართავდა სოფლის ყრილობა, რომელიც ირჩევდა მამასახლისს, მის მოადგილეს-ნაცვალს და სოფლის მოსამართლეებს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესც გლეხი თვითონ წყვეტდა ტავისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე პროგრესული ხასიათი მიიღო სასამართლომ და საქალაქო მმართველობამ სადაც ბურჟუაზიამ მონაწილეობა მიიღო ქალაქის მართვა-გამგეობაში.

            ( ეს საკითხი წარმოადგინა ერთმა მოსწავლემ და გასცა პასუხი აუდიტორიის დასმულ შეკითხვებზე.)  

       II მოსწავლე _ სოციალური მდგომარეობა

       ბატონყმობის გაუქმების შემდეგ საქართველოში კაპიტალიზმის გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. კაპიტალისტურა წარმოებამ მიიღო თავისუფალი მუშახელი. თავისუფალ გლეხს შეეძლო გაექირავებინა სამუშაო ძალა და შეექმნა საკუთარი კაპიტალი. გლეხს შეეძლო მოსავალი ბაზარზე გაეყიდა და შემოსავალი თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა. ფულად-სასაქონლო ურთიერთობაში გლეხობის გარდა თავადაზნაურობაც ჩაება. თავისუფალი მუშახელით უზრუნველყოფილი ბურჟუაზია სულ უფრო აფართოებდა წარმოებას. აშკარად მიმდინარეობდა კაპიტალიზმის დამკვიდრების პროცესი.

        კაპიტალიზმის განვითარებამ როგორც ეკონომიკური ისე სოციალური ცვლილებები მოახდინა, მიწის ყიდვა გაყიდვამ გამოიწვია გეხობის დიფერენციაცია და მდიდარი გლეხობა ანუ კულაკობა გახდა ბაზრის ძირითადი მიმწოდებელი. ამის პარალელურად ღატაკდებოდა ტავადაზნაურობის დიდი ნაწილი. იგი ნელ-ნელა კარგავდა წარმოების უმთავრეს საშუალებას – მიწას.  ეს იყო ძალიან მძიმე და რთული პროცესი გაღატაკებული აზნაურთათვის რომელთაც ძველი დიდებისა და კუდაბზიკობის გარდა არაფერი შემორჩენოდათ.  

        სწორედ ამ პროცესს უკავშირდება 1875 წელს თერგდალეულთა ინიციატივით თბილისის საადგილმამულო-სატავადაზნაურო ბანკის დაარსება, რომელსაც 30 წელი ილია ჭავჭავაძე უდგა სათავეში. დასუსტებული თავადაზნაურობა მიწის გაყიდვით ირჩენდა თავს, მიწებს კი სომეხი და უცხოელი ბურჟუები იძენდნენ ე.ი. ქართული მამულები უცხოელების ხელში გადადიოდა. ბანკი კი თავადაზნაურებს საშუალებას აძლევდა მიწა კი არ გაეყიდათ, არამედ დაეგირავებინათ და საკუთარ მიწაზე უფლებები არ დაეკარგათ.

            ( ეს საკითხი წარმოადგინა მეორე მოსწავლემ და გასცა პასუხი აუდიტორიის დასმულ შეკითხვებზე.)  

    აქტივობა III _ ტექსტზე მუშაობა წყვილებში _ 10 წუთი

       ამ აქტივობაში მოსწავლეები წყვილებში კითხულობენ სახელმძღვანელოში მასწავლებლის მიერ მითითებულ ტექსტს, მუშაობენ დიაგრამებზე, წყაროებზე, აკვირდებიან სურათებს და ემზადებიან მსჯელობისა და დასკვნების გამოსატანად.

    აქტივობა IV _ პრეზენტაცია_ მთელი კლასი 15 წუთი.

         მოსწავლეები მოძიებული, წაკითხული და ნანახი მასალების საფუძველზე მსჯელობენ და აანალიზებენ:

    - საქართველოში ვითარდება მრეწველობის სხვადასხვა დარგი.

    - ქართული წვრილი წარმოება ვერ უძლებს რუსულ და უცხორ პროდუქციას კონკურენციას და კოტრდებიან.

    - დამკვიდრდა მსხვილი მანქანური წარმოება, აშენდა დიდი ფაბრიკები და ქარხნები.

    - სწრაფი ტემპით იზრდება ტყიბულისა და ჭიათურის მანგანუმის წარმოება.

    - დაიწყო გაცხოველებული ვაჭრობა, როგორც საქართველოს შიგნით ასევე რუსულ ქალაქებთან და ევროპასთან. (ფიგურირებდა როგორც იმპორტი ასევე ექსპორტი)

    - საქართველოში სოფელი და ქალაქი დაუკავშირდა ერთმანეთს.

    - კაპიტალიზმის განვითარებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობას შეუწყო ხელი, მთელი სოფელი ქალაქში დაიძრა და ავსებდნენ მუშათა კლასის რიგებს.

    - უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ერის არცერთი სოციალური ფენა კაპიტალის პირველ დაგროვებაში აქტიურად არ მონაწილეობდა, ამიტომ საქართველოში კაპიტალი ხელთ იგდეს უცხოტომელებმა_ რუსებმა და სომხებმა, მათვე ეკუთვნოდათ დიდი ფაბრიკა ქარხნები საქართველოში.

    - საქართველოს არ ჰყავდა ძლიერი ეროვნული ბურჟუაზია და პროფესიონალური მუშათა კლასი, რადგანაც დაბალ ფენებში იყო ორმაგი სოციალური ბუნება _ გლეხი ვერ ტოვებდა სოფელს და ქალაქშიც მუშაობდა.  

    - თბილისი და ბათუმი გახდა მსხვილი სავაჭრო ცენტრები.

    - ბათუმში გაიხსნა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, სადაც დასაქმებული იყო უამრავი მუშახელი. (ნაჩვენები იქნება სქემა)

    - გაიხსნა პირველი რკინიგზა 1872 წელს, რამაც დააკავშირა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრები, 1883 წელს კი თბილისი დაუკავშირა აზერბაიჯანს და ბათუმიდან აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს ჩაეყარა საფუძველი.

    - საქართველო კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო სატრანზიტო მნიშვნელობის სახელმწოფო. ( კავშირი თანამედროვეობასთან : აბრეშუმის გზა და ბაქო-ჯეიჰანის ხაზი)

    - დაიწყო ხიდების, გზების გვირაბების მშენებლობები. გაიხსნა სარკინიგზო საწარმოები, სახელოსნოები, დეპოები : თბილისში, ხაშურში, შორაპანში და სამტრედიაში. (ნაჩვენები იქნება სქემა)  

    - გაიხსნა სახელმწიფო მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

    - თბილისმა იცვალა იერსახე _ გოლოვინის ანუ დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი, რკინიგზის სადგურის შენობა, ვორონცოვის ინიციატივით აგებული ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპულ ყაიდაზე იყო აშენებული.

    - ალექსანდრე დიუმა ადარებს თბილისის სათეტრო დარბაზს პომპეუსის თეატრს ვესტიბიულს.

    ბავშვები თავისივე დასკვნების საფუძველზე აკეთებენ თ დიაგრამას.  

    მასალების შეჯერების საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა : რადგანაც კაპიტალიზმი შეუქცევადი პროცესი იყო, ის საქართველოში აუცილებლად დამკვიდრდებოდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის გავლენამ დააჩქარა კაპიტალიზმის დამკვიდრების პროცესი საქართველოში.  

    თანმიმდევრობა: (ქართულისათვის)

    აქტივობა-I      გონებრივი იერიში  (5წთ)     (მონაწილეობს მთელი კლასი)

     მიზანი-1.აზროვნების გააქტიურება

    2)არასტანდარტული პასუხის პოვნა

    3)თემის ირგვლივ საკუთარი აზრის ორგანიზება

     დაფაზე მომზადებულია დ.კლდიაშვილის სიტყვები ,,გარემოება აღვიძებს როგორც კარგ მხარეს, ისე ცუდს კაცის ბუნებისას”- დ.კლდიაშვილი.მასწავლებელი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების შემდეგ მიმართავს კლასს, ეთანხმებიან თუ არა აღნიშნულ აზრს,აქვს თუ არა გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ბუნების, ხასისათის, ქცევის, ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში, თუ ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდბული?

       რამდენიმე მოსწავლის მიერ გამოთქმული თვალსაზრისის შემდეგ, იმისთვის, რომ გაკვეთილი არ ასცდეს მიზანს, მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს და აღნიშნავს, რომ გამოითქვა საყურადღებო, ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები, რომელთა დაცვა ან უარყოფა მოგიწევთ  მოცემული  საკითხების განხილვისას. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ დ.კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვლის” წაკითხვისას, რომელი მნიშვნელოვანი საკითხები გამოვკვეთეთ, რომლის შესახებაც  ვიმსჯელებდით შემაჯამებელ გაკვეთილზე.კლასი ემზადება დისკუსიისათვის, ვიდრე მასწავლებელი ფორმატის ქაღალდზე დაწერილ საკითხებს გააკრავს დაფაზე.

    აქტივობა-2    დისკუსია (30წთ)    (მონაწილეობს  მთელი  კლასი)

            (ყოველი საკითხის განხილვისას პარალელი ივლება თანამედროვეობასთან, რაც შემდგომ აისახება საბოლოო დასკვნაში)(თითოეული საკითხის განხილვისას ვიყენებთ შესაბამის კადრებს მხატვრული ფილმიდან განწყობის შესაქმნელად, ვიზუალური აღქმა მოსწავლეებს  დაეხმარება  ანალიზსა და დასკვნების გაკეთებაში. ამ გაკვეთილისათვის მოსწავლემ დახატა პლატონ სამანიშვილი, რომელიც გაკვეთილზე გამოიფინა. იხ. კოლექციაში)

                          სამსჯელო საკითხები:

    1.     ,,..რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო…..”

    (სიღარიბე და გაჭირვება, როგორც ტოტალური პრობლემა)

    2.      ,,ამაზედაც გმადლობ, უფალო!”

    (შიში, ხვალინდელი დღის უარესობის მოლოდინი-ადამიანთა არსებობის განმაპირობებელი)

    3.       ,,..მე შემიბრალა ვინმემ?!”

    ( უსიყვარულო, ეგოისტური ყოფა)

    4.        ..ასე მოგვდგამს გვაროვნობით!.

    (თავდავიწყება-ნიღაბი)

    5.  ,,სწორედ შეეცოდებოდა კაცს,რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო..”

    (ცრემლიანი სიცილი თუ სიცილიანი ცრემლი დ.კლდიაშვილის შემოქმედების პათოსი)

    იმართება  დისკუსია.  

        მოსწავლეები მსჯელობენ I საკითხის ირგვლივ. გამოითქმის მეტ-ნაკლებად განსხვავებული აზრი. მსჯელობისას იყენებენ წინასწარ გამზადებულ თეზისებსა და ფრაზებს, მაგ:  ,,ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო.2.არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ ,რასაკვირველია, ბევრი შვილი. აქ მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ სიტყვაზე-  რასაკვირველია- მოთხრობის დასაწყისში ჩართული ეს სიტყვა ცხადად აჩვენებს, რომ სიღარიბე და თანაც გვარიანი ამ ადამიანების ყოფისათვის გამონაკლისი არა არის. ამას ავტორი მთელი მოთხრობის განმავლობაში დახატული სურათებით ადასტურებს.

        ეს სიტყვა თავისი შინაარსით გულისხმობს სრულიად ბუნებრივს, ჩვეულებრივსა და მოსალოდნელს .ე.ი. სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად ქცეულა არაბუნებრივი და არასასურველი. პირველ შემთხვევაში სიღარიბე,  მეორე შემთხვევაში მრავალშვილიანობა, რომლის მიზეზი გამხდარა შიმშილი, რაც ტოტალურ პრობლემად ქცეულა ქვეყნისათვის XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარებისას.

         

     ფორმატის ქაღალდზე იწერება პირველი დასკვნა:

          სიღარიბე და გაჭირვება – ტოტალური პრობლემაა

    გრძელდება მსჯელობა და დასკვნების გამოტანა მეორე საკითხის ირგვლივ.

         ,,..ამაზედაც გმადლობ, უფალო!”

        პლატონი მადლობას უხდის ღმერთს იმის გამო, რომ არსებობის საშუალება აქვს. რა განაპირობებს მის მადლიერებას – გულწრფელობა თუ შიში?  ეს ღრმადმორწმუნეობით მოსდით თუ სხვა რამ ამოძრავებთ?

        პლატონისა და გვერდევანიძის დიალოგში ორივე პერსონაჟი ჩივის გაჭირვებასა და ტოტალურ შიმშილს, ამის მიზეზად კი მიაჩნიათ ,,ხალხის ნამეტნავად მომრავლება, გამოსავალი მათი აზრით არის ხალხის გაწყვეტა! ამის საუკეთესო საშუალება ომია! რამ მიიყვანა ეს ხალხი ამ ანომალურ აზროვნებამდე? დასმულ კითხვებზე მსჯელობისას და საკუთარ თეზისებზე დაყრდნობით მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას –  

    შიმშილზე ფიქრი  ადამიანს უსუსტებს სიყვარულის შეგრძნებას, შიში და არა გულწრფელობა განაპირობებს პლატონისა და სხვა პერსონაჟების მადლიერებას უფლისადმი, უარესობის მოლოდინი თრგუნავს ადამიანში პიროვნებას და უკარგავს მოყვასის სიყვარულს. ხდება სრული გაუცხოება ადამიანებს შორის.

    3. “მე შემიბრალა ვინმემ?!

    პლატონი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს, იხსანას ტავი მოსალოდნელი უბედურებისაგან – მწირი ლუკმის მოზიარის გაჩენისაგან:  

    1. ცდილობს მამის გადარწმუნებას.

    2. ეძებს ისეთ სადედინაცვლოს, რომელსაც შვილი არ უნდა ეყოლოს.

    3. ცდილობს სადედინაცვლოს გულის მოგებას, რომ შვილი არ გააჩინოს.

    4. უარს ამბობს საქვრივოს აღებაზე, ცოდვის ჩადენის შიშით, რომ ღმერთმა არ დასაჯოს.  

    მისი აზრით ღმერთი მაინც სჯის – მოზიარე ჩნდება. პლატონი მწარდება ყველაზე (ღმერთის ჩათვლით) ამიტომ პირჯვარს არ იწერს, უფალს აღარ ემადლიერება, სასიკვდილოთ იმეტებს ყველას, ჯიბრით (თითქოს ღმერთის ჯიბრითაც) – იარყოფს მცნებას “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა” ეყრება მამას და სასიკვდილოთ სწირავს მას. მისი ყოველი ქმედება არის გამომწვევი – ღმეთმა მე აღარ შემიბრალა და აღარ მწამს იგი (აქვე იხილება სხვა პერსონაჟების ქცევა-მოქმედებები) ამ საკითხებზე მსჯელობის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას: ტოტალური შიმშილი იწვევს ურწმუნოებას, უსიყვარულობასა და ეგოისტურ ყოფას.

    4. “ასე მოგვდგამს გვაროვნობით!”  

    (შესაბამისი ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან)

    კირილე მიმინაშვილის პერსონაჟი,მ როგორც ერთ-ერთი განზოგადებული სახე დასამახსოვრებელია ნაწარმოებში. პირველსავე ეპიზოდში ხმაურით, შფოთით, ყიჟინით შემოჯირითებული კირილე ვიდრე ,,სცენაზეა” მისი ხმა მუდამ მაღალია: ,,სადაც მგლოვიარობაა იქ რა გვინდა, ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ, თავს არავის დავატყვევებინებთ... ასე მოგვდგამს გვაროვნობით!..” მაინც რა მოსდგამს გვაროვნობით კირილეს?  

    მისი წინაპრები ბრძოლის ველზე აქცევდნენ სისხლს, ომში დაჯირითობდნენ და იქნევდნენ ხმალს. კირილე კი ქორწილებში ჩხუბობს, ოდის კიბე-აივანზე ჯირითობს და ხმალს მტრის მაგივრად პლატონის ცხენს უქნევს. სახეზე კი ბრძოლის ველზე მიყენებული ნაჭრილობევის ნაცვლად ქორწილში ჩხუბისას გატეხილი წარბი აზის!  

    მოსწავლეები წარმოადგენენ  თავადაზნაურობის შესახებ მოძიებულ ისტორიულ მასალებს, რომელიც შეეხება მათს ისტორიულ ფუნქციას: 1. ისინი ასრულებდნენ სამხედრო საქმის ორგანიზებას ომის დროს. 2.წარმოადგენდნენ არამხოლოდ  გვაროვნულ, არამედ სულიერ არისტოკრატიას, ე.ი. ერის განათლების, წიგნიერების, მსოფლიო მოწინავე კულტურასთან ზიარობის განმსაზღვრელნი იყვნენ, ეს ფუნქციები ამ წოდებამ მას შემდეგ დაკარგა, რაც საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღარ გააჩნდა, ამას დაემატა სამრეწველო კაპიტალიზმის განვიტარება საქართველოში – ამდენად ვეღარც სამხედრო და ვეღარც განათლება – კულტურას თავადაზნაურობა დამოუკიდებლად ვეღარ უკეთებდა ორგანიზებას. მოიშალა ამ წოდების ეკონომიკური საყრდენები, ამდენად ეს ადამიანები თავიანთი ბუნებით, თვისებებით აღმოჩნდნენ სრულიად შეუსაბამო გარემოში. სწორედ ამ შეუსაბამობამ გამოიწვია მათი ნიღაბი.  

    კირელეს ,,ცმაცური” და მუდამ ცემა-ტყეპის ძებნა, მისიი მოზღვავებული ენერგიის უქმობის ბრალია, გვაროვნობა და გარემოება ამ ენერგიის სწორად წარმართვის საშუალებას არ  აძლევს. თავადაზნაურობამ სიახლეს ალღო ვერ აუღო, ამიტომ განწირულები არიან, ისტორიის მდინარებამ შეიწირა ისინი თუმცა წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან.

    დასკვნა: შეუსაბამო გარემოში ადამიანები ნიღაბს ირგებენ.  

    5. ,,სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო”

    როგორ ახერხებს მწერალი შიმშილისაგან აწრიალებული ადამიანების ისე იჩვენებას, რომ მკითხველს გაეცინოს?  

    ვკითხულობთ დ. კლდიაშვილის სიტყვებს: ,,ბევრ მკითხველს უცინია ჩემი მოთხრობების წაკითვაზე, მე კი, მათი დამწერი, გეფიცებით, არაერთხელ გულამღვრეული მოვშორებივარ მაგიდას და ზედ მიტოვებულ ნაწერს” – ამის წაკითხვაზე შეიძლება სიცილი სახეზე შეგეყინოს, და მაინც რად იცინის კლდიაშვილი მოთხრობების წამკითხველი?

    ამბავი კი არ არის სასაცილო, კლდიაშვილს აქვს იშვიათი ტალანტი, ყველაზე პირქუშ და ბნელ ამბავშიც კომიკური განწყობის შეტანისა და ამ სურათის სასაცილო მხრიდან დანახვებისა. აბა რა არის სასაცილ და კომიკური იმ იმედის გამწყვეტ გაჭირვებაში, რომელიც კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალში” იხატება?! უცნაურია, როგორ ნდა მოახერხოს მწერალმა შიმშილისაგან აწრიალებული ადამიანების ისე ჩვენება, რომ კაცს გაეცინოს. აქ მოსწავლეები მსჯელობენ დ. კლდიაშვილის იუმორზე, იმერულ დიალექტზე, დიალოგებზე, ეპითეტებზე, შედარებებსა და სხვა მხატვრულ ხერხებზე, რაც მის პერსონაჟებს ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აგდებს და ამით მათ დაუვიწყარსა და უკვდავ სახეს ქმნის. მკითხველის ყოველი გაცინება ტკივით არის შეზავებული და ყოველ ტკივილში საღიმილოს ავენებს კლდიაშვილი, და მკითხველსაც ისე ეცოდება მსხვერპლ

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ხათუნა გოგალაძე 08 სექტემბერი 2010

    დე,  წარმატებებს  გისურვებ  პროფესიულ  საქმიანობაში!

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კოლეჯი სპორტული სკოლები, სტუდიები უცხო ენები ავტოსკოლები ბიბლიოთეკები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საბავშვო მაღაზიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები კომპიუტერული ტექნიკა ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები სამეცნიერო პორტალები გამოცემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) პედაგოგები რეპეტიტორები სახელმძღვანელოები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) უმაღლესი სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სადღესასწაულო ცენტრები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019