 2010 წლის 5 ივლისს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კვლევითი
ინსტიტუტების
უმაღლეს
სასწავლებლებთან
ინტეგრაცის
შესახებ, საზოგადოება
არაერთგვაროვნად შეაფასა. აღნიშნული დადგენილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებები შეეკვეცა, თუმცა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას დადებითად
აფასებს.
მინისტრ
დიმიტრი
შაშკინის
თქმით,
სამინისტროს
უფლებების
უმაღლესი სასწავლებლებისთვის გადაცემა, გარკვეულწილად, ლიბერალიზმი და დეცენტრალიზაციაა, რაც დემოკრატიული
განვითარების
თანმდევი
პროცესია.
საქართველოში სულ 62 კვლევითი ინსტიტუტია. ბევრი მათგანი საერეთაშორისო ასპარეზზე მართლაც
წარმატებულია,
მაგრამ
საყოველთაოდაა
ცნობილი,
რომ
ამ
ინსტიტუტების
დაახლოებით
ოთხი
მეხუთედის მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
თვალსაზრისა საკმაოდ
რთულ
მდგომარეობაშია.
ამის მიზეზი კი კვლევითი ინსტიტუტების მწირი ფინანსური
რესურსებია.
კვლევითი ინსტიტუტების განვითარების სტრატეგიული გეგმის
შემუშავების
ზინით,
რამდენიმე
წლის
წინ
შეიქმნა
სპეციალური
კომისია,
რომელმაც
საქართველოს
ეროვნულ
სამეცნიერო
აკადემიასთან
და
კვლევით
ინსტიტუტებთან
აქტიურად
იმუშავა.
სამწუხაროდ,
კვლევითი
ინსტიტუტების
გარკვეულმა
ჯგუფმა
ამ
თანამშრომლობაზე
უარი
განაცხადა.
საბოლოო
ჯამში,
შედეგად
არაერთგვაროვანი
სურათი
შეიქმნა,
რამაც
შეუძლებელი
გახადა
მეცნიერების
განვითარების
ერთიანი
სტრატეგიული
განვითარების
გეგმის
სრულყოფილი
შემუშავება.
ამის
შემდეგ,
აკადემიკოსებთან,
სამეცნიერო
სფეროს
ექსპერტებთან
და
უმაღლესი
სასწავლებლების
ხელმძღვანელებთან
კონსულტაციების
შედეგად,
ჩამოყალიბდა
აზრი
კვლევითი
ინსტიტუტებისა
და
უმაღლესი
სასწავლებლების
ინტეგრაციის
შესახებ.
შესაბამისად,
კვლევითმა
ინსტუტებმა
მიიღეს
შეთავაზება
საუნივერისტეტო
კვლევით
ინსტიტუტებად
ჩამოყალიბების
თაობაზე.
ეს
ინიციატივა
მიზნად
ისახავს
კვლევითი
ინსტიტუტებისა
და
უმაღლესი
სასწავლებლების
მატერიალურ-
ტექნიკური
ბაზის
გაერთიანებას.
ამასთან,
უმაღლესი
სასწავლებლის
სტუდენტებს
მიეცემათ
უფრო
მეტი
შესაძლებლობა
ჩაერთონ
კვლევითი
ინსტიტუტების
სამეცნიერო
თემებში
დოქტურანტურის,
მაგისტრატურისა
და
რიგ
შემთხვევებში
ბაკალავირატის
დონეც.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი:
”ამჟამად, კვლევითი ინსტიტუტები პირდაპირ სამინისტროს დადაქვემდებარებაშია. დამეთანხმებით,
62 ინსტიტუტის
ერთი
კაბინეტიდან
მართვა
რთულია.
ამიტომ,
კვლევით
ინსტიტუტებს
შევთავაზეთ
არა
უმაღლეს
სასწავლებლებთან
შერწყმა
ან
ლიკვიდაცია,
არავითარ
შემთხვევაში,
არამედ,
მათი
დაქვემდებარების
საკითხის
შეცვლა.
ანუ,
კვლევითი
ინსტიტუტი
ნაცვლად
მინისტრისა
დაექვემდებაროს
რომელიმე
უმაღლესი
სასწავლებელის
აკადემიურ
საბჭოს.
ესაა
ლიბერალიზმი
- დეცენტრალიზაციის
მიზნით,
სამინისტრომ
თავისი
უფლებების
დელეგირება
მოახდინა
უმაღლეს
სასწავლებლებზე,
რაც
ძალიან
მნიშვნელოვანია.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კვლევითი ინსტიტუტი საკუთარ სტატუსსა და ბიუჯეტს შეინარჩუნებს. როდესაც უმაღლეს
სასწავლებლებს,
სამინსიტროსა
და
კვლევითი
ინსტიტუტების
ხელმძღვანელებს
შორის
მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა,
მაშინვე
გადაწყდა,
რომ
არავითარ
შემთხვევაში
არ
მოხდებოდა
ამ
ინსტიტუტების
თანამშრომელთა
შემცირება.
პირიქით,
მათ
ხელფები
გაეზრდებათ.
უმაღლეს
სასწავლებლების
ხელმძღვანელებმა
ეს
საკითხი
საკუთარ
თავზე აიღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მძიმე
ტვირთია”.
როგორც ირკვევა, კვლევითი ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებთან ინტეგრაციის პროცესი
წარმატებით
მიმდინარეობს.
კვლევითი
ინსტიტუტების
ნაწილი
უკვე
შეურთდა
საქართველოს
აგრალურ
უნივერსიტეტს,
ივ.
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტს
და
ილიას
უნივერსიტეტს.
სამი
ინსტიტუტი
კი,
პროფილიდან
გამომდინარე,
თავდაცვის
სამინისტროს
დაექვემდებარა.
მთავრობის დადგენილების ოპონენტებს ერთ-ერთ არგუმენტად კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების
სახელმწიფოსთვის
გადაცემა
და
მათი
გაიყიდვა
მოჰყავთ.
თუმცა,
როგორც
გავარკვიეთ,
შენობები
ისედაც
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს
ანუ
სახელმწიფოს
ეკუთვნის.
ზოგადად, საბჭოთა კავშირის პერიოდში აგებული ეს შენობები სავალალო მდგომარეობაშია და მათ სერიოზული
რეაბილიტაცია
ესაჭიროებათ,
ზოგიერთს
საპირფარეშოც
კი
არა
აქვს.
არანაკლებ
საინტერესოა
ისიც,
რომ
არის
შენობები,
სადაც
რამდენიმე
ათას
კვადრატულ
მეტრზე
ინსტიტუტის
მხოლოდ
დაახლოებით
40 თანამშრომელი
მუშაობს.
მათი
გარემონტება
ქვეყნისთვის
მართლაც
ფუფუნებაა,
ეს
კი
არცერთ
დასავლურ
ქვეყანაში
არ
ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ კვლევითი ინსტიტუტების შენობები პრივატიზაციის
გზით
გასხვისდება,
ბიუჯეტში
შესული
თანხის
50%, ისევ
და
ისევ
კვლევით
ინსტიტუტებს
მოხმარდება. როგორ განკარგავს სახელმწიფო ამ შენობებს, კანონით, მხოლოდ სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ
კვლევითი
ინსტიტუტების
თანამშრომლებს
სამუშაო
პირობები
არ
ექნებათ.
უმაღლეს
სასწავლებლებთან
ინტეგრირებული
ინსტიტუტების
რეაბილიტაციისთვის
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
იქნა
მნიშვნელოვანი
თანხები,
რომ
თითოეულ
მეცნიერ-თანამშრომელს
თანამედროვე
სტანდარტების
შესაბამის
სამუშაო
პირობები
ჰქონდეს.
აღნიშნული
თანხა
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრომ
ადმინისტრაციული
ხარჯების
შემცირებით
გზით
მოიძია.
გაზეთი - 24 საათი, 10 აგვისტო ნინო ყანჩელი |