მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    ნუთუ მართლა მიცნობ ნანახია (14590) - ჯერ 15 აგვისტო 2010

    ანოტაცია

    1. გაკვეთილის   მიზანი:

     ა) დედის როლი შვილის ცხოვრების წარმართვაში; სკოლისა და მშობლის როლი სწავლისა და სწავლების დონის ამაღლებაში (`ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი!~)
     ბ) მოსწავლეები წარმოადგენენ მიზნობრივად შექმნილ ლიტერატურულ კომპოზიციას:
                            `წუთისოფელი დედისა
                            მხოლოდ შვილი და შვილია~
     გ) გამოყენებული იქნება   თვალსაჩინოება _ მოსწავლეთა ხელნაწერი _ `წერილი დედას~, მშობელმა უნდა ამოიცნოს თავისი შვილის ხელწერა.
     დ) გაკეთდება გამოკითხვა: ჩემი საყვარელი ფერი, ზღაპრის გმირი, კერძი,ერტი, პროფესია _ მშობლის და შვილის პასუხი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი ვერ მოიპოვებს ქულას.

    2.   განსაზღღწევი შედეგი / ინდიკატორები :
     
     ა) მოსწავლე გადმოსცემს ქართველი და უცხოელი მწერლებისა და პოეტების   გამონათქვამებს დედაზე.
     ბ) მოსწავლე ასრულებს მუსიკალურ ნომერს.
     გ) მოსწავლე ასრულებს ზღაპრულ ინსცენირებას.
     დ) მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ასაკისათვის დამახასიათებელ ენობრივ ფორმებს. ახასიათებს მოვლენებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით, წინადადებებს წარმოთქვამს დო ინტონაციით.
     ე) რამდენად სრულფასოვნად იცნობს დედა შვილს.

    ნამუშევრის სრული ვერსია


    I აქტივობა _ საუბარი (3 წუთი)
      მისალმება. დედის დღის მილოცვა. მოსწავლეებმა იციან გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები დედაზე ( ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ვ. ჰიუგო, ვაჟა-ფშაველა, ნ. ჟორდანია, გ. ტაბიძე, კ. გამსახურდია, მ. ფოცხიშვილი, ნ. დუმბაძე, მ. მაჭავარიანი, მ. მრევლიშვილი . . ) , ახდენენ მათ პრეზენტაციას
    II აქტივობა _ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია:
      ` წუთისოფელი დედისა
          მხოლოდ შვილი და შვილია~ (15 წუთი)

    კომპოზიციის გეგმა:
    1. დედის ლოცვა : `ჰოი, წმინდაო დედოფალო~
    2. ანდაზები
    3. სიმღერა
    4. ცნობილ პოეტთა ლექსები
    5. ცეკვა
    6. ინსცენირება
    7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მოსწავლის ლექსი
    8. სიმღერა

    III აქტივობა _ კონკურსი დედებისათვის:
      ა) ` რა მოგწონს? ~ (8 წუთი)
      მაგნიტურ დაფაზე გაკრულია თვალსაჩინოებები წარწერით: პროფესია, დესერტი, კერძი, ზღაპრის გმირი, ფერები თვალსაჩინოების მომზადებაში აქტიურადაა ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მოსწავლე. ფორმატი დაყოფილია უჯრებად. ტითოეულში მოსწავლის სახელი წერია. მშობელი მიდის დაფასთან, ნახულობს თავისი შვილის უჯრას და პასუხებს წერს შიგ.
     ბ) `წერილი დედას~
          მშობლები ნახულობენ წერილებს და უნდა იპოვონ თავისი შვილის დაწერილი წერილი.

    IV აქტოვობა (4 წთ) _ შედეგების დაჯამება კონკურსში `რა მომწონს?~ _ ხუთი დასმული კითხვიდან ოთხმა მშობელმა გასცა 3 სწორი პასუხი, 10 _ 2 სწორი პასუხი, 4 _ ერთი სწორი პასუხი, 6 კი _ ვერცერთი სწორი პასუხი ვერ ამოიცნო.
     ბ) კონკურსში `ნაწერის ამოცნობა~ _ შვილის წერილი იპოვა 12 მშობელმა.

     V აქტივობა _   დასკვნა(2წთ) _ ზემოთაღნიშნული კონკურსის შედეგად გაკეთდა მოსწავლეთა ერთობლივი დასკვნა.: `მეტს მოველოდით, იმედი გაგვიცრუეთ~
        ანალოგიური დასკვნა გაკეთდა მშობელთა მხრიდანაც : გვაპატიეთ მაგრამ მგონი მართლა არ გიცნობთ.

     VI აქტივობა _ შეფადება (2წთ) _ მოხდა შეფასება კომენტარებით მასწავლებლის მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის ხარისხზე _ მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში. მაღალი შეფასება მიეცა მოსწავლეთა თვითშემოქმედებას. გამოვლინდა ყველაზე აქტიური ოთხი მშობელი.
        ( ლ. კაიშაური, ი. ჩადუნელი, თ. ტაბატაძე, ი. მეხრიშვილი ) დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

    კომენტარები (13)

    კომენტარები  
    17 ოქტომბერი 2010

    ასეთი  გაკვეთილი  მაქვს  ჩატარებული  და  მართლაც  კარგი  გამოვიდა,  მისი  ჩანაწერი  შეგიძლიათ  ნახოთ  სპეციალურ  სახელმძღვანელოში,  მე-7  გერდზე  იწყება  და  მე-9  გერდამდე  გრძელდება

    http://www.jobsrustavi.ge/damxmare_saxelmdzgvanelo_pedagogebisatvis.pdf

    19 სექტემბერი 2010

    იცით, ერთი სატელევიზიო გადაცემა გამახსენდა, მაგრამ თქვენ იგი მშვენივრად მოარგეთ გაკვეთილს, რაც თქვენს ნიჭიერებაზე მეტყველებს, მადლობთ.

    ქეთა გელაშვილი 12 სექტემბერი 2010

    კიდევ  ერთხელ  უღრმესი  მადლობა  ამ  ლამაზი  თემისთვის  და  მინდა  მოგილოცოთ  პროფესიული  უნარების  გამოცდის  წარმატებით  ჩაბარება.

    მარი ნოზაძე 12 სექტემბერი 2010

    მე  როგორც  მშობელი  დამაფიქრა  თქვენმა  პროექტმა.  მართლა  არ  მცნობია  ჩემი  შვილი.  მადლობა  თქვენ,  მივხვდი  რა  უნდა  გამოვასწორო  ჩემ  შვილთან  ურთიერთობაში.

    11 სექტემბერი 2010

    მსგავსი  პროექტები  ნამდვილად  საჭიროა.  ყოჩაღ.  ვწუხვარ,  რომ  ვერ  შეგაფასეთ  კონკურსის  დროს.

    11 სექტემბერი 2010

    დედობა  ერთობ  რთულია.  ფაქიზი  და  სასიამოვნო  წასაკითხია  ეს  პროექტი.

    ციური ინასარიძე 09 სექტემბერი 2010

    –"წუთისოფელი დედისა მხოლოდ შვილი და შვილია..."

    –ამაზე დიდებული ქვეყნად არც არაფერი ყოფილა და არც იქნება...

    ყოჩაღ!  გისურვებ წარმატებას !

    23 აგვისტო 2010

    pazdravliaiu, prekrasnaia tema. ti prosta maladec.

    გვანცა 20 აგვისტო 2010

    მომეწონა  თქვენი  თემა,  მე  მეათე  კლასში  ვარ  და  მსგავსი  ლამაზი  გაკვეთილი  არასდროს  მქონია,  ჩემდა  სამწუხაროდ  ჩემი  მშობლები  ვერცერთ  ამ  კითხვას  ვერ  გასცემდნენ  პასუხს,  იმიტომ  რომ  არ  მიცნობენ..  ყოჩაღ  თქვენ.

    16 აგვისტო 2010

    მე  ფილოლოგი  ვარ  და  ძალიან  მომეწონა  ეს  პროექტი.  ვაპირებ  მეც  განვახორციელო  ოდნავ  შეცვლილი  ფორმატით.

    16 აგვისტო 2010

    ასეთი  გაკვეთილი  დიდი  ბედნიერებაა  დედა-შვილისთვის.  მომავალშიც  წარმატებებს  გისურვებთ.

    16 აგვისტო 2010

    მომეწონა  სსსმპ (მოსწავლის)  აქტიური  ჩართვა  ამ  ღონისძიებაში.

    16 აგვისტო 2010

    ქალი  სუსტია,  მაგრამ  დედაა  ძლიერი____ლამაზი  სიტყვებია,  დედაშილობის  მადლი  არ  მოკლებოდეს  თქვენს  მოსწავლეებს  და  ყველა  პატარას.  ლამაზი  თემაა.

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლა და მოსწავლე პრესა განათლების შესახებ ბავშვის მოვლა და აღზრდა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება განათლება საქართველოში და მსოფლიოში გართობა და თამაშები ხელოვნება და კულტურა სიახლე განათლების სფეროში ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მშობლიური ენა და ლიტერატურა საგანმანათლებლო დაწესებულება მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ფინანსები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა რელიგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ქიმია მათემატიკა ეკონომიკა ბიოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია სპორტი და ექსტრიმი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფსიქოლოგია დასაქმება და კარიერა აბიტურიენტი და გამოცდები უცხო ენები მოდა და დიზაინი იურისპრუდენცია ბუნება, ეკოლოგია სხვა კინო და მუსიკა ჟურნალისტიკა, PR გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფიზიკა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი გეოგრაფია ოჯახი, მშობლები და ბავშვი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019