მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    თუ გსურთ მოიძიოთ საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციები, მოსაზრება და რეკომენდაციები - პერიოდულად გაეცანით ამ გვერდს. მოხარულნი ვიქნებით, თუ   თქვენ გამოაქვეყნებთ ასეთი ხასიათის მასალებს და კოლეგებს გაუზიარებთ პრაქტიკული გამოცდილებას. მათ მაგიერ წინასწარ გიხდით მადლობას.


                                                           
    პედაგოგების კლასიფიკაცია ნანახია (9533) - ჯერ 08 აგვისტო 2009

    ადამიანის ცხოვრების დიდი მონაკვეთის განმავლობაში, ზოგისთვის კი სიცოცხლის ბოლომდე, მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და რჩება. მასწავლებლისა თუ ლექტორის პიროვნების შესახებ უმეტესს არა ერთხელ გვიფიქრია და დაგვიხასიათებია კიდევაც. მაგრამ განგებამ სხვა და სხვა ბუნების, ხასიათისა და თვისებების მასწავლებლები გვარგუნა. როგორია მოსწავლის თვალით დანახული მასწავლებელი?  
    - სამართლიანი მასწავლებელი. მასწავლებელთა ან ლექტორთა ეს ტიპი ხშირად გხვდება. ის დიდი მონდომებით ატარებს გაკვეთილს და კარგი გამოთქმით კითხულობს ლექციებს, რომელთა მსვლელობისას ზოგჯერ თავს ხუმრობის უფლებასაც აძლევს. როდესაც საჭიროა სიმტკიცესაც ავლენს, მაგრამ დასჯითი ზომების ხანგრძლივი გატარების დიდი მოყვარული არ არის.
    მისი ძირითადი მახასიათებლებია: სასწავლო საგნის სრული და მრავალმხრივი ცოდნა, დამოკიდებულებასა და შეფასებაში წინასწარაკვიატებულობის და ურთიერთობაში ხმის აწევის მომხრე არ არის. იუმორის გრძნობა საკმარისად გააჩნია. შეფასების დროს გარდა ცოდნისა მნიშვნელობას ანიჭებს გონებამახვილობასა და შემოქმედებით აზროვნებას. მას განსაკუთრებით მოსწონს ნიჭიერი, ჭკვიანი, ბეჯითი და მონდომებული მოსწავლე თუ სტუდენტი.
    მომთხოვნი მასწავლებელი - მამაკაცებს შორის იშვიათია, უმეტესწილად მდედრობითი სქესისა. მოსწავლისა თუ სტუდენტისაგან მოითხოვს მასალის იდეალურ ცოდნას.  
    მისი ძირითადი მახასიათებლებია: სწავლას ითხოვს სახელმძღვანელოებისა ან კონსპექტების მიხედვით, შესწავლილ მასალებში - სრულყოფილ ორიენტაციას, მოსწავლეთა თუ სტუდენტთა შესასწავლი მასალისადმი შემოქმედებით მიდგომების დიდი მოტრფიალე მაინც და მაინც არ არის, მოსწონს ბეჯითი და მონდომებული მოსწავლე.  
    - უინტერესო მასწავლებელი - მამაკაცებსა და ქალბატონებს შორის თანაბრად გხვდება და არ წარმოადგენს მასწავლებელთა გავრცელებულ ტიპს. უმეტესწილად მას არ მიჰყავს წამყვანი საგნები, შესაძლოა სწორედ ეს განაპირობებს საქმისადმი მის განწყობასა და დამოკიდებულებას.  
    ძირითადი მახასიათებლებია: სასწავლო საგანს საკმარის დონეზე ფლობს, ყურადღებას არ აქცევს გაცდენებსა და მათ რაოდენობას, უმეტეს შემთხვევაში გაცდენებს არც აღნიშნავს ჟურნალში. ერთნაირადაა განწყობილი ყველა ტიპის მოსწავლეების მიმართ.
    მათანაბრებელი მასწავლებელი - საკმაოდ ხშირად გხვდება. უმეტესად მას მიჰყავს არა მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი საგნები, გამოირჩევა სასწავლო საგნის საკმაოდ კარგი ფლობით, მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისაგან მოითხოვს გაკვეთილებზე ან ლექციებზე დასწრებას, გაცდენებს რეგულარულად აღნიშნავს ჟურნალში.
    მისი ძირითადი მახასიათებლებია: თანაბარი განწყობა აქვს ყველა ტიპის მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მიმართ. გაკვეთილზე თუ გამოცდაზე თითქმის ყველას უწერს თანაბარ ნიშნებს. ამ მიზეზის გამო პრობლემებს უქმნის ნიჭიერ და ბეჯით მოსწავლეებსა და სტუდენტებს.  
    - პრინციპული მასწავლებელი - არც თუ ისე მრავლადაა წარმოდგენილი. კარგათ იცის სასწავლო საგანი. გაკვეთილზე ან გამოცდაზე ასეთი მასწავლებლის ხელში გადაწერა შეუძლებელია.  
    მისი განმასხვავებელი მახასიათებლებია: თანმიმდევრულად მიჰყვება სასწავლო პროგრამას, მასალას გამოკითხავს სრულად. პრინციპულობას ზოგჯერ უადგილოდაც იჩენს, წვრილმანშიც კი შეუძლია მოძებნოს მოდავების მიზეზი, ხშირად აიმაღლებს ხოლმე ხმას. მის ხელში მაღალი შეფასების მიღებას ერთ შემთხვევაში, თუ მიაღწევ - უნდა დაიმსახურო კარგი მოსწავლის იმიჯი. ნორმალურად ურთიერთობს მონდომებულ, ბეჯით მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. ვერ იტანს თავნებებსა და თამამებს.  
    შემოქმედი მასწავლებელი - საკმაოდ ხშირია მასწავლებელთა და ლექტორთა შორის, უმეტესად მდედრობითი სქესისაა. გულისხმიერი, ღია და კეთილი პიროვნებაა.
    მისთვის დამახასიათებელია: სასწავლო საგნის საფუძვლიანი ცოდნა, მაგრამ გაკვეთილსა თუ ლექციაზე შეიძლება დაგვიანებითაც შევიდეს. მოსწავლეებსა თუ სტუდენტებთან ადვილად, ღიმილით ამყარებს ურთიერთობებს. გაკვეთილებისა ან ლექციების დასრულების შემდეგ და არასამუშაო დროსაც შეუძლია მათთან განზოგადოებულ თემებზე საუბრის გამართვა. მასთან გამოცდა ადვილი ჩასაბარებელია, გადაწერაც შესაძლებელია. კარგათ ეგუება ნიჭიერსა და ბეჯითს, არ უყვარს უპასუხისმგებლო და მზუთხავი მოსწავლე.  
    - ხუმარა მასწავლებელი - ძირითადათ გავრცელებულია მამაკაცთა შორის. ძალიან კეთილია, მაგრამ გულღიობით არ გამოირჩევა. მისი ხუმრობა ზოგჯერ დაცინვის ზღვარს აღწევს.  
    მისი ძირითადი მახასიათებლებია: სასწავლო საგნის ღრმა ცოდნა. წინასწარ ვერ განსაზღვრავ როგორ შეგაფასებს გამოცდაზე თუ გაკვეთილზე. ყველა მსურველს მშვიდად უწერს დამაკმაყოფილებელ შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობით ზოგჯერ აღიზიანებს კიდევაც, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უმეტესად ასეთი მასწავლებელი ან ლექტორი უყვართ. ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეები და სტუდენტები მას კარგათ ეგუებიან.
    - მასწავლებელი-კომპიუტერი - ძირითადათ ტექნოკრატია, სკოლაში ასწავლის ფიზიკასა ან მათემატიკას, ლექციებს კითხულობს ტექნიკურ ინსტიტუტებში, დარგობრივ ფაკულტეტებზე, ასწავლის ტექნიკას ან ტექნოლოგიას. ახსნის დროს სასწავლო მასალას, მაგალითების მითითებით, სრულად ასახავს დაფაზე. მისგან მაღალი შეფასების მიღება გაკვეთილზე რთულია, გამოცდის ჩაბარება კი ურთულესია, ხოლო მაღალი შეფასებით - გამონაკლისია. არ უყვარს მეცადინეობის თემიდან გადაცილებული საუბარი. ჯმუხი ხასიათისაა, იუმორიც, თუ გააჩნია, ხასიათის შესაბამისი აქვს. კარგათ ეგუება თავისნაირი თვისებების მქონე მოსწავლეებსა და სტუდენტებს.  

    დაეთანხმებით ასეთ დახასიათებებს? ვინმე ხომ არ გამოგვრჩა?

    გაზიარება

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სპორტული სკოლები, სტუდიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ უცხო ენები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ბიბლიოთეკები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ავტოსკოლები უმაღლესი სასწავლებელი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საბავშვო მაღაზიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები გამოცემები პედაგოგები რეპეტიტორები კომპიუტერული ტექნიკა კოლეჯი სამეცნიერო პორტალები წიგნების მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები საგანმანათლებლო რესურსები ხელოვნების სკოლები, სტუდიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020