მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    უცნობი ამბები აღმოჩენებისა და გამოგონებების ისტორიიდან ნანახია (10093) - ჯერ 02 დეკემბერი 2010
    ახლის ძიების, აღმოჩენისა და გამოგონების სურვილი და მისწრაფება, დედამიწაზე მცხოვრები სხვა არსებებისგან განსხვავებით, ყოველთვის ახასიათებდა ადამიანს. რომ არა ეს თვისება ალბათ ადამიანის ევოლუცია დამუხრუჭდებოდა ყველაზე საწყის ეტაპზე. თუ გნებავთ მოვიგონოთ ის ჯოხი ან ქვა, რომელიც პირველად ხელთ აიღო ჩვენმა წინაპარმა და დროთა განმავლობაში აქცია ის იარაღად და ინსტრუმენტად. კაცობრიობის ისტორიაში გამოგონება ან აღმოჩენა ყოველთვის წარმოადგენდა განვითარების, წინსვლისა, ანუ პროგრესის სტიმულს. ჩვენ ვიხმარეთ სიტყვა სტიმული.მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ხმარობენ საუბარში, ზოგისთვის ალბათ არც არის ცნობილი თუ რას ასახავდა, ანუ რას ნიშნავდა ის თავის დროზე. ძველ რომში სტიმულს (ლათ.Stimulus) ეძახოდნენ წვეტიან ჯოხს, რომლითაც უღელ ხარს აიძულებდნენ, რომ უფრო სწრაფად ევლო. აღმოჩენებმა და გამოგონებებმა აგრეთვე დააჩქარეს განვითარების პროცესი, შესაძლებლობა მისცეს კაცობრიობას ეწარმოებინა, ეკეთებინა ის, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. გამოგონებათა ნაწილმა გააადვილა და უფრო ეფექტური გახადა შრომის პროცესი, შეცვალა ადამიანის ყოფა.
    ისტორიას გამოკვეთილად ახსოვს ისეთი ხასიათის აღმოჩენები და გამოგონებები, მაგალითად ტელეფონი და ტელევიზია, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ადამიანის ცხოვრების წესი. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში იყო, პირველი შეხედვით, ვითომ ნაკლებად რევოლუციური და ამიტომაც არა მკაფიოთ დაფიქსირებული გამოგონებები, რომლებმაც არანაკლები მნიშვნელობის ზეგავლენა მოახდინეს ადამიანის ცხოვრებაზე. მაგალითად ბორბლის, რომელზეც უკვე მოგიყევით წინა პუბლიკაციაში, ან ცხენის აკაზმულობის გამოგონებამ ადამიანს მისცა სწრაფი გადაადგილების,მძიმე ტვირთების გადატანის, მოგზაურობისა და ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების შესაძლებლობა.  
    თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომ ფულის გამოგონებამდე ადამიანები მის ნაცვლად იყენებდნენ სხვა და სხვა საგნებს, სპილენძის ნაჭრებს, ძვირფას ქვებს, ლოკოკინების ნიჟარებს და ზოგჯერ პირუტყვსაც კი. წარმოგიდგინეთ რამდენად ართულებდა ეს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ვაჭრობას. ამიტომაც წარმოიქმნა პირობითი, მაგრამ იმავდროულად ღირებული და ყველასათვის მისაღები, სიმბოლური საგნის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ვაჭრობაში და ანგარიშსწორებაში შეცვლიდა მოუხერხებელ ნივთებს.დღეისათვის ცნობილია და ჩვენამდე მოაღწია პირველმა მონეტებმა, რომლებიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 700 წელს მოჭრა ლიდიის ( ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) მეფემ გიგმა. მონეტები მზადდებოდა ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობისგან,რომელსაც ელექტრა ეწოდება. მათზე აღბეჭდილი იყო მეფის გერბი და პირობითი ნიშანი. ფულის შემოღების შედეგად გარიგებების განხორციელება დაჩქარდა, მათ დებდნენ უფრო სწრაფად და გართულებების გარეშე.  
    ზოგიერთ გამოგონებას დასჭირდა ათასწლეულები. მაგალითად ფორტეპიანოს. სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ მის კონსტრუქციაში გამოყენებულია სხვა და სხვა ეპოქის ორ ათასზე მეტი განსხვავებული ხასიათის გამოგონება. ანუ თანამედროვე პიანინოს დამზადებას წინ უძღოდა მრავალი საუკუნის უამრავი აღმოჩენა.
    გამოგონებების ნაწილმა სწრაფად და სამუდამოდ მოიკიდა ფეხი ადამიანების ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში ჩვენ ვსარგებლობთ საგნებით, ნივთებითა ან ხელსაწყოებით ისე, რომ არც ვიცით თუ როდის და სად დაამზადეს ისინი პირველად. მაგალითად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ოთხი ათასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში უკვე ამზადებდნენ მინის მძივებს, ხოლო პირველ საუკუნეში (ჩ.წ.ა) სირიელები მინას იყენებდნენ ჭურჭლის (მათ შორის ბოთლის) დასამზადებლად.  
    თანამედროვე ასანთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხმარობთ, 1827 წელს გამოიგონა ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ უოკერმა. ასანთი წარმოადგენდა ხის წვრილ ჯოხს, რომლის ერთი ბოლო დაფარული იყო ქიმიური შენაერთით და ცეცხლი ეკიდებოდა ზუმფარის ქაღალდზე ხახუნის შედეგად. ამ ასანთებს ”ლუციფერებს” უწოდებდნენ.(ლათინურიდან - სინათლის მომტანი).  
    ადამიანების მისწრაფებას ყველაფერი ეკეთებინათ უფრო სწრაფად, მოხერხებულად და სრულყოფილად ხშირად მიჰყავდა იქამდე, რომ გამომგონებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიდიოდნენ ერთნაირ მიგნებამდე. მაგალითად, დაახლოებით სამი ათასი წლის წინ, თითქმის ერთდროულად, სხვა და სხვა ქვეყნებში გამოიგონეს მაკრატელი და იმის დადგენა, რომ მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის დიდი მანძილისა (იმ დროსათვის ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი), რომელიმემ ისარგებლა სხვისი იდეებით, დღეს უკვე შეუძლებელია.  
    გამოგონებების შედარებით უფრო ახალ ისტორიაში რომ ჩავიხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ თანამედროვე გრიფელის ღეროიანი ფანქარი, რომელიც ასე ხშირად გვიჭირავს ხელში, 1790 წელს ერთდროულად გამოიგონეს საფრანგეთსა და ავსტრიაში,როდესაც დაადგინეს,რომ გრიფელში გრაფიტისა და თიხის შეფარდების ცვლის შედეგად შეიძლება დაამზადო რბილი ან უფრო მაგარი ფანქარი.  
    მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ გამოგონებების ან აღმოჩენების დამთხვევის თაობაზე,ან ფაქტების შესახებ, როდესაც გამოგონება მოხდა ხელმეორეთ, მოგითხრობთ რუბრიკის შემდგომ პუბლიკაციაში.
    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვცვლი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვყიდი კონფერენციები/ღონისძიებები ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვიყიდი სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ ვეძებ სპეციალისტს მომსახურება განათლება/სწავლება სხვა ტენდერები/გრანტები სტიპენდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019