მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 747 881, 577722709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
 
 
 
 
 
 
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
     
     

     

    მისტიკა, დამთხვევა,თუ კანონზომიერება? ნანახია (8363) - ჯერ 02 დეკემბერი 2010
    ისტორიას ახსოვს აღმოჩენისა და გამოგონების დამთხვევის ან განმეორების უამრავი ფაქტი, როდესაც, ერთ და იმავე დროს, სხვა და სხვა ქვეყნებში,ზოგჯერ კონტინენტებზეც კი, მეცნიერები და გამომგონებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთდროულად მისულან ერთნაირ მიგნებამდე. (ამ სახის მაგალითი მოყვანილი გვაქვს წინა პუბლიკაციაში მაკრატლის გამოგონებასთან დაკავშირებით). როგორ უნდა გავიგოთ და შევაფასოთ ამგვარი შემთხვევები? რასთანა გვაქვს საქმე - ჩვეულებრივ დამთხვევებთან? თუ ელემენტარულ პლაგიატთან? ან მართლაც მისტიურ მოვლენასთან, როდესაც იდეები, როგორც იტყვიან ხოლმე, დაფრინავენ გარშემო სივრცეში და საქმე მხოლოდ იმაშია - ვინ მოასწრებს მათ დაუფლებას. შესაძლოა, რომ ამ ფაქტებს განაპირობებს კანონზომიერება - კაცობრიობის განვითარების ეტაპი და მეცნიერების წინსვლა წარმოშობენ აქტუალურ მოთხოვნილებას, რომელიც ერთდროულად ძაბავს მრავალი ადამიანის გონებას, რასაც გარკვეულ დროში მოჰყვება აღმოჩენათა და გამოგონებათა მთელი ნაკადი.
    გენიალური მიგნებით გამოწვეული აღტაცებისა და აღიარების გარდა აღმოჩენებს და გამოგონებებს ყოველთვის მოჰქონდათ სერიოზული ეკონომიკური ზრდა. თუ მეცამეტე საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ, გლობალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა არა უმეტეს 0,1%, გამოგონებებით აღსავსე ახლანდელ დროში ის ხშირად აღემატებოდა 5%. თვით გამომგონებლებსაც მათი შრომის ნაყოფი უქმნიდა უდიდეს მატერიალურ კეთილდღეობას. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლო ორასი წლის განმავლობაში ისინი წარმოადგენდნენ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების უდიდეს ნაწილს. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ნობელი, ედისონი, კოლტი, დირე, გუდეარი, ბელლი, ისტმანი, დაიმლერი, გეიტსი და ა.შ. იმავდროულად არსებობს მრავალი ფაქტი, როდესაც გენიალური, მაგრამ უიღბლო მეცნიერები ან გამომგონები თავის ცხოვრებას ასრულებდნენ სიღარიბეში, ხოლო მათი ნაშრომის აღიარება მოდიოდა საკმაო დაგვიანებით, ვინაიდან ხშირად მათი იდეები უსწრებდნენ დროს და ზოგჯერ ეპოქებსაც.
    მაგრამ ეს სულ სხვა თემებია, მოდით დაუბრუნდეთ დამთხვევებისა ან განმეორებების პრობლემას. ისტორია ცხადყოფს, რომ თურმე ხშირად გენიალური ადამიანები აზროვნებენ ერთნაირად.
    ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ 1669 წელს ინგლისში სერმა ისააკ ნიუტონმა (Isaac Newton) და დაახლოებით იმავე დროს გერმანიაში ბატონმა გოთფრიდ ვილჰელმ ლეიბნიცმა (Gottfried Wilhelm Leibniz) დაადგინეს დიფერენციალური გამოთვლის პრინციპები.
    დამთხვევის მხრივ ძალიან საინტერესოა საკერავი მანქანის გამოგონების ისტორია. 1830 წელს ფრანგმა მკერავმა ბარტელემი ტიმონიემ (Barthelemy Thimonnier) შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის საკერავი მანქანა, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშის გამო განრისხებულმა ყოფილმა კოლეგებმა - მკერავებმა გაუნადგურეს უკვე აწყობილი და ამოქმედებული 80 საკერავი მოწყობილობა. ამერიკელმა ინჟინერმა ელიას ჰოუმ (Elias Howe) აგრეთვე შექმნა საკერავი მანქანა, მაგრამ ფინანსურმა გაჭირვებამ აიძულა უმნიშვნელო თანხაში გაეყიდა ეს გამოგონება. შემდგომ, როდესაც მან დაადგინა, რომ ისააკ ზინგერი (Isaac Singer) უნებართვოთ აწარმოებს და ყიდის მისი კონსტრუქციის საფუძველზე დამზადებულ მანქანებს, მან სასამართლოს მეშვეობით მიაღწია იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაყიდული ყველა მანქანიდან მიეღო კუთვნილი ანაზღაურება.
    1876 წელს ოჰაიოს შტატში მცხოვრებმა ელიშა გრეიმმა (Elisha Gray) ბოსტონელ ალექსანდრე გრემმ ბელზე (Alexander Graham Bell) ერთი საათით ადრე დააპატენტა ტელეფონის გამოგონების პროექტი, მაგრამ მრავალ წლიანი დავის შედეგად პატენტი მაინც მიაკუთვნეს ალექსანდრე გრემმ ბელლს. ელიშა გრეიმმა გამოიგონა პირველი ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი (”მუსიკალური ტელეგრაფი”). დაახლოებით იმავე დროს ალექსანდრე ბელლი, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, სატელეფონო ხაზით ხმის ბგერების გადასაცემად აპროექტებდა თავის ”ელექტრო არფას”
    როდესაც, 1901 წელს, ჯონ ვაaლერმა (Johann Vaaler ) აიღო პატენტი ქაღალდის სამაგრის გამოგონებაზე, თურმე ამგვარი პროექტები გააჩნდათ უილიამ მიდდლებროკს (William Middlebrook) და კორნელიუს ბროსნანს (Cornelius Brosnan). მაგრამ გამოგონებას მიაკუთვნებენ ჯონ ვაaლერს რადგან სამაგრის ჩანახატები მან შექმნა ჯერ კიდევ 1899 წელს.
    1903 წლის 17 დეკემბრის დილას ძმებმა ორვილლ და უილბურ ვრაითებმა (Orville and Wilbur Wriqht) მოსინჯეს თავისი საფრენი აპარატით მოკლე მანძილზე გადაფრენა. თურმე ამავე დროს გუსტავ უიტხედი (Gustave Whitehead ) და რიჩარდ პირსი (Richard Pearse) თავისი აეროპლანებით აგრეთვე ატარებდნენ ფრენის ექსპერიმენტებს. დღესაც ხშირად კამათობენ იმაზე - თუ ვინ მოახერხა პირველად ცაში აფრენა.
    1926 წელს შოტლანდიელმა ჯონ ლოგი ბაირდმა (John Logie Baird) წარმოადგინა მოწყობილობა, რომელიც გადასცემდა გამოსახულებას და დაარქვა მას ”ტელევიზორი”. თავისი აპარატი მან შექმნა გერმანელი გამომგონებლის პოლ ნიპკოვის (Paul Nipkow) იდეაზე დაყრდნობით, რომელიც გერმანელმა წამოაყენა უკვე 1884 წელს. ამავე დროს სან ფრანცისკოში თავისი ტელევიზორის შექმნაზე მუშაობდა ფილიო ფანსვორტი (Philo Fansworth). რამდენიმე თვის შემდეგ ამ ორი გამომგონებლის შეხვედრაზე ბაირდმა აღიარა, რომ ფანსვორტის აპარატის პროექტი უკეთესია ვიდრე მისი.
    1958 წელს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჯეკ კილბიმ (Jack Kilby ) ტეხასში და რობერტ ნოისმა (Robert Noyce) კალიფორნიაში გამოიგონეს ინტეგრალური სქემა. მაგრამ მათი იდეა თლად უახლესი არ ყოფილა, ვინაიდან ინგლისელმა დამმერმა (Dummer) 1952 წელს უკვე წარმოადგინა ასეთი პროექტი.
    კიდევ არა ერთი ამგვარი ისტორიის მოყოლა შეიძლება. მაგრამ ამჯერად შევჩერდეთ უკვე მოთხრობილზე. როგორ ფიქრობთ რასთან გვაქვს საქმე - შემთხვევით ან მართლაც მისტიკურ დამთხვევებთან თუ მოთხოვნილებით გამოწვეულ კანონზომიერებასთან?  
    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საზღვარგარეთ საგანმანათლებლო რესურსები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სახელმძღვანელოები პედაგოგები რეპეტიტორები უმაღლესი სასწავლებელი გამოცემები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კოლეჯი სპორტული სკოლები, სტუდიები ბიბლიოთეკები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საბავშვო მაღაზიები კომპიუტერული ტექნიკა წიგნების მაღაზიები უცხო ენები სადღესასწაულო ცენტრები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020