მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ახალი წლის დღესასწაულის ტრადიციის წარმოშობა და მისი აღნიშვნა ნანახია (16782) - ჯერ 02 დეკემბერი 2011

    საახალწლო დღესასწაულის პერიოდი ჩვენს წარმოდგენაში არის ლამაზი და კეთილი ზღაპრის დრო. ახალი წლის ღამის მომხიბვლელობა  დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს, მას უკეთესობის იმედი და სასიხარულო გრძნობები მოაქვს,მის მომხიბვლელ ძალას ჩვენ უკავშირებთ მშვიდობას,სიყვარულს და ურთიერთ გაგებას. ახალი წლის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მარადიულ ტრადიციად მიაჩნია, უმეტესობა ფიქრობს, რომ მას აღნიშნავდნენ ყოველთვის. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ დღესასწაულის ისტორია ”სამწუხაროდ” მხოლოდ 25 საუკუნეს ითვლის. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება პირველად მესოპოტამიაში (შუამდინარეთი), შუმერების უძველეს ცივილიზაციაში წარმოიშვა.

     

    ძველ ეგვიპტეში ახალ წელს დღესასწაულობდნენ დიდ ხანს: ივლისიდან - სექტემბრამდე (ტრადიციის წარმოშვების ზუსტი თარიღის მითითება შეუძლებელია). დღესასწაულის დასაწყისი  მდინარე ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლასა და ცაზე ეგვიპტელებისთვის წმინდა ვარსკვლავის სირიუსის ამოსვლას ემთხვეოდა. წლის ამ დროს სრულდებოდა თესვა ამის გამო გვალვა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლის დღეს ხდებოდა ზემო და ქვემო ნილოსის ღმერთის - ჰაპისთვის მსხვერპლის შეწირვა. მდინარის დინებას აყოლებდნენ პაპირუსის ფურცლებზე ჩამოწერილ საჩუქრების ნუსხას. ეგვიპტელებისთვის ეს იყო წმინდა დრო, იწყებოდა ცხოვრების ახალი პერიოდი. სამუშაოებისგან გათავისუფლებული ადამიანები ხვდებოდნენ მეგობრებსა და ნათესავებს, ერთად მოიხსენიებდნენ წინაპრებს და ადიდებდნენ ღმერთებს. გარდა ამისა ძველ ეგვიპტეში ახალი წლის, ახალი პერიოდის დაწყება უკავშირდებოდა მზის ღმერთის რას ქალიშვილის, სიყვარულის, მშვენიერების  და მუსიკის ღმერთის ჰატჰორის  კულტს. მისი ქანდაკება მოჰქონდათ წმინდა ნავით და დგამდნენ ტაძრის თორმეტ სვეტიან თალარში. თორმეტი სვეტი მიაჩნდათ წელიწადის თვეების სიმბოლოებად. მზის პირველი სხივის გამონათების დროს გასწევდნენ ფარდებს და ქალღმერთის ქანდაკებას მოეფინებოდა მზის სინათლე, რასაც ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც მზის ღმერთის რას მიერ თავისი ქალიშვილის ჰატჰორის, ტაძრისა და მთელი სამყაროს დალოცვად.

    ძველ ბაბილონში ახალი წელი დგებოდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველივე ახალ მთვარეობის დროს, რომელიც ითვლებოდა გაზაფხულის პირველ დღეთ იმიტომ,რომ გაზაფხულის მოსვლა ნიშნავდა აღორძინების,თესვის და ყვავილობის ხანათ. დღესასწაულის დროს ქვეყნის მმართველს ხდიდნენ სამოსს და უშვებდნენ ქალაქიდან და 11 დღის განმავლობაში თითოეული აკეთებდა იმას რასაც მოისურვებდა. ამის შემდეგ მშვენიერ სამოსში გამოწყობილი მეფე ბრუნდებოდა დიდი პროცესიის თანხლებით. ყველანი უბრუნდებოდნენ სამუშაოს და დინჯად იქცეოდნენ. ამგვარად ადამიანები ყოველ წელს იწყებდნენ ახალ ცხოვრებას. ანუ საახალწლო ტრადიციას რამე შეიცვალოს ცხოვრებაში საფუძველი ძველ ბაბილონში ჩაეყარა.

    ძველ სპარსეთში დღესასწაული ნოვრუზი (ახალი დღე) აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიაობის დროს, 21 დან - 22 მარტამდე და გაზაფხულის დადგომასა და თესვის პერიოდის დაწყებას. რამდენიმე კვირით ადრე სველ თასზე აღმოსაცენათ დებდნენ ხორბლისა და ქერის სათესლე მარცვლებს. თესლი გამოიტანდა ღივს, რაც ნიშნავდა გაზაფხულის მოსვლას და ცხოვრების ახალი წლის დასაწყისს. დღესასწაულის დაწყებამდე ყველანი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, უხვი მოსავლის,მადლიანი წვიმებისა და მდიდარი მოწველის იმედით მარცვლით, წყაროს წყლით ან რძით ავსებდნენ დოქებს. დღესასწაულის დილას უნდა დაესრულებინათ საჭმლის მომზადება,დალაგება, ბროწეულისა და ვაშლის ტოტებით სახლის მორთვა და ნაგვის გადაყრა. ამის შემდეგ იმართებოდა ეროვნული კერძებით, ტკბილეულითა და სასმლებით გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა.  

    ძველ საბერძნეთში ახალი წელის დაწყება ემთხვეოდა წლის ყველაზე გრძელ დღეს - 22 ივნისს, ხოლო წელთაღრიცხვა იწყებოდა ცნობილი ოლიმპიური თამაშებიდან.

    ძველ რომში იმპერატორმა იულიუს კეისარმა პირველად შემოიღო კალენდარი, რომელშიც წელიწადი 1 იანვრიდან იწყებოდა. ამ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ორპიროვან ღმერთ იანუსს, რომელიც ითვლებოდა წამოწყებების მფარველად და გეგმავდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ის ამისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აგრეთვე ძველი რომიდან მოსულია საახალწლო საჩუქრების ჩუქების ტრადიციაც. თვლიან, რომ პირველ საჩუქრებს წარმოადგენდნენ დაფნის ზის ტოტები, რომლებიც დამდეგ წელს ბედნიერებასა და წარმატებას მოასწავებენ. საახალწლო საჩუქრებზე რომაელები წერდნენ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს, მაგალითად:” გისურვებ კეთილ და ბედნიერ ახალ წელს”, ზოგჯერ კი სახუმარო ლექსაც მიაყოლებდნენ.  

    ძველ რომში ახალი კალენდრის შემოღების შემდეგ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჩამოყალიბდა 31 დეკემბრის 24 (ანუ 12) საათის შემდეგ - ე.ი. პირველის პირველივე წამებში ახალი წლის მოსვლის აღნიშვნის ტრადიცია. ახალი წლის მოსვლას სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. პირველები მას წყნარი ოკეანეს კუნძულების მაცხოვრებლები ხვდებიან, ხოლო მისი შეხვედრა ამერიკის კონტინენტზე სრულდება. ახალი წლის დადგომას ჩრდილოეთ ქვეყნებში - დიდ თოვლში, ციგებზე სრიალით და მორთული ნაძვის ხეებით, ტროპიკულ ქვეყნებში - ქვიშიან, ცხელ პლიაჟებზე და პალმის ქვეშ, მაგრამ ყველგან - საზეიმოდ და დიდი სიხარულით ხვდებიან.

     

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | რელიგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სპორტული სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი გამოცემები უცხო ენები საგანმანათლებლო რესურსები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სამეცნიერო პორტალები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ავტოსკოლები პედაგოგები რეპეტიტორები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიოთეკები კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა ხელოვნების სკოლები, სტუდიები სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები განათლება საზღვარგარეთ საბავშვო მაღაზიები წიგნების მაღაზიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019