მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    თოვლის ბაბუას ”კოლეგები” ნანახია (11030) - ჯერ 07 დეკემბერი 2010

    ყველა ქვეყანას გააჩნია ახალი წლის თავისი მთავარი პერსონაჟი, საახალწლო ჯადოქარი. მაგალითად: საფრანგეთში -  პერ ნოელი(Pere Noèl); შვედეთში - იულ ტომტენი; როგორც უმეტეს ინგლისურ ენოვან ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც - სანტა კლაუსი (Santa Claus); რუსეთში - დედ მოროზ (Дед Мороз), ანუ თოვლის ბაბუა და ა.შ. უმეტესობა, წარმოშობისა და ამ პერსონაჟების ისტორიის უცოდინარობის გამო, სრულიად აიგივებს მათ, რაც არ არის სწორი.

    თოვლის ბაბუას ”კოლეგები” განსხვავდებიან არა მხოლოდ დამახასიათებელი გარეგნობით, არამედ თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ისტორიითაც. მაგალითად, ყველა ქვეყნის სანტა არ გამოიყურება ისევე, როგორც ამერიკელი მხატვრის სანდბლომის მიერ კოკა-კოლის რეკლამისთვის 1931 წელს დახატული და უკვე ქრესტომატურად ცნობილი სანტა კლაუსი.  

    ინგლისში და მრავალ ინგლისურ ენოვან ქვეყანაში სანტა კლაუსი ეს ჭაღარა თმების მქონე პერსონაჟია, რომელსაც გააჩნია მოწესრიგებული, მოვლილი წვერი და ულვაში, აცვია წითელი ფერის ქურთუკი, შარვალი და ჩაჩის ფორმის ქუდი, ცხვირზე  ჩამოჩოჩილად უკეთია სათვალე, მოსუქებულ მუცელზე შემორტყმული აქვს მუქი ფერის ტყავის ქამარი. ისტორიულად ის - ცხოვრების მოყვარული ელფია. მოგზაურობს ირმების შებმიანი მარხილით და მაგიდაზე განზრახ დადგმულ საინზე, ან  ბუხართან დატოვებულ წინდასა ან ფეხსაცმელში ბავშვებს  ჩუმათ უტოვებს საჩუქრებს.  

    სახელი ”სანტა კლაუსი” პირველად გაჩნდა პრესაში 1773 წელს, ხოლო პერსონაჟის შექმნისათვის საფუძვლად აღებულ იქნა წმინდა ნიკოლოზ მირლიკიელი. სანტას პირველი ლიტერატურული აღწერა ეკუთვნის უილიამ ჯილის კალამს, რომელმაც 1821 წელს გამოაქვეყნა ლექსი «Santeclaus». ერთი წლის შემდეგ კლიმენტ კლარკ მურმა ლექსის ფორმით სამყაროს აუწყა ვრცელი ანგარიში სანტა კლაუსის ვიზიტის შესახებ.

    თოვლის ბაბუას ”კოლეგები” სხვა და სხვა ქვეყნებში:

    იოულუპუკი (Joulupukki ) -  თოვლის ბაბუა ფინეთში;

    სინტერ კლასი (Sinter Klaas ) - ნიდერლანდებში;

    წმინდა ბასილი - საბერძნეთსა და კვიპროსზე;

    ბაბბე ნატალე - იტალიაში;

    წმინდა ნილოლოზი - ბელგიაში, პოლონეთში, დასავლეთ უკრაინაში და (ზოგგან - ნოელ ბაბა) თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე;

    მიკულაში და ეჟიშეკი - ჩეხეთსა და სლოვაკეთში;

    იულ ტემტენ ან იოლოტომტენი და კრისკრინგლი - შვედეთში;

    უვლინ უვგუნი - მონგოლეთში;

    საშობაო ბაბუა (Father Cristmas) - დიდ ბრიტანეთში;

    ვაინახსტმანი (Weihnachtsmann) ან კნეხტ რუპრეხტი - გერმანიაში;

    მოშ ჯარილე - რუმინეთში;

    ოდზი-სან - იაპონიაში;

    პაპა ნოელი ან ოლენტცერო - ესპანეთში;

    პაპა პასკუალე - კოლუმბიაში;

    სილვესტრი - ავსტრიაში;

    შან დან ლაოჟენ ან შო ხინი - ჩინეთში;

    იულებუკკი ან ნისსე - ნორვეგიაში;

    იულეტომტე ანუ იულემანდენ - დანიასა და გრენლანდიაში;

    იიულუვანა - ესტონეთში

    და ასე შემდეგ.

    თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია და ჯადოსნობის გამომჟღავნების უნარი გააჩნია. მაგრამ აერთიანებთ ერთი და უმთავრესი - მათ პატარა და დიდი ადამიანებისთვის სიხარული და ბედნიერების განცდა მოაქვთ.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | რელიგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები სახელმძღვანელოები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) საბავშვო მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კოლეჯი სამეცნიერო პორტალები კომპიუტერული ტექნიკა წიგნების მაღაზიები ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები უმაღლესი სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) განათლება საზღვარგარეთ უცხო ენები ბიბლიოთეკები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი გამოცემები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019