მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    მასწავლებლის ჰოროსკოპი - მოსწავლისთვის ! ნანახია (11397) - ჯერ 29 დეკემბერი 2010

    როგორია შენი მასწავლებელი? როგორ მოძებნო საერთო ენა? როგორ  გახდე გამორჩეული მოწაფე? ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში დაგეხმარება ოდნავ ირონიული და სახუმარო მასწავლებლის ჰოროსკოპი - მოსწავლისთვის.

    გააანალიზე ვინ მუშაობს შენს სკოლაში/პროფესიულ ცენტრში /კოლეჯში /უნივერსიტეტში, კლასში თუ ჯგუფში, ვინ არის შენი პედაგოგი? რამდენად რთულია მასთან ურთიერთობა? როგორ უნდა მიუდგე მას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის დაადგინე მასწავლებლის დაბადების თარიღი, მოძებნე შესაბამისი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგებ როგორია ის ჰოროსკოპის მიხედვით, გარდა ამისა ზოდიაქოს ნიშნების თავისებურებათა გათვალისწინებით გაეცნობი სხვა და სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობის დასაშვებ და შესაძლო წესს.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - ვერძი (21.03-19.04) ?

    100 - დან 90 % - ში სკოლაში ის შედარებით ახალია და ალბათ დიდი ხნით არც არის მოსული. ამას იმით კი არ ვასაბუთებთ, რომ ბავშვების მიმართ ცუდად არის განწყობილი, არამედ იმით, რომ შესაძლოა მოთმინება დიდ ხანს არ ეყოს. ასეთ მასწავლებელს ყოველთვის მრავალი იდეა გააჩნია, რომლებიც ითხოვენ გადაუდებელ განხორციელებას.მას განსაკუთრებულად მოსწონს სხვა და სხვა სახის შეჯიბრების მოწყობა. გულწრფელად სჯერა, რომ ეს ბავშვებსაც მოეწონება და ელის, რომ კლასი/ჯგუფი გამოიჩენს შესაბამის ენთუზიაზმს. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულს მიამიტად სჯერა, რომ ცხოვრება და სკოლა ბავშვისთვის სრულიად გაიგივებულია.

    ვერძის წყობიდან გამოყვანა ძნელი არ არის. ის ფიცხია და გაბრაზების დროს ხმაურიანი ხდება. თუ ტიპიური ვერძია გულში არ ჩაიდებს და ცუდად არ დაგიმახსოვრებს. ამ პედაგოგს უმჯობესია ყოველთვის სიმართლე უხრა: ვერძს ტყუილი არ უყვარს. მასწავლებელ - ვერძთან ურთიერთობა იმით არის სასარგებლო, რომ ეს ურთიერთობაში რეაქციის სისწრაფეს გამოგიმუშავებს.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - კურო (20.04-20.05) ?

    ამ მასწავლებელთან არ გირჩევთ  ”ტორეადორისა და ხარის” თამაში ითამაშო. ის თავისუფლად, ბეტონის ღობესავით შესძლებს ხმაურის ატანას. ყურადღებას არ მიაქცევს საკლასო ოთახში მფრინავ ქაღალდის მტრედებს. მაგრამ მოთმინება თუ ამოეწურა, რომ იტყვიან,  ”გადაგივლის და სველ ადგილსაც არ დატოვებს”.

    უნდა გახსოვდეს, რომ ვერძი ძალიან ჯიუტია. არაფერი გარდა მეწყრისა, ხანძრისა ან წყალდიდობისა ვერ აიძულეს მას, რომ გადაუხვიოს გაკვეთილის დასახულ გეგმას. ხოლო ვინაიდან ამგვარი სტიქიური მოვლენები ჩვენ ქვეყანაში იშვიათია, უმჯობესია გაკვეთილისთვის ყოველთვის იყო მზად.

    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მასწავლებელს აღიზიანებს არამდგრადობა. ამიტომ, თუ ჩვევად აქციე ერთი მერხიდან მეორეზე გადაჯდომა უმჯობესია ეს გააკეთო სხვა მასწავლებლის გაკვეთილსა ან ლექციაზე.

    ამ ტიპის მასწავლებელი სერიოზული და დალაგებული ადამიანია. ამიტომ გირჩევთ, რომ ნებისმიერი თხზულება უფრო ვრცელად და დაკვირვებით დაწერო, ხოლო დაფასთან გამოძახების შემთხვევაში გასცეთ დეტალური პასუხი. დიდი საშინაო დავალების მიცემის მოყვარული არ არის.  ყოველთვის დაუჭერს მხარს მოსწავლეთა ნებისმიერ შეკრებას, მუსიკალურ და საცეკვაო ”ფართს”, იმის გამო, რომ თვითონაც ძალიან მოსწონს დღესასწაულები.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - ტყუპები (21.05-21.06) ?

    თქვენ მასწავლებელს იუმორის გრძნობა გააჩნია და ეს ხომ მშვენიერია. მისი ეს თვისება მრავალ ჯერ გადაგარჩენთ ორიანებისგან და გაკვეთილზე (ან ლექციაზე) არ დააძინებს კლასს. ტყუპების ნიშნის მასწავლებელს ახასიათებს სასინჯი სამუშაოების  ხშირად ჩატარების მიდრეკილება, რომლებსაც ის წინასწარი გაფრთხილების გარეშე ატარებს. ტყუპებს საოცრად უყვართ საუბარი და თუ შესძელი აიყოლიო, დაფასთან პასუხის გაცემის შემთხვევაში თამამად ისარგებლე ამ თვისებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი საუბარი ნამდვილად აცდება გაკვეთილის თემას.  

    სავსებით შესაძლებელია, რომ სასკოლო ასაკში მასაც გადაუწერია საშინაო დავალება და, როგორც ”პირადი გამოცდილების მქონე ექსპერტი”, ის ყოველთვის გამოააშკარავებს გადაწერის ნებისმიერ ფაქტს. ამის გამო გადაწერის პროცესის დროსაც კი მოსწავლეს მოუწევს შემოქმედებითი თვისებების გამომჟღავნება.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - კირჩხიბი (22.06-22.07) ?

    მას ძალიან ფრთხილად, ფაქიზად, ფაიფურის ლარნაკივით უნდა მოექცეთ. შეიძლება უნებლივ ადვილად  აწყენინოთ. და ამ მომენტის გამოთვლა არ არის რთული: რა წუთსაც კი შუა გაკვეთილის დროს ის გამოაცხადებს, რომ აღარ გააგრძელებს გაკვეთილს,უნდა მიხვდე, რომ მასწავლებელი განაწყენებულია და ჩაიკეტა საკუთარ სამყაროში.  თუ რომელიმე მოსწავლემ დაიმახსოვრა მისი მონათხრობიდან საინტერესო ნიუანსი, შექმნილი ვითარების განმუხტვისთვის აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვა. ის შეყვარებულია ყველაფერში, რასაც გიყვება და სურს, რომ იგივე შეიყვაროთ თქვენ. სიჩუმე და სიმშვიდე საკლასო ოთახში მისთვის საკმარისი არ არის, მას აკმაყოფილებს მოსწავლის ყურადღება. მისთვის აუცილებელია, რომ თქვენც განიცადოთ ის, რასაც მოყოლის წუთებში განიცდის თვითონ.  

    თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მასწავლებელი არ არის ნაწყენი, ის საკმაოდ მხიარული და სასიამოვნო ადამიანი იქნება და ახლობელივით, ოჯახის წევრივით შეეჩვევა თითოეულ მოსწავლეს. ოღონდ არ დაუშვა შეცდომა და არ იფიქრო, რომ ადვილად ”მოერევი” ამ ტირის მასწავლებელს. გირჩევ ყოველთვის გახსოვდეს, რომ გაი იულიუს კეისარიც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული და ბევრზე იყო განაწყენებული, მაგრამ  მიუხედავად ამის თავისი ეპოქის ნახევარი სამყარო დაიპყრო.  

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - ლომი (23.07-22.08) ?

    ლომის გაბრაზებას ნამდვილად არ გირჩევთ. უმჯობესია მისი მოთვინიერება. შინაგანად ლომს მოსწონს მის მიმართ ყურადღების გამოჩენა. ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მასწავლებელს კლასი თუ აგრძნობინებს, რომ ის არ არის ლომივით უხეში, საპასუხოდ ისიც მოეფერება კლასს. ხოლო თუ მოსწავლეები მას უხეშად მოექცევიან, საპასუხოთ ისიც დაიწყებს საშინელ ბრდღვინვას. უნდა დაიმახსოვრო, რომ ”ლომს” ახასიათებს მოძველებული პედაგოგიური ხერხებისკენ მიდრეკილება: საკლასო ოთახიდან გაძევება, დღიურსა თუ რვეულში მშობლისთვის მოსწავლის თაობაზე მძაფრი ჩანაწერების გაკეთება, საკლასო ოთახის კარის მოჯახუნება და ა.შ.  

    სინამდვილეში სკოლის შენობაში ლომისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია არა კაბინეტი, რომელშიც ის ასწავლის, არამედ სააქტო დარბაზის სცენა. თუ გაწუხებს სასკოლო თეატრის, ან რომელიმე სანახაობითი ღონისძიების მოწყობა თხოვნით უნდა მიმართო ”ლომს” და ის არა მხოლოდ ყოველთვის დაგიჭერს მხარს, არამედ თვითონვე ითავებს ამის განხორციელებას.

    თუ მოსწავლე ჩამორჩა სწავლაში, მრავალჯერ დაიმსახურა უარყოფითი შეფასება, ხოლო  მასწავლებელმა გადაწყვიტა დამატებითი მეცადინეობის ჩატარება და ჩამორჩენისთვის სათანადო გაკიცხვა, არ გირჩევთ მის წინაშე იდგე სახის მჟავე გამომეტყველებით ან მით უარეს დააპირო ”საქმის გარჩევა”. ამგვარი ქცევის შედეგის გადატანას არ გისურვებთ . . . უმჯობესია უპასუხო, რომ მისი გაკვეთილები ნამდვილად მოგწონს (უმეტეს შემთხვევაში ეს სიმართლეც იქნება), ხოლო არასახარბიელო შედეგი დაგიდგა იმიტომ, რომ არ გეყო მონდომება და უნარი. ”ლომი” -  იმდენად სულგრძელი ადამიანია, რომ ”არ შეჭამს” მას, ვინც აღიარებს ბრალს. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მსუბუქად, უმნიშვნელოდ ”ოდნავ დაგღეჭოს”.  

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -  ქალწული (23.08-22.09) ?

    არავითარ შემთხვევაში არ ღირს მის გაკვეთილზე დაგვიანება. თვით ”ქალწული” სკოლაში კი არ იგვიანებს, არამედ დილა უთენიაც კი შეიძლება მივიდეს. მას საშინლად აღიზიანებს უწესრიგობა და მოუწესრიგებლობა. ამიტომ ”პირადი უსაფრთხოებისთვის” მისი საგნის რვეული უმჯობესია სრულ წესრიგში იქონიო.

    მაგრამ ნორმალური ურთიერთობისთვის ეს შესაძლოა საკმარისიც არ იყოს, მასთან ურთიერთობაში თავისებური ხრიკიც არსებობს: ქალწული ყველა წვრილმანსაც კი იმახსოვრებს. მაგალითად, თუ დავალებას იძლევა, მოსწავლისგან განსხვავებით, ის არასოდეს არ ივიწყებს მას.  

    იმის გამო, რომ ქალწული გულგრილი არ არის მედიცინის მიმართ, ის დიდი გაგებით ეკიდება მოსწავლის ჩივილს ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. და ამგვარი ჩივილის შემთხვევაში მოსწავლეს უამრავ სასარგებლო რჩევას მისცემს, შეიძლება მეცადინეობიდანაც გაათავისუფლოს. მაგრამ, როგორც ყველა დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, საღამოს აუცილებლად დაურეკავს სახლში, რათა მოიკითხოს და გაიგოს როგორ გრძნობს ის თავს.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია - სასწორი (23.09-22.10) ?  

    ეს მასწავლებელი არ იტანს საკლასო ოთახში ხმაურს. იგი გამოდის წყობიდან და სრულყოფილად ვერ პასუხობს მოსწავლეების კითხვებს. სკოლაში ზოგჯერ უკვე გაცხარებული მოდის. ეს შეიძლება ამოიკითხო მის დამოკიდებულებაში კლასში არსებული ვითარების მიმართ: რაც გუშინ ნორმალურად მიაჩნდა, დღეს - თურმე ცუდი ყოფილა. დროზე თუ იგრძენი სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა, უმჯობესია დაასწრო მისთვის სასიამოვნო ფრაზით, მაგალითად კომპლიმენტით იმის თაობაზე თუ რა კარგად გამოიყურება დღეს.

    როგორც კლასის დამრიგებელი ”სასწორი” ზედმეტად არ მოგაბეზრებს თავს. დროთა განმავლობაში, ზოგჯერ და არა ხშირად, მოსწავლეებს წაიყვანს თეატრში ან კონცერტზე. მას არ უყვარს მშობლების სკოლაში გამოძახება. უმეტეს შემთხვევაში ეცდება არ ჩაერიოს მოსწავლეთა შორის შექმნილ კონფლიქტში. მაგრამ სერიოზული საუბარი თუ მომწიფდა და უკვე გარდაუვალია, არ გირჩევთ ამ საუბარზე გამოცხადდე მყვირალა  ტანსაცმელში, მაგალითად ნარინჯის ფერის შარვალში და მკვეთრი მწვანე ფერის სვიტერში ან ასეთივე მკვეთრ ყვითელ ლილისფერ ზოლებიან მაისურში. ამ საუბრისთვის უფრო მშვიდი ფერების სამოსის შერჩევას გირჩევთ.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -  მორიელი (23.10-21.11) ?

    უდაოა, რომ მხოლოდ ერთი გამოხედვის ძალით მას შეუძლია ყველაზე დაუცხრომელი ენერგიის მქონე შფოთისთავი პლუშის ბაჭიად აქციოს. მას გააჩნია ისეთი თვალჩაციებული და გამჭვალავი მზერა, რომ სუსტი ნერვიული სისტემის მქონე ადამიანს ”ქავილს” აწყებინებს, ”შოკში აგდებს”. როგორც ცნობილია მორიელი პირველი არ ეცემა პირისპირ მყოფს. პირველი ხედვით ის ზედმეტად მშვიდია. მაგრამ ერთი გაუმართლებელი მოძრაობა, შეუსაბამო სიტყვა, დაკაკუნება ან  შეძახილი უკვე საკმარისია, რომ მოსწავლემ იგრძნოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მასწავლებლის რეალური ძალა. და თუ უკვე იგემე მისი რისხვა უმჯობესია არ მოახდინო ამ ეპიზოდზე კონცენტრირება და შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არაფერი არ მომხდარა. ასეთ მასწავლებელთან კამათი არასასურველია. მასთან ურთიერთობას განსხვავებული თავისებურება გააჩნია. დაუშვებელია აჩვენო, რომ გეშინია. ღირსეულად უნდა იქცეოდე და არ უნდა შეკრთე პირველივე გამოხედვის ან მომართვისთანავე. ყოველდღიურად მოგიწევს მონდომებისა და უნარის დემონსტრირება. მხოლოდ ამგვარი ქცევითა და სწავლისადმი მიდგომით შესაძლებელია დაიმსახურო მისი კეთილგანწყობა.

    თავი იმით შეგიძლია დაიმშვიდო, რომ მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა  თავის გატანას გასწავლის ექსტრიმალურ სიტუაციებშიც.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -  მშვილდოსანი (22.11-21.12) ?

    თუ ის გამოკვეთილი მშვილდოსანია მას ლაშქრობის მოწყობა ეყვარება და ამ სიყვარულს ის მოსწავლეებსაც გაუზიარებს. რა თქმა უნდა მოგიწევს წვიმაშიც  სიარული, მთაზე ასვლაც და ხევში ჩასვლაც, მოგენატრება ნებივრობა და ტკბილეულიც, მაგრამ კოცონის დანთებას მაინც ისწავლი.

    მშვილდოსანი პირდაპირი ხასიათის ადამიანია. ის არ დამალავს მოსწავლის მიმართ შეხედულებას, ან კლასში არსებული ვითარების თაობაზე საკუთარ მოსაზრებას. მისი სკოლაში ყოფნა სწორედ ამ დანიშნულებას ემსახურება. და თუ ის რაღაცის გამო ახმაურდა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებსაც მოუწევთ მისი საქმიანობისთვის მისაღები პირობების შექმნა.

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -  თხის რქა (22.12-19.01) ?

    მასთან კამათი არ გიღირს. ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყოველთვის მართალია. გარდა ამისა ის უფროსია ასაკით და მეთაურია. ამიტომ თანხმობის დასადასტურებლად მუდმივად უნდა უქნიო თავი და ერთგულების ნიშნად - უყურო თვალებში. როდესაც ის განაცხადებს: ”ასეა საჭირო!”, უმალვე უნდა დაეთანხმო...  

    მის ცხოვრებისეული კრედოს ასახავს ლათინური ფრაზა: “Dura lex, sed lex”  -  ”კანონი არის კანონი” (ან ”კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია”). ვფიქრობთ, რომ სინამდვილეში მისი პოზიციის გამოხატვისთვის უფრო გამოდგებოდა - “Jurare in verba magistri” (მთლიანად დაეყრდნო მასწავლებლის აზრს და უარი თქვა საკუთარ მოსაზრებაზე).

    ცრემლის მეშვეობით მისი გულის აჩუყება საკმაოდ რთულია. თუ უკვე დააშავე რამე თავის გამართლებისთვის ”სიტყვით გამოსვლა” გირჩევთ დაიწყო მიმართვით: ”თქვენი რჩევა მჭირდება”.

    თხის რქას ყველაფერში და ყოველთვის უყვარს დისციპლინა და სასარგებლო ღონისძიებები. მისი დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია აჩუქოთ და საკლასო ოთახში ჩამოკიდოთ უდაბური მთის პეიზაჟი. ამის შემდეგ  პერიოდულად ხმამაღლა დასვათ ხოლმე კითხვა: ”ხომ ლამაზია ეს სურათი?”

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -  მერწყული (20.01-18.02) ?

    ამ მასწავლებელთან ნამდვილად არ მოიწყენ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მერწყული - სკოლაში, საკმაოდ უცნაური მოვლენაა. ის თეთრი ყვავივით გამოირჩევა საერთო ფონზე. სასკოლო ცხოვრება დადგენილ წესებზეა აგებული და გაკვეთილების ცხრილს ემორჩილება. მერწყულს კი არ უყვარს ამგვარი წესით ცხოვრება და ამიტომ მუდმივად ვარდება დაწესებული განრიგიდან. შეიძლება დაიგვიანოს გაკვეთილზე ან გააგრძელოს ის შესვენების ხარჯზე. კლასში მისგან ყველაფერს შეიძლება ელოდო, ჩინურ ენაზე სიმღერასაც კი. მაგრამ მასთან ურთიერთობა ადვილია, იმიტომ, რომ მოსწავლეებს როგორც თანატოლებს ექცევა. უამრავი მეგობარი ყავს, იმის გათვალისწინებით მოსწავლესაც აქვს შანსი მოხვდეს მეგობართა სიაში. მერწყული მიეკუთვნება იმ მასწავლებელთა რიცხვს, რომლებთანაც ურთიერთობას გაკვეთილის დასრულების შემდეგადაც ისურვებ.

    უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები ეთაყვანებიან ასეთ მასწავლებელს და მასთან ურთიერთობის აწყობას არავითარი დამატებითი რეკომენდაციები არ ესაჭიროება.  

    თქვენი მასწავლებლის ნიშანია -   თევზები (19.02-20.03) ?  

    ნამდვილად უნდა გაუფრთხილდეთ მას. თევზებისთვის სკოლა არ წარმოადგენს არსებობის ყველაზე მყუდრო გარემოს. იქ მკაცრი ზნე - ჩვეულებანი სუფევენ, ხოლო ის მგრძნობიარე ადამიანია. ბავშვობაში მას არ მოსწონდა წიგნები, რომლებშიც ამბავი ცუდად სრულდებოდა, ის არ უყურებდა მონსტრებიან ფილმებს და ვამპირების ეშინოდა. და თუ გადაწყვიტა სკოლაში მუშაობა  - ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად უყვარს თავისი პროფესია. ყველაზე ხშირად თევზები ქიმიის მასწავლებელთა შორის გხვდებიან. ეტყობა სხვა და სხვა ფხვნილებისა და ხსნარების შედგენის პროცესი მომაჯადოებლად მოქმედებს ამ ტიპის ადამიანებზე.

     გაკვეთილზე მოსწავლეები აურზაურს თუ ატეხენ ის გავა საკლასო ოთახიდან სანამ უწესრიგობა თავისით არ მოგვარდება, რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ძალიან ეწყინება კიდევაც. თევზებს უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომაც, რომ მათ, როგორც არავის, შენდობა და შეწყალება შეუძლიათ. რთულ სიტუაციაში ამ მასწავლებელთან ცრემლის გადმოგდებაც დასაშვებია ის ამასაც გაგიგებს.

    წყარო: gadalka.uz/teacher  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019