მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ქრისტესშობის დღესასწაული - სხვა და სხვა ქვეყნის ტრადიციებში /გერმანია/ ნანახია (13276) - ჯერ 02 იანვარი 2011

    ქრისტიანულ სამყაროში ქრისტესშობა ითვლება უდიდეს დღესასწაულად. ის  მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ბევრ ქვეყანასა და ერს მისი აღნიშვნის საკუთარი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული, ტრადიციები გააჩნია.

    გერმანიაში უძველესი ტრადიციის შესაბამისად მეთერთმეტე თვის, თერთმეტი რიცხვის, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე იწყება საშობაო ზეიმების პერიოდი (Adventszeit), მას ”წელიწადის მეხუთე დრო” დაარქვეს. ლათინური სიტყვა «adventus» მოსვლას ნიშნავს, ანუ შობის დღეს ამ სამყაროში ქრისტეს მოსვლის მოლოდინს გულისხმობს. ადვენტის პირველ დღეს მშობლები შვილებს ადვენტის კალენდარს (Adventskalender) ჩუქნიან. ეს კალენდრები ქრისტესშობამდე დარჩენილი დღეების კლების პრინციპითაა შედგენილი. ყოველდღე ბავშვს შეუძლია გადაშალოს კალაენრის მორიგი ფურცელი და საჩუქრად მიიღოს ... - მაგალითად კამფეტი.

    ამ პერიოდში, ანუ საშობაო სადღესასწაულო დღეებში, მთელი გერმანია  წარმოადგენს ზღაპრულ, მრავალფეროვანი ფეერიული განათებებით მორთულ ქვეყანას, ხეები და შენობების ფასადები ცეცხლოვანი გირლანდებითაა განათებული, ხოლო ყველა სახლი დახვეწილადაა მორთული.

    «Weihnachten» (ანუ შობა) უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია გერმანიაში. მთელ ქვეყანაში ქალაქების ძველ მოედნებზე ულამაზესი, გრანდიოზული ბაზრობები ეწყობა , რომლებზეც ათასობით ადამიანი იკრიბება. ბაზრობებზე სეირნობენ, ერთობიან, იძენენ საშობაო საჩუქრებს. ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და 1626 წლიდან ცნობილი საშობაო ბაზრობა ნიურნბერგში ტარდება. მრავალი საუკუნეა ნიურბერგის საზეიმოდ მორთულ მოედანზე საშობაო ბაზრობას ხსნის ოქროსფერ ფრთიანი ანგელოზი. ტრადიციულად მის როლს 16-19 წლის ასაკის ადგილობრივი მაცხოვრებელი გოგონა ასრულებს, რომლის სიმაღლე არ უნდა იყოს 160 სანტიმეტრზე ნაკლები. ყოველწლიურად ნიურბერგის ბაზრობაზე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან 2 მილიონი ადამიანი ჩამოდის. ბაზრობის ორგანიზატორები ყოველთვის მათ ახალ-ახალ გართობებს ახვედრებენ. მაგალითად, ნაძვის ხის მოსართავი უძველესი სათამაშოების და კალენდრების (Adventskalender), საფოსტო ეტლების ან გლინტვეინის კათხების გამოფენებს. აქ იყიდება ცნობილი თაფლაკვერი, რომელსაც მრავალი ინგრედიენტით - ნიგვზით, შოკოლადით, თაფლითა და სპეციებით, პრაქტიკულად ფქვილის გარეშე ამზადებენ. აგრეთვე ნიურბერგში დღემდე შემორჩა უძველესი ტრადიცია: თუ ადამიანი  ქალაქის ცენტრში განლაგებულ შადრევანზე დაატრიალებს ოქროსფერ წრეს და ჩაიფიქრებს ოცნებას, მისი ჩანაფიქრი აუცილებლად აღსრულდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციით საშობაო დღესასწაულის დღეებში გერმანიის კათოლიკურ მხარეებში, განსაკუთრებით ბავარიაში, ქუჩებში ეწყობა სამასკარადოდ გადაცმულთა პროცესიები.

    საშობაო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა - Heilige Abend.  დილას სახლებში იდგმება ნაძვის ხე, რომელიც ტრადიციის შესაბამისად უნდა მოირთოს ხისგან დამზადებული სათამაშოებით, სანთლებითა და მინის ბურთულებით. ეკლესიიდან დაბრუნებისთანავე ბავშვები სირბილით მივარდებიან ხოლმე ნაძვის ხეს, მოძებნიან საჩუქრებს, სასწრაფოდ ხსნიან მათ ლამაზ შეფუთვასა და ყველას უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ამის შემდეგ ოჯახი უსხდება სუფრას. საშობაო სუფრის ტრადიციული კერძებია: ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული თევზი ( ტრადიციულად - კობრი) სპეციალური სოუსით, კართოფილი კარაქით, დაბრაწული ვაშლი ვანილის სოუსით. მაგიდაზე ტრადიციულად დგამენ ვაშლით, კაკლით, ჩამიჩით სავსე ფერად ლანგარს. ითვლება, რომ როდესაც ადამიანი ვაშლს მოკბეჩს ის ბოროტებასა და სიკეთეს შეიგრძნობს, ხოლო თუ მოერევა კაკლის ნაჭუჭს და მიირთმევს კაკლის გულს - მას ეცოდინება რას ნიშნავს წინააღმდეგობის გადალახვა და წარმატების მიღწევა.

    25 დეკემბერს ქრისტესშობის დღესასწაულის აღნიშვნა მშობლების (ან ბაბუა - ბებიის) სახლში გრძელდება. დღისით ახლობლები ერთად სეირნობენ. მერე იმართება დიდი სადილობა. სადილზე, როგორც წესია, მიირთმევენ შემწვარ ბატს (ზოგ მიწებში ღორის ხორცს მოშუშული კომბოსტოს გარნირით), საღამოს - ჩაისა და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს (der Lebekuchen). ნათესავები ერთმანეთს ჩუქნიან საშობაო საჩუქრებს. ჩუქების რიტუალს გერმანელები «Bescherung» - ს უწოდებენ.

    გარდა ამისა საშობაო  პერიოდში გერმანელები სამი მეფის (ანუ მოგვების) დღესაც აღნიშნავენ. უძველესი დროდან არსებობს ტრადიციული თქმულება, ნიშანი: თუ ამ დღესასწაულის წინა საღამო მშვიდი და ნათელი იქნება - შემდგომ წელიწადში ბევრ ღვინოს დაამზადებენ. თუ მთვარე მზარდია - ფასებიც გაიზრდებიან, ხოლო თუ ნაკლულია - ყველაფერი გაიაფდება.

     წყარო: www.saga.ua

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019