მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ქრისტესშობის დღესასწაული - სხვა და სხვა ქვეყნის ტრადიციებში /საფრანგეთი/ ნანახია (11887) - ჯერ 03 იანვარი 2011

    ქრისტესშობა მთელ ქრისტიანულ სამყაროში  უდიდეს დღესასწაულად ითვლება. მას აღნიშნავენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანასა და ერს ქრისტესშობის აღნიშვნის საკუთარი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული, საინტერესო ტრადიციები გააჩნია.  

    საფრანგეთის ნაწილში საშობაო დღესასწაულის პერიოდი 6 დეკემბერს, წმინდა ნიკოლასის დღეს იწყება. XII საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც შობის წინა დღეებში მთელი ოჯახი სახლის ეზოში ალუბლის ხის ნედლი მასალიდან საშობაო ნაპობს - ”ბუშ დე ნოელ”( Buche de Noel) - ს ამზადებს.  გარკვეული ცერემონიებით დამზადებულ ნაპობს შეაბრძანებდნენ სახლში. ოჯახის მამამთავარი მას ზეთსა და გამთბარ ღვინოს ასხავს. გოგონები კი შარშანდელი ნაპობისგან დარჩენილი ნაფოტების მეშვეობით ცეცხლს უკიდებდნენ (თქმულების მიხედვით წინა წელს დამწვარი ნაპობის ნაცარი და ნაფოტები წლის განმავლობაში  ოჯახს ეშმაკისგან, მეხის დაცემისგან და სხვა უბედურებისგან იცავენ, ამიტომ მათ აგროვებდნენ და სათუთად ინახავდნენ). ამ რიტუალში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაპობის დაწვის პროცესის ყველა მონაწილეს სუფთა ხელები ჰქონოდა. ნელ-ნელა Buche de Noel - ის ტრადიცია კარგავდა ძალას, დღეს ფრანგების უმეტესობა მხოლოდ სუფრის მოსართავად იყენებს მის პატარა მაკეტს ან საშობაო ნაპობის მსგავსად აფორმებს ზოგიერთ კერძსა და შაქრისგან დამზადებული ფიგურებითა და ფოთლებით მორთულ შოკოლადის რულეტს. მაგიდის მოსართავ ელემენტს აგრეთვე კრეში (creche) - საშობაო ბაგა წარმოადგენს, ანუ მაკეტი, რომელიც ასახავს ქრისტესშობის ბიბლიურ სცენას. მის გარშემო აწყობდნენ წმინდანების პატარა ზომის ფიგურებს - სანტონს (santons). ძველად და შემორჩენილი ტრადიციით დღესაც ამ ფიგურებს მარსელის და ეკსეს საშობაო ბაზრობებზე იძენენ.

    საშობაო ნაძვის ხე საფრანგეთში არასდროს არ ყოფილა დიდად პოპულარული. ფრანგები სახლის კარებზე ფითრის ხის ტოტს კიდებენ და სჯერა, რომ მომავალ წელს ის წარმატებას მოუტანთ. გარდა ამისა ფრანგები მთელ სახლში და მაგიდაზეც  უამრავ ყვავილს დგამენ.  

    წმინდა ნიკოლასის დღეს ფრანგული თოვლის ბაბუა - პერ ნოელი (Pere Noel) კარგ, ბეჯით ბავშვებს ეროვნული სტილის ფეხსაცმელში (sabots), რომელსაც ისინი წინა ღამით ბუხრის წინ ტოვებენ, უწყობს საჩუქრებს, ხოლო მეორე საშობაო პერსონაჟი ბაბუა - პერ ფუატერი, რომელსაც ხელში წკეპლა (როზგი) უჭირავს, პერ ნოელს ეუბნება იმას თუ როგორ იქცეოდა ბავშვი წლის განმავლობაში და რას იმსახურებს ის უფრო მეტად - საჩუქარსა თუ გაწკეპვლას. საჩუქრები აგრეთვე პეტი ნოელმა (Le Petit Noel), ანუ ბავშვმა იესომ შეიძლება მოიტანოს.

    შობამდე, შუაღამის მესსის (ანუ წირვის) შემდეგ ადამიანები სადღესასწაულო ვახშამზე იკრიბებიან. ამ ვახშამს ფრანგები  ”reveillon” - ს (გამოღვიძება, დღის მოსვლა) უწოდებენ. მათი გაგებით ის, ქრისტესშობის მნიშვნელობის შეცნობის შედეგად  ადამიანის სიმბოლურ სულიერ გამოღვიძებას წარმოადგენს. ვახშმის მენიუ რეგიონალური კულინალური ტრადიციებით განსხვავდება: საფრანგათის ჩრდილოეთ-არმოსავლეთში ძირითადი კერძი - ბატია, ბურგუნდიაში - ინდაური წაბლით, სხვა პროვინციაში - წიწიბურას კვერი არაჟნით, პარიზელებს სამანწკა, ლობსტერი, ბატის ღვიძლისგან დამზადებული პაშტეტი და შამპანური მოსწონთ. ხოლო პროვანსში უძველესი ტრადიციით სუფრაზე 13 დესერტი მოაქვთ, რაც ქრისტეს და 12 მოციქულის სიმბოლოს ნიშნავს. ყველაზე ცნობილ და სავალდებულო დესერტს (ნაპობის ფორმის) საშობაო ტორტი ბუშ დე ნოელი წარმოადგენს.

    1 - 6 იანვარს უძველესი ტრადიციის შესაბამისად”მასხარების (სულელების) ნადიმს”ატარებენ. შუა საუკუნეებში მოქალაქეები სატირიკულ სცენებს ათამაშებდნენ და საკარნავალო მსვლელობებს აწყობდნენ. ქალაქსა თუ სოფელში საყოველთაოდ ყველაზე სულელად აღიარებული ადამიანი ღებულობდა ”უწესრიგობის ბატონის” ტიტულს და ამ გართობას უდგებოდა სათავეში, მისი  ბძანება სავალდებულო ხდებოდა ყველასთვის.

    6 იანვარი - საშობაო დღესასწაულის პერიოდის დასრულების და ზეიმის ბოლო  დღეა - ეს აგრეთვე ”მეფეთა ნადიმის” დღეცაა (Fetes des Rois). ამ დღეს შეწირულობის გაცემისა და ოჯახურ სუფრასთან შეგროვების ტრადიცია შერჩა. სუფრის ატრიბუტს ნუშის ტორტი ”გალეტ დე რუა” (Galette des Rois) წარმოადგენს, ის მორთულია ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინით, ხოლო პატარა სათამაშო გვირგვინი (ზოგჯერ კი ცერცვი) ტორტშია ჩამალული. ადამიანი, რომელსაც ის შეხვდება, ამ დღის მეფე ან დედოფალი ხდება. (6 იანვარი - დღეა, როდესაც ბიბლიური თქმულებით აღმოსავლეთიდან ბეთლემში გამოცხადდა სამი მეფე ( მოგვი), ვინაიდან მათ მიიღეს ნიშანი, მოევლინათ ზეციური სასწაული ქრისტესშობის შესახებ.  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | რელიგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ადამიანთაშორის ურთიერთობა გამოცემები/პუბლიკაციები საგანმანათლებლო დაწესებულებები კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბავშვის აღზრდა გართობა/თამაშები განათლება საქართველოში და მსოფლიოში პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები საზოგადოებრივი ურთიერთობები მეცნიერება/ტექნიკა ინტერესები/კონკურსები სხვა სასწავლო დაწესებულების მართვა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბუნება/ეკოლოგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი დასვენება/ტურიზმი სიახლე განათლების სფეროში ფიზიკური კულტურა და სპორტი რელიგია სარეკლამო მომსახურება გაერთიანებები/სოციალური ქცელები მშობელი და ოჯახი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასარგებლო რჩევები ბავშვის კვება და მოვლა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019