მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში ნანახია (15512) - ჯერ 04 თებერვალი 2011
    სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს შეიქმნა სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 400-მდე ქართველი სტუდენტის სწავლა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვაზე თანხმობის წერილი დამტკიცებული უნივერსიტეტიდან, შესაბამის სპეციალობაზე სასწავლებლად. უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი სამინისტროს ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2011 წლის 31 მაისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ, კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს საქართველოს მთავრობა. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებიდან ორი კვირის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წინა წლებისგან განსხვავებით, 2011-2012 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მხოლოდ ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები. როგორც წესი, სასწავლო-სამაგისტრო პროგრამისათვის პრიორიტეტული მიმართულებების სია შეირჩევა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში ფინანსდებოდა ის მიმართულებები, რა დარგშიც იყო კვალიფიციურ კადრთა ნაკლებობა. ამასთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და სტატისტიკურმა მონაცემებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა 36% ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე მოდის, 30% _ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 31% კი _ სამართალზე. ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებაზე ჩამბარებელ კანდიდატთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე მცირდებოდა და საერთო ჯამში მხოლოდ 3% შეადგინა. სწორედ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებისა და ამ დარგში კვალიფიციური კადრების სიმცირემ განაპირობა ის გარემოება, რომ ეს მიმართულება გამოცხადდა 2011-2012 წლის სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება. კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო საბუთების სია: პირადი ინფორმაცია განათლება დიპლომები სამუშაო გამოცდილება რეკომენდატორების რეკვიზიტები მოტივაციის წერილი მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება დარეგისტრირდი დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 31 89 40 (133, 134, 135) ელ-ფოსტა: grantsinfo@mes.gov.ge. უნივერსიტეტების სია კითხვა-პასუხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია, გარკვეული რაოდენობის ქართველ აპლიკანტებს მიეცეს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საშუალება. აპლიკანტი ვალდებულია, შეიტანოს განაცხადი პროგრამაზე არა უგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა. კანდიდატების შერჩება მოხდება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტანდარტული მისაღები კრიტერიუმების მიხედვით (იხ. ქვემოთ: მიღების კრიტერიუმები). უნივერსიტეტის მიერ პირველადი შერჩევის შემდეგ, შერჩეული სტუდენტები, რომელთაც ექნებათ ჩაბარებული IELTS-ის ან TOEFL-ის გამოცდა (სავალდებულო ქულა: TOEFL _ 500 ქულა წერითი გამოცდა, 173 ქულა _ კომპიუტერული გამოცდა, 61 ქულა _ ინტერნეტ-გამოცდა (iBT), IELTS-ის ქულა: 5,0), ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიღების დამტკიცების შემდეგ, დამატებით გასაუბრებას გაივლიან საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისიასთან. სამაგისტრო პროგრამები: 1) კიბერ-უსაფრთხოება სასწავლო პროგრამის სტრუქტურა: სავალდებულო კურსი - 36 კრედიტი (ECTS); არჩევითი საგნები - 42 კრედიტი (CP); თავისუფალი კურსები - 12 კრედიტი (CP); სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი; სულ: 120 კრედიტი (ECTS). 4 სემესტრი და შესაძლო სტაჟირების კურსი ესტონეთში; მინიჭებული აკადემიური ხარისხი: კიბერ-უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრი. 2) გარემოს დაცვისა და დასუფთავების მენეჯმენტი სასწავლო პროგრამის სტრუქტურა: ზოგადი საგნები - 13 კრედიტი; ძირითადი საგნები - 12 კრედიტი; სავალდებულო საგნები - 26 კრედიტი; სპეციალური საგნები - 34 კრედიტი; თავისუფალი კურსები - 5 კრედიტი; სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი; სულ: 120 კრედიტი (ECTS). 4 სემესტრი და შესაძლო სტაჟირების კურსი ესტონეთში; მინიჭებული აკადემიური ხარისხი: ინჟინერიის მეცნიერებათა მაგისტრი. 3) სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი სასწავლო პროგრამის სტრუქტურა: ზოგადი საგნები - 11 კრედიტი; ძირითადი საგნები - 12 კრედიტი; სავალდებულო საგნები - 22 კრედიტი; სპეციალური საგნები - 40 კრედიტი; თავისუფალი კურსები - 5 კრედიტი; სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი; სულ: 120 კრედიტი (ECTS). 4 სემესტრი და შესაძლო სტაჟირების კურსი ესტონეთში; მინიჭებული აკადემიური ხარისხი: ინჟინერიის მეცნიერებათა მაგისტრი. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმები შევსებული განაცხადის ფორმა; ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ესტონურ ან ინგლისურ ენებზე; საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას მიღებული აკადემიური მოსწრების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ აღნიშნული ფურცელი არ არის გაცემული ინგლისურ ენაზე, სტუდენტმა უდნა წარადგინოს ესტონურ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი; პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდების ასლი; ორი საპასპორტე ფოტო (3/4); განაცხადის საფასური: 40 ევრო; TOEFL/IELTS გამოცდაში მიღებული შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. TOEFL-ის გამოცდის შედეგი უნდა იყოს 500 ქულა (173 ქულა _ კომპიუტერული გამოცდა, 61 ქულა - ინტერნეტ-გამოცდა (iBT)), IELTS - 5,0 ქულა; დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისათვის, ვინც აბარებს კიბერ-უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე: 8. ავტობიოგრაფია (ე.წ. CV); 9. სამოტივაციო წერილი; ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ზუსტ ან საინჟინრო მეცნიერებების განხრით. დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისათვის, ვინც აბარებს სამრეწველო ინჟინერიისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე: 8. ტესტი: აპლიკანტი ვალდებულია, გასცეს პასუხი 10 კითხვას. შესაძლებელია, ეს გამოცდა ჩატარდეს სკაიპის მეშვეობით. ბაკალავრის ხარისხი მექანიკური/წარმოების ინჟინერიის ან ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ან დიპლომი გაცემული პოლიტექნიკური მიმართულების უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ და დამატებითი კვლევების ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს სასწავლო პროგრამების კომიტეტი. დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისათვის, ვინც აბარებს გარემოს დაცვისა და დასუფთავების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე: 8. ავტობიოგრაფია (ე.წ. CV); 9. ესე (1-2 გვერდი) თემაზე: „რატომ ავირჩიე გარემოს დაცვისა და დასუფთავების მენეჯმენტი“. ბაკალავრის ხარისხი ან მისი ექვივალენტი პროდუქციის, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ან ტექნიკური განხრით წყარო:http://www.mes.gov.ge
    კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია დაზღვევა ტურიზმი ჟურნალისტიკა ავიაცია კრიმინალისტიკა კულინარია ინფორმატიკა ლოგიკა მეტალურგია კულტურა და ხელონება ფიზიკა მეცნიერება და ტექნიკა პედაგოგიკა ვეტერინარია საბაჟო სისტემა ფილოსოფია საბირჟო საქმე სოციოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები ფსიქოლოგია რელიგია ელექტრონიკა გეოგრაფია მარკეტინგი და რეკლამა ასტრონომია ისტორია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ზოოლოგია გეოდეზია ჟურნალისტიკა და PR ტექნოლოგია ბიოლოგია მენეჯმენტი არქიტექტურა მათემატიკა პროგრამირება ფინანსები და კრედიტი მშობლიური ენა და ლიტერატურა სოფლის მეურნეობა ეკონომიკა მიფოლოგია სხვა მართვა გადასახადები უცხო ენები მრეწველობა, წარმოება ეკოლოგია ლოგისტიკა სტატისტიკა პოლიტოლოგია ქიმია გეოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა გეოპოლიტიკა მეწარმეობა უცხოური ლიტერატურა ტრანსპრტი ბუღალტერია და აუდიტი ფიზკულტურა და სპორტი საბანკო საქმე სამართალი სექსოლოგია კულტუროლოგია მასმედია ინვესტიციები მუსიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     

     



    მზარეულის  კურსები და სერტიფიცირება

    გაიარეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი სამ თვეში და დაიწყეთ მუშაობა.დარეკეთ Viber/WhatApp: +995 571 333881


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020