მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები 1დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722 709    
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

  • ara
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ცნობიერების დონეები - სად ვიმყოფებით ამ იერარქიაში? ნანახია (19031) - ჯერ 01 აპრილი 2011

    მეცნიერმა, ფსიქოლოგმა დევიდ ჰოუკინსმა (David R. Hawkins) თავის წიგნში „ძალა ძალადობის წინააღმდეგ“ (Power vs. Force) აღწერა ადამიანის ცნობიერების დონეების იერარქია. იერარქიის დონეებია:  სირცხვილი, ბრალეულობა, აპათია, მწუხარება, შიში, სურვილი, რისხვა, სიამაყე, გამბედაობა, ნეიტრალიტეტი, მზაობა, მიღება, გონიერება, სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, განათლებული ცნობიერების მიღწევა. მან აღმოაჩინა ადამიანის სულიერ  განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობას შორის არსებული დამოკიდებულება და მოახდინა მისი გრადაცია. ჰოუკინსის სკალის მეშვეობით შესაძლებელია როგორც პირადი ენერგეტიკის, აგრეთვე მსხვილი გაერთიანებების და მთლიანობაში კაცობრიობის ევოლუციის დონეების დადგენა. ეს ძალზე საინტერესო მიდგომაა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მისი მიმდინარე ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინებით, გაარკვიოს - სად იმყოფება ამ იერარქიაში.

    ჰოუკინსმა განსაზღვრა თითოეული დონის დასახელება და აღწერილობა და აგრეთვე შექმნა ლოგორითმიული სკალა, რომელიც ახდენს გრადაციას 20-დან - 1000 ქულამდე. დაკვირვების შედეგად ჰოუკინსი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანთა მცირე რაოდენობა იმყოფება სკალის ზედა დონეებზე,  უფრო მეტი კი - ქვედა დონეებზეა. მისი აზრით „ცნობიერების სკალის კრიტიკული წერტილი აღინიშნება 200 ერთეულის დონეზე, რომელიც აღიქმება პატიოსნებასა (მთლიანობა) და გამბედაობასთან (შემართებასთან) დაკავშირებულ დონეთ. ის წარმოადგენს სისუსტესთან ან ძალასთან მიზიდულობის ბალანსის, სისუსტისა და ძალის, ნეგატივური და პოზიტიური გავლენის გაწონასწორების წერტილს.

    200 ერთეულზე უფრო დაბალ დონეებზე ძირითად სტიმულს წარმოადგენს პირადი გადარჩენა, თუმცა სკალის ქვედა ნაწილში, უიმედობისა და დეპრესიის ზონაში, ამ მოტივის უკმარისობაც იგრძნობა. შედარებით უფრო მაღალი - შიშისა და რისხვის დონეები პირადი გადარჩენის მოტივებით წარმოშვებული ეგოცენტრისტული იმპულსებით ხასიათდებიან. სიამაყის დონეზე კი პირადი გადარჩენის მოტივი შესაძლოა გაიზარდოს სხვების გადარჩენის აუცილებლობის გაგებამდე.  

    თუ თქვენ კითხულობთ ამ საკმაოდ რთულ მასალას ალბათ გამბედაობის დონეზე მაინც იმყოფებით, რადგან დაბალ დონეზე არ გაგიჩნდებოდათ  პირადი განვითარების დონის გარკვევის შეგნებული ინტერესი.

    ჩვეულებრივ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია უპირატესობის მქონე „ნორმალური“ მდგომარეობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის შეიძლება გადადიოდეს ერთი დონიდან მეორეზე.    

    თავის ნაშრომში დევიდ ჰოუკინსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დაბლიდან მაღალ დონეზე ნებისმიერ გადასვლას თან მოსდევს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება. „პიროვნების მიერ ნეგატივური და პოზიტიური გავლენებს შორის სადემარკაციო ზოლის გადაკვეთისა და გამბედაობის დონეზე გადასვლისთანავე სხვების კეთილდღეობა სულ უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მისთვის. პიროვნული ცნობიერების მიერ 500 ერთეულის დონის მიღწევისას სხვების ბედნიერება (საერთო კეთილდღეობა) ძირითად  მასტიმულირებელ მოტივად იქცევა. 500 ერთეულზე უფრო მაღალი ცნობიერების დონეები ხასიათდებიან არა მხოლოდ პირადი, არამედ კოლექტიური სულიერების გააზრებაში დაინტერესებით, ხოლო 600 ერთეულზე უფრო მაღალ დონეზე კაცობრიობის კეთილდღეობა და განმანათლებლობის ძიება  ძირითად მიზნად გვევლინება.  700-დან - 1000-მდე დონეებზე კი ცხოვრება კაცობრიობის გადარჩენას ეძღვნება.

    ადამიანის ცნობიერების დონე დგინდება პრინციპებით, რომლებსაც ის მიჰყვება. იმისთვის, რომ მიმდინარეობდეს ინდივიდის ცნობიერების სტაბილური ზრდა საჭიროა, რომ მან არ გადაუხვიოს პრინციპს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება წინა, უფრო დაბალ დონეზე დაბრუნება.“  

    სამყაროს აღქმა - ცნობიერების დონე - მოცემული დონის ემოციური მდგომარეობა:  

    სირცხვილი (shame) - 20 – უგულებელყოფი, უმწეო  სირცხვილი, დამამცირებელი ჩამოშორება. სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია. შესაძლოა აქ ადამიანი თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, ან  თვითონ ის - სერიული მკვლელია. ანუ სხვანაირად რომ განვმარტოთ - ეს არის საკუთარ თავზე მიმართული სიძულვილი.

    ბრალეულობა (guilt) - 30 – შურისმგებლური, მავნე ბრალეულობა, განადგურება დაგმობით. ერთი საფეხურით აღემატება სირცხვილის დონეს, მაგრამ აქაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს ფიქრი თვითმკვლელობაზე. თავის თავზე ის ფიქრობს როგორც ცოდვილზე და საკუთარ თავს ვერ პატივებს წარსულში ჩადენილ საქციელს.

    აპათია (apathy) - 50 – დამგმობი, უიმედო აპათია, სასოწარკვეთილი უარყოფა.  ადამიანი მუდმივად განიცდის უიმედობას, ან ტანჯავს საკუთარ თავს. ის სრულიად არის დარწმუნებული საკუთარ უძლურობაში. ცხოვრებაში მოუწყობელი, ან უთვისტომო, უსახლკარო მრავალი ადამიანია შეჩერებული ამ დონეზე.  

    მწუხარება (grief) - 75 – გულზვიადი, ტრაგიკული მწუხარება, სავალალო გულდამძიმებულობა. უსასრულო სევდისა და დანაკარგების დონე. ამ დონეზე შეიძლება აღმოჩნდე საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად. დამახასიათებელია დეპრესია. მაგრამ ის აპათიაზე უფრო მაღლა დგას, ვინაიდან ადამიანი იწყებს გაშეშებისგან გათავისუფლებას.

    შიში (fear) - 100  – დამსჯელი, მფრთხალი შიში , მღელვარება, საკუთარ თავში ჩაკეტვა. სამყარო ადამიანს სახიფათოთ და არასაიმედოდ ეჩვენება. პარანოიას მსგავსი მდგომარეობაა. ასეთ ვითარებაში მყოფ ადამიანს ესაჭიროება დახმარება, რათა ის ამაღლდეს ამ დონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდი ხნით შერჩება ისეთ ხაფანგში, როგორიცაა, მაგალითად,  “დამთრგუნავი” ურთიერთობები.  

    სურვილი (desire) - 125 – უარმყოფელი, იმედგამაცრუებელი ვნება, მოთხოვნილება მონურ მორჩილებაზე. ამ დონეზე მყოფი ჯერ არ არის დამძიმებული მიზნების დასახვითა და მიღწევით. ეს მიდრეკილებების, მავნე ჩვევების და მისწრაფებების  - ფულისკენ, მოწონებისკენ, ძალისკენ, აღიარებისკენ და ა.შ. - დონეა... რომლისთვისაც დამახასიათებელია მომხმარებლობა, გამოკვეთილი მატერიალიზმი. ეს არის თამბაქოს მოწევის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღების დონე.

    რისხვა (anger) - 150 – შურისმგებლური, მტრული რისხვა, სიძულვილი, აგრესია. გულგატეხილობის დონე. წინა დონეებზე შესრულების შეუძლებლობის გამო ის წარმოადგენს  დაგროვებული იმედების გაცრუების დონეს. ამ დონემ შეიძლება უბიძგოს ადამიანს მოქმედებისკენ უფრო მაღალ დონეებზე ან აიძულოს, რომ „დაიხჩოს“ სიძულვილში. ხშირია დამთრგუნავ ურთიერთობებში (ეს შეიძლება იყოს -  ოჯახში, სამსახურში ...) ყოველდღიურობაშიც შეიძლება დავინახოთ წყვილი: ერთი გადავსებულია რისხვით, აგრესიით, ხოლო მეორე - შიშით.

    სიამაყე (pride) - 175  – გულგრილი ზღვევიანებიანი სიამაყე, უპატივცემლობა,  გაბღენძილობა. პირველი საფეხურია, სადაც ადამიანს შესაძლოა შეექმნას იმის შეგრძნება, რომ დაიწყო ეტაპი, რომელზეც ის უკვე კარგად იგრძნობს თავს. მაგრამ ეს მცდარი იმედია. ყველაფერი დამოკიდებულია გარე სამყაროზე (ფული, პრესტიჟი ...) და ამიტომ არამყარია. ამ დონემ, სიამაყემ შეიძლება მიგვიყვანოს ნაციონალიზმამდე, რასიზმამდე და რელიგიურ ომებამდე. (გავიხსენოთ იმ დროინდელი გერმანია და ნაცისტები). ეს საფეხური წარმოადგენს ირაციონალური თვითაღკვეთის და თავდაცვის დონეს. რელიგიური ფუნდამენტალისტები მიეკუთვნებიან მას. ადამიანი იმდენად დამოკიდებული ხდება თავის რელიგიაზე, რომ ნებისმიერ შეტევას მის გონებაში შექმნილ სამყაროს სურათზე აღიქვავს, როგორც მუქარას მის მიმართ.  

    გამბედაობა (courage) - 200  – დასაშვები, შესაძლო სიმამაცე, შესაძლებლობების (უფლებამოსილების) დადასტურება. რეალური ძალის პირველი დონე. ამ დონეზე ადამიანი დაინახავს, რომ ცხოვრება სავსეა სხვა და სხვა ხასიათის განსაცდელით, გიტაცებს, მაგრამ სრულიად არ გთრგუნავს. მას უჩნდება პირადი განვითარებისკენ ინტერესის მინიშნება, თუმცა ამას სავარაუდოთ  კარიერას, წინსვლას, განათლებას ... დაარქმევს. თავის მომავალს ადამიანი წარსულთან შედარებით, როგორც ზრდას და არა როგორც მხოლოდ ცხოვრების გაგრძელებას ხედავს.

    ნეიტრალიტეტი (neutrality) - 250  – დამაკმაყოფილებელი ნეიტრალურობის შესაძლებლობა,  ნდობის განთავისუფლება. მოქნილი, დამშვიდებული და არა დამამძიმებელი ცხოვრება. რაც გინდა მოხდეს - ყველაფერს მაინც გადაურჩები. არ არის საჭირო ვინმეს რამე უმტკიცო. თავს უსაფრთხოთ გრძნობ და ეგუები ადამიანებს. ამ დონეზე იმყოფება მრავალი ადამიანი, რომელის უშუალოდ საკუთარი  თავისთვის შრომობს. ძალიან კომფორტული საფეხურია. ეს კმაყოფილების და სიზარმაცის დონეა. შენ ზრუნავ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მაგრამ არ იძაბები.

    მზაობა (willingness) - 310 – შთაგონებული, იმედისმომცემი მზადყოფნა, მისწრაფება ოპტიმიზმისკენ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს, ის უფრო ეფექტურად იწყებს თავისი ენერგიის გამოყენებას. მხოლოდ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა ადამიანს საკმარისად აღარ მიაჩნია. ის უკვე იმაზეც ფიქრობს, რომ კარგად იმუშაოს, აგრეთვე შესაძლებლად მიაჩნია საქმიანობაში უჩვენოს საუკეთესო შედეგები. ის ფიქრობს დროის სწორ ორგანიზაციაზე, პროდუქტიულობაზე და თვითორგანიზაციაზე, ანუ იმ ცნებებზე, რომლებიც ნეიტრალიტეტის დონეზე ესოდენ მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა. ეს უკვე ნებისყოფისა და დისციპლინის დონეა. ამ დონეზე მყოფი ადამიანი სრულყოფილად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს. თუ სწავლობს - სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს, მონდომებას და დროს არ აკლებს მოცემული საშინაო დავალებების შესრულებას. ანუ - ეს დონეა, რომელზეც ცნობიერება უფრო ორგანიზებული და დისციპლინირებული ხდება.

    მიღება (acceptance) - 350 – გულმოწყალე, ჰარმონიული მიღება, შენდობაზე გადასვლა. აქ იწყება მძლავრი ძვრა და ადამიანი ცხოვრებაში ავლენს მაღალი აქტიურობისთვის მზადყოფნას. მზადყოფნის ამ დონეზე ის უჩვენებს საკუთარ კომპეტენტურობას და სურს  თავის შესაძლებლობებს მოუძებნოს შესატყვისი გამოყენება. ეს უკვე მიზნების დასახვისა და მიღწევის დონეა. ”მიღება”- ეს იარლიყია, რომელსაც იყენებს ჰოუკინსი, რეალურად კი ამ დონეზე ადამიანი იწყებს სამყაროში საკუთარი როლზე პასუხისმგებლობის აღებას. თუ რამ მოუწესრიგებელია მის ცხოვრებაში (კარიერაში, ჯანმრთელობაში, ურთიერთობაში...) ადამიანი ისახავს გამოსწორებისთვის საჭიროს და აღწევს მას. ის უკვე უფრო გამოკვეთილად ხედავს საკუთარი ცხოვრების სრულ სურათს. ხშირად ეს დონე ბევრ ადამიანს უბიძგებს კარიერის შეცვლისკენ, ახალი ბიზნესის დაწყებისკენ ან, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე დიატეზე გადასვლისკენ.

    გონიერება (reason) - 400 – ბრძნული, მიზანდასახული გონება, გონივრული  ჩაფიქრებულობა. ამ დონეზე ადამიანი გადააბიჯებს ქვედა დონეების ემოციურ ასპექტებს და იწყებს საღ და რაციონალურ აზროვნებას. ამ დონეს ჰოუკინსი განსაზღვრავს როგორც მეცნიერების, მედიცინის ...  დონეს. როდესაც ადამიანი აღწევს ამ დონეს მას უჩნდება საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების უნარი. ადამიანს უყალიბდება საკმარისი დისციპლინა და მაღალი აქტიურობა, რათა სრულად გამოამჟღავნოს თანდაყოლილი უნარ-ჩვევები. ის მიმოიხედავს გარშემო, გააანალიზებს არსებულს და იწყებს სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საქმის კეთებას. გარკვეულ საზღვრებში ეს - აინშტაინისა და ფროიდის დონეა, რომელსაც, ცხადია, ადამიანების უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ვერ აღწევს.      

    სიყვარული (love) - 500 – ერთგული, კეთილმოწყალე სიყვარული, თაყვანისცემის გამომჟღავნება. ეს უპირობო სიყვარულია, ყველაფერთან გარშემო მუდმივი კავშირის აღქმაა. ყოველთვის თანაგრძნობაზე უნდა იფიქრო. გონიერების დონეზე მთელი  შენი არსება შენთვის და შენ გონებაზე მუშაობს. მაგრამ საბოლოოდ ამან შესაძლოა ჩიხში შეგიყვანოს და აღმოჩნდე ისეთ მახეში, სადაც ინტელექტი უკიდურესად გადამეტებულია. და შენ დარწმუნდები, რომ საკუთარი თავისთვის ფიქრი უკვე არ გაკმაყოფილებს და უფრო ფართო კონტექსტი გჭირდება. სიყვარულის დონეზე შენი გონება და ყველა ნიჭი სულიერებისთვის იწყებს მუშაობას (მაგრამ არა ემოციებზე, არამედ სიკეთისა და ბოროტების აღქმაზე - შენს ცნობიერებაზე). ეს ჭეშმარიტი მოწოდებისთვის შენი გამოღვიძების დონეა. ამ დონეზე შენი აზროვნების თუ ქმედების მოტივები სუფთა, შენი „ეგო“ -ს ვნებების მიერ ჯერ გაურყვნელია. ეს - კაცობრიობის ინტერესებისთვის  მთელი ცხოვრების განმავლობაში მსახურების დონეა. მოვიგონოთ განდი, დედა ტერეზა, ალბერტ შვეიცერი. ეს გათავისუფლების გრძნობაა. ინტუიცია უმძლავრესი ხდება. ჰოუკინსი ამტკიცებს მთელი ცხოვრების შედეგად ამ დონეს 250 ადამიანიდან მხოლოდ ერთი აღწევს.

    სიხარული (joy) - 540  - გამჭოლი და ურყევი ბედნიერების გრძნობა. არის უწყვეტი (ღრმა) სიხარული, სიცხადეში (სიწმინდე, გულმშვიდობა) გადასვლა. ეს წმინდანების და მოძღვართა დონეა. ამ დონეზე პიროვნება მშვენივრად გრძნობს თავს, როდესაც უბრალოდ ადამიანთა შორის იმყოფება. აქ ცხოვრება მთლიანად ინტუიციით და დამთხვევებით იმართება. იკარგება მიზნებისთვის დეტალური გეგმების შემუშავების აუცილებლობა. ადამიანის გაფართოებული ცნობიერება მაღალი ცნებებით ოპერირების შესაძლებლობას გაძლევს. სიკვდილთან მიახლოებულ მოვლენებს შეუძლიათ ადამიანის ამ დონეზე დროებით წამოწევა.

    სიმშვიდე (peace) - 600  - სრული ტრანსცედენტულობა. ერთიანი, სრულყოფილი სამყარო, განათლებული ბედნიერება (ნეტარება). ჰოუკინსი აცხადებს, რომ 10 მილიონიდან მხოლოდ ერთი ადამიანი აღწევს ამ დონეს.

    განათლებული ცნობიერების მიღწევა (enlightenment) – 700 – 1000  - უზომო, აუწერელი, წმინდა ცნობიერება. ადამიანის გონიერების უმაღლესი დონე, სადაც კაცობრიობა ეხება ღვთიერებას. ეს ძალზე იშვიათი ვითარება და შემთხვაა. ქრისტეს, ბუდას და კრიშნას დონეა. ამ დონეზე მყოფთა შესახებ ფიქრსაც კი შეუძლია ყველა ადამიანის გონიერების ამაღლება.

    მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი იმსახურებს გააზრებას, იმას, რომ დაუფიქრდეთ მის დებულებებსა და დასკვნებს. მასში მოცემული დონეების მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მოვლენების და დიდი გაერთიანებების შეფასება. მისი გამოყენებით აგრეთვე შესაძლებელია საკუთარი თავის გაანალიზებაც. დაბალი დონეები, რომლებსაც შესაძლოა აღმოაჩენ საკუთარ თავში გექაჩებიან ქვევით. დაუფიქრდი იმასაც - დღეისათვის რა ახდენს დიდ ზეგავლენას შენს ცხოვრებაზე. აქედან რას შეუძლია აამაღლოს შენი ცნობიერება? და რა „ამიწებს“ მას?  ამისთვის არსებობს საკუთარი დღევანდელი (რეალური) დონის დადგენის ერთ-ერთი ხერხი:  გაიხსენე როგორ იქცევი ხოლმე სტრესულ სიტუაციაში. ფორთოხალს ხელი რომ მოუჭირო - წვენს გამოადენინებ, ვინაიდან ეს წვენი მის შიგნით იყო. ხომ ასეა? შენ რომ აღმოჩნდები ხოლმე გარე ფაქტორების პრესის ქვეშ - რას ავლენ? პარანოიკს ემსგავსები და იკეტები საკუთარ თავში (შიშის დონე)? ბღავიხარ, უყვირიხარ ადამიანებს (რისხვა)? გადადიხარ თავდაცვაზე (სიამაყე)? ... აბა დაუფიქრდი.

    გარემოცვაში ყველა და ყველაფერი ზეგავლენას ახდენს შენი ცნობიერების დონეზე. ტელევიზია, ფილმები, წიგნები, ვებ-საიტები, ადამიანები, ადგილმდებარეობა, ობიექტები, საჭმელი და ა.შ. მაგალითისთვის კიდევ ერთ ილუსტრაციას მოვიყვანთ: თუ შენ გონიერების დონეზე იმყოფები და ტელევიზიით უყურებ ახალ ამბებს (დადგენილია, რომ ამ სახის გადაცემები - შიშის და სურვილის დონეზე არიან) - ეს დროებით დააქვეითებს შენი ცნობიერების დონეს. ხოლო თუ ბრალეულობის დონეზე ხარ ახალი ამბების გადაცემის ყურება პირიქით აამაღლებს მას.

    შემდგომ (უფრო მაღალ) დონეზე გადასვლა უდიდეს ენერგიას ითხოვს. გააზრებული ძალისხმევის და სხვა ადამიანების დახმარების გარეშე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, იქამდე სანამ შენს ცხოვრებაში არ ჩაერევა გარე ძალა, დარჩები იმავე (მიმდინარე) დონეზე.  

    ყურადღება მიაქციე დონეების ბუნებრივ თანმიმდევრობას და დაუფიქრდი, რა შეიძლება მოჰყვეს გადასვლის პროცესის დაჩქარების მცდელობას. თუ დისციპლინის დაუფლებამდე (მზაობის დონე) და მიზნების დასახვის ათვისებამდე (მიღება) ეცდები მიაღწიო გონიერების დონეს მეტად არაორგანიზებული და არაფოკუსირებული იქნები იმისთვის, რომ სრულად გამოიყენო საკუთარი აზროვნების უნარი. ხოლო თუ გონიერების დონეზე ასვლამდე ეცდები სიყვარულის დონის მიღწევას, შესაძლოა გადამეტებული ნდობის გამო სერიოზულად დაზარალდე ან ჩარჩე რომელიმე სექტაში. საკუთარი ცნობიერების დონის ამაღლება რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, მაღალი დონის ცნობიერების საწყისებს ვავრცელებთ ჩვენს გარშემო და ყველასთვის. ჰოუკინსის აზრით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 85%  გამბედაობის დონის ქვევით არსებობს. წარმოიდგინეთ რა საოცარი იქნებოდა ეს სამყარო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანი მიღების დონემდე მაინც რომ ამაღლებულიყო.

    კიდევ ერთხელ ღიად გადახედეთ ჰოუკინსის იერარქიას და დაუფიქრდით შეგმატათ მან ახლებური აღქმა, ხედვა და იმის გაგება, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში შემდგომი ნახტომის გაკეთებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი დონე სხვა დონეებთან შედარებაში არ ითვლება უფრო სწორად ან არასწორად, ეცადეთ არ მისცეთ თქვენს „ეგოს“ იმის უფლება, რომ მან მიგაბათ რომელიმე კონკრეტულ დონეს.  გისურვებთ წარმატებას ცნობიერების დონის ამაღლების რთულ და უწყვეტ პროცესში.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (2)

    კომენტარები  
    ელენე ნაკაშიძე 05 აპრილი 2011
    პუბლიკაცია ნამდვილად საინტერესო, სასარგებლო და გამოსაყენებადია.  ოღონდ ყურადღებით ითხოვს წაკითხვას. გიორგის არ დავეთანხმები იმაში, რომ წყარო არ არის მითითებული. წყარო პირველივე წინადადებაშია მინიშნებული: დევიდ ჰოუკინსის წიგნი "ძალა ძალადობის წინააღმდეგ".  ეტყობა ყურადღბით არ წაიკითხა მასალა. საერთოდ ამ  სტატიაში მოცემულ მოსაზრებებში გარკვევისთვის უმჯობესია ჰოუკინსს წიგნიც, რომ გქონდეს წაკითხული. მე მქონდა ასეთი შესაძლებლობა.  სამწუხაროდ წიგნი მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
    გიგა გიორგაძე 04 აპრილი 2011
    ამ  სტატიაში  რაღაც-რაღაცეები  სადაოოაა....ისე  ჯობდა  ამ  სტატისს  წყარო  მიეთითებინა  ვინმეს!!!
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სხვა კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2020