მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები 25 იანვარი 2010

    საქართველოს

    განათლებისა

    და მეცნიერების

    სამინისტრო

     

    2010 -2011 წლების გამოწვევები
    •       სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის   გაზრდა
    •       მოსწავლეთა მაღალი დასწრების   უზრუნველყოფა
    •       ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება
    •       სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება
    •       უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა
    •       მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება და სერტიფიცირება
    •       ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართვა განათლების პროცესში
    •       ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
    •       სამინისტროს, რესურს-ცენტრებსა და სკოლებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება
    •       არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის   შესწავლის გაძლიერება
    •       სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განათლების   მიღების შესაძლებლობების გაზრდა

    სასკოლო   ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა
    •       2011 წლიდან სასკოლო ატესტატის ასაღებად ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში
    •       2010 - 2011 სასწავლო წლიდან   მე-12 კლასში ინტენსიური მომზადების ხელშეწყობა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ჩასაბარებლად

    მოსწავლეთა მაღალი დასწრების   უზრუნველყოფა სკოლებში
    •       მოსწავლის შეფასებისას ერთ-ერთ სავალდებულო კომპონენტად   დასწრების ქცევა
    •       სასწავლო პროგრამების დახვეწა
    •       სწავლისადმი ინტერესის გაღვივება ინტერაქტიული გაკვეთილების მეშვეობით
    •       ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისა და კონკურსების შემდგომი წახალისება
    •       მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
    •       საზაფხულო სკოლების პროგრამის გაფართოება
    •       სასკოლო მედლების პროგრამის შემდგომი მხარდაჭერა

    ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება
    •       ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება თორმეტივე კლასის ყველა საგნისთვის
    •       ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი წლის მანძილზე უცვლელად შენარჩუნება
    •       ახალი საგნების ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში:
    -       სამხედრო-პატრიოტული აღზრდა
    -       საინფორმაციო ტექნოლოგიები
    -       მსოფლიო კულტურა
    •       ფიზიკური აღზრდის გარდაქმნა სპორტის გაკვეთილებად

    სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება
    •       სასკოლო სახელმძღვანელოების ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა
    •       გრიფირების წესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
    •       გრიფირების წესის გამკაცრება
    •       სასკოლო გამოცემებისთვის ერთიანი ტექნიკური სტანდარტების დანერგვა (ზომა, წონა, ფორმა, გაყოფადობა, შრიფტი და ა.შ.)
    •       მუდმივი მონიტორინგის განხორციელება სკოლებში არაგრიფირებული წიგნების გამოყენებაზე

    უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა
    •       სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება
    •       სკოლების დაყოფა სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით
    •       ვიდეოთვალის მეშვეობით სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონების შექმნა
    •       მოსწავლეებისთვის საკრედიტო საბარათე სისტემის შემოღება და მისი მიბმა პორტალზე
    •       მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ   ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრების ორგანიზება

    მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება და სერტიფიცირება
    •       მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება 2010 წლიდან
    •       სერტიფიცირებული მასწავლებლების ფინანსური წახალისება
    •       მუდმივი პროფესიული განვითარების ტრენინგები (სწავლების მეთოდიკა, პროფესიული უნარ-ჩვევები, საინფორმაციო ტექნოლოგიები)
    •       ინტენსიური პროფესიული განვითარების ტრენინგები უცხო ენების მასწავლებლებისათვის
    •       მენტორ-მასწავლებლების ინსტიტუტის გაძლიერება
    •       მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის შექმნა და მიღება
    •       მასწავლებელთა ახალი დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა

    ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართვა განათლების პროცესში
    •       20 მლნ. ლარის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით
    •       ადგილობრივი თვითმმართველობის დაინტერესება განათლების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად
    •       ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა პედაგოგებისა   და მოსწავლეების წასახალისებლად

    ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
    •       სკოლების კომუნალური ხარჯების ოპტიმიზაცია
    •       რესურს-ცენტრების მატერიალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება
    •       სასკოლო ბიბლიოთეკების შევსება
    •       სასკოლო სასადილოების მოწყობა
    •       ლაბორატორიების გაუმჯობესება
    •       სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება

    სკოლების ხარჯების ოპტიმიზაცია
    •       სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელიც სკოლების კომუნალური გადასახადების კონტროლს   და ანალიზს განახორციელებს და რომლის საფუძველზეც სამინისტრო დაეხმარება სკოლებს ფინანსურ მენეჯმენტში

    რესურს-ცენტრების მატერიალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება
    •       რესურს-ცენტრების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა
    •       რესურს-ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
    •       კოორდინაციის გაუმჯობესება სამინისტროს, რესურს-ცენტრებსა და
    •       საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის

    სასკოლო ბიბლიოთეკების შევსება
    •       სასკოლო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის შექმნა
    •       სასკოლო ბიბლიოთეკების მოქმედი სახელმძღვანელოებით და სხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფა
    •       ელექტრონული ბიბლიოთეკების კონცეფციის განვითარება

    სასკოლო სასადილოების მოწყობა
    •       ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნა
    •       კვების სტანდარტების მუდმივი კონტროლი
    •       აუთსორსინგის მექანიზმით მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფის გადაცემა კერძო კომპანიებისთვის
    •       საკრედიტო საბარათე სისტემის შემოღება

    სასკოლო ლაბორატორიების გაუმჯობესება
    •       სასკოლო ლაბორატორიების შექმნა
    •       ლაბორატორიული სამუშაოებისთვის სკოლების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა
    •             საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთ შესწავლის მიზნით ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება

    სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება
    •       ადგილობრივ   თვითმმართველობების ხელშეწყობით სპორტული მოედნებისა და დარბაზების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა
    •       სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვა

    სამინისტროს, რესურს ცენტრებსა და სკოლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება
    •       მუდმივი შეხვედრები პედაგოგებს, რესურს ცენტრებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან
    •       ახალი გადაწყვეტილებების გაცნობის სწრაფი და ეფექტური მექანიზმის ამუშავება მთელი საქართველოს მასშტაბით
    •       ინფორმაციულად დატვირთული სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი
    •       სპეციალური ვებ-პორტალები სამიზნე ჯგუფებისთვის
    •             ელექტრონული აპარატების გამოყენებით, ცოცხალ რეჟიმში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ყველა დაინტერესებული პირისთვის  
    •       პედაგოგთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სპეციალური სამიტების მეშვეობით (2 კვირაში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში)

    არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის   შესწავლის გაძლიერება
    •       ქართული ენის სწავლების პროგრამების გაფართოება
    •       მულტილინგვური სწავლების წახალისება
    •       მულტილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა და მათი 30% ქართული ტექსტით დატვირთვა, მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ინტერესის გაღვივებისა და სწავლის პროცესის გაადვილების მიზნით

    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
    •       სსსმ ბავშვთა მონაცემთა ბაზის შექმნა ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მეშვეობით
    •       უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო)
    •       საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებაზე
    •       მულტიდისციპლინური გუნდების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა

    2010-2011 წლებისთვის დაგეგმილი სხვა ინიციატივები
    •       სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა სკოლების ,,ბრენდინგის” მეშვეობით
    •       კურსდამთავრებულთა კლუბის (Alumni) შექმნა
    •       მაპროფილებელი სპეციალური სკოლების შექმნა
    •       მოსწავლეთა თვითმმართველობების შექმნა და პოლიტიკური კულტურის სწავლება
    •       პროექტ ”წიგნის მეგობრების” განხორციელება

    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    რას ვასწავლით? როგორ ვასწავლით? ვინ ასწავლის? 07 სექტემბერი 2009
    .........................................................................
                 

    ეს - ის საკითხებია, რომლებზეც უმეტესად მსჯელობენ ადამიანები და ყველაზე მაღალ მოთხოვნას უყენებს საზოგადოება.  

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში პროფესიულ ცენტრში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოლეჯში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022