მეცნიერმა, ფსიქოლოგმა დევიდ ჰოუკინსმა (David R. Hawkins) თავის წიგნში „ძალა ძალადობის წინააღმდეგ“ (Power vs. Force) აღწერა ადამიანის ცნობიერების დონეების იერარქია. იერარქიის დონეებია: სირცხვილი, ბრალეულობა, აპათია, მწუხარება, შიში, სურვილი, რისხვა, სიამაყე, გამბედაობა, ნეიტრალიტეტი, მზაობა, მიღება, გონიერება, სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, განათლებული ცნობიერების მიღწევა. მან აღმოაჩინა ადამიანის სულიერ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობას შორის არსებული დამოკიდებულება და მოახდინა მისი გრადაცია. ჰოუკინსის სკალის მეშვეობით შესაძლებელია როგორც პირადი ენერგეტიკის, აგრეთვე მსხვილი გაერთიანებების და მთლიანობაში კაცობრიობის ევოლუციის დონეების დადგენა. ეს ძალზე საინტერესო მიდგომაა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მისი მიმდინარე ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინებით, გაარკვიოს - სად იმყოფება ამ იერარქიაში. |