მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რა ვიცით ჩვენი კომპლექსების, ფობიებისა და მანიების შესახებ ?! ნანახია (14801) - ჯერ 01 ივნისი 2011

    ჩვენ ვიცით ვინ ვართ, მაგრამ არ ვიცით ვინ შეიძლება ვიყოთ /უ.შექსპირი /

    თანამედროვე ეპოქაში განუწყვეტლივ მატულობს ცხოვრების ტემპი და რიტმი, სიკეთესთან ერთად ტექნოლოგიურ პროგრესს ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს აქამდე უცნობი ახალი პრობლემები, ურბანიზაციის ფონზე ღრმავდება ადამიანთა გაუცხოების პროცესი და ა.შ. სპეციალისტების აზრით ამგვარი და შინაგანი ფაქტორების გამო ყველანი აღსავსე ვართ გარკვეული ტიპის კომპლექსებით, რომლებიც პრობლემებს გვიქმნიან ყველას, ხშირ შემთხვევაში ხელსაც გვიშლიან დასახული მიზნების მიღწევაში. დღეს ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ტიპის კომპლექსი, იმავდროულად წინააღმდეგობებით სავსე თანამედროვე სამყაროს პირობებში იზრდება სხვა და სხვა სახის ფობიებიებისა და მანიების გავლენა ჩვენს სულიერ სამყაროსა და ქცევაზე. გსურთ გაერკვიოთ საკუთარ თავში? გაიგოთ - როგორ გადალახოთ მათი ზეგავლენა - გაეცანით პუბლიკაციებს, რომლებიც ეძღვნებიან ამ პრობლემატიკას.

    კომპლექსები. ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, ”ინდივიდუალური ფსიქოლოგიის” შემქმნელმა, ალფრედ ადლერმა (Alfred Adler) შეიმუშავა კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად დაედო არასრულფასოვნობის (რომელიც განაპირობა ადამიანის სხეულის თუ ხასიათის რომელიმე ნაკლოვანებამ) გრძნობის კომპენსაციის იდეა. ადლერის მიერ შემოღებული ტერმინი ”არასრულფასოვნობის კომპლექსი” სწრაფად დამყარდა მასობრივ მოხმარებაში. თავის დროზე ადლერი ფროიდის მომხრე იყო (რომელის დოქტრინაც აგებულია სექსუალურობის როლზე და შეუცნობლობაზე ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში). შემდგომში კი მან ფროიდის სწავლების საპირისპიროდ აქცენტირება გააკეთა სოციალური ფაქტორების როლზე, კერძოდ კი ხაზგასმით გამოკვეთა მიდრეკილებათა სოციალური მიმართულობა, როგორც ადამიანის ხასიათის საფუძველი, რომელიც ყალიბდება ბავშვობიდან, როგორც მიზანმიმართული მისწრაფებათა სისტემა. მან მიიჩნია, რომ ამ მისწრაფებებში ხდება პიროვნების უპირატესობის და თვითდამკვიდრების მოთხოვნილების რეალიზაცია და ამ მისწრაფებებით მიიღწევა არასრულფასოვნობის გრძნობის კომპენსაცია: მაგალითად, ძველი საბერძნეთის ეპოქიდან ცნობილ ორატორს დემოსფენს ბავშვობიდან გამოყვა მეტყველების დეფექტი (ვფიქრობთ, რომ ყველამ იცის როგორ დასძლია მან ეს ნაკლი) და მიუხედავად ამისა საყოველთაოდ აღიარებულ ორატორად დარჩა ისტორიაში. ნაპოლეონი კი ტანმორჩილი კაცი იყო, ამიტომაც საკუთარი მისწრაფებებით ცდილობდა გადაეფარა ამ გარემოებით განპირობებული პირადი კომპლექსები და ამგვარი მისწრაფების შედეგად გახდა იმპერატორი და დაიპყრო მთელი ევროპა. ამიტომ თუ ჭაბუკს, რომლის სიმაღლეც 150 სმ. არ აღემატება, უჩნდება ტანდაბალი ადამიანის (ბონაპარტეს) კომპლექსი ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ამ კომპლექსმა აბსურდამდე არ უნდა მიიყვანოს ის.

    ცნობილი ჰოლივუდელი კინომსახიობის ტომ კრუზის კომპლექსი მის სიმაღლესთან მიმართებაში არ მჟღავნდება (ამ საკითხს ის აგვარებს იმით, რომ ერთი თავით მაღალი ქალები მოჰყავს ცოლად), არამედ ვლინდება გამელოტების შიშის სახით: ვარცხნილობიდან დაცვენილი ერთი ღერი თმაც სასოწარკვეთილებაში აგდებს მას და ისტერიკამდე მიჰყავს.

    სხვა და სხვა სპეციალისტთა დაკვირვებით თითქმის ყველა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობის რომელიმე დეტალით. 40%-ს ამის გამო უჩნდება განსხვავებული კომპლექსები. ან, მაგალითად, ხომ საოცარია, რომ ტანადი ქალბატონების უმეტესობა ( 95%), რომც გააჩნდეს სიმაღლისა და წონის ნორმალური შეფარდება, მაინც ავლენს ჭარბი წონის მქონე ადამიანის კომპლექს და ხშირად ამის გამო სხვა და სხვა რჯულის ექიმბაშების ან საეჭვო პრეპარატების ”მსხვერპლადაც” კი იქცევა.

    უმანკო ყმაწვილი კი პირველი სექსუალური კონტაქტების წარუმატებლობის შემთხვევაში დასკვნას აკეთებს, რომ წარუმატებლობის მიზეზი არა მის გარეგნობაში ან ქცევასა და მოქმედებაშია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის უმანკოებაშია, ის ახდენს ამ დასკვნის ექსტრაპოლირებას აბსოლუტურად ყველა ქალის მიმართ და ამის შედეგად იყალიბებს კომპლექს.

    ზოგიერთი ადამიანი იმის გამო, რომ სახეზე გააჩნია მუწუკები, მეჭეჭები, ხალები ან ნაიარევები, იმის მიუხედავად, რომ გარშემო მყოფი ადამიანები შესაძლოა (თუ ეს, მაგალითად, არ არის აკნეს მძიმე ფორმა) ყურადღებასაც არ აქცევენ ამ ნიშნებს მის სახეზე, თავს მახინჯად სთვლის და რჩება ამ კომპლექსის ტყვედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანალოგიურად, დიდი ზომის ცხვირისა თუ ყურების, ან ულამაზო ნიკაპის მფლობელიც თვითშთაგონების ნიადაგზე ხდება არასრულფასოვნობის კომპლექსის და ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი.

    როგორც წესი, კომპლექსების საფუძველი ადამიანს უყალიბდება 17 წლის ასაკამდე. ამის გამო ამ ასაკის მიმართ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კორექტურები: ხშირად, როდესაც ჩვენ ვასწავლით შვილებს ”სწორ?” ქცევას, უნებლივ ისე, რომ ვერც ვამჩნევთ, ვაყალიბებთ და ვზრდით მათში კომპლექსებს.

    ზოგიერთი სიტუაცია ან ადამიანის ქცევა ისტორიის განმავლობაში იმდენად ხშირად მეორდებოდა და ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, რომ, შეიძლება ითქვას, გამაგრდა კაცობრიობის ქვეცნობიერებაში და ასახვაც ჰპოვა უძველეს მითოლოგიაში. ამგვარი სიტუაციები ან ქცევები შეიცავენ იმხელა დაძაბულობას, რომ შეუძლიათ წარმოშვან კომპლექსი. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ცივილური სამყაროსთვის მიუღებელი მშობლებთან ”დაახლოვებისკენ” მისწრაფება, რომელმაც მითოლოგიიდან დაიმსახურა სახელწოდება ოიდიპოსის კომპლექსი (ბიჭებთან მიმართებაში) და  (გოგონებთან მიმართებაში)  ელექტრას კომპლექსი.

    ხომ დაკვირვებიხართ, რომ ხალხში არ უყვართ ზოგიერთი კომპლექსის მქონე ადამიანები და გაგიგონიათ კიდევაც ვინმეს მიმართ ნასროლი შეურაცხმყოფელი ფრაზა: ”არ ღირს, არ უთხრა მას არაფერი, ხომ იცი, რომ კომპლექსებით სავსეა”. ფსიქოლოგები კი კომპლექსებს მიეჩვიენ და სულ სხვა თვალით უყურებენ მათ. ” ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენ კომპლექსები გაგაჩნიათ,...” - იძახდა კომპლექსების შესწავლის დიდი სპეციალისტი კ. იუნგი,- ”...მაგრამ იმის გაგება კი მსურს რას უშვებით თქვენ მათ”.

    ადამიანები მიეჩვიენ სიტყვას ”კომპლექსი”, ხშირად და უმეტესად უადგილოდაც ხმარობენ ამ ცნებას, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რეალურად გავერკვეთ საკუთარ თავში, პირადად დავადგინოთ ნამდვილად წარმოადგენს თუ არა კომპლექს ის, რასაც ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვგულისხმობთ საკუთარ თავთან მიმართებაში და თუ ეს მართლაც კომპლექსია - როგორ გადავლახოთ მისი გამოვლენები. ამისთვის პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ კომპლექსი იმ ფსიქოლოგიური განწყობების ჯამია, რომელსაც ჩვენ თვითონვე უგონებთ საკუთარ თავს./კომპლექსების წარმოშობისა და მათი ბუნების, სახეობების, მახასიათებლების, სიმპტომებისა და გადალახვის საკითხებში ვეცდებით გაგარკვიოთ შემდგომ სპეციალურ პუბლიკაციაში/

    ახლა კი მოდით ვისაუბროთ ფობიების შესახებ. სპეციალისტების გათვლით დედამიწის მოსახლეობის 12% - ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გააჩნდა ან გააჩნია ფობიის ესა თუ ის გამოვლენა. იცოდეთ:

    ფობია ვლინდება მუდმივ უკონტროლო შიშის სახით რაიმე ობიექტის ან სიტუაციის მიმართ, რომელსაც, როგორც წესი, სხვები სავსებით უწყინარად მიიჩნევენ. ადამიანის ამგვარ შიშს თან მოჰყვება შიშის გამომწვევ ობიექტთან შეხვედრის თავიდან აცილების გადაულახავი სურვილი და ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი სამსახურებრივი მოვალეობების ან სოციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაც.”შიში ბავშვობიდანაა წარმოშობით” - იტყოდა ზიგმუნდ ფროიდი. იგი ადამიანის ნატურის განუყრელი ნაწილია. თითოეულ ჩვენგანს შეიძლება გააჩნდეს თავისი ”ტარაკანები”, ”ეშმაკუნები”, ან მოჩვენებები. რისიც გინდა იმის შეიძლება გეშინოდეს.

    ფობიები, რომლებიც წარმოადგენენ შიშის მომგვრელ ფსიქიკის მოშლილობის სახეობას შეიძლება შეიცავდნენ:
    - პანიკურ მოშლილობებს,
    - პოსტტრავმატულ სტრესულ მოშლილობებს,
    - აკვიატებულ ნევროზს და საერთო ნერვოზულობის სინდრომს.

    სპეციალისტებისთვის ცნობილია ასობით (500 - ზე მეტი) განსხვავებული სახის ფობიები, რომლებიც პირობითად დაჯგუფებული არიან ორ ძირითად, გავრცელებულ ტიპად:
    სოციალური ფობიები. სოციოფობია საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ამ ტიპის შიშმა მრავალი უსიამოვნება მოუტანა ბევრ ცნობილ ადამიანს. მაგალითად, ბარბარა სტრეიზანდს, რომელსაც ძალიან ეშინოდა საჯარო გამოსვლების, კონცერტზე ნიუიორკის ცენტრალურ პარკში სრულიად დაავიწყდა რამდენიმე სიმღერის ტექსტი. ამის შემდეგ ის საერთოდ უარს ამბობდა პუბლიკის დიდი თავშეყრის წინაშე ნებისმიერ გამოსვლაზე. საკუთარი ფობიისგან მან მოახერხა თავის დაღწევა მხოლოდ იმის შედეგად, რომ წლების შემდეგ შესძლო დიდი კონცერტის გამართა. ყურადსაღებია, რომ თავის დროზე ბერნარდ შოუს და ალბერტ აინშტაინსაც გააჩნდათ საჯარო გამოსვლების შიში. ამ ტიპის შიში აგრეთვე ახასიათებდა ლოურენს ოლივიესა და ტომ ხენკს.
    სპეციფიკური ფობიები. მაგალითად, მათ ერთ-ერთ სახეობას - ზოოფობიას ფსიქოლოგთა უმეტესობა გარკვეული ნადირისა ან პირუტყვის მიმართ ფობიების კრებსით ტერმინად მიიჩნევს. ამბობენ, რომ ნაპოლეონს თეთრი ცხენების ეშინოდა ...?! ამდენად ალბათ ძნელად დასაჯერებელია ცნობილი მხატვრის მიერ ფერწერულ ფორმაში შექმნილი, თეთრ რაშზე ამხედრებული, ძლევამოსილი იმპერატორის სახის რეალობა. /ფობიების გავრცელებული ტიპების, მათი ნიშნების, სიმპტომებისა და დაძლევის შესახებ მოგითხრობთ მომდევნო სპეციალურ პუბლიკაციაში/

    მანია თუ გააჩნია ადამიანს ის უმეტეს შემთხვევაში ვლინდება მაღალი ფიზიკური აქტიურობის, აჩქარებული მეტყველებისა და მოძრაობის, გადამეტებული მხიარულების სახით. მაგრამ ეს მახასიათებლები ყოველთვის არ ემთხვევიან იმ რეალურ მოვლენებს, რომლებიც ხდებიან ადამიანის ცხოვრებაში.ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მანიაკალური ეპიზოდები გააჩნიათ განიცდიან მსუბუქ დეპრესიულ მდგომარეობას, რაც მჟღავნდება აქტიურობის დაქვეითების სახით. ოღონდ დეპრესიულ ფაზაშიც მყოფი ადამიანი რამდენიმე დღეს, როგორც წესია, მაინც ავლენს მაღალ აქტიურობას და მეტყველების აჩქარებას.

    მეცნიერების მიერ მანიის სხვა და სხვა სახის გამოვლენებია შესწავლილი. მკითხველმა ალბათ უფრო მეტად იცის მათი ქრესტომათურად ცნობილი ფორმები, ისეთები როგორიცაა - კლეპტომანია ან განდიდების მანია.

    მანია ხშირად მსუბუქ ფორმაშიც მჟღავნდება და მას ჰიპომანიას უწოდებენ. ჰიპომანია და მანია არ არიან იმდენად გავრცელებული, როგორცაა თანამედროვე ცხოვრებაში გავრცელებული დეპრესია. ამის გამო ხშირ შემთხვევაში ადამიანს ექიმთან მისვლამდე უჭირს კიდევაც იმაში გარკვევა თუ რასთან აქვს საქმე. აქედან გამომდინარე სპეციალისტი დასკვნის გამოტანის პროცესში პირველ რიგში გამორიცხავს სომატიკური ხასიათის დაავადებას, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ჩამოყალიბებული გადახრის რეალურ მიზეზს. ამგვარ შემთხვევაში უმჯობესია მივმართოთ სპეციალისტს. მაგრამ იმისთვის, რომ გააზრებულად გადავდგათ ეს ნაბიჯი ალბათ ამ მოვლენაზე უნდა გაგვაჩნდეს ელემენტარული წარმოდგენა. /ამის გათვალისწინებით სპეციალურ პუბლიკაციაში მოგაწვდით ინფორმაციას ადამიანის მანიის სიმპტომების თაობაზე/.
                                                                                                                             

                                                                    წყაროები: ადლერის, ფროიდის, იუნგის ნაშრომები.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022