სამედიცინო დასკვნის მიხედვით სტუდენტს აღენიშნება: კომბინირებული პოლიტრავმა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დიფუზური დაჟეჟილობა–შეშუპება. კომა, გულმკერდისა და მუცლის დახურული ტრავმა. ფილტვების დაჟეჟილობა, ბეჭის ძვლის და მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ქეთი ჯოხარიძე ამჟამად იმყოფება არამიანცის საავადმყოფოში. მისი ოჯახში არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ მკურნალობა 40 000 ლარი ჯდება.
უნივერსიტეტის მხრიდან ადმინისტრაცია, სტუდენტური თვითმმართველობა და თითოეული სტუდენტი ძალ–ღონეს არ იშურებს, რომ დაეხმაროს ქეთის. მთელს ქალაქში დადგმულია საქველოქმედო ყუთები, მხარდაჭერის თხოვნით სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებში დაგზავნილია წერილები.
25 ივნისს 18 საათზე, სტუდენტების ინიციატივით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი ”მუზა”–ს მხარდაჭერით და მის ბაზაზე იმართება საქველმოქმედო აქცია–კონცერტი კონცერტში.
მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ჯგუფები: „ფრანი“, „მგზავრები“, „თბილი–სი“, „ფიცვერცხლი“, „ბანი“, გიორგი ძამუკაშვილის ბენდი და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები - გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქეთის მკურნალობას.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასია 20 ლარი, ხოლო სტუდენტთათვის 10 ლარი. მისი შეძენა შეგიძლიათ თეატრალურ უნივერსიტეტში (რუსთაველის გამზირი 19) ან კონცერტის დღეს, შაბათს, დაწყებამდე, კუს ტბის ასახვევში, კულტურის ცენტრ მუზაში.
ასევე, შესაძლებელია ფულის ჩარიცხვა ლიბერთი ბანკში -
ანგარიშის ნომერი - GE16LB0711146725682000, ბანკის კოდი LBRTGE22, მიმღები პირი - მარიამ ყაჭიური
• ჯეოსელიდან და მაგთიდან ზარის განხორციელება ნომერზე 200 101
• eMoney-დან, ანგარიშის ნომერზე 360001178.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩვენგანი გაიზიარებს აღნიშნულ მდგომარეობას და მხარდაჭერას აღმოუჩენს 18 წლის, მომავალ მსახიობს, ქეთევან ჯოხარიძეს.
ჟაბა სიხარულიძე
PR & Marketing Director
Tbilisi International Student Film Festival
http://www.tbilisistudentfilmfestival.ge/
&
Head of Public Relations Department Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University
Tbilisi, Georgia 01 08
Rustaveli ave. 19 Tel: 995 32 98 30 72 Mob: 995 77 28 87 87;
e-mail: pr@tafu.edu.ge; www.tafu.edu.ge