 მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის მექანიზმს აქტიურად იყენებენ განათლების ფუნქციონირების პრობლემების გადასაწყვეტად,მას განიხილავენ განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და სახელმწიფო-საზოგადოებრივი მართვის ეფექტურობის კრიტერიუმად. სოციალურ პარტნიორობას განსხვავებული ფორმები გააჩნია: ზოგ ქვეყანაში საინტერესოდ ჩამოყალიბდა სასწავლო დაწესებულებების ცალკეულ წარმოებასთან ან მეწარმეთა გაერთიანებებთან პარტნიორული ურთიერთობების პრაქტიკა; ზოგში კი - მოსწავლეების მშობლებთან ან მშობელთა გაერთიანებებთან ან პროფესიულ სასწავლო ცენტრებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობების სისტემა. ამ ურთიერთობებში გაწეული დახმარების შედეგად სასწავლო დაწესებულება ვითარდება უფრო წარმატებულად, იგი ღიაა თანამშრომლობისათვის, შედარებით სწრაფად რეაგირებს ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე, პოულობს წინსვლისათვის საჭირო ახალ რესურსებს.
თქვენც შეგიძლია კოლეგებთან ერთად იმსჯელოთ იმის თაობაზე, მოიწვიოთ მეწარმეები და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები იმსჯელოთ თქვენი სასწავლებლის პრობლემებზე,განუმარტოთ მათი სოციალური მნიშვნელობა და სთხოვოთ დახმარება გადაწყვეტაში. გამოაქვეყნეთ სტატია,გამოიყენეთ მასმედიის შესაძლებლობები,აცნობეთ საზოგადოებას პრობლემების აქტუალურობა.თქვენი ძალისხმევა შედეგს მოიტანს. გამოცდილება გაუზიარეთ კოლეგებსაც.. ამ მიზნებისათვის შეგიძლიათ აგრეთვე აქტიურად გამოიყენოთ ელექტრონული საშუალებები,ამ საიტის ადმინისტრატორების ფორუმი. გისურვებთ წარმატებებს.
|