მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ქარიზმატული და პროდუქტიული მენეჯმენტისათვის სახელმწიფო და კერძო სეგმენტებში. ნანახია (9602) - ჯერ 23 თებერვალი 2012

      ქარიზმატული ლიდერი ძლიერი პიროვნული თვისებების მატარებელი ხელმძღვანელია, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური ნიშან–თვისებებით, მ.შ. განსაკუთრებული მიზანმიმართულობითა და თვალსაჩინოდ გამოხატული ორატორული ნიჭიერებით. ხშირ შემთხვევებში, ასეთი ლიდერი კარგ შედეგსაც აღწევს მართვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო თუ შერეულ სეგმენტებში. მაგრამ, "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო" და გასათვალისწინებელია შემთხვევებიც, როცა ასეთი ლიდერი, თავისი მიზნების შესრულებისათვის, ყველაფერზე მიდის და მეტად რეაქციულ გადაწყვეტილებებსაც არ თაკილობს. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ საკმარისად ნიჭიერი ლიდერი თანდათან დიქტატორადაც მოგვევლინოს (გადაიქცეს), რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ზრუნავს და მისი ქვეშევრდომების ბედ–იღბალი მხოლოდ მოჩვენებით აინტერესებს. შესაბამისად, ასევე ბუნებრივია, რომ, შესაძლებელია,  ხსენებული ე.წ. ქარიზმატული მმართველის მართვის პერიოდში ლიდერზე მასობრივად შეყვარებული ხალხი მასობრივად მოტყუებულიც დარჩეს შთამბეჭდავად გამოთქმული დაპირებების მიუხედავად არჩევნებამდე თუ მას შემდეგ. საბოლოო შედეგად, ასეთი, გარკვეულ შემთხვევებში, ხანგრძლივი მართვის რეალური შედეგი პროდუქტიული კი არა, არსებითი ზიანისა და შეფარდებით მნიშვნელოვანი სიღარიბის მომტანი შეიძლება იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, ძირითადად მასობრივი რეპრესიებით მიღწეული საჭირო, მაგრამ ცალმხრივი და მოჩვენებითი წესრიგისა და დიქტატორისადმი ფსიქიკური თუ მატერიალური დამოკიდებულებების გამო.

                  უკანასკნელ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნის ლიდერიიოსებ სტალინი, – ნამდვილად იყო ნიჭიერი ქარიზმატული ადამიანის გამოხატულება, თუმცა საბოლოოდ ის განდიდების მანიით შეპყრობილ მანიაკალურ დიქტატორად ჩამოყალიბდა. მან პოლიტიკური მოღვაწეობის საწყის წლებში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება დაისახა, მაგრამ უფალს დაუპირისპირდა და მიზნის მისაღწევად, ლენინთან ერთად, სისიხლიანი ტერორით დაიწყო მოქმედება, რაც, საბოლოოდ, მასობრივ რეპრესიებში გადაიზარდა. ასეთმა მოქმედებამ, მიწიერ ცხოვრებში მას საკმაოდ დიდი ძალაუფლება მოუპოვა და რომ არა უფლის ობიექტური ნება და აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა პროგრესული ძალები (იხ. გამოყენებული წყ. N1), სტალინი ან ჰიტლერი, შესაძლოა, მსოფლიო მბრძანებლებლებადაც მოგვევლინებოდნენ, რაც, თუ მათ ამბიციებსა და აკვიატებულ ფსიქიკას გავითვალისწინებთ, მრავალ ადამიანსა და ხალხებს განადგურების ტოლფასად დაუჯდებოდათ.

           ძალაუფლებისათვის ადრეული ასაკიდან იარაღით მებრძოლი სტალინი, საკმაოდ ასაკოვანი იყო, როცა, ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავა და დაფარულად და იმავდროულად სასტიკი შურითა და შეურიგებლობით დაიწყო ყველა იმ ნიჭიერი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ადრეული ასაკიდან ფლობდა ლიდერობის ხელოვნებას (პოლიტიკაში, მთავრობებსა და ეკონომიკურ წრეებში ცნობილი მოაზროვნე მოღვაწეების . . მდგომარეობისა და პროფესიული ავტორიტეტები) ან სხვადასხვა ერის რელიგიური და საერო წესჩვეულებებით იყო დამკვიდრებული ისტორიაში, როგორც მშვიდობისმყოფელი პიროვნება (ცნობილი სასულიერო მოღვაწეების, მეფეების, თავადებისა და სხვა ეროვნული მოღვაწეების ტრადიციული ავტორიტეტი). ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, სამხედრო იარაღთან ერთად, მისი შენიღბული მოქმედებები არანაკლებ მზაკვრული იყო. იგი უმეგობრდებოდა ხოლმე მოსალოდნელ მსხვერპლს და გარკვეული დაწინაურების შემდეგ მის გარემოცვაში, პროვოკაციული ავანტიურებით ახერხებდა მის ჩამოშორებას.    

           საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული ფაქტია, რომ "1941 წლის აგვისტოს აშშ- პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ უინსტონ ჩერჩილი ატლანტიკის ოკეანეში საბრძოლო ხომალდზე („უელსის პრინცი“) გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ მსოფლიო სამშვიდობო გეგმაზე. მოგვიანებით 1942 წლის 1 იანვარს, 26 სახელმწიფოს წარმომადგენელი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში შეიკრიბა, სადაც პირველად გაჩნდა ტერმინიგაერთიანებული ერები“, რომელიც რუზველტს ეკუთვნის. შემდეგი შეხვედრა მოსკოვში შედგა. ამ შეხვედრაზე აშშ-, სსრკ-, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია, რომელსაც მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნქციები დაეკისრებოდა. 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში 50-მა სუვერენულმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა გაეროს წესდებას. დამფუძნებელი კრება კალიფორნიის შტატში, სანფრანცისკოში, რედვოდ გროუში გაიმართა. ოფიციალურად გაერო შეიქმნა 24 ოქტომბერს, წესდების რატიფიცირება მოხდა ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ" (წყ. N2). სწორედ ზემოაღნიშნულმა სამშვიდობო გეგმამ შეაჩერა საბოლოოდ მე–20 საუკუნის ცნობილი დიქტატორების მსოფლიო ბატონობის ფსიქოპატული განზრახვები.  

         როგრც ცნობილია, "ქარიზმის ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოიტანა . ვებერმა. ასეთი მმართველობისას ლიდერის, ბელადის კავშირი ხალხის მასასთან დამყარებულია არა რაციონალურ, არამედ ირაციონალურ ემოციურმისტიკურ საფუძველზე, ლიდერისნახევრად ღმერთის ზებუნებრივი თვისებების ბრმა რწმენაზე. ამიტომ .. – არის ხელისუფლება, რომელიც ისეთი ლიდერის ერთგულებაზეა დამყარებული, რომელსაც ზეადამიანურ, თითქმის მისტიკურ თვისებებს მიაწერენ" (წყ. N3).

          ბუნებრივია, ზემოაღნიშნულზე, შესაძლებელია მრავალი განსხვავებული აზრი არსებობდეს, რომელთაგან ბევრს, შესაძლოა, არსებითადაც არ დავეთანხმოთ, მაგრამ ერთი ცხადზე ცხადია, რომ ლიდერის პატივისცემა აუცილებელია ერის მთლიანობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის, მაგრამ მისი გაღმერთება ყოვლადდაუშვებელი და დამღუპველია ყველა ჩვენთაგანისათვის.

           ჩვენთვის კარგად ცნობილ თანამედროვე აშშში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაზე, წმინდა მიწასა თუ საქართველოში, ყველა სხვა მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებში, საბედნიეროდ, გვყავს ისეთი მოღვაწე ლიდერები და უბრალო ადამიანები, რომლებიც ხედავენ ქარიზმატული ლიდერობის მავნე მხარეებს და დემოკრატიული ანუ ხალხის რეალური მმართველობით ცდილობენ სასარგებლოდ მიმართონ ნიჭიერი ლიდერების ქარიზმა ხალხის სამსახურში. ყველა ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ მოკრძალებაა ლიდერის საუკეთესო თვისება და რომ უნდა მოვასწროთ სიკეთის კეთება (და არა განდიდება დაგვეუფლოს თანდათან) მათთვის, ვინც იმსახურებს დაუღალავი ხანგრძლივი შრომით, კეთილი ბუნებითა და ნიჭიერებით და არ დავივიწყოთ ისინი, ვისაც რეალური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებაავადმყოფები, ღარიბები და სხვადასხვა გაუგებრობებისა და დიქტატორული რეიმების მიერ მოწყობილი გარემოებებით გზასაცდენილები.

                           სახელმწიფოს პირველ პირთა მმართველობის დემოკრატიული  დროითი შეზღუდვები არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო აპარატში მომუშავე კადრების ასეთივე სიხშირით განთავისუფლებასა და ცვალებადობას. ასე, ურთიერთგაუტანლობისა და გამოუცდელობის ატმოსფერო დაისადგურებს მმართველობაში, რაც აუცილებლად უხარისხო გადაწყვეტილებების სიმრავლეში გამოიხატება და სტრატეგიულ მომავალზე ძალზე უარყოფითად იმოქმედებს. ასეთი უკიდურესობები აწყობთ ისეთ მმართველებს, ვინც თავისი გავლენის, ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდით, ხანგრძლივად დამკვიდრებას აპირებს და არ ეგუება არცერთ აქამდე არსებულ ავტორიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების აღზრდილია და, ბუნებრივია და შესაძლოა, არ იქნება დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისაგან. საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ ახალი პირველი ხელმძღვანელის მოსვლით კადრები კი არ უნდა იცვლებოდეს მასიურად (შესაძლებელია მთავრობის წევრები შიეცვალოს და 5–10%–ით გადახალისდეს მათ დაქვემდებარებაში არსებული აპარატები), არამედ ახალი გაუმჯობესებული კონკრეტული მიზნები უნდა ისახებოდეს და მათი განხორციელებისათვის იწყებოდეს ერთობლივი გააზრებული ზრუნვა და არა უნდობლობა და დროის მნიშვნელოვანი კარგვა ახალი გამოუცდელი კადრების მოყვანასა და მათ ახალ სამუშაო ადგილებთან შეგუებაზე.

                 როგორც ეკონომისტი, აღვნიშნავ, რომ ძალზე არსებითია ეკონომიკური სტიმულირებისა და დაწინაურების მწყობრი სისტემის შექმნა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სეგმენტებში, რაც ბუნებით კანონმორჩილებისა და დამსახურებული მუშაკებისადმი პატივისცემის ატმოსფეროში საუკეთესო შედეგებს მოგვცემს.

                      გასათვალისწინებელია, რომ არც საპენსიო ასაკის მიღწევა უდა იყოს დოგმა ადამიანის განთავისუფლებაში. როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს აღწევს, ის შეიძლება შევზღუდოთ მაღალი თანამდებობის ხელმძღვანელად ყოფნაში, რათა მომავალი თაობების ზრდას არ შეეშალოს ამით ხელი, მაგრამ თუ საპენსიო ასაკის კაცი (კანონმდებლობით საქართველოში ეს კაცებისათვის ამჟამად 65 წელია, ქალებისათვის – 60 წელი) ფიზიკურად მხნედ არის და, ბუნებრივია, გონებრივი გამოცდილებით საუკეთესო ფორმაშია, ის არ უნდა დავკარგოთ და მისი გამოცდილება დაწესებულების კონსულტანტად უნდა იქნეს გამოყენებული (სახელშეკრულებო საფუძველზე და გარკვეული შემსუბუქებული გრაფიკის მიხედვით). მითუმეტეს, რომ სავსებით შესაძლებელია, ასეთი კონსულტანტი ბევრად უფრო გონიერი და საჭირო იყოს დაწესებულებისათვის, ვიდრე, ზოგიერთ შემთხვევაში, ჭკუასუსტი ან 30–40 წლის ასაკში ფიზიკურად უკვე გადაბერებული კადრი.

                    კერძო სტრუქტურებში, სახელმწიფო მმართველობისაგან განსხვავებით, მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ ხანგრძლივად და მხოლოდ თავისი შეხედულებით განკარგოს თავისი ქონება და საქმე, მაგრამ, ბუნებრივია, აქაც უნდა მოქმედებდეს მაღალი ზნეობრივი და ვალდებულებითი კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ მეწარმე ჰუმანურობასა და მზრუნველობას იჩენდეს გარემომცველთა მისამართით, ამასთანავე, შესაძლო პატივისცემით ეპყრობოდეს და ასრულებდეს სახელმწიფო ვალდებულებებსა და მოთხოვნებს.

                                      გამოყენებული წყაროები

    1. http://www.un.org/en/  

    2.  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6592  

    3.  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7293

    4.  http://www.google.ge

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ავტოსკოლები სპორტული სკოლები, სტუდიები პედაგოგები რეპეტიტორები სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სახელმძღვანელოები გამოცემები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები კომპიუტერული ტექნიკა განათლება საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიოთეკები უცხო ენები კოლეჯი საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საბავშვო მაღაზიები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სამეცნიერო პორტალები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები წიგნების მაღაზიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საგანმანათლებლო რესურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022