მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის პროფესიის სწორად არჩევა ნანახია (14743) - ჯერ 15 მაისი 2012

     რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის პროფესიის სწორად არჩევა.

     ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უამრავი პროფესიიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი, მიიღოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სისწორე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეულ გზაზე, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებაზე, შრომით საქმიანობასა და კარიერაში წარმატებებზე.      ცნობილია, რომ სამუშაო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს პიროვნების განწყობაზე. წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, შრომითი მოტივაცია და კმაყოფილების დონე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პროფესიის გააზრებულად არჩევაზე. პროფესიის არჩევას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

    პროფესიის სწორად არჩევის დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ, სპეციალისტების გაანგარიშებით, პრეფესიისადმი ინტერესის უქონლობისას, სხვა თანაბარ პირობებში, მომუშავის შრომის მწარმოებლურობა მცირდება 35%-ით, პროფესიული უნარის უქონლობისას 50%-ით, ბოლო უნარისა და ინტერესის გარეშე მუშაობისას 70%-ით. თუ ამას დავუმატებთ პროფესიისათვის შეუფერებელი კადრების მომზადება-გადამზადებაზე გაწეულ ხარჯებს, ამ მიზეზით კადრების დენადობით, წუნიანი პროდუქციის გამოშვებით, საწარმოო ტრავმატიზმის გაზრდით გამოწვეულ ზარალს,-მივიღებთ არასწორი პროფორიენტაციის არასასურველ ეკონომიკურ შედეგს. სოციალური ეფექტი კი გამოიხატება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: მომიშავის შრომითი კმაყოფილების დონე, შრომითი და შემოქმედებითი აქტიურობა, ჯანმრთელობის შენარჩუნება და ა.შ. ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება უწევს იმ საქმის კეთება რომელიც არ აინტერესებს, ანდა რომლის შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნია, უჩნდება უკმაყოფილებისა და განაწყენების გრძნობა. ამასთან, ასეთი განწყობა მას უყალიბდება არამარტო გარშემომომყოფების, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც, მისი აზრით, არ მისცეს მას თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.

    პროფესიის არჩევა, როგორც წესი, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე უნდა მოხდეს. შესაბამისად, პროფორიენტაციული მუშაობა აღმზრდელობითი და სასწავლო დაწესებულებების მოვალეობაა. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციაში მომუშავეთა განაწილება-გადანაწილებისას მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ პერსონალის მართვის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა მომუშავეთა შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების შესწავლას სამუშაო ადგილებზე მათი განაწილებისა და კარიერის დაგეგმვისათვის.

    პროფესიული მოღვაწეობა პიროვნების თვითრეალიზაციის და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საუალებაა. მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, გააჩნია მას შესასრულებლად საჭირო უნარი და არსებული სამუშაოს შესრულებით იღებს კმაყოფილებას. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უწევს იმ სამუშაოს შესრულება, რომლისადმი არც ინტერესი და არც მიდრეკილება არ გააჩნია. ასეთი სემთხვევები ფიქსირდება ყველაზე პოპულარული და "მოდური" პროფესიის წარმომადგენლებს შორისაც. ამიტომ თითოეულ ადამიანს პროფესიული ცხოვრების გზაჯვარედინზე ყოველთვის სჭირდება დაფიქრება, რათა გამორიცხოს ან მინიმუმამდე შეამციროს შეცდომები.                                                

    პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული რამდენიმე, მეტ-ნაკლებად "ტიპიური შეცდომა" შემდეგია:

    ე.წ. "რომანტიული", ან "ინტელიგენტური" პროფესიები.                                                      

    როცა ადამიანი პროფესიის არჩევისას ხელმძღვანელობს მოტივით, რომ ეს პროფესია "რომანტიული" ანდა "ინტელიგენტურია", ხშირად არ იცის, რომ ამ ტიპის პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისთვის მას მოუწევს რუტინული, "არარომანტიული" და "არაინტელიგენტური" სამუშაოების შესრულებაც.

    ე.წ. "მოდური" პროფესიები.                                                                                  

    როცა ადამიანი ირცევს პროფესიას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პრესტიჟული და "მოდურია", ამ დროს დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს პროფესია შეიძლება აღარ იყოს პრესტიჯული და "მოდური"

    პროფესიები, რომლების "დიდ ფულს გვპირდებიან".                                                            

    ამგვარი პროფესიის წარმომადგენლები, საქმიანობის პროცესში ხვდებიან, რომ მოცემული პროფესია არა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობის უზრუნველყოფას პირდება, არამედ მისგანაც საკმაოდ ბევრს მოითხოვს, იქნება ეს თავდადებული შრომა, დიდი რისკი, პირად სურვილებსა და მოთხოვნილებებზე უარის თქმა და ა.შ.

    თვითგამორკვევა განსაკუთრებით რთულია მოზარდებისთვის, თუმცა არც ზრდასრულებისთვის არის ადვილი საქმე. განსაკუთრებით მძიმეა საკუთარ არჩევანში შეცდომის აღმოჩენა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკვე წლები დახარჯეს კარიერული ზრდისთვისნ და დიდი ძალისხმევა მოანდომეს პროფესიულ განვითარებას. არადა, თვითონ ცხოვრება მოითხოვს მათგან გეგმების კორექტირებას და ხშირად ეს პროფესიული არჩევანის შეცვლასაც უკავშირდება.

    პროფესიის არცევა ან შეცვლა  საკმაოდ რთული პროცესია, რაც იმითაა განპირობებული, რომ არჩევანზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ამ ფაქტორებიდან ძირითადია:  

    1. ოჯახის წევრების პოზიცია (ხშირად მშობლები მთლიანად იღებენ პასუხისმგებლობას შვილის მომავალი პროფესიის შერჩევაში);

    2. მეგობრების პოზიცია;

    3. პედაგოგების (მასწავლებლების) პოზიცია;

    4. ინფორმირების დონე (ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიაზე);

    5. პირადი პროფესიული გეგმები;

    6. რეალობის შესაბამისობა პირად გეგმებთან (ამ პროფესიით სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები);

    7. პიროვნული შესაძლებლობები;

    8. მიდრეკილებები (საყვარელი, საინტერესო საქმიანობა);

    ჩამოთვლილი ფაქტორებიდან უმეტესობა პიროვნებისგან დამოუკიდებელია და მათზე რეაგირება ბევრ საკითხებში გარკვევას მოითხოვს. ადამიანებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან ან კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს სჭირდებათ პროფესიონალების დახმარება, რომლებიც შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის იმ სფეროს განსაზღვრავენ, სადაც ისინი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას შეძლებენ. ყოველივე ამან განაპირობა ''პროფორიენტაციის'', როგორც მეცნიერების წარმოშობა და განვითარება.

    ავტორი :თამარ გაბისიანი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პრესა განათლების შესახებ |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტურიზმი პოლიტოლოგია გადასახადები მართვა მედიცინა, ჯანმთელობა უცხო ენები პროგრამირება საერთაშორისო ურთიერთობები კულინარია საბირჟო საქმე ტრანსპრტი კრიმინალისტიკა ჟურნალისტიკა ისტორია საბაჟო სისტემა სხვა ბიოლოგია უცხოური ლიტერატურა მათემატიკა მრეწველობა, წარმოება სახელმწიფო მოწყობა და მართვა ბუღალტერია და აუდიტი ფიზიკა სტატისტიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა ეკონომიკა ლოგიკა ფილოსოფია მეცნიერება და ტექნიკა ტექნოლოგია ელექტრონიკა პედაგოგიკა ფიზკულტურა და სპორტი ინვესტიციები გეოლოგია რელიგია ეკოლოგია ავიაცია მეტალურგია ასტრონომია საბანკო საქმე ინფორმატიკა გეოგრაფია გეოპოლიტიკა მეწარმეობა ლოგისტიკა მასმედია ფსიქოლოგია კულტურა და ხელონება გეოდეზია მიფოლოგია მუსიკა სექსოლოგია ჟურნალისტიკა და PR მენეჯმენტი არქიტექტურა დაზღვევა სოციოლოგია ზოოლოგია ქიმია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მარკეტინგი და რეკლამა ვეტერინარია სოფლის მეურნეობა ფინანსები და კრედიტი სამართალი კულტუროლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023