მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ბავშვები და მათი შიშები ნანახია (10310) - ჯერ 25 ივლისი 2012

     ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევებზე რეაგირებაზე. ამ ასაკში, განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია ადამიანისა და გარემოს კონტაქტი: აქტიური ბავშვი/აქტიური გარემო; აქტიური გარემო/პასიური ბავშვი, აქტიური ბავშვი/პასიური გარემო თუ პასიური გარემო/პასიური ბავშვი. ბავშვი არის ფაქიზი არსება, რომელიც  დიდ ყურადღებასა და ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. ამის მიუხედავად, მრავალი მშობელი ისეთ აღზრდის სტილს იყენებეს(მაგალითად დასჯის არასასურველ ფორმებს) ან ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც შემდგომ ცუდად მოქმედებს მოზარდის ემოციებზე. “ბევრი კვლევა გვიჩვენებს, რომ შიშით, დეპრესიით, სიბრაზით, გაღიზიანებით გამოხატული მუდმივი ფსიქოსოციალური სტრესი ჩვილობიდან ზრდასრულობამდე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დროს გულისცემის და წნევის მომატება, იმუნური სისტემისდაქვეითება ორგანიზმის ის რეაქციებია, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულსისხლძარღვთადა ინფექციური დაავადებები, სიმსივნის სხვადასხვა ფორმა. სტრესი ასევე საჭმლის მონელების პროცესს ანელებს, რადგან სისხლი მიედინება ტვინისა და გულისკენ და ორგანიზმს მოქმედები-სთვის ამზადებს. შედეგად, მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები: კუჭის შეკრულობა,ფაღარათი, კოლიტი და თვით წყლულიც კი” (Kemny, 2003; Ray, 2004).

          ბავშვთა შიშები დამახასიათებელია სხვადასხვა ასაკისთვის და ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა დონისთვის, მაგრამ ისინი შეიძლება თან ახლდეს რაიმე დაავადებასაც, მაგალითად ნევროზს. შიშებს ყველაზე ხშირად ვხვდებით ემოციურად მგრძნობიარე ბავშვებში,რომლების მიმართაც მშობლები ხშირად გადამეტებულ ყურადღებას იჩენენ და უფრთხილდებიან. სკოლამდელ ასაკში უფრო ხშირად ჩნდება შიშები ვიდრე შემდგომ წლებში. ზრდის თითოეულ ეტაპზე შიშები უფრო დამახასიათებელია გოგოებისთვის, ვიდრე ბიჭემისთვის, რაც სავარაუდოდ სწორედ გოგოების ფაქიზი ემოციური ფონიდან გამომდინარეობს. ახალშობილთა უმრავლესობას თავდაცვის ინსტიქტური ფორმები უაქტიურდებათ, როდესაც მათ უახლოვდებათ რაიმე საგანი ან ესმით მაღალი ხმა. 7 თვის ბავშვი უკვე გამოხატავს ხანგრძლივ ნერვიულობას დედის დიდიხნით მის გვერდით არ ყოფნის შემთხვევაში, რაც მის მიჯაჭვულობაზე მეტყველებს. ასეთი შიში კარგად არის გამოხატული 2 წლამდე გოგოებში და 3 წლამდე ბიჭებში. 8 თვის ასაკში ჩნდება უცხოების შიში, განსაკუთრებით ქალების, რომლებიც არ გვანან დედას. ეს მიუთითებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორიის გაჩენაზე, როგორიცაა “ჩემი” და “სხვისი’. როდესაც ბავშვი გადადის სკოლამდელ ასაკში და შემდეგ უკვე უმცროს სასკოლო ასაკში, იცვლება მისი დამოკიდებულება გარემოსადმი, შესაბამისად იცვლება შიშებიც.

     როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვებს განსხვავებულ ასაკში განსხვავებული შიშები გააჩნიათ. ზოგი შიშის გაჩენა ბუნებრივიც არის, მაგრამ მათიDდიდი რაოდენობით არსებობა, ბავშვის წინანევროტული მდგომარეობის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობლის ცოდნასა და უნარზე, არ შექმნას შიშებისგან სერიოზული პრობლემა,დროულად დაამშვიდოს ბავშვი და მზრუნველად დაელაპარაკოს მას, რათა უსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი. ბავშვებს, რომელთა მშობლებიც დადებით ემოციებს იშვიათად გამოხატავენ და ხშირად აპათიურები არიან და ძალიან აგრესიულები, ემოციის მართვის პრობლემაც ექმნებათ, ხდებიან უსუსურები და შიშის ფონზე იმატებს შფოთვა, რაც საბოლოო ჯამში, საშინლად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიურ ადაპტაციაზე.  ჩაკეტილი შენობა შეიძლება შიშის მომგვრელი იყოს მაშინ, როდესაც ბავშვი შემთხვევით მარტო რჩებათ ასეთ ოთახში ან მას შეგნებულად, დასჯის მიზნით ასე ტოვებენ მშობლები. ბავშვი ძილის წინ ვერ რჩება მარტო ოთახში, მუდმივად ეძახის დედას, ითხოვს ენთოს ლამპარი და კარი – ღია. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ბავშვი იწყებს ნერვიულობას და ვერ იძინებს. ასეთი სიტუაციით გამოწვეული ნერვიულობა შეიძლება ძილშიც გამომჟღავნდეს- კოშმარების სახით.  

    ხშირად, სკოლამდელთა ცოცხალი წარმოსახვის უნარი და მითიურის რეალურისგან განსხვავების ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი შესაძლებლობა, ბავშვობის ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელ შიშს იწვევს, რაც შეიძლება პირადპირ კავშირში იყოს მარტოობის შიშთან.  

    “მოსწავლეთა შიშებზე მათი კულტურაც მოქმედებს, მაგალითად ჩინეთში, სადაც თავშეკავებულობა და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობა ძალზე ღირებულია, ბავშვების დიდი ნაწილისთვის წარუმატებლობა და უფროსთა კრიტიკა ჩუმ შიშს აჩენს. მიუხედავად ამისა, ჩინელი ბავშვები ზედმეტად გაუბედავები არ არიან. შიშის სიმძაფრე მათში დასავლეთის ბავშვების მსგავსია.’ (Ollendick და სხვები, 1996).”

     ზოგჯერ ემოციის რეგულირების კარგი უნარის მქონე ბავშვებსაც უჭირთ გრძნობების მართვა. ისინი ვერ გრძნობენ თავს იმდენად დაცულად, რომ დაძლიონ წარმოსახვითი ზღაპრული პერსონაჟები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ამ სახის მომენტებშიც, სწორედ მშობელს შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებაში. პრობლემის გადასაწყვეტად, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის არსებობის დადასტურება და ხაზგასმა, თუ რომელი მათგანი უფრო აქტუალურია.

       საინტერესოა საიდან იღებენ შიშები სათავეს. ითვლება, რომ ბავშვებში შიშების განვითარებაზე გავლენას ახდენს ურბანიზაცია და ქალაქების სწრაფი განვითარებაც. რამდენად შორეულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს მიზეზი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ისინი მაინც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. დიდი ქალაქის პირობებში ბევრი ბავშვი თავს მარტოხელად გრძნობს, მათ უჭირთ ახალი მეგობრების გაჩენა. იგულისხმება ისეთი უბნები სადაც ხალხი ნაკლებად არის დასახლებული. ასევეUუფრო დიდია რისკი ბავშვს შიშები განუვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ის არის პასიური, ნაკლებს მოძრაობს, არ მონაწილეობს კოლექტიურ თამაშებში,რადგან თამაში ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საუკეთესო ხერხად შიშებისგან განსათავისუფლებლად. Mრავალი ბავშვთა შიშის მიზეზი არის დედა ან უფროსწორად რომ ვთქვათ დედის არასწორი საქციელი ოჯახში. ცუდია, როდესაც ბავშვი დედას მამაზე უფროსად თვლის. ნერვიულ-ფსიქოლოგიურურად გადატვირთული და დომინირებული დედა ბავშვებში ნერვიულ რეაქციებს იწვევს. ამას გარდა, ასეთი მშობელი ხშირად არ ითვალისწინებს ბავშვის სურვილებს და რაც სულ იმისკენ მიისწრაფის რაც შეიძლება მალე გავიდეს სამსახურში. იმისთვის, რომ ბავშვს რაიმეს შიში გაუჩნდეს, საკმარისია მშობლებმა იჩხუბონ. დადგენილია, რომ დედ-მამის ჩხუბის ფონზე, ბავშვებს ყველაზე ხშირად რეაგირებენ შიშის გაჩენით. აქედან გამომდინარე, სკოლამდელ ასაკში მყოფ კონფლიქტურ ოჯახში მცოხვრებთ ბავშვებს, უფრო ხშირად ეშინიათ ცხოველების, სიკვდილის და უფრო ხშირად ესიზმრებათ კოშმრები, ვიდრე მშვიდი ოჯახური გარემოს მქონეთ. შიშების გაჩენა დამოკიდებულია ოჯახის წევრების შემადგენლობაზეც, რაც უფრო მეტი ბავშვთა რაოდენობა, მით ნაკლებია _შიში. თავისებურ როლს თამაშობს მშობლების ასაკიც. როგორც წესი, ახალგაზრდა და ემოციურად ლაღი მშობლების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილები ნერვიულობისა და განგაშისკენ, ვიდრე ისინიმ ვისი მშობლებიც 35 წლის ასაკის ზემოთ არიან. ბავშვში შიშის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, რომელიც დედამ გადაიტანა ჯერ კიდევ ორსულობის დროს, კონფლიქტური სიტუაცია მისი ცოხვრების ამ პერიოდში. Fსიქოოგებს ხშირად ეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა, რომ შიშები იყოს მემკვიდრეობითი? Aამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მემკვიდრეობით შეიძლება გადაიცემოდეს უმაღლესი ნერვული სისტემის თავისებურებები, რომელიც რეაგირებს გარემო გამღიზიანებელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ შიშები არ გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ სუსტი ნერვული სისტემა საწინდარია შიშების გაჩენის.  

    როგორ დავეხმაროთ შიშების მქონე ბავშვებს?  

     როგორც უკვე აღვნიშნე, შიშების მოხსნისთვის აუცილებელია ოჯახში იყოს სტაბილური და მისაღები სიტუაცია, ასევე აუცილებელია მშობლები სწორედ ასრულებდნენ თავიანთ როლებს, გამოხატავდნენ სითბოს ბავშვის მიმართ, იჩენდნენ სიფრთხილებს ნორმის ფარგლებში, მაგრამ მინდა განვიხილო სხვა საშუალებაც შიშებისგან თავის დასაღწევად, რომელსაც მრავალი სხვა პრობლების მოსაგვარებლადაც იყენებენ პრობლემები. აღნიშნული მეთოდი არის ხატვა. ხატვა- შემოქმედებითი აქტი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს იგრძნონ თავი ბენდიერადმ იყვნენ ის რაც არიან, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და განცდები, ოცნებები და იმედები. ხატვა, როგორც თამაში- არამარტო იმის გადმოცემაა რა აზრებიც რეალურად ტრიალებს ბავშვის ტვინში, არამედ მისეული დამოკიდებულება ამ აზრებთან. ამიტომ ხატვის საშუალებით, შესაძლებელია უკეთ გავიგოთ მისი ინტერესები სიღრმისეულად, ის ფიქრები, რომელბიც ყოველთვის არ არის ნათელი და შემდეგ გავითვალისიწნოთ შიშების მოხსნაში. ხატვა, ფანტაზიის განვითარების ბუნებრივი ხერხია, რის გამოც ბავშვები, რომლებსაც ხატვა უყვართ განსხვავდებიან ფანტაზიის ხარისხით და ადვილად შეუძლიათ თავი წარმოიდგინონ ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილზე, რომელიც ნახატზეა გამოსახული. სწორედ ეს მომენტ გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ხატვა თერაპიული მიზნით. ხატვისას, ბავშვი თავისი სხეულიდან უშვებს გრძნობებსა და განცდებს თუ ოცნებებს, ცვლის თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა სიტუაციისადმი და ტკივილის გარეშე ეხება ზოგიერთ შემაშინებელ, არასასიამოვნო და მატრავმირებელ მოვლენას. ისევე, როგორც ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინა უკეთდებათ ბავშვებს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, შიშის გამოტანას ნახატზე, მივყავართ მის დასუსტებამდე.  

     

      საკუთარი თავის გაიგივებით დადებით და ძლიერ პერსონაჟთან, ბავშვი ებრძვის ბოროტებას : იცავს ახლობლებს, ამარცხებს მტერს და ა.შ. აქ არ არის ადგილი სისუსტისთვის, შეუძლებელია გაუჭირდეს თავდაცვა, პირიქით ჩნდება ძალის გრძნბა, გმირობის და ყველაფერი ეს იწვევს სიხარულს, აღფრთოვანებას, დადებით ემოციებს, ასუსტებს შიშს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი, რომელიც ხშირად ხატავს არ განიცდის არანაირ შიშს. სამწუხაროდ ბევრი მშობელი არასერიოზულად ეკიდება ხატვას და თამაშს, ამიტომ აუცილებელია ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს. შპეციალურად ჩატარებული კვლევიდან ცნობილი გახდა, რომ თუ ორივე მშობელს აქვს საგანგაშო და საეჭვო ხასიათი, ხატვის ეფექტი შიშების მოსაშორებლად 2-ჯერ უფრო დიდია ვიდრე სხვა შემთხვევაში. ხოლო, თუ ესეთი ხასიათი მხოლოდ 1 მშობელს აქვს, მაშინ- 1.5-ჯერ ძლიერი ეფექტი. თუ ოჯახს აკლია რომელიმე წევრი, მაშინ ხატვის ეფექტი ნაკლებ გამოხატულია მაგ. მამის, ანუ იმ წყაროს არ არსებობის გამო, რომელიც ოჯახს იცავსსაფრთხისგან. რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და სრულყოფილ ოჯახშიც შეიძლება ვერ მივიღოთ მნიშნვნელოვანი ეფექტი, თუ ხშირად არის კონფლიქტები მშობლებს შორის და თან ისინი ამას არ აღიარებენ. ხატვის პროცესში თავიდან მიდიან ის შიშები, რომლებიც მხოლოდ წარმოსახვის შედეგია და მოვლენები, რომლებიც რეალურად არასდროს მომხდარა, მაგრამ ბავშვის წარმოდგენით შეიძლება მოხდებს. ამის შემდეგ თანდათან ლაგდებიან ძირითად შიშები, რომლებიც ეფუძნებიან რეალურად მატრავმირებელ, წარსულში მომხდარ და ბავშვის გრძნობებში დარჩენილ მძიმე შემთხვევებს. კვლევები ადასტურობენ ხატვითი თერაპიის ეფექტს, რომელიც შიშთა 80-85%-ს ხსნის, ხოლო დაჩენილი 15-20% შიშისგან თავის დასაღწევად, შესაძლებელია მსგავსი პრინციპით თხზულების შეთხზვა და უკვე ამ სახით მუშაობა.  

     

    ავტორი :ნინი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება/სწავლება სტიპენდიები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვცვლი სასწავლო პროგრამები ვარ სპეციალისტი ფიზიკური კულტურა/სპორტი ხელოვნება/კულტურა ვეძებ სპეციალისტს ვიყიდი ტენდერები/გრანტები სხვა კონფერენციები/ღონისძიებები მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022