მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პერფექციონიზმი ნანახია (57400) - ჯერ 27 აგვისტო 2012

    რას ნიშნავს დღეს ასე მოდურად ქცეული ტერმინი პერფექციონიზმი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მოცემული სტატია დაგეხმარებათ.

    სიტყვა პერფექციონიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან perfectio , რაც ნიშნავს უნაკლოს, სრულყოფილს.
    ფსიქოლოგიაში პერფექციონიზმი განიხილება პიროვნულ მახასიათებლად. ამ თვისების მატარებელი პიროვნება შეუპოვრად იბრძვის მიუღწევადი, არარეალური ან ძნელად მიღწევადი მიზნების შესრულებისათვის. ჩამოყალიბებული მიღწევის სტანდარტებთან შედარებით ზომავს თავის პროდუქტულობასა და თვითშეფასებას, რის გამოც გამოირჩევა თვითკრიტიკულობითა და დაბალი თვითღირებულების განცდით. სხვანაირად რომ ვთქვათ,   პერფექციონისტი თავის ცხოვრებას იმ იდეალის დევნად აქცევს, რომელიც რეალურად მიუღწეველია.
    ფსიქოლოგიაში კამათის საგანია, პერფექციონიზმი პიროვნებისათვის დადებითი პიროვნული ნიშანია თუ უარყოფითი, რაც ამ ცნების მნიშვნელობას ბუნდოვანს ხდის.  
    მკვლევართა ერთი ნაწილი წინ წამოწევს პერფექციონიზმის დადებით ასპექტებს და მიუთითებს, რომ პერფექციონისტები გამოირჩევიან მაღალი მოტივირებულობით, აქტიურობით, დაბრკოლებების გადასალახად საჭირო უსაზღვრო ბრძოლისუნარიანობით. ფსიქოლოგი ვ. როედელი აღნიშნავს: პერფექციონიზმი ადამიანს ანიჭებს ძლიერ ენერგიას, რაც მნიშვნელოვნად მაღლა სწევს მისი მიღწევის დონეს. პერფექციონიზმის მომხრე ფსიქოლოგებს მაგალითად მოჰყავთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მეცნიერები, ათლეტები, ხელოვანები, რომლებიც დიადი მიზნების მისაღწევად თავგამოდებით შრომობენ.
    თუმცა, ვარსკვლავურ ბრწყინვალებასთან დაკავშირებული პერფექციონიზმის მომხიბვლელობას ეწინააღმდეგება მისი აშკარა ნეგატიური ასპექტები. ცნობილია ფსიქოლოგიური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ უწყობს ხელს პერფექციონიზმი პათოფსიქოლოგიური ნიშნების განვითარებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პაულ ჰიუტისა და გორდონ ფლეტის მიერ ჩატარებული კვლევითი მუშაობა, რომელიც 1990 წლიდან მიმდინარეობს. მათ პერფექციონიზმი განიხილეს, როგორც მრავალგანზომილებიანი კონსტრუქტი და მისი გასაზომი სკალაც შექმნეს. პ.Hჰიუტისა და გ. ფლეტის მიხედვით პერფექციონიზმის სამი განზომილება გამოიყოფა, რომელთაგან თითოეული სპეციფიკურ ფსიქიკურ დარღვევასთანაა დაკავშირებული.
    პირველი, თვითორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ წაყენებულ ირაციონალურ მოლოდინებსა და სტანდარტებს, რაც იწვევს პერფექციონისტულ მოტივაციასა და შესაბამის ქცევებს. ასეთი პიროვნებები შეიძლება იტანჯებოდნენ საკუთარი თავის დადანაშაულებებითა და ისეთი ფსიქიკური პრობლემებით, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია, რეალურ და იდეალურ მე-ს შორის აშკარა განსვლა, დაბალი თვითპატივისცემა. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ თვითორიენტირებულ პერფექციონისტებს ასევე ხშირად აღენიშნებათ ნერვული ანორექსია.
    მეორე, სხვებზე ორიენტირებული პერფექციონიზმის ფორმა გულისხმობს სხვა ადამიანების მიმართ ჩამოყალიბებული არარეალური მოლოდინებისა და ქცევის სტანდარტების არსებობას. სხვებზე ორიენტირებული პერფექციონისტები გარშემომყოფებისაგნ მოელიან სრულყოფილებას, მუდმივად აფასებენ მათ და ორიენტირებული არიან სხვების დადანაშაულებასა და კრიტიკაზე. ასე რომ, სხვებზე ორიენტირებული პერფექციონიზმის განზომილება გულისხმობს ინტერპერსონალურ პერფექციონისტულ ქცევას, მტრობითა და შუღლით სავსე სოციალური ურთიერთობების არსებობას. თუ უფრო პოზიტიურად შევხედავთ ამ განზომილების მქონე ადამიანებს, ისინი გამოდგებიან კარგ ლიდერებად და ადამიანებში მოტივაციის გასაძლიერებლად.
    საინტერესოა პერფექციონიზმის მესამე სახე, რომელსაც პ.ჰიუტიმ და გ.ფლეტიმ სოციალურად მიწერილი პერფექციონიზმი უწოდეს. ასეთი ტიპის პერფექციონისტი მოქმედებს იმ სტანდარტებისა და მოლოდინების შესაბამისად, რომლებსაც, მისი აზრით, მას წაუყენებენ მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები. ამ ტიპის პერფექციონისტები ფიქრობენ, რომ სხვები მათგან მოელიან უნაკლოებას, სრულყოფილებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარშემომყოფების შეფასებებს და ეშინიათ, რომ არ იქნან უარყოფილნი მათ მიერ. სოციალურად მიწერილი პერფექციონიზმის მქონე ადამიანებს აქვთ გარეგანი მოტივაცია, რადგან მათ პერფექციონისტულ ქცევაზე ზეგავლენას ახდენს სხვების შეფასებები და მათ მიმართ განხორციელებული აქტივობები. ეს განზომილება მაღალ კორელაციურ კავშირშია ისეთ პათოფსიქოლოგიურ გამოვლინებებთან, როგორებიცაა დეპრესია, სუიციდი, სოციალური შფოთვა, კვებითი აშლილობები.
    სხვა კვლევების მიხედვით მნიშვნელოვანი კავშირია პერფექციონიზმსა და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას, დისმორფოფობიას, ქრონიკულ სტრესს, გულის დაავადებებს Aშორის. აღსანიშნავია, რომ პერფექციონისტებს   არაპერფექციონისტებთან   შედარებით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებათ. Aამის შესაძლებელ მიზეზად განიხილება დამატებითი სტრესი და ღელვა იმის შესახებ, რომ ყველაფერი შეუდარებლად კარგად იყოს.
    ნეგატიური მონაცემების მიუხედავად ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი მაინც თვლის, რომ პერფექციონიზმის დადებითი ასპექტები მეტად სასარგებლოა.
    კამათი პერფექციონიზმის შესახებ ფსიქოლოგიაში გრძელდება. . .
    ვფიქრობ, პერფექციონიზმის განხილვა პოზიტიურობა-ნეგატიურობის განზომილებაში შეუძლებელია იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა როლს ასრულებს ის პიროვნების ადაპტაციაში. ადაპტაციაზე მსჯელობისას კი გასათვალისწინებელია პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები და მისი სოციალური კონტექსტი. Gგარკვეული ქცევა და სტანდარტები შეიძლება ადაპტური იყოს ერთ სიტუაციაში და არა მეორეში, ერთ პიროვნებასთან და არა სხვასთან.
    და მაინც, ადაპტაციის თვალსაზრისით ღირებულია პერფექციონიზმი? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ზოგიერთი ფსიქოლოგი შემდეგ გამოსავალს პოულობს. დონალდ ჰამაჩეკი იყო ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებს ახასიათებდა ნორმალურ და ნევროტულ პერფექციონისტებად. ნორმალური პერფექციონიზმი გულისხმობს განხორციელებული მცდელობებიდან და აქტივობებიდან სიამოვნების მიღებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს თვითშეფასებას. Nნევროტული პერფექციონიზმისას კი არარეალური მიზნებისაკენ სწრაფვა უდიდესი თვითუკმაყოფილების, შინაგანი დისჰარმონიისა და დისტრესის მიზეზია. პერფექციონიზმის ამ ტიპებს სხვა მკვლევარებიც გამოყოფენ და უწოდებენ აქტიურ და პასიურ, პოზიტიურ და ნეგატიურ, ადაპტურ და არაადპტურ პერფექციონიზმს.
    ფსიქოლოგთა გარკვეული ნაწილი პერფექციონიზმის ადაპტურ-არაადაპტურ კატეგორიებად დაყოფის სასტიკი წინააღმდეგია (მაგ,: ფსიქოლოგი რენდი ფროსტი).
    მართლაც დაისმის კითხვა, ასეთი დაყოფის შემთხვევაში საერთოდ რატომ უნდა ჩაითვალოს ადაპტური პერფექციონიზმი პერფექციონიზმის გამოვლინებად? რატომ არაა ის ჩვეულიბრივი, არაპერფექციონისტული, ჯანსაღი მოტივაციის პირობებში აქტივაციის სახე?!
    ვფიქრობ, თუ პერფექციონიზმის ასეთ სახეებად დაყოფა იქნება მიზანშეწონილი, მაშინ პერფექციონიზმის განმარტებაში გარკვეული კორექტივების შეტანაც გახდება საჭირო. პირველ რიგში, საჭიროა, რომ ნათლად გაივლოს ზღვარი ჯანსაღ მოტივაციას, წარმატების მიღწევის სურვილსა და სრულყოფილებისაკენ არარეალურ სწრაფვას შორის.
    პერფექციონიზმის ირგვლივ არსებული დებატების პარალელურად სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიაში იხვეწება პერფექციონიზმის მქონე პიროვნებების განკურნების მეთოდები. ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულია კოგნიტურ-ბიჰევიორალური, ფსიქოანალიტიკური, ჯგუფური, ჰუმანისტური მიმართულებები. თერაპევტები აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობენ, პერფექციონისტებში აღმოფხვრან უკიდურესი განზომილებით აზროვნების ჩვევა. ეს უკავშირდება კლიენტის რწმენებს იმის შესახებ, რომ მიზნის მიღწევა არის ბრწყინვალება, მარცხი კი – ტრაგედია. თერაპევტები კლიენტებს ეხმარებიან, რომ დაისახონ რეალისტური მიზნები და თამამად გაუსწორონ თვალი მარცხს.
    თითოეული პიროვნების ფსიქოლოგიური სიჯანსაღისათვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობებისა და გარემოს ადექვატურად აღქმის უნარი,   განცდილ აზრებს, ემოციებსა და ქცევებს შორის შესაბამისობის შენარჩუნების ძალა. როდესაც ადამიანს ეს არ შეუძლია და არარეალური მიზნებისაკენ ჟინიანი სწრაფვის ტყვე ხდება, პერფექციონიზმი მისთვის ადაპტურ ფუნქციას ვერ შეასრულებს. მისასალმებელია, როდესაც პიროვნება სრულყოფისაკენ მიისწრაფვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აბსოლუტური სრულყოფილება არ არსებობს და თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე სრულყოფილების გარკვეულ საზღვრამდე მიღწევა შეუძლია. საკამათო საგანია, პერფექციონიზმი ეწოდება მხოლოდ ამ ზღვარს მიღმა ინდივიდის გადაბიჯების სურვილს თუ სრულყოფილების ინდივიდუალურ ზღვრამდე შეუპოვრად სწრაფვასაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის პიროვნებისათვის სრულიად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    რელიგია ეკონომიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა საგანმანათლებლო დაწესებულება დასაქმება და კარიერა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სიახლე განათლების სფეროში ქიმია მშობლიური ენა და ლიტერატურა გართობა და თამაშები ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები განათლება საქართველოში და მსოფლიოში სკოლა და მოსწავლე იურისპრუდენცია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სხვა გეოგრაფია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა კინო და მუსიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბუნება, ეკოლოგია ფიზიკა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სპორტი და ექსტრიმი ოჯახი, მშობლები და ბავშვი ფინანსები კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მათემატიკა სოციოლოგია, პოლიტოლოგია ხელოვნება და კულტურა პრესა განათლების შესახებ მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ფსიქოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები მოდა და დიზაინი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ჟურნალისტიკა, PR ბიოლოგია უცხო ენები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023