მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    "ისწავლეთ ცხოვრება ამ დაავადებასთან ერთად" ნანახია (9246) - ჯერ 16 სექტემბერი 2012

     

    შაკიკთან დაკავშირებით გავრცელებულია ასეთი რჩევა, რომელიც ერთგვარ კლიშედაც  კი იქცა- ''ისწავლეთ ცხოვრება ამ დაავადებასთან ერთად"- ეს არის ყველაფერი ის, რითითაც  შეუძლია ექიმს დახმარება გაუწიოს პაციენტს. ექიმს, რომელიც მთელი გულით ოცნებობს იმაზე, რომ მას ექნება დასვენების დღე, როცა პაციენტი კვლავ მიადგება მის კაბინეტს  დახმარების სათხოვნელად. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს არის ის დაავადება, როცა ექიმები დიდი სიხარულით გადაამისამართებენ ხოლმე პაციენტს არატრადიციული მედიცინის წარმომადგენელთან. ბუნებრივია ჩნდება კითხვა რატომ?   რა ბრალი მიუძღვის ამაში ტრადიციულ მედიცინას? მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დიდი ხნის განმავლობაში გამორჩეულად არავინ დაკავებულა  შაკიკის პრობლემის შესწავლით. არადა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შაკიკის ფენომენის შესწავლას მეცნიერულ საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი კითხვებისთვისაც შეეძლო პასუხის გაცემა.  

    დავიწყოთ იქიდან, რომ არც ერთი დაავადება არ წარმოადგენს ასეთ სრულყოფილ პათოფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს. რა თვალსაზრისით?  იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ როცა სიმსივნის ან ინსულტის შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანის ფუნქციები თანდათანობით ირღვევა, შაკიკის დროს მსგავს პროცესს ადგილი არ აქვს.(ინვალიდობის თანდათანობით განვითარება არ ხდება) არამედ საოცარია, რომ რამდენიმე წუთის, მაქსიმუმ რამდენიმე საათის შემდეგ სრულიად უკვალოდ ქრება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მეტყველების დარღვევა, ჰემიპლეგია, თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, პიროვნული აშლილობები და ა.შ. ნიშანდობლივია, ასევე რომ ჩატარებულია ძალიან ცოტა რაოდენობის ობიექტური კვლევები. და ისიც მხოლოდ ანესთეზირებულ ცხოველებზე. ბუნებრივია კრიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ცხოველებს შეიძლება სულაც  არ აწუხებდეთ შაკიკის ის ფორმა, რაც ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.  

    ნათელია, რომ შაკიკის ფენომენის შესახებ მოწესრიგებული ცოდნის სისტემის შესაქმნელად საჭიროა ამ დარღვევის მიმართ აქამდე არსებული ინტერესების, გამოცდილების, ფიზიოლოგიური ცოდნისა და მკურნალობის პრაქტიკის მონაცემების თავმოყრა. აუცილებელია შეიქმნას შაკიკის მთლიანობითი სურათი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ოლივერ საქსის მონოგრაფია "შაკიკი". განვიხილოთ მოცემული ნაშრომიდან შაკიკის შესწავლის ფსიქოლოგიური მიდგომები და ბოლოს მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დახმარება გაუწია შაკიკის ფენომენმა მეცნიერებს აღმოეჩინათ თავის ტვინში ნეირონების ორგანიზაციის ხასიათი და სენსორული ინფორმაციის გადამუშავების  პრინციპი.

    შაკიკის შესწავლის ფსიქოლოგიური მიდგომები

       ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ შაკიკის სხვადასხვა ფორმებზე. პირველი ეს არის შაკიკის სიტუაციური ფორმა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ თუ ემოციურ გადატვირთვას, რასაც კოლაპსის და შეფერხების ფაზას უწოდებენ, მოჰყვება შაკიკისებური შეტევა აგზნებისა და ძალების აღდგენის გრძნობით. ავადმყოფი ახლად დაბადებულად გრძნობს თავს. მოცემული კომპენსატორული შეტევები გვევლინება ბიოლოგიური ძილის ანალოგად ანუ წმინდად დაცვით რეფლექსად.

      მაშინ როცა კომპენსატორული შეტევები გვაგონებს ძილს, რეგრესულის დროს პარალელის გავლება შეგვიძლია ავადმყოფობასთან. სიტუაციური ფორმის შაკიკი ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს სიმშვიდესა და მარტოობას, ხოლო რეგრესულის დროს პირიქით, წინა პლანზეა  სიბრალულის დამსახურების განცდა.  ის თითქოს სიკვდილის სარეცელზე იმყოფება, ამიტომ მთელი ოჯახი გარს უნდა ეხვეოდეს მას. ბუნებრივია ასეთი ტიპის შაკიკი დამახასიათებელია იპოქონდრიული ადამიანებისთვის. შესაბამისად რეალურ ჩივილებთან ერთად თავს იჩენს გამოგონილი სიმპტომებიც.

      შაკიკის, როგორც დაგროვებული ემოციური სტრესებისა და კონფლიქტების "გადამუშავების" მექანიზმად განხილვას ემხრობა ოლივერ საქსიც. მისი აზრით მენსტრუაციული შაკიკი სხვა არაფერია თუ არა ამ ფუნქციის შემსრულებელი. ის ამ პროცესს მთელი თვის სტრესების რამდენიმე დღის ტანჯვაში კონცენტრირებას უწოდებს. მას ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს  საკუთარ პაციენტებზე დაკვირვება აძლევს. საქსი აღნიშნავს, რომ მენსტრუაციული სინდრომის განკურნების შემდეგ, მენსტრუაციული პერიოდის მომდევნო თვის განმავლობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ შფოთვისა და ნევროტული კონფლიქტების განცდა.  

      შაკიკის კიდევ ორ სახეზე უნდა ვისაუბროთ. პირველი ეს არის აგრესიული შაკიკი. ამ დროს ემოციური ფონია მრისხანება, მტრობა,(ზოგჯერ გაუცნობიერებელი) რისი გამოვლენა პირდაპირ დაუშვებელია. ეს ხშირია ემოციური ამბივალენტობის შემთხვევაში, როცა კონკრეტული ადამიანის მიმართ ერთდროულად განვიცდით სიძულვილსაც და სიყვარულსაც. და ეს კონკრეტული ადამიანი შეიძლება იყოს მშობელი, შვილი, მეუღლე,თანამშრომელი და ა.შ. ანუ ამ შემთხვევაში არსებობს მოთხოვნა, რომ უნდა იყო მოცემულ ადამიანებზე დამოკიდებული, ეს კი შენთვის აუტანელია და სწორედ ამიტომ მიმართავ შაკიკის შეტევებს. ამ მხრივ საინტერესოა მიმბაძველი შაკიკის ფორმა. ზოგჯერ შვილი შაკიკით დაავადებულ მშობელთან აიგივებს საკუთარი თავს. უერთდება მშობელს ავადმყოფობაში ანუ ერთგვარ კონკურენციას უწევს მას. შაკიკის მოცემული ფორმა იმიტომ იწვევს ინტერესს, რომ მისი საშუალებითაც შეიძლება აიხსნას ოჯახური შაკიკის ფაქტები და ამის ფონზე შეიძლება უსაფუძვლოდ მივიჩნიოთ იმის ცალსახა მტკიცება,რომ შაკიკი მემკვიდრეობით გადაეცემა. დაბოლოს, არსებობს შაკიკის ისეთი ფორმა, რომელიც არა სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაა აგრესიულობის გამომხატველი. ამ შემთხვევაში შაკიკის შეტევები თვითგაკიცხვას, საკუთარი თავის დადანაშაულების მიზნებს ემსახურება.

       შაკიკის მოცემულ ფორმებზე საუბრისას ბუნებრივია ჩნდება შემდეგი კითხვა: როგორ შეიძლება ემოციამ თუ დათრგუნვილმა ემოციურმა მდგომარეობამ წარმოშვას შაკიკი? ეს იმ მუდმივი პრობლემის ნათელი შემთხვევაა, რასაც  ფროიდი "სულიდან სხეულში საიდუმლო ნახტომს უწოდებდა". როგორც ვიცით, მან შემოგვთავაზა კონვერსიის თეორია. ამ თეორიის მიხედვით ისტერიის დროს ავადმყოფისათვის აუტანელი წარმოდგენების უვნებელყოფა ხდება მოცემული მზარდი აგზნების ფიზიკურ სიმპტომატიკაში გადასვლის გზით. ნიშანდობლივია, რომ როგორც ფროიდი, ისე   ფსიქოსომატიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფრანც ალიქსანდერიც, იმთავითვე ანსხვავებდა ერთმანეთისგან ისტერიულ-კონვერსიულ ფენომენებსა და ვეგეტატიურ ნევროზებს. პირველი მათგანი შემოიფარგლება მხოლოდ ნებისმიერი კუნთების, მამოძრავებელი ნერვებისა და ასევე სენსორული სისტემებისგან წამოსული სიმპტომებით, განსხვავებით ფსიქოგენური სიმპტომებისგან, რომელიც ვეგეტატიურ განგლიებში წარმოიქმნება. ისტერიული სიმპტომი ემოციური დაძაბულობის ჩამნაცვლებლად გვევლინება. იმ ემოციის, რომელმაც ვერ ჰპოვა ადექვატური გამომჟღავნება მოტორული ქმედების გზით. მოცემული ემოციური დაძაბულობის შემცირება ხდება თავად სიმპტომით. ხოლო ვეგეტატიური ნევროზისას სიმპტომი  დათრგუნული ემოციის გამომხატველი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური ცვლილების ნორმალური თანმხლები მოვლენაა. თუმცა არსებობს ისეთი ვეგეტატიური სიმპტომები, რომელსაც ფრანც ალიქსადერის მოცემულ პრინციპს ვერ მივუყენებთ. ის თვითონაც აღიარებს,  რიგ შემთხვევებში აღნიშნული ორივე მექანიზმის ერთდროულ მოქმედებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია შაკიკი და საინტერესოა მისი სწორედ ამ თვალსაზრისით განხილვა. შაკიკის დროს აღინიშნება ისეთი ფიზიოლოგიური ცვლილებები როგორიცაა სისხლძარღვების და სასქესო ორგანოების გაფართოება, სითხის შეკავება, ყაზბობა, დიურეზის გაძლიერება და ა.შ ანუ საუბარია წმინდად სიმპათეტიკური ნერვული სისტემის პირდაპირ მოქმედებაზე, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სიმბოლიზმს. თუმცა თუ გავიხსენებთ შაკიკის შემადგენელ ისეთ განუყოფელ სიმპტომს როგორიცაა პირღებინება და გულისრევის  შეგრძნება და ვნახავთ რომ ხშირად ის ახდენს ზიზღის სიმბოლიზებას,(ეს შეიძლება იყოს სექსუალური ზიზღის სიმბოლო ან ჩვეულებრივ ადამიანისთვის აუტანელი სიტუაციისა თუ უსიამოვნო პიროვნებისგან თავის დაღწევის საშუალება) შაკიკის კონვერსიულ ფენომენებთან მსგავსებასაც აღმოვაჩენთ. ამ დროს საწყისი ფიზიკური სიმპტომი ასოცირდება სპეციფიკურ მოთხოვნილებასა და ფანტაზიებთან, რასაც თავისთავად მივყავართ მეორადი, სიმბოლური მდგომარეობის აღმოცენებამდე. თუმცა შაკიკი არ გვევლინება ისტერიულ არტეფაქტად. მისი სიმპტომები რეალურია და ემყარება ფიზიოლოგიურ რეაქციებს. ისტერია კი ეფუძნება ადამიანის გამოგონილ(არარეალურ) წარმოდგენებს საკუთარი სხეულებრივი მდგომარეობის შესახებ. ასეთ დროს სიმბოლო უშუალოდ გადადის სიმპტომში. მაგალითად ხელი, რომელიც პაციეტის ფანტაზიაში შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს, შეიძლება უვნებელყოფილ იქნეს ან დაისაჯოს დამბლით, თუმცა დამბლას თან არ ახლავს ნევროლოგიური დეფიციტი. ხოლო შაკიკის დროს სიმპტომები ფიქსირებულია და მიბმულია ფიზიოლგიურ საფუძველზე.

        კონვერსიულ ფენომენებთან მსგავსების გამო, ჩვენ შაკიკის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ ისევე, როგორც ფროიდი მსჯელობდა სიზმრების სიმბოლიკის შესახებ. ის აღნიშნავდა, რომ  სიზმარი არქაულ და უნივერსალურ, "ძველ, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ პრაქტიკიდან გამოსულ გამოხატვის საშუალებას" წარმოადგენს. შაკიკი, ისევე როგორც სიზმარი სხეულის პირველყოფილ ენად გვევლინება, რომელიც იმპლიციტურად  ინახება ჩვენს ნერვული სისტემის სტრუქტურასა თუ ფუნქციურ ორგანიზაციაში. ადეკვატური გამოხატვის შეუძლებლობის პირობებში, ჩვენ სწორედ ამ არქაული ენით ვსარგებლობთ, რომელიც ვერბალური ენის დაბადებამდე არსებობდა. თუმცა ისმება საკითხი რატომ ვიყენებთ კვლავ ვეგეტატიურ სიმპტომებს, მიმიკებს და სენსორულ ხატებს, თუ ჩვენ უკვე შეგვიძლია სიტყვების გამოყენება? შესაძლებელია ასეთი მოქმედება რეგრესული ბუნების მატარებელია, მაგრამ ის არასოდეს იქნება პრაქტიკიდან სრულიად ამოღებული. ამის დასადასტურებლად ოლივერ საქსი ვიტგენშტეინის შემდეგ სიტყვებს იშველიებს: "ის, რისი ჩვენებაც შეიძლება, მისი ენით გამოთქმა შეუძლებელია" ან კიდევ "ადამიანური სხეული - ეს არის ადამიანური სულის საუკეთესო პორტრეტი". ამასთან დაკავშირებით ჩვენ კი შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა გვეძლევა, რომ რაც უფრო მეტად მივმართავთ ვერბალიზაციას, მით უფრო ნაკლები ადგილი დარჩება ვეგეტატიურ სიმპტომებს ჩვენს  ცხოვრებაში.  

      რომ შევაჯამოთ: შაკიკის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს იერარქიულად ორგანიზებული გამომწვევი ფაქტორები: ზოგად-რეფლექტორული რეაქციებითა და ფიზიოლოგიური პროცესებით დაწყებული და უფრო სპეციფიური, კონკრეტული ავადმყოფისთვის დამახასიათებელი კონვერსიული მექანიზმებით დამთავრებული. ანუ მოცემული იერარქიის საფუძველში მოთავსებულია უნივერსალური ადაპტაციური რეაქციები, ხოლო საბოლოო სურათი ვარირებს პაციენტიდან პაციენტამდე მათ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებთან და სიმბოლიკასთან მიმართებით. შესაბამისად როდესაც ისმება საკითხი არის თუ არა შაკიკი გენეტიკური თუ შეძენილი ავადმყოფობა, ის შემდეგნაირად შეიძლება გადაიჭრას: გენეტიკურია მისი ფიქსირებული ნიშნები, ხოლო ზემოთ აღნიშნული ცვალებადი კომპონენტი კი შეძენილ ფენომენს წარმოადგენს. განვიხილოთ  სიარულის მაგალითზე. სიარული ეს არის ელემენტარული ზურგის ტვინის რეფლექსი, რომელიც იძენს უფრო და უფრო მკაფიო ინდივიდუალურ ნიშნებს ინაცვლებს რა ნერვული სისტემის უფრო და უფრო მაღალ დონეებზე. საბოლოოდ კი ისეთ თავისებურ ფორმასაც კი იღებს, რომ შეგვიძლია ადამიანი თავისი სიარულის მანერითაც კი ვიცნოთ.

     

    ჰალუცინაციები

    ძალიან საინტერესოა ამ კუთხით შაკიკით დაავადებულთა ნახატების განხილვა. ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ საგნების კონტურების ცვლილება, სწორხაზოვანი დეტალების ტალღისებურად გარდაქმნა. ამ დროს მათთვის სამყაროში ყველაფერი უწესრიგოდ მოძრაობს და შესაბამისად შეუძლებელი ხდება მათი იდენტიფიკაცია. საოცარია, რომ ეს ფენომენები შეიძლება მხედველობის მხოლოდ ერთი ველით შემოიფარგლოს ან ერთი ველის ფარგლებში გარკვეული ნაწილი დაიკავოს. მიუხედავად იმისა, რომ მნათი  რკალები, მოციმციმე სკოტომები ფარავს  გარემომცველ სამყაროს სურათს მთლიანად ან ნაწილობრივ, ის მაინც არ ამახიჯებს სივრცისა და გარეგანი სამყაროს აღქმას. დამახიჯებას ადგილი აქვს მხოლოდ მხედველობითი დარღვევის მესამე დონეზე.

      კლუვერმა ნაციონალური თუ კულტურული კონტექსტის მიუხედავად, ჰალუცინაციურ განცდებში უნივერსალური ელემენტები აღმოაჩინა  და მათ კონსტანტური ფორმები უწოდა(ჭადრაკის დაფა, ბადე და ა.შ) სხვადასხვა ეტიოლოგიის მდგომარეობის შემთხვევაშიც კონსტატური ფორმების არსებობის ფაქტმა ის მიიყვანა იმ  დასკვნამდე, რომ სენსორულ ქერქში არსებობს ინფორმაციის გადამუშავების რაღაც ზოგადი გზა, რაღაც ფუნდამეტური მექანიზმი. ამ საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, მანამ, სანამ მეოცე საუკუნეში სენსორული კალეიდოსკოპის იმიტირება არ გახდა შესაძლებელი. შექმნილი კომპიუტერული მოდელების დახმარებით აღმოაჩინეს, რომ როგორც პათოლოგიურ შემთხვევებში, ისე ნორმის დროს ქერქში ადგილი აქვს ქაოტურ და თვითორგანიზებად პროცესებს, რომელიც სენსორული ინფორმაციის გადამუშავების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუმცა ეს პროცესები ნორმის დროს შემოიფარგლება მიკროსკოპულ, უხილავ ნაწილებში, ხოლო პათოლოგიის დროს ადგილი აქვს მათ სინქრონიზაციას, უფრო გლობალური მასშტაბების დაკავებას და ცნობიერებაში მოწესრიგებულად ორგანიზებული ჰალუცინაციების სახით გამოვლენას. საქსი აღნიშნავს,  რომ კომპიუტერული მოდელი თავდაპირველად შეიქმნა ნორმალური აქტივობის შესასწავლად, მაგრამ შემდეგ მათ  პათოლოგიურ პროცესებზეც დაკვირვების მიზნით შეცვალეს გარკვეული პარამეტრები და ამან კი , ასე ვთქვათ, მათი მოდელის შაკიკით დაავადება გამოიწვია.

      ნაშრომის დასასრულს ოლივერ საქსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიცვალა საერთოდ შეხედულება ბუნებაზე. ჩვენ ვაღიარეთ არასწორხაზოვანი დინამიკური პროცესების არსებობა. ბუნებრივი სისტემების საკმაოდ დიდ რაოდენობაში ქაოტურ და თვითორგანიზებად პროცესებს ვაწყდებით. ასე, რომ მისი აზრით სრულიადაც არ არის საჭირო სამყაროს შესამეცნებლად შორეული ექსპედიციები, მაშინ როცა ჩვენს განკარგულებაშია ბუნებრივი ლაბორატორია, მიკროკოსმოსი, რომელიც ჩვენს თავში იმალება. "სწორედ ამ კუთხით იწვევს ჩვენს ინტერესს შაკიკი. ის არა მხოლოდ ნეირონების ორაგანიზაციის საიდუმლოს გვიხსნის, არამედ მთელი სამყაროს მოწყობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას."

     

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტენდერები/გრანტები მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ სხვა ვეძებ სპეციალისტს განათლება/სწავლება ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვცვლი ფიზიკური კულტურა/სპორტი ვარ სპეციალისტი სასწავლო პროგრამები სტიპენდიები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი კონფერენციები/ღონისძიებები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023