 ჩვენ განვიხილავთ სამ სიტუაციას კომპიუტერთან მიმართებაში: როცა სახლში კომპიუტერი არ არის; როცა ის არის და როცა სულ ახლახან იყიდეს.
პირველი ვარიანტი ძალიან კარგია იმ გაგებით, რომ ბავშვს ეცოდინება კომპიუტერის გამოყენება (არა როგორც უკანასკნელი საჭიროება თანამედროვე სამყაროში) და მის მიმართ ექნება დამოკიდებულება-როგორც ჩვეულებრივ საგანთან, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. Aასევე არ ღებულობს კომპიუტერს, როგორც სათამაშოს, რადგან მას ხშირად იყენებენ მშობლები სამუშაოდ. ალბათ ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. კომპიუტერთან ბავშვის დამოკიდებულებაში 3 ფაქტორს აქვს მნიშვნელობა და გავლენა:
- ბავშვის ასაკი;
- კომპიტერთან ჯდომის დრო;
- საქმიანობის შინაარსი;
განვიხილოთ ასაკობრივ ჭრილში ეს სამი ფაქტორი;
2-5 წელი
საერთოდ, ბავშვები იწყებენ კომპიუტერით სარგებლობას, თუკი ის აქვთ სახლში 2 წლიდან 3 წლამდე და ითვისებენ ძალიან ბევრ რამეს მისი საშუალებით. ხშირად თამაშებში შეუძლიათ აჯობონ უფროსებს. ეს არც კარგია და არც ცუდი. სინამდვილეში, სულ უბრალოდ შეიძლება არ შევამეცნოთ ბავშვს კომპიუტერი, არ ვანახოთ თამაშები, მაგრამ ხშირად მშობლებს თვითონ სურთ ეს გააკეთონ; ჩნდება კითხვა - რატომ?! ალბათ იმისთვის, რისთვისაც ასწავლიან 2-3 წლის ასაკში კითხვას, თვლას და ა.შ. მხოლოდ იმისთვის რომ ბავშვმა ,,იცოდეს’’. მთავარია გავიგოთ, რომ ეს არ არის აუცილებელი. მეორე მხრივ, არ არის ცუდი, მაშინ როდესაც არსებობს კონტროლი მშობლების მხრიდან, რადგან ბავშვისთვის იხსნება მრავალი ახალი შესაძლებლობები, თუნდაც პატარების განვითარებისათვის არსებული თამაშები. განვითარება _ ეს ჯადოსნური სიტყვაა, მაგრამ საჭიროა იყოს ზომიერად. ასე რომ, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რითი არის ჩვენი შვილი დაკავებული კომპიუტერთან. მარტო მისი დატოვება ნამდვილად არ ღირს. Gგარდა იმისა, რომ მან შეიძლება წაშალოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე ის იფუჭებს საკუთარ მხედველობას და ნერვულ სისტემას-ზედმეტად დიდხანს ჯდომით.Mმეორე წესი რომელიც ამ ასაკის ბავშვთან აუცლებლად უნდა დავიცვათ ეს არის დრო, სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის 10 წუთი დღეში კომპიუტერტთან ჯდომა საკმარისია, თანაც თამაშის შინაარსი უნდა იყოს მისი გონების განმავითარებელი, მაგ: სახატავები, გასაფერადებლები და სხვა.
6-9 წელი
ამ ასაკში შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ ინფორმაციასთან მუშაობა და კარგი იქნება თუკი ეს მოხდება თამაშის ჭრილში. ამისათვის არსებობს თამაშის სპეციალური ტიპები. ამ შემთხვევაშიც კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობა განსაზღვრულია და არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. ყოველთვის უნდა აკონტროლოთ ის ფაქტი თუ რითია ბავშვი ამ დროს დაკავებული. მას უკვე თვითონ, დამოუკიდებლად Dშეუძლია მოძებნოს და იპოვოს სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენს ფაილებში, შეუძლია მარტომ ითამაშოს. არსებობს კარგი ინტერნეტ-გვერდები სწორედ ამ ასაკის ბავშვებისათვის, ღირს რომ ის მათ ნახონ. მათთვის ბევრი საინტერესო მასალა მოიპოვება ამგვარ გვერდებზე.
10-12 წელი
ამ ასაკში უკვე ნახევარი საათის განმავლობაში შეიძლება იჯდეს ბავშვი კომპიუტერის ეკრანთან. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები ბევრად მეტ დროს ატარებენ, რაც არ არის კარგი მათი ჯანმრთელობისათვის. ამ ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვს შეუძლია ითამაშოს და ასევე მოძებნოს საჭირო, მისთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში და ასევე გააგებინოს ამის შესახებ თავის მეგობრებს ჩატის საშუალებით. ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელია ამ ასაკის ბავშვისათვის, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სამწუხაროდ მშობლების კონტროლი ნელ-ნელა სუსტდება და ისინი ვერც კი ამჩნევენ თუ როგორ გადაადგილდება მათი შვილი ვირტუალურ სამყაროში. თუ ამ დროისათვის ჩვენ სწორად ვასწავლით მას ინფორმაციის დამუშავებასა და დროის კონტროლს, მაშინ პრობლემები არ უნდა შეიქმნას. სხვა საქმეა თუკი ბავშვს აქვს თვითკონტროლის დაბალი დონე. ამ შემთხვევაში ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ სიტუაცია. თვითკონტროლზე და ფასეული ინფორმაციის დაცვაზე დაგვეხმარება პროგრამა ტაიმერის ცლოცკ-ის გამოყენება. არსებოს ორი ვარიანტი, ბავშვი კომპიუტერის გენიოსია და მისთვის ყველა ჩვენი პროგრამა უადვილესია, ან უნდა ვაკონტროლოთ მისი კომპიუტერთან ჯდომის დრო.
13-15 წელი
მიზანდასახულმა და განვითარებულმა პიროვნებამ შეიძლება თვითონ შეაფასოს და გადაწყვიტოს რამდენ ხანს დაჯდეს და რითი დაკავდეს კომპიუტერთან. ხშირად მშობლებს ეშინიათ რომ ბავშვი შეძვრება პორნოგრაფიულ გვერდებზე ან ითამაშებს მსგავს თამაშებს. ეს ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ თქვენ ვერ შეაჩერებთ ამას. სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვს ეს საერთოდაც არ აინტერესებდეს და ეს ყველაფერი მოხდეს უფრო გვიან 16 წლის შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდებს, რომლებიც თავისი პროფესიის დაკავშირებას აპირებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. მათ კომპიუტერი სჭირდებათ როგორც ჰაერი.Eეს მათი ცხოვრებისეული არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუმცა ხდება ისე, რომ მოზარდი უბრალოდ თამაშობს ,,სროლებს, დაჭერობანას’’ ან არამიზნობრივად დაბოდიალობს ქსელში. დგება ზუსტად ის დრო როდესაც უნდა დავფიქრდეთ აეწყო თუ არა მას ურთიერთობა ამხამაგებთან, გაუჩნდა თუ არა ცხოვრებისეული მიზანი. თუ ეს ყველაფერი არ არის სწორად დალაგებული, დროა ამაზე ვიზრუნოთ. (ამ თემასთან დაკავშირებით არსებოს სტატია_,,გაქცევა რეალობიდან’’). თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები . თუკი ყველაფერი წესრიგშია, ის ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან და გააჩნია თუნდაც ერთი გატაცება, ამ შემთხვევაში არ ღირს განგაშის ატეხა.
სახლში კომპიუტერი არ არის;
თუ კომპიუტერი სახლში არ არის და არც მოსალოდნელია რომ იქნება, მაშინ ბავშვი თავის ოცნებაში შეიძლება იკარგებოდეს ვირტუალურ სამყაროში ან მეგობრებთან, რომელთაც ეს განძი აქვთ სახლში. ეს არც ისე ცუდია, რადგან კომპიუტერის ცოდნის გარდა, მას აქვს სოციალური ურთიერთობები. საყვარელი თამაშები თემაა რომელიც იმსახურებს აღიარებას და პატივისცემას. თუმცა ისევ და ისევ შეიძლება ეს გადაიზარდოს დიდ ინტერესში, რომელიც იქონიებს გავლენას პროფესიის არჩევაზე. არსებობს კიდევ დიდი მინუსი-კონტროლის სრული არ არსებობა მშობლების მხრიდან. თუ ბავშვი კომპიუტერული თამაშების გარდა ვერაფერს ხედავს და არ ისმენს, სულ ამაზე ლაპარაკობს, ის აუცილებლად უნდა ნახოს ფსიქოლოგმა. შესაძლებელია, რომ მას ჰქონდეს სერიოზული პრობლემა. Fფსიქოლოგმა შეიძლება გირჩიოთ მოღვაწეობის რომელიმე სფერო, რომელიც მოერგება თქვენს შვილს და უმტკივნეულოდ შეცვლის პრობლემას.
ასევე შესაძლებელია, რომ ბავშვმა საერთოდ არ გამოიჩინოს მიდრეკილება კომპიუტერის მიმართ. ინფორმატიკის გაკვეთილი კი უინტერესო იყოს მისთვის. შესაძლებელია ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდეს, მაგრამ სამწუხარო იქნება თუ მას საერთოდ არ ექნება ამგვარი ინტერესი.
კომპიუტერი ახლახან იყიდეს.
თუკიKკომპიუტერი ახალი ნაყიდია სახლში, აქ შეიძლება სხვა პრობლემა წარმოიქმნას-ახალი მიმზიდველი ნივთი, რომელიც ხსნის თავბრუდამხვევ შესაძლებლობებს და ამასთანავე ადგილი აქვს არანაირ გამოცდილებას მასთან ურთიერთობის. შემდგომში ინტერესი შეიძლება განელდეს ან გაიზარდოს და გახდეს მეგობრებში უსასრლო გარჩევის თემად, როგორც ახალ მიღწევები, ასევე ახალ თამაშები. ფაქტობრივად კომპიუტერული თამაშები სრულიად ცალკე თემაა. სჯობს გაკონტროლება: ვაჩვენოთ, ახალი ჭკვიანური თამაშები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ჩვენც ვერკვევით მათში, თუკი არა, არ ღირს. Uუნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ცალმხრივად ვამტკიცოთ, რომ ეს კომპიუტერული ,,სროლა, დაჭერობანა’’ ცუდია ფსიქიკისათვის. საქმე იმაშია, რამდენად აინტერესებს თქვენს შვილს კომპიუტერული თამაშები?! თუკი კომპიუტერული თამაშების გარდა მისი ცხოვრებიდან ქრება სხვა ინტერესი მაშინ თქვენს შვილს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც თამაშის მიმართ არც ისე უმნიშვნელოა, ნამდვილად ღირს ამ პრობლემესის გადაჭრის გზების ძიებას მივაქციოთ ყურადღება. |