
გადაწყვეტილების მიღება (Ddecision making) _ ალტერნატივებს შორის არჩევის პროცესი, შესაძლო ვარიანტების სელექცია და უარყოფა.
უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში ადამიანთა ყურადღება კონცენტრირებულია არჩევანის პოზიტიურ მხარეებზე _ თქვენ აგროვებთ აშკარა დამამტკიცებელ საბუთებს რაღაცის სასარგებლოდ მაშინ, როცა ,,გაუქმების“ მოთხოვნის შემთხვევაში ყურადღების კონცენტრირება არჩევანის ნეგატიურ ასპექტებზე ხდება _ თქვენ აგროვებთ ინფორმაციას რაღაცის წინააღმდეგ. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება შეიცვალოს.
ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს კითხვის ფორმულირება (Solvic, 1995) სწორედ ამიტომ საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნა. ჩვენს უნდა შეგვეძლოს გადაწყვეტილების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, ექვემდებარება თუ არა ის დეტალურ ანალიზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: _ ,,როგორ შეიცვლებოდა ჩემი არჩევანი ამა თუ იმ ვარიანტის უარყოფის და არა არჩევის შემთხვევაში?“ თუ რომელიმე კონკრეტულ არჩევანს ერთ შემთხვევაში ვანიჭებთ უპირატესობას, ხოლო მეორე შემთხვევაში უარვყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
არჩევანის ფორმა -გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ გზას იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რომელი არჩევანი მოგვიტანს უდიდეს სარგებელს, ან უმცირეს დანაკარგს. ასე რომ, თუ შემოგთავაზებენ 5 ან 10 დოლარს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიხვდებით, რომ უკეთესია 10 დოლარის არჩევა. სიტუაციას ართულებს ის, რომ სარგებლის და დანაკარგის აღქმა ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმითაა არჩევანი მოცემული. „ფორმა“ წარმოადგენს არჩევანის დეტალურ აღწერას. წარმოიდგინეთ, რომ გვეკითხებიან: _ `რამდენად გაგახარებდათ ხელფასის გაზრდა 1 000 დოლარით?~ თუ არ ველოდებოდით ხელფასის მომატებას, ეს დიდი მიღწევა იქნება და ძალიან გაგვაბედნიერებს, მაგრამ მანამდე თუ რამდენიმეჯერ შეგვპირდნენ ხელფასის 10 000 დოლარით გაზრდას, მაშინ როგორ ხასიათზე დავდგებით? უეცრად შეიძლება ისეთი განცდა დაგვეუფლოს, თითქოს ფული დაკარგეთ, რადგან 1 000 დოლარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ველოდით; თუმცა, ორივე შემთხვევაში 1 000 დოლარით მეტს მიიღებდით წელიწადში _ ობიექტურად, ზუსტად ერთნაირ მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან განსხვავებულია. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ორიენტირები გადაწყვეტილების მიღებისას (Kahneman, 1992). რას განვიხილავთ მოგებად და რას _ დანაკარგად, ნაწილობრივ, განისაზღვრება მოლოდინებით – 1 000 დოლარის ან 10 000 დოლარის მომატება _ რომელზეც ორიენტირებულია ადამიანი (ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს სამსახურში დარჩენას).
როგორ შეგვიძლია ასეთი შედეგების საკუთარ ცხოვრებაში გამოყენება? რეალურ სამყაროში გადაწყვეტილების მიღება გვიხდება, რომელიც მომავლის შესახებ ჩვენს საკუთარ ან სხვების მოსაზრებას (ვარაუდს) ეყრდნობა. ასეთ შემთხვევებში, უნდა ვცადოთ პრობლემის როგორც მოგების, ისე წაგების კუთხით განხილვა.
მანქანის გამყიდველის შემთხვევა იმ სიტუაციის საუკეთესო მაგალითია, როდესაც ვიღაც ცდილობს ინფორმაციის ისეთი ფორმით მოწოდებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, სასურველი გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ასეთი რამ სისტემატურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ყოველთვის, არჩევნების მოახლოებისას, ორი მოწინააღმდეგე კანდიდატი ცდილობს საკუთარი თავისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ისე, რომ ამომრჩეველთა სიმპათია დაიმსახუროს. ერთმა კანდიდატმა შეიძლება თქვას: _ « ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელო იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც დღემდე წარმატება მოაქვს“, ოპონენტს შეუძლია მის საწინააღმდეგოდ თქვას, რომ ,,მას ეშინია ახალი იდეების.” ერთი კანდიდატი შეიძლება ამბობდეს: _ ,,ეს პოლიტიკა ეკონომიურ აღმავლობამდე მიგვიყვანს.“ მისი ოპონენტი კი შეიძლება შეეწინააღმდეგოს: _ ,,ეს პოლიტიკა საზიანოა გარემოსათვის.“ ხშირ შემთხვევაში ორივე მართალს ამბობს _ ერთი და იგივე პოლიტიკა შეიძლება ეკონომიკისათვის კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ გარემოსთვის _ საზიანო. ასეთ დროს ფორმის დამაჯერებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ბიოგრაფია (Tversky & Kahneman, 1981; Vaughan & Seifert, 1992). ამგვარად, გადაწყვეტილების მიღებაზე გამონათქვამის ფორმულირების გავლენის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა განაპირობებს მსგავს სიტუაციებში ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებას. თუ ჩვენ სხვა ადამიანების ქცევის გაგების სურვილი გაქვთ, შევეცადოთ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოახდინეს ამ ადამიანებმა გადაწყვეტილების ფორმირება.
გადაწყვეტილებისთვის თავის არიდება (ავერსია) (Decision aversion) _ გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის არიდების ტენდენცია; რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით მეტია მისგან განრიდების ალბათობა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დიდი შრომის შემდეგ სხვადასხვა კუთხით შეაფასეთ ალტერნატივები. რა მოხდება შემდეგ? შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ გინდათ გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, ადამიანთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების საკმაოდ ძლიერი ტენდენცია, რაც განპირობებულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით (Bettie et al.,1994):
· ადამიანებს არ უყვართ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგადაც ზოგს ექნება მეტი სასურველი კეთილდღეობა, ზოგს კი – ნაკლები;
· ადამიანებს შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, როგორ ინანებენ, თუ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი უფრო ცუდი აღმოჩნდება, ვიდრე ის, რომელიც მათ არ გააკეთეს;
· ადამიანებს არ სურთ, პასუხისმგებელნი იყვნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგი ჰქონდეს;
· ადამიანებს არ მოსწონთ გადაწყვეტილების მიღება სხვების მაგივრად.
იმ პირობების განსაზღვრის მიზნით, რომლებშიც ადამიანები ეძებენ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია ამ უკანასკნელი დებულების საპირისპიროს ფორმულირება. რამდენადაც ადამიანებს არ უყვართ გადაწყვეტილების მიღება, ისინი უკეთ გრძნობენ თავს, თუ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს. ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.
- სასურველია შევეცადოთ, თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები.
- ნუ დავარწმუნებთ საკუთარ თავს იმაში, რომ ძალიან რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ და არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება.
- შეუძლებელი არაფერია, გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება.
|