მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ლოურენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორია. ნანახია (9644) - ჯერ 13 იანვარი 2013

    ამ სტატიაში საუბარია ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის შესახებ.

     

    ლ. კოლბერგამა დასვა ასეთი კითხვა: - რომელი შემეცნებითი სტრუქტურები აღწერენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ტყუილი(რომელიც აღმოცენდება გარკვეული ასაკის ბავშვებში და აქვს თავისი განვითარების ეტაპები), შიში (რომელიც, ასევე ასაკობრივი მოვლენაა), ქურდობა (ასევე დამახასიათებელია ბავშვობის პერიოდისთვის). ცდილობდა რა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას, ლ. კოლბერგმა აღმოაჩინა, ბავშვის განვითარებაში რიგი საინტერესო ფაქტებისა, რომელმაც საშუალება მისცა მას, შეექმნა ბავშვის მორალური განვითარების  თეორია.

     

    ლ. კოლბერგმა კვლევა ბიჭებზე ჩაატარა (ნ. ეიზენბერგის და სხვა მეცნიერების კვლევებით დასტურდება, რომ ბიჭებისა და გოგოების მორალური მსჯელობის განვითარება მსგავსია), რომლებიც 3 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდებოდნენ (10, 13 და 16 წელი). ლ. კოლბერგი ბიჭებს მორალურ დილემებს აწოდებდა, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ მორალურ განვითარებას აფასებდა. განვიხილოთ ერთ-ერთი დილემა:

     

    ”ევროპაში ერთი ქალი კიბოს იშვიათი ფორმით იყო ავად და კვდებოდა. არსებობდა ერთადერთი წამალი, რომელსაც, ექიმების აზრით, ამ ქალის შველა შეეძლო. ეს წამალი აღმოაჩინა აფთიაქარმა, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა. წამლის წარმოება ძვირი ჯდებოდა, თუმცა აფთიაქარი ითხოვდა იმაზე 10-ჯერ მეტს, ვიდრე წამლის თვითღირებულება იყო. ამ წამლისთვის საჭირო მასალას 200 დოლარად ყიდულობდა, ხოლო მზა წამლისთვის კი 2000 დოლარს ითხოვდა. ავადმყოფი ქალის ქმარმა ყველა ღონე იხმარა, მაგრამ 1000 დოლარზე მეტი ვერ შეაგროვა. მან აფთიაქარს სთხოვა, რომ ან იაფად მიეყიდა წამალი, ან მოგვიანებით გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. მაგრამ აფთიაქარმა უპასუხა: - არა, ეს წამალი მე აღმოვაჩინე და ეხლა მისი გაყიდვით ფულის შოვნა მინდა. სასოწარკვეთილი ქმარი ღამით აფთიაქში შეიპარა და წამალი მოიპარა”.


    დილემის მიწოდების შემდეგ, ლ. კოლბერგი სვამდა კითხვებს:


    -                        უნდა მოიპაროს, თუ არა წამალი? რატომ?


    -                        სწორია, თუ არა წამლის მოპარვა? რატომ?


    -                        ცოლი რომ არ უყვარდეს, უნდა მოიპაროს? რატომ?


    -                        სხვა რომ კვდებოდეს, უნდა მოიპაროს? რატომ?


    -                        მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოს? რატომ?


    -                        ქურდობა კანონით ისჯება. მორალურადაც ცუდია?


    ლ. კოლბერგს აინტერესებდა არა ის, ჩათვლიდა თუ არა კონკრეტული ბავშვი ქმრის საქციელს მორალურად ან ამორალურად, არამედ ის, თუ როგორ დაასაბუთებდა თავის პასუხს და როგორ იმსჯელებდა ამის შესახებ. მას აინტერესებდა, თუ რატომ თვლიდა ბავშვი ქმარს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ.

                შეისწავლა რა ბავშვების პასუხები, ლ. კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების სამი ძირითადი დონე და თითოეული დონე კი, ორ სტადიად დაყო. პირველ დონეს ლ. კოლბერგმა პრეკონვენციური დონე უწოდა, მეორეს - კონვენციური, ხოლო მესამეს - პოსტკონვენციური (კონვენციური წესები შექმნილია ადამიანების კონკრეტული ჯგუფის, ან კულტურის მიერ).

     

    დონე I. პრეკონვენციური მორალი

         სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება. ლ. კოლბერგის პირველი სტადია ჟ. პიაჟეს მორალური განვითარების პირველ სტადიას შეესაბამება. ბავშვი თვლის, რომ ვიღაც "ყოვლისშემძლე ადამიანები" ადგენენ წესებს, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, ბავშვი ამბობს - წამალი არ მოიპაროთ, რადგან, თუ ასე მოიქცევით, დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ.

     

    მიუხედავად იმისა, რომ პირველ სტადიაზე მყოფი ბავშვების დიდი უმრავლესობა ქურდობის წინააღმდეგია, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ქმრის საქციელს ამართლებენ. ბავშვს შეუძლია თქვას: - თუ ცოლს სასიკვდილოდ გაწირავთ, დაგადანაშაულებენ, რომ წამალი არ მოიპარეთ მის დასახმარებლად.

     

    მორალური აზროვნების პირველ სტადიაზე მყოფ ბავშვს აღელვებს ის, თუ რის ნებას იძლევიან "ყოვლისშემძლე უფროსები" და რისი გაკეთებისთვის სჯიან.

    ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები ზნეობას განიხილავენ, როგორც რაღაც გარეგანს, მათგან დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ, რადგანაც ასე ამბობენ უფროსები.

     

    ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს. ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას.  ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი.

     

    სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე).   ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც "ყოვლისშემძლე ადამიანისგან" გამომდინარეობს. სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდეთ. ისინი სწორად მიიჩნევენ იმ საქციელს, როდესაც ადამიანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, ბავშვი ამბობს: - ფარმაცევტსაც და ქმარსაც შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს. თუ ქმარი გადაწყვეტს ცოლი გადაარჩინოს და ციხეში მოხვდეს ცოლის გულისთვის, ეს მისი გადასაწყვეტია. იგივე ეხება ფარმაცევტსაც. მას უნდა ფული იშოვოს. ეს ხომ მისი ბიზნესია, ან - ქმარი უფრო მეტად რისკავს, ვიდრე ღირს (ის შეიძლება დიდი ხნით ციხეში ჩასვან).

     

    მეორე სტადიაზე  მყოფი ბავშვების მსჯელობა შეიძლება ამორალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენები სამართლიან საქციელზე. ეს არის სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება, რომლის მიღმაც ორმხრივი ვალდებულების ფილოსოფია დგას (შენ - მე, მე - შენ).

     

     ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს, თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია, როგორც გარიგება. მაგალითად, თუ ბავშვს სხვისი სათამაშო მოეწონება მას შეუძლია არა მხოლოდ მისი წართმევა, არამედ სათამაშოების გაცვლის შეთავაზებაც. ბავშვი ვერ  აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენ­ტრულია. ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლამდელი და  დაწყებითი სკოლის მოსწავლისთვის.

     

    პირველ და მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვები საუბრობენ დასჯაზე, თუმცა სხვადასხვანაირად ღებულობენ მას. პირველ სტადიაზე დასჯა, ბავშვის აზრით. დაკავშირებულია ბოროტებასთან, დასჯა "ადასტურებს", რომ ქცევა არასწორი იყო. მეორე სტადიაზე კი დასჯა, ეს უბრალოდ საფრთხეა, რომელსაც ადამიანს ბუნებრივია სურს, რომ გაექცეს.

     

     დონე II. კონვენციური მორალი.

     

    სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები. ამ სტადიაზე ბავშვები - რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოზარდობის ასაკს არიან მიღწეული, მორალს განიხილავენ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. ისინი თვლიან, რომ ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ და "კარგად" უნდა მოიქცნენ. კარგი საქციელი ნიშნავს, კარგი მოტივებისა და პიროვნებათშორისი გრძნობების ქონას, როგორიცაა სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა. მაგალითად, ბავშვები  თვლიან, რომ ქმარი მართალი იყო, "რადგან ის კარგი ადამიანია, ცოლის გადარჩენა უნდოდა", ან თუ არ ამართლებენ ქმრის საქციელს ამბობენ ”წამლის მოპარვის შემდეგ ცუდი აზრები შეგაწუხებთ, როგორ შეარცხვინეთ ოჯახი და საკუთარი თავი".

    ამ სტადიაზე მყოფი ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა ადამიანებს, ,,იყოს კარგი.” ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის იხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ბავშვი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები), იწყებს “კარგის” და „ცუდის“  შესახებ საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. ცდილობს სხვების თვალში კარგი გამოჩნდეს, იყოს “კარგი ბიჭი” ან “კარგი გოგო”. ამ ასაკში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

    სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება. მეოთხე სტადიაზე მყოფი ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი. მაგალითად, ბავშვი ამბობს: - ქმარმა წამალი უნდა მოიპაროს. მისი მოვალეობაა, დაიცვას ცოლის სიცოცხლე. მაგრამ ქურდობა ცუდია, ამიტომ მან ფარმაცევტს შემდეგში ფული უნდა გადაუხადოს, ხოლო აფთიაქის გატეხვისთვის კი სასჯელი მოიხადოს, ან - მაშინაც კი, თუ ცოლი გიკვდება, შენი მოქალაქეობრივი ვალია კანონი დაიცვა. თუ ყველა კანონს დაარღვევს, ქვეყანაში დანაშაული და ძალადობა გამეფდება.

     

     მეოთხე სტადიაზე მყოფი ადამიანები მორალურ გადაწყვეტილებებს საზოგადოების გადასახედიდან ღებულობენ, ისინი აზროვნებენ როგორც სოციუმის ნამდვილი და სრულფასოვანი წევრები. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი შესატყვისობა საზოგადოებაში დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან.  

    დონე III. პოსტკონვენციური მორალი

     

    სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები. მეხუთე სტადიაზე მყოფი ადამიანები თვლიან, რომ კარგი საზოგადოება შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ერთვებიან, რათა მიღწეულ იქნას საყოველთაო კეთილდღეობა. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს აქვთ განსხვავებული ღირებულებები, ამიტომ საჭიროა, რომ - პირველი, დაცული უნდა იქნეს ადამიანის ბაზისური უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის და თავისუფლების უფლება და მეორე, ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული პროცესების დახმარებით. მაგალითად, ბავშვები ასე პასუხობდნენ: -მართალია, არსებობს კანონი ქურდობის შესახებ, მაგარამ ის არ გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ ძალადობას. წამლის მოპარვით კანონი დაირღვა, მაგრამ ქმარს ამ შემთხვევაში ქურდობა ეპატიება. კანონი უნდა გადაიხედოს.

    მეხუთე სტადიაზე მყოფი ადამიანებისთვის, ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმია დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთი მხრივ, პიროვნება ხვდება, რომ წესების უმრავლესობა ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს ეჭვშეუვალი წესები - სიცოცხლის დაცვა და თავისუფლების მხარდაჭერა. ადამიანი იქცევა საკუთარი მორალური პრინციპების შესატყვისად, მაგრამ ამავე დროს პატივს სცემს, სხვა ადამიანის მორალურ  პრინციპებსაც.  

    სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ამ საფეხურზე მყოფი ადამიანი მსჯელობს სინდისის ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელს კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა. მეექვსე საფეხურზე მყოფი პიროვნებები, როგორც წესი, საუბრობენ ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე, თითოეული პიროვნებისთვის პატივის მიგება და ღირსების პატივისცემა. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი შემდეგნაირად მსჯელობს: - თუ ქმარი ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლე იხსნას, ის ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა სხვა ფასეულობას დააყენებს.

    რა არის  მორალურად სწორი, განისაზღვრება არა კანონით და წესით, არამედ სინდისით. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ეგოცენტრიზმი. ისინი იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად - „ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, მე ეს უნდა გავაკეთო, თუმცა ამის გამო  შეიძლება დავისაჯო“.

     

    ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა (მაგ. მაჰატმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა).

    ლ. კოლბერგმა თავის გვიან შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ მეხუთე და მეექვსე სტადია არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ, ერთი სტადიაში უნდა გაერთიანდეს.

    წყარო: განვითარებისა და სწავლის თეორიები(2008), Грейс Крайг, Дон Бокум (2011г.), "Психология Развития",

    ავტორი :მარიამ სოხაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ავტოსკოლები კომპიუტერული ტექნიკა უმაღლესი სასწავლებელი წიგნების მაღაზიები სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები გამოცემები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი უცხო ენები განათლება საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სამეცნიერო პორტალები საბავშვო მაღაზიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საგანმანათლებლო რესურსები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კოლეჯი სპორტული სკოლები, სტუდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022