მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა ნანახია (12779) - ჯერ 21 იანვარი 2013

       ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანები სწავლობენ აზროვნების და გამოცდილების საფუძველზე, რის შედეგადაც მათ  უფრო რთული შემეცნებითი უნარები უვითარდებათ. აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივიზმი ორიენტირებულია მოსწავლის ძალისხმევაზე. მოსწავლე სწავლის (ან შემეცნების) პროცესის აქტიური მონაწილეა. იგი პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია მასწავლებლის მიერ, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას მისთვის უკვე ცნობილისა და წინა გამოცდილებების საფუძველზე. ცოდნის შენების პროცესში მასწავლებელი ისევე ეხმარება მოსწავლეს, როგორც ხარაჩოები - მშენებელს. ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის მიერ შემუშავებული აქტივობები, მასწავლებლის მიერ შექმნილი გარემო და სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად აგებს საკუთარ ცოდნას. კონსტრუქტივიზმის თეორიებმა დიდი როლი შეასრულა აქტიური სწავლების დანერგვის საქმეში დასავლეთის ქვეყნებში. ამ მიდგომის თანახმად, მოსწავლეს სწავლაში ენიჭება აქტიური და დამოუკიდებელი როლი. სასწავლო აქტივობის შერჩევა, მისი შესრულების ტემპის განსაზღვრა და შეფასება ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ერთობლივი შეთანხმებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლის ინტერესზე და სწავლა უფრო ინდივიდუალიზებულია. ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა ხდება მოსწავლის და მასწავლებლის მიერ ერთობლივად შერჩეულ თემებზე და სავარჯიშოებზე მუშაობის შედეგად. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის და სასკოლო ჩართულობის გაზრდას, რაც განაპირობებს მოსწავლის უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

                                                 კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები:


     1.
     ცოდნა არ შეიძლება გადავცეთ მზა სახით, უნდა შევქმნათ სათანადო   პედაგოგიური პირობები, რათა მოსწავლეებმა თვითონ ააგონ და განავითარონ ის.

    2. მოტივაციას აღძრავს ძიება, კვლევაში ჩართვა, რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის პროცესი (მაგ. ეკოლოგიური, ეკონომიკური, საწარმოო და სხვა).

    3. უნდა მოხდეს მოსწავლეთა   გონებრივი   ქმედების სტიმულირება,   აზროვნების   მოტივირება, მოსწავლის მოსაზრებების, ჰიპოთეზების, მიხვედრების, შინაარსის ორგანიზების მცდელობების წახალისება და შეხედულებათა ურთიერთგაცვლა.

    4. სწავლების ისეთი   პირობების შექმნა (მეთოდების, სწავლების   ფორმების, შეფასების საშუალებების), სადაც ხაზი   გაესმება თითოეული მოსწავლის ინტელექტუალურ ღირსებას, მათი შეხედულებების   მნიშვნელოვნებას, აზროვნების ინდივიდუალურ სტილს,   სიტუაციის უნიკალური ხედვის   და პრობლემის გადაჭრის უნარს.

     კონსტრუქტივისტი მასწავლებელი მოსწავლეთა პრობლემაზე და კვლევაზე   ორიენტირებული სწავლების კონსულტანტი, ორგანიზატორი, კოორდინატორია და არა ხელმძღვანელი. იგი ამისთვის ქმნის პირობებს, წაახალისებს ინიციატივებს. თავის მხრივ, მოსწავლეები ხდებიან   პროცესის თანასწორუფლებიანი   წევრები და პასუხისმგებლობას იღებენ სწავლის პროცესსა და შედეგზე. მეცადინეობის მომზადების   და დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი უპირატესობას ანიჭებს   პრაქტიკული სიტუაციებიდან აღებულ პრობლემებს, რთავს მათ გაკვეთილში. უფრო მეტიც, მოსწავლეები უშუალო მონაწილეობას იღებენ ფაქტობრივ მონაცემთა შეგროვებაში, ინფორმაციის მოძიებაში, ანკეტირებაში, მონაცემთა დამუშავებაში და ასე შემდეგ. მოკლედ, პრობლემამ   მოსწავლის ხელში უნდა გაიაროსდა არ უნდა იყოსგარედან შეთავაზებული“. ეს ზრდის შინაგან მოტივაციას და არსებითად აკავშირებს მას სასწავლო მასალასთან.

          კონსტრუქტივისტი მასწავლებელი შეიმუშავებს სწავლის მიზნებს, იყენებს რა კოგნიტურ ტერმინოლოგიას: კლასიფიცირება, კვლევა, მოდელირება, განზოგადება, პროგნოზირება“, „შეფასება და სხვა. ახდენს მოსწავლის შემოქმედებითი, დივერგენტული   აზროვნების სტიმულირებას. ამ ტიპის გაკვეთილები   მოსწავლეს საშუალებას აძლევს თვითონვე ჩაატაროს გაკვეთილის ფრაგმენტი, მიმართულება შეუცვალოს დისკუსიას (სასწავლო თემის ფარგლებში), შემოგვთავაზოს თავისი მეთოდი და სწავლების ფორმაც კი.   ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლებელი მაღალი კომპეტენტურობით ხასიათდება, ეს მას საშუალებას აძლევს უარი თქვას გაკვეთილის მკაცრ სრტუქტურაზე და, ამავე დროს, შეინარჩუნოს   გაკვეთილის ძირითადი ხაზი და მიზანი. ის თავდაპირველად მოსწავლეების თვალსაზრისს უსმენს, აჯამებს შეხედულებებს და გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ისე რომ თავს არ ახვევს; ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მოკლედ, მოსწავლეები თავიანთი ცოდნის აშენებაში სრულფასოვან მონაწილეობას იღებენ და     ცოდნა მათ არ ეძლევათ მზამზარეული სახით. მასწავლებელს ეფექტიანად   შეუძლია პაუზის გამოყენება, რათა შეკითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეს გააზრების საშუალება მისცეს, ძველი ცოდნა დაუკავშიროს ახალს, მოძებნოს ანალოგიები, წარმოისახოს სიტუაცია და სხვა.  

    წყარო:მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.

     

     

    ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სიახლე განათლების სფეროში გართობა/თამაშები ადამიანთაშორის ურთიერთობა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მეცნიერება/ტექნიკა საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებრივი ურთიერთობები სასარგებლო რჩევები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები გამოცემები/პუბლიკაციები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ინტერესები/კონკურსები რელიგია სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა კვალიფიკაციის ამაღლება მშობელი და ოჯახი ფიზიკური კულტურა და სპორტი ბუნება/ეკოლოგია ბავშვის აღზრდა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სარეკლამო მომსახურება ბავშვის კვება და მოვლა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა დასვენება/ტურიზმი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023