მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    საზოგადოება და ,,შპილკა”- სტიგმატიზაცია ნანახია (8434) - ჯერ 05 თებერვალი 2013

    სტიგმა გულისხმობს სოციალური გარემოცვისაგან რაიმე ნიშნით მკვეთრად განსხვავებელი ადამიანების მიუღებლობას და მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების არსებობას. სტიგმატიზებული ადამიანები ხშირად ხდებიან ზიზღის, მუქარის, სტერეოტიპული დაცინვის ობიექტები და უმახინჯდებათ სოციალური იდენტობა, ჭეშმარიტი ადამიანური სახე (Dovidio, Crocker).

    საინტერესოა, გავაანალიზოთ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ,,შპილკაში” ასახული სტიგმატიზაციის პროცესი.

    ,,შპილკა” – ეს მოთხრობის მთავარი გმირის მეტსახელია. ადამიანისათვის შერქმეული ზედმეტი სახელი ხაზს უსვამს ჩვეულებრივი ადამიანებისაგან მის განსხვავებულობას. ,,შპილკა” სტიგმატიზებულია ისეთი უნარშეზღუდულებების გამო, როგორებიცაა სიმუნჯე და დაბალი გონებრივი განვითარება. მისი უმრავლესობისაგან განსხვავებულობა მკვეთრად თვალშისაცემია; ის ხომ არ ფლობს ადამიანურობის განმსაზღვრელ ისეთ ცენტრალურ თვისებებს, როგორებიცაა მეტყველება და განვითარებული აზროვნება. შესაბამისად, ,,შპილკა” განწირულია თვითგადარჩენის მიზნით მწვავე ბრძოლისათვის. მას არ შეუძლია ინდივიდუალურად მოიპოვოს ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. ჯგუფურ ცხოვრებას კი თავისი კანონები აქვს: კოოპერატულობა, ურთიერთგაცვლა, საერთო ინვესტიციაში წვლილის შეტანა, გაწეული საფასურისა და მიღებული ჯილდოს სამართლიანი გადანაწილება. ამასთან ერთად, ადამიანები, როგორც საზოგადოების წევრები, ცდილობენ ძირითად თვისებებთან მიმართებით მაინც შეინარჩუნონ წევრებს შორის ჰომოგენურობა და ჯგუფის შიგნით გამოვლენილი ყოველგვარი ექსპლოატაციის წინააღმდეგ იბრძვიან (Neuberg, Smith). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ,,შპილკას” სოციალური გარემოცვა საზოგადოების სრულუფლებიან წევრად არ აღიარებს და არც თავის გადარჩენისათვის ბრძოლაში ეხმარება. თუმცა, ,,შპილკა” და მისი გარშემომყოფები ურთიერთობას მაინც ამყარებენ და ამ დამოკიდებულების საფუძველი ისევ და ისევ ჯგუფური ხასიათისაა – ესაა ურთიერთგაცვლა. ,,Нам развлечение, а ему выпивка“, ,,И мы рады и он!” – აცხადებს ხალხი. ,,შპილკასაც” სხვა გზა არ დარჩენია და ტაკიმასხრობის საფასურად იღებს სასმელს. თუმცა, ეს ორმხირივი დამოკიდებულება სავსეა ცინიზმით, დამცირებით, შეურაცხყოფით. პირველ რიგში, ,,შპილკა” ხალხისათვის ფეხშიშველა, თმააბურძგნულ, უაზროდ თვალებმოცეცე, მანჭია, არასრულფასოვან ადამიანს წარმოადგენს. უფრო მეტიც, დამაკნინებელი გარეგნული და პიროვნული  მახასისათებლების საფუძვლად სტერეოტიპული, განზოგადებული, ირაციონალური მსჯელობებიც იჩენს თავს და მას ეშმაკობასა და მატყუარობასაც მიაწერენ - ,,Вышь, какой хитрый, глухой и все слышит“.  სტიგმატიზებული პიროვნების ქცევას არასწორად ხსნის თვით მისადმი კეთილგანწყობილი ერთადერთი პიროვნებაც: ,,ხელი მომკიდა და საცოდავად დაიწკმუტუნა. მე მომეჩვენა, რომ მას ლუდის დალევა უნდოდა”,  არადა ,,შპილკას” მხოლოდ მადლიერების გამოხატვა სურდა. საზოგადოება არ ცდილობს მის პიროვნებაში სხვა თვისებების დანახვას. თუმცა, მას გააჩნია ისეთი დასაფასებელი უნარები, როგორებიცაა სიყვარული, ერთგულება და მადლიერება.  

    საზოგადოების წევრები ,,შპილკას” უანგაროდ არ ეხმარებიან, შესაძლოა ფიქრობენ, რომ სამაგიერო სარგებლის არმიღების შემთხვევაში ექპლოატაციის მსხვერპლნი თავად აღმოჩნდებიან (Neuberg, Smith). თუმცა, თავად ისინი უსამართლო უპირატესობით სარგებლობენ ,,შპილკაზე”, ნარჩენი სასმელების მიცემით მას გასართობ ობიექტად აქცევენ, ამცირებენ, დასცინიან, ბოროტად სარგებლობენ მისი უნარშეზღუდულობებით, რაც სხვა არაფერია, თუ არა ექსპლოატაცია (Stanford Encyclopedia,2001).

    რატომ იქცევა ასე ჯგუფი? გარდა იმისა, რომ ,,შპილკას” სტიგმატიზაციით ისინი თავს არიდებენ ზედმეტ პასუხისმგებლობას, აქ სხვა ფსიქოლოგიური პროცესების განხილვაც შეიძლება. სხვათა სტიგმატიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების  თვითშეფასების გაზრდა, რასაც განაპირობებს დაღმავალი შედარების პროცესები – შესადარებელი ობიექტის დაბლა მდგომად აღქმა. დაღმავალი შედარების თეორიის თანახმად ერთი ადამიანის მიერ საკუთარი თავის ნაკლებად ბედნიერ პიროვნებასთან შედარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტური კეთილდღეობისა და თვითშეფასების ამაღლება (Willes, 1981).   მსგავსი პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ,,შპილკასადმი” დამცინავი, დამამცირებელი დამოკიდებულების მქონე ჯგუფში.

    საინტერესოა, შპილკასა და იმ გოგონას შორის დამოკიდებულება, რომელიც მას უყვარს. ამ ახალგაზრდა ქალს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ,,შპილკას” შეყვარება: ,,Я никогда не задавала себе такого вопроса“. სტიგმატიზებული ადამიანი ხშირად განწირულია ზიზღისათვის, წარუმატებელი რომანტიული ურთიერთობებისათვის, რისი მიზეზებიცაა ასეთი პიროვნების ნაკლებად ესთეტიურად აღქმა, არაჯანსაღი გენეტიკური პოტენციალის გადაცემის საფრთხე, საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციის უუნარობა და ა.შ (Baron, 1998). მითუმეტეს, რომ სტიგმატიზებული ადამიანის გვერდით მყოფნიც ხდებიან ხოლმე სხვათა მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მსხვერპლნი (E. Goffman,1963). შეიძლება ასეთ მუქარას განიცდიდა ,,შპილკას” სიყვარულის ობიექტიც. ის შპილკასადმი კეთილგანწყობილ ადამიანთან საუბრისას აღნიშნავს: ,, Он только благодарит, что вы со мной говорите.“ საინტერესოა, რომ სტიგმატიზაციის პოტენციური ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს თვით მოთხრობის ავტორიც, რომელიც ერთ-ერთი მთავრი პერსონაჟია. ის დანარჩენებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ არ ახდენს ,,შპილკას” სტიგმატიზაციას და მისდამი თანაგრძნობას გამოხატავს.  

    ახალგაზრდა ქალი, რომელზეც ,,შპილკაა” შეყვარებული, მის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულებით გამოირჩევა. გოგონა ,,შპილკას” ,,მხსნელისადმი” მადლიერებას გრძნობს, რაც მის მიმართ თანაგრძნობის გამომხატველია. მაგრამ, მისი ,,შპილკასადმი” დამოკიდებულება მაინც შეცოდების გრძნობითაა გამსჭვალული: ,, Он никогда не был умным, бедный таким родился.” გოგონას გამონათქვამებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა მისი ქცევა - ის ,,შპილკასადმი” კეთილგანწყობის სანაცვლოდ უცხო, მაგრამ ჯანსაღ მამაკაცს ღამის გასათევებელს სთავაზობს, მაშინ როცა, მშვიდად უყურებს მის სახლთან ყოველ ღამე მწოლიარე ,,შპილკას”.

    სტიგმატიზაციის პროცესი რთული სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება; მისი ,,სამიზნე” კი დიდ სირთულეებს აწყდება საზოგადოებასთან ადაპტაციის გზაზე. გამონაკლისი არც ,,შპილკაა”. მისი ცხოვრება სხვებისაგან ნეგატიური მიმართულებით განსხვავდება, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ ის ,,შპილკაა”.  

     

     

     

     

     

     

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022