მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა ნანახია (9413) - ჯერ 07 თებერვალი 2013

        სოციალურ ფსიქოლოგიაში შესწავლილია   და დადგენილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ სხვებზე - შევცვალოთ მათი რწმენები, ატიტუდები და ქცევები;

     ოციალური გავლენის ერთ-ერთი ფორმაა, კონფორმიზმი - როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორც საშუალება, რომლითაც ჯგუფი ან საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას. ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალური წესებით, რომლებიც მიუთითებენ თუ რომელია სწორი (მისაღები) ქცევა.

     ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური უნდა იყოს დაშვება, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას, მით უფრო მოსალოდნელი და ძლიერი უნდა იყოს კონფორმიზმი. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა და კონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული აღმოჩნდა. კვლევების მონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილების ტენდენცია იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე გვლენას ახდენს კონფორმიზმზე.   ამის ერთ-ერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ჯგუფის სიდიდის ზრდა   5 წევრის ზემოთ, შეიძლება წარმოშობდეს ჯგუფში საიდუმლო გარიგების შესახებ ეჭვს. .. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლენას ახდენს ჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამო-ხატავენ ინდივიდუალურ თვალსაზრისს.

              ამ ფენომენის განსხვავებული ახსნა შემოგვთავაზა . ლატანემ (Bibb Latane, 1981) მისი აზრით, სოციალური გავლენის ზრდა დამოკიდებულია ჯგუფის სიმჭიდროვეზე და ზომაზე. ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად მცირდება თითოეულ წევრზე გავლენა. მაგ. ერთ-ერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს გაერჩიათ ერთი სასამართლო საქმე. სანამ თავიანთ განაჩენს გამოიტანდნენ, სტუდენტებს უჩვენეს ამ საქმის შესახებ ოთხი ცრუ სუბიექტის   დასკვნა. როდესაც ცრუ სუბიექტები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, მათი ზეგავლენა   ნამდვილ სუბიექტებში მეტ კონფორმულობას იწვევდა, ვიდრე მაშინ, როცა ოთხივე ერთად წარმოდგენილი იყო, როგორც ერთი ჯგუფი. ასევე ორი,   სამ-სამი ინდივიდისაგან შემდგარი ჯგუფი, იწვევდა მეტ კონფორმულობას,   ვიდრე ექვსი ინდივიდისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი. ხოლო სამი,   ორ-ორი ინდივიდისაგან შემდგარი ჯგუფი   გაცილებით მეტ კონფორმიზმს იწვევდა.

              ამ ფაქტის საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ტანფორდმა და პენროდმა (Tanford, Penrod, 1984). მათი აზრით, ყოველი ინდივიდი რომელიც თავიდან ემატება ჯგუფს უფრო მეტ კონფორმიზმს იწვევს, ვიდრე ყოველი შემდგომი წევრი.   ავტორები გვთავაზობენ .. სოციალური გავლენის მოდელს -   (Social influence Model - SIM) - მათი აზრით, ჯგუფის ზომასა და კონფორმულობას შორის კავშირი - თუ მათ x და   y ღერძზე გამოვხატავთ, მიიღებს S ფორმას. .. მრუდი თავიდან მაღლა მიიწევს და შემდეგ სწორდება.

              SIM მოდელის მიხედვით, როცა სოციალური გავლენის სამიზნეთა რაოდენობა იზრდება, ფუნქცია ჯგუფის სიდიდის კონფორმულობასთან მიმართებაში იქნება სწორი. .. როცა ჯგუფის რაოდენობა იზრდება, მისი გავლენა რამდენიმე წევრზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გავლენა ერთადერთ წევრზე. ავტორები თვლიან, რომ SIMM მოდელი   საუკეთესოდ აღწერს თუ როგორ იცვლება სოციალური გავლენა ჯგუფის სიდიდისა და გავლენის სამიზნეზე ინდივიდების რაოდენობასთან ერთად.

     

     

     

    წყარო: რ. ქვარცხავა , „სოციალური ფსიქოლოგია“

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    დასვენება/ტურიზმი გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია რელიგია მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ბავშვის აღზრდა სიახლე განათლების სფეროში დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასარგებლო რჩევები კვალიფიკაციის ამაღლება სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბავშვის კვება და მოვლა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები გამოცემები/პუბლიკაციები განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბუნება/ეკოლოგია მედიცინა და პროფილაქტიკა სარეკლამო მომსახურება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები ინტერესები/კონკურსები ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო დაწესებულების მართვა ადამიანთაშორის ურთიერთობა მეცნიერება/ტექნიკა საზოგადოებრივი ურთიერთობები გართობა/თამაშები მშობელი და ოჯახი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022